..., 1860 წ.

1813. წამს შეიყარნეს ინდონი. ლაშქრითა უთვალავითა ცხენ კეთილ აბჯარ სრულობით. მინდორთა მოსარწყავითა დროშითა მრავალ ფერითა. მეფისა წითელ შავითა და ჴლმებითა ინდოურთა. კარგითა ნაკაზმავითა.

1814. მთა იყო მეტად მაღალი. შუა ინდოთა თემითა იქით დგა მეფე ხვარაზმთა. მფლობელი ლაშქართ ზემითა მთას აქათ იდგეს ინდონი. მსგავსი ფუტკართა რემითა , და ომსა ხვალისას ასკუნიან. გესმის სიტყვის ჩემისა.

1815. წინ მოეგებნეს ინდონი. ხვარაზმშ ქოს ტაბლაკებითა მალითა ტაიჭებითა. გულ მედგრად სარაკებითა სპილოთა მეომრებითა. ჩარხ ნავაქ ზანდუბკებითა და რაზმითა მრავალ კეცითა. ჴევთაცა გავაკებითა.

1816. ცისკრად ჰკრეს ქოსთა დაბდაბთა. ორთა ქიშვარდთა მეფეთა ინდოთა ხვარაზმელთანა. მედგრად სისხლისა მჩქეფეთა შეუტივნეს და შეიბნეს. წყლულთა სცნობ სიიეფეთა და მათ სპათა ვერა ნახევდი. სიცილით ვარდთა მკრეფეთა.

1817. ხვარაზმშა ასრე შეუტევდა. ვით მწყაზარი თეთრი ქორი მრავალ კეცი ტევრი იდგა. დაგატეხა რაზმი ორი ცხენ კაცისა დანახოცი. ყველგან იდგა გორის გორი და თავნი დარჩეს დიდებულნი. და ჴოცილნი ორგნით სწორი.

1818. ხვარაზმშა ვითა შეიბა. არათ არ გაგებგონების შუბითა ჴლმითა ლახტითა. ისრითა მოგეწონების თუ ნახავ მისთა ნაკრავთა. საამ როსტომ გეგონების და ასრე ჴამს ვინცა საომრად. ჴმალ შუბი დაიგონების.

ხვარაზმ ჴელმწიფისა და ინდოთ ომი უტარიელოდ ინდოელთ დამარცხება.

1819. მედგრად იბრძოდეს ინდონი. ლაშქარნი უჴელმწიფონი დია დაჴოცეს ორთავე. ჩაბალახ ჭა ჯაჭუ უქაფონი ომსა ნაწვართნი ჩაუქნი. ტურფანი სანაყოფონი და ბოლოდ ინდონიგაიქცნეს. ხანსა არ დასაყოფონი.

1820. ხვარაზ[მშას] სპანი უკანა. მისდევენ გამარჯვებულნი ჩამოჰყრიდიან ჰჴოცდიან. ამაყნი ალაღებულნი გახდეს ინდოთა მიწანი. სისხლითა გაწითლებულნი და ცეცხლებრ მოეგზნეს ინდოთა. იგ სპანი გამეხებულნი.

1821. გაიქცნეს და. ამოსწყვიტეს. ერთი ორთა ვერა სჯობდეს ვისცა უნდა იშოებდეს. სჭრიდეს ჰჴოცდეს ალაფებდეს ხვეწნა იყო მუდარობა. სიცოცხლესა იაჯობდეს და ვინცო ღონე მოიძივის. დამალვასა ვერა სთმობდეს.

1822. გაიმარჯვა ხვარაზმელმან. იქნა მისი გაგებული იხარებს მეფე მორჭმული. გული აქვს გალომებული იშოვეს მრავლად ლაშქართა. კულავ მივა გამეხებული და ცხენი ყველაი ნაკაზმი. ალაფი ალაღებული.

1823. ტარიელს წინა მივიდეს. ინდონი ჴმალ დალეწილნი გაქცეულ გაწბილებულნი. შიშითა გარდახვეწილნი აბჯარ ახდილნი დაცრცვილნი. ტან სარო შემოფრეწილნი და ცხენ დაგგომილნი მტირალნი. და გლეჯით პირ დაჴოჭილნი.

1824. ტარიელ იწვა სენთაგან. დავარდნილ დანაცემული აწ აჴლა გახდა მართ ასრე. ვით გულსა დანაცემული რა ესმა ასრე ეწყინა. ვითა ასპიტა ცემული და ლხინი მოსძულდა არ უნდა. ჩანგ ბარბით დანაცემული.

1825. მივიდეს გარეთ მოადგეს. ყოვლგნით ციხეთა გარეთა ებრძვიან ცეცხლსა უდებენ. მოაოხრებდეს არეთა ჴოცდეს სწვიდეს დაარღვევდეს. ცრემლთა ადენდეს მწარეთა და აჯა არ გამოუღიან. არად არ მემუდარეთა.

1826. გარეთ ყოველნი წაუხვნა. ციხეთა სიმაგრენია მათ უზენაროდ მიეპყრნეს. მიკვირდეს ვით აგრნია ერთს წლამდის იყვნეს ინდოეთს. ვაკედ კლდეა და ღრენია და მერმე წავიდეს სამსენი. სიცილით მომღერელნია.

ტარიელისაგან ავთანდილთან და ფრიდონთან კაცის გაგზავნა საშველად.

1827. რად არ გასინჯეთ სოფელსა. სჭირს გარე შიგან ჭრელობა მისცემს კულავ ზოგჯერ სევდასა. არა აქუს გაუყრელობა გამართავს რაცა სწადიან მისი წესი და ტრელობა და ტარიელ თვალნი ამართნა. ჰკლავს გულსა დანამჭრელობა.

1828. ნესტან დარეჯანის წამწამთ. ბუქისა ფიფქმან დამზრალმან მობრუნდა ჰკითხა მზემ ნორჩმან. ტურფამან ტანად სარომან დაუყვნა მისმან ელვამან. ტარიელს პირ უმთვარომან და ნუ ივნებ ლომო ლომთაო. რა ქნა წყეულმან ჟამ დრომან.

1829. ჯავრნი შვარაზმშას ჩვენ ზედა. მით გარეშემო გუბია ჩვენზედა სპანი იჴმარნა. რაცა ალამი უბია ვიჴმნეთ ძმად ფიცნი არაბნი. მათით აბჯრითა შუბია და ავთანდილს ფრიდონს სურვილი. ჰკლავს ჩვენი თვალთათ გუბია.

1830. ტარიელ ორთა სენთაგან. მეტადღა დაჭმუნვებულმან მტერთაგან ამოწყვეტილმან. უსახოდ შეჭირვებულმან არაბეთს კაცი გაგზავნა. მტირალმან მაჭირვებულმან და ავთანდილს წვრილად აცნობა. უღონოდ დაჭირვებულმან.