..., 1860 წ.

1869. ხვარაზმშას ესმა ამბავი. მოსვლა ინდოთა რაზმისა კვლავ შველად ფრიდონ, ავთანდილ. ბრძნად მისთვის არ ნაკაზმისა იგი აჩქარდა ჴმობა თქვა. სპისა მის ხვარაზმისისა და სწრაფით მოვიდეს ვერა ვსთქვით. ზრახვა შინ ხანთა დაზმისა.

1870. რა ლაშქარნი მოუვიდეს. იკრეს ფიცხლავ ნაღარათა წინ ლაშქარნი გაიძღვარა. ფიცხლავ მათკენ გაემართა ხანს არ ყოფნის აიყარა. არას ელის აღარათა და მიეჯარმეს რაზმი დადგეს. დროშა მრავლად აემართა.

1871. კვლავ ხვარაზმთა ემთხვია. მუნ კაცი მოამბობარი მოვიდაო სპათა მრავალი. და აივსო მთა და ბარი სრულნი შენნი დიდებულნი. დაიხოცნეს არვინ არი და მრავლად ზიდეს საქონელი. ჯორ აქლემი უამარი.

1872. წინ მოეგება ხვარაზმშა. რაზმითა მრავალ კეცითა იზახდა ჴაფად მებრძოლნო. თქვენ ჩემნო გაიქეცითა თუ მკითხამთ გიჯობთ სით მოხვალთ. მუნითვე შეიქეცითა და თვარ გათქმევინო თუ ჩემთვის. რისხვით ცა გაიქეცითა.

1873. ამას იძახდა ხვარაზმშა. ორთავე რაზმი გასწორდა შეიქნა შემოტევება. მუნ მშვილდოსნობა გაჭორდა ჰკარ მოჰკალ შეიპყარისა. ჴმა თვით მრავალგან გაორდა და ბოლოდ გაიქცა ხვარაზმშა. ღ~თისა წყალობა გაშორდა.

1874. უკან მისდევენ ხვარაზმშას. გმირნი ორნივე მეფენი ძალ გულად მსგავსნი ლომთანა. კბილთა მოსადაფენი შხვარაზმშას სპანი ძლეულნი. მიდიან სრბითა სწრაფენი. და აივსნეს მათანი მძლეველნი. აბჯრითა მეალაფენი.

1875. დროშა ინდოთა მეფისა. შუა დგა სათავადოსა მარჯვნით უდგს არაბთ მეფე. ომისა მოსაწადოსა მარცხნით გმირი ნურადინ. კარგსა სახვაშიადოსა და ომ გარდახდილსა შვენოდეს. ჩამოჰჴდეს ოდილადოსა.

1876. გარეთ ყოველგან ოჴრად ქნეს. ციხე ქალაქთა ვაჴობა კვლავ შიგნითაცა არ დასცხრა. ომი და ბუკ ტაბლაკობა მუნ მოიწია უთქმელი. სისხლისა საარაკობა და ერთ წამდი მათცა ოჴრად ქნეს. ვაკეა თუ ხანდაკობა.

1877. ტარიელ ადგა სენთაგან. ღ~თისაგან შეწყალებული დიდი ინდოთა პატრონი. მორჭმული ალაღბული დაშვენდა მსგავსია მზისა. და მთვარე პირ გავსებული და მას ტურფად მოუჴდებიან. სიცილი კარ გაღებული.

1878. მკურნალთა მადლი უბრძანა. წყალობა მისათხრობელი ამითა მეცა შემოგზღო. ჩემთვის იყვენით მშობელი პირი ქნა ხვარაზმელთაკენ. მივა არ დაუშრომელი და დავხოცნე ჩემი მებრძოლნი. სისხლნი ვქენ დაუშრომელი.

ტარიელის სნეულის სნეულებით. გამრთელებად და ხვარაზმას წასვლა.

1879. ამას თურე უბრძანებდა. მჯობდაო დარჩა სრულად აბჯროსანი ვით დაშვენდა. ვიკადრებდე ამასრულად მის მებრძოლთა გაიცდიდა. ძვალ ნაჭრად და სისხლ წასრულად და ერთობ ავად დაჴოცილთა. გაპატიჯულ გაბასრულად.

1880. უბრძანა ჴმობა ლაშქართა. ვინ შინა დანარჩომია შესთვალა ხვარაზმს წავიდეთ. აწ ჩვენცა გვმართებს ომია მოვიდა ინდოთ ლაშქარი. სიკეთე მიუწთომია და ოცი ათასი მოვიდა. ყველაი მისთვის მწყრომია.

1881. ცისკრად იკრეს ნობ დაბდაბთა. გაემართა ლომი ლომთა ხვარაზმს მივა სამესისხლოდ. უქადებთა დიდთა ომთა გაუგზავნა წინათ კაცი. მათ ძმობილთა ომ უშრომთა და შესთვალა თუ დავრჩი მოვალ. გარდავასხამ სისხლთა ჴომთა.

1882. მოვიდა მახარობელი. წინაშე მისთა ძმობილთა მისთვის თავ გამოწირულთა. მისთვის საშველად ჴმობილთა მისთვის ტირილით მოსრულთა. მისთვისა გამოჭკნობილთა და წინ მოეგებნეს აჩენდეს. მათ მარგილთა წყობილთა.

1883. გმირნი ნაომართ მაშვრალნი. შვენოდეს სიმწყაზარითა ყოლ არ ვაჭარულად მოსილნი. ჯორ აქლემ საბაზარითა არცა მტერთაგან ძაბუნნი. არც იყვნენ დანაზარით.ა და დალივნეს შიშით მებრძოლნი. მათითა შანაზარითა.

1884. მიეგებნეს უსალამეს. სიბრალულით გარდაჰკოცნეს დარჩომა და გამარჯვება. ერთმანერთსა მიულოცნეს მებრძოლნი და მეომარნი. ათად უნდა არ იოცნეს და ომად ყოფნა ხვარაზმშასა. მათ სიზმრად ცარ იოცნეს.

1885. ტარიელ ნახა ქალაქი. თვით მათცა ემაგრებოდა წაღებისა და ომისა. ყოლე ღონე არ ეგებოდა შუა ციხე და მისებრივ. სხვა არა არ ეგებოდა და შიგანთა მცველთა სიმრავლე. თვალვით არ შეიგებოდა.

1886. ხვარაზმშას ესმა ტარიელ. მოსრულა მოჯობნებული აწ იგი შიგნით აჩქარდა. საომრად გაჯავრებული ვაზია უხმო ყოველთა. ვეზირთა დაჭარბებული და აბჯარსა გასცემს ისწრაფის. რჩევად ზის გახაფებული.

1887. ვაზირს ჰრქვა უომარი. არ დავსდგები არად არა ტარიელის ომსა თავად. ემოწმების არათ არა ხვარაზმმან სთქვა არშევება. უპასუხო ლაშქარ არა და ვაზირმან სთქვ გარეთ რაზმი. მოვაგვაროთ ღონით არა.