... (Q-376), XIX ს.

177. უამბოს ჩემი სიკუდილი, თჳთ ჩემგან დავედრებული. მათ შეჰქმნან გლოვა ტირილი, ჰყონ საქმე გამწარებული. მერმე მიჳდე ცოცოხალი, სხუაგან მე სადმე რებული. ამას იგონებს ტირილით, გონება შეიწრებული:-

178. იტყჳს ღ~თო სამართალნი, შენნი ჩემთჳს რად ამრუდენ. მე ეზომი სიარული, კიდე რად გლახ გამიცუდენ. გულით ჩემით სიხარულნი, აღფხუჱრენ ჭირნი დააბუდენ. დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი, ვერა ოდეს დავიყუდენ:-

179. კულავცა იტყჳს დათმობა, ჰსჯობს და თავსავე ეუბნების. დღეთა ადრე ნუ მოჰკუდები, გული ჩემი ნუ დადნების. უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების. განგებასა ვერვინ შეჰსცულის, არ საქმნელი არ იქმნების:-

180. თავსა უთხრა მოჰკუჱ გიჯობს, სიცოცხლეს აუგიანსა. მიხუალ დაგხუდების თინათინ, ანათებს დღესა მზიანსა. გჰკითხოს მის მზისა ჰამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა. იგონებს წამწამ მიჰყუჱბის, ტყის პირსა შამბს წყალიანსა:-

181. ყოვლნი არსნი ცასა ქუჱშეთნი, ერთობ სრულად მომივლიან. მაგრამ საქმე მის კაცისა, ვერა სადა შემიგიან. უღონიოდ მართალ იყუნეს, რომელთაცა ქაჯად სთქვია. აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა ჰმდიან:-

182. მთით ჩამოჳდა ავთანდილ, განვლო წყალი და ტყენია. მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეღრეჯით მონაწყენია. გაჰსცუდებოდეს მკლავნი და, თჳსნი სიამაყენია. ბროლისა ველსა ჰსტურფობდეს, გიშრისა მუნ საყენია:-

183. მობრუნება დააპირა, სულთქნა მერმე ივაგლახა. მას მინდორსა დაემართა, გზა თუალითა გამოსახა. თთუჱსა ერთსა სულიერი, კაცი თუალითა არ ენახა. მჴეცნი იყუნეს საშინელნი, მაგრამ არა შეუზახა:-

184. თუცა მჴეცქმნილი ავთანდილ, გულამოსკუნით და კუესითა. ეგრეცა ჭამა მოუნდის, ადამისტომთა წესითა. ისრითა მოკლა ნადირი, როსტომის მკლავ უგრძესითა. შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა:-

185. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირემ მწუადი შეიწოდეს. ექუსნი ვინმე ცხენოსანნი, ჰნახა მისკენ მიჳდოდეს. ჰსთქუა თუ გუანან მეკობრეთა, თუარე კარგი რამც იცოდეს. აქა კაცი ჴორციელი, ვის ენახოს კულავცა ოდეს:-

186. ჴელთა ჰქონდა ისარ მშჳლდი, მათკენ მივა მხიარული. ორთა კაცთა წვეროსანთა, ძმა მოჰყუანდათ უწუჱრული. თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული. ჰსტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტად ედგა მას გლახ სული.

187. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ, მეკობრეთა დაგამჰსგავსენ. მათ მიუგეს დაგჳწყნარდი, გჳშუჱლე რა ცეცხლი ავსენ. ვერა გუარგო ჭირი ჭირსა, მოგჳმატენ მოგჳსავსენ. სატირელი მოგჳტირენ, ღაწუნი შენცა დაიმხავსენ:-

188. ავთანდილ მიდგა ეუბნა, მათ კაცთა გულმდუღარეთა. მათ უთხრეს თჳსი ამბავი, ტირილითმოუბარეთა. ჩუჱნ ვართო ძმანი სამნიუჱ, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა. დია გუაქუს ციხე ქალაქი, ხატაეთს არე მარეთა:-

189. კარგი გვესმა სანადირო, ნადირობად წამოვედით. გუყუჱს ლაშქარნი უთუალაუნი, წყალისა პირსა გარდავხედით. სანადირო მოგვეწონა, თუჱსა ერთსა არ წავედით. ვხოცეთ მჴეცი უსაზომო, მინდორით და მთით და ქედით:-

190. ჩუჱნ სამთა ძმათა ჩუჱნთანა, მესროლნი დავაწბილენით. მით ერთმანერთსა სამნიუჱ, ჩუჱნ კიდე დავეცილენით. მე უკეთ მოვჰკლავ მე გჯობო, ცილობა ვერ ვალბილენით. ვერ გავარჩიეთ მართალი, ვისარჩლეთ ვითაკილენით:-

191. დღეს ავჰყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა. ვჰსთქჳთ გავარჩიოთ მართალი, ვინ ვჰსჯობთ თაჳსა მკლავითა. თავსა ვიახლნეთ მარტონი, დავჰსდგეთ თაჳს თავითა. თჳთ დანახულსა მოვჰკულიდეთ, ნუ ვესურით დამნახავითა:-

192. ჩუჱნ ვიახლენით სამთაუჱ, სამნიუჱ მეაბჯრენია. ლაშქართა წასულა ვუბრძანეთ, მით არას მოაზრენია. მოჳნადირეთ მინდორი, იგი ტყენი და ღრენია. დავჰჴოცეთ მჴეცი ფრინუჱლი, არცა ზე გარდაგუფრენია:-

193. ანაზდად მოყმე გამოჰსჩნდა, კუშტი პირგამქუშავია. ზედა ჰსჯდა შავსა ტაიჭსა, მერანი რამე შავია. თავსა და ტანსა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავია. ჯერ მისი მჰსგავსი ჰშუჱნება, კაცთაგან უნახავია:-

194. უჭურიტეთ მისთა ელუათა, შუქნი ძლივ გავიცადენით. ვჰსთქვით თუ მზეაო ქუჱყნად, ნუ ვეუბნებით ცადენით. მისი მოგჳნდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით. ასე სულთქმით და ვაებით, მით ვართ ცრემლისაცა დენით:-

195. მე უხუცესმან უმცროსთა, იგ გამოვსთხოვე ქენებით. ჩემმან შედეგმან ტაიჭი, თჳსი მით აქო ხსენებით. ამან მართ ოდენ მორევნა, გვჰთხოვა ვანებეთ ჩვენ ნებით. მივჰმართეთ იგი აგრევე, წყნარად მივა და ჰშუჱნებით:-

196. ბროლმან ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა. იგი ტკბილნი გონებანი, ჩუჱნთჳს მეტად გაამყიფნა. არად გურაცხნა არც მოგუხუჱდნა, ყოლე არად ამოგუკრიფნა. მისნი მკუახედ მოუბარნი, მათრახითა შეგუამწიფნა:-