... (Q-376), XIX ს.

277. ყუჱლაკასა მათრახითა, თავი უჴმლოდ გარდაჰკვეთეთ. მეფე შეჯდა დაგვეკარგე, კუალი შენი ვერ მოვჰკვეთეთ. ვითა ქაჯი დაიმალე, მონებიცა დავაფეთეთ. ამან უფრო დაგვაშმაგა, თავი სრულად გავაშეთეთ:-

278. ჭმუნუა შეექმნა თქუჱნც იცით, ჴელმწიფე ნებიერია. მოგნახეს გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია. ვერ ნახეს შენი მნახველი, ვერცა ყმა ვერცა ბერია. აწ გამომგზავნა რომელსა, ვერ მზე ჰგავს ვერც ეთერია:-

279. მიბრძანა მიცან ჰამბაჳ, მის მზისა წახდომილისა. მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა. სამს წლამდინ მითხრა დადება, უმისოდ ცრემლთა მილისა. არ გიკჳრს გავჰძლე ვერ ჭურეტა, მისისა მე ღიმილისა:-

280. აქანამდის მნახაჳცა, კაცი შენი არ მენახა. ქურდნი ვნახენ რომე თქუჱნთჳს, სიტყუა რამე გაემკუახა. მათრახითა ჩამოგეგდო, ერთი მკუდართა დაგესახა. მათ მასწავეს ძმა რომელთა, სულმობრძაჳ სამე გლახა:-

281. ტარიელსაც აეხსენა, ომი მათი მაშინდელი. ჰსთქუა თუ მახსოვს ეგე საქმე, თუცა არის ადრინდელი. ერთგან გნახენ ნადირობას, შენ და შენი იგ გამზრდელი. მით ვჰსტიროდი მომეგონა, მე გლახ ჩემი წამწყმედელი:-

282. რას მაქნევდით რა გინდოდათ, ერთმანერთსა რითა ვჰგუანდით. თქუჱნ მორჭმულნი ჰსთამაშობდით, ჩუჱნ მტირალნი ღაწუს ვჰბანდით. რა მონანი მამწიენით, შესაპყრობლად დაგულვანდით. აწ ვეჭუ რომ ჩემად ნაცულად, თანა მკუდართა წაიტანდით:-

283. მოჳხედე მომეწია, რა პატრონი შენი ვნახე. ჴელმწიფობით შემებრალა, ამად ჴელი არ შევახე. თუალთა წინა გამოვექეც, მეტი არა შეუზრახე. ჩემი ცხენი უჩინოსა ჰგავს, და სხუამცა რად ვასახე:-

284. კაცმან ვერ ასწრას თუალისა, დაფახუა დაწამწამება. მას გავექცეჳ ვისგანცა, ჩემი არა ვჰსცნა ამება. მათ თურქთა მიღმა გამეგო, მე არას არ შეწამება. ავად ჰშუჱნოდათ მორევნა, და ჩემზედ დათამამება:-

285. აწ ვაშად მოხუჱლ მიამა, ნახუა შენისა პირისა. ტანად სარო და პირად მზე, მამაცად ჰმსგავსი გმირისა. მაგრამ გარჯილხარ არა ხარ, გარდაუხდელი ჭირისა. ძნელია პოვნა კაცისა, ღუთივ ზეცით განაწირისა:-

286. ავთანდილ ჰკადრა ვით მაქებ, საქები ბრძენთა ენისა. მაგისად ნაცულად რამც ვიყავ, ღირსი ქებისა თქუჱნისა. სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა. რადგან ვერ შეგცულის, პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა:-

287. ამა დღემან დამაჳწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა. დამიგდია სამსახური, იგი იქმნას რაცა გინდა. იაგუნდი ეგრეცა ჰსჯობს, ათასჯერცა მინა მინდა. შენ გიახლო სიკუდილამდინ, ამის მეტი რაღა მინდა:-

288. ტარიელ უთხრა მე შენი, გული აწ მემხურუალების. მიკჳრს თუ ნაცულად მაგისად, შენ ჩემი რა გევალების. მაგრა წესია მიჯნური, მიჯნურსა შეებრალების. შენ საყუარელსა გაგყარო, ესე ვითარ მეკრძალების:-

289. წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად. ღ~თნ ჰქმნა და გიპოვნივარ, შენცა ჰსცდილხარ მამაცურად. მაგრამ ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად. მე თუ ვიტყჳ დამწუავს ცეცხლი, ცხელი შემიქმს ალად მურად:-

290. ამას დაყმუნდა ტარიელ, დამწუარი დაავლებული. ასმათს უბრძანა მას აქეთ, შენ ხარ ჩემთანა ხლებული. რად არა იცი უწამლო, არს ლები ესე ლებული. კულავ ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა მალმალებული:-

291. კაცმან ვით ჰპოოს ღ~ისაგან, რაც არა დანაბადია. მით გული ჩემი სახმილმან, აწ ასრე დანაბადია. კულავ გზასა მიკრავს მიჭირავს, მითგს ბადე დანაბადია. აწ ჴელთა ნაცულად ლხინისა, ჩალა მაქუს და ნაბადია:-

292. მაგრამ ღ~თნ მოწყალემან, მით ცნობითა ერთი მზითა. ორი თჳსი მოწყალება, დღესცა მომცა ამა გზითა. პირუჱლ შეჰყრის მოყუარულთა, ჩემით რითმე მიზეზითა. კულავ ნუ თუმცა სრულად დამწუა, ცეცხლით ცხელით ანაგზითა:-

293. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან, ძმა ანუ თუ დაცა იდოს. ჰჴამსო მისთჳს სიკუდილსა და, ჭირსა თავი არ დარიდოს. ღ~თნ ერთი რად აცხოვნოს, თუ მეორე არ წარსწყმინდოს. შენ ისმენდი მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს:-

294. ასმათს უთხრა მოდი მოჯე, თანა წყალი მოიტანე. დაბნედილსა მაპკურებდე, გული მითა გარდამბანე. მკუდარი მნახო დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე. მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკუანე:-

295. ღილ ჩახსნილი საამბობლად, დაჯდა მჴარნი ამოყარნა. ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხანს შუქი არ ადარნა. ვერ გაახუნა სასაუბროდ, მან ბაგენი გაამყარნა. მერმე სულთქნა დაიძახნა, ცხელნი ცრემლნი გარდმოჰყარნა:-

296. მოჰსთქუამს ჰაი საყუარელო, ჩემო ჩემთჳს დაკარგულო. იმედო და სოცოცხლეო, გონებაო სულო გულო. ვინ მოგკუჱთა არა ვიცი, ხეო ედემს დანერგულო. ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწუა, გულო ასჯერ დადაგულო:-