..., 1860 წ.

1794. ილხენდა და თამაშობდა. წამწამთაგან უქრის ქარი მას ნადიმსა მჯდომსა თურე. ას დაესვა გულსა ნარი ჯალაბები გაიყარეს. და დააჴშვეს მაგრა კარი და მანდაური გარე ვლიდეს. ჩააყენეს მჭვრეტთა ჯარი.

1795. გძლად ავად გახდა ტარიელ. სენთაგან მორჭმით მპყრობელი დიდი ინდოთა ჴელმწიფე. მეფეთა ზედან მფლობელი ოთხ წელ წვა ზედან ლოგინსა. მრავალთა სენთა მშობელი და ვეღარა ვნახეთ მჴეცთა სვრითა. და ვეღარც რაზმთა მწობელი.

1796. ესმა ხვარაზმშას ამბავი. ესე ინდოთა სენისა ვით გაეხარნეს რა გკადრო. სიამე მონახსენისა ვეზირნი უხმნა რჩევად ზის. ბრძნად უბნობს არავ ენისა და ბრძანებს ვადინოთ ინდოეთს. სისხლი რუდ მონადენისა.

1797. მე მასმია ინდოთ მეფე. ტარიელ წევს ხანთა დიდთა აწ ჩვენ გვმართებს სისხლთა ძებნა. ნუ ვამყობებთ დანამშვიდთა ამოვსწყვიტნეთ დავარბივნეთ. ვოცდეთ ვცუეთდეთ ვითა ჴიდთა და ათასთა და ბევრ ათასთა. შევიქმოდეთ მათთა შვიდთა.

1798. უტარიელოდ ინდონი. ლაშქარნი ნურად გგონია იცით თუ რამაზ რა იყო. არად არ სავარგონია პირველ ბრძენთაგან ნათქვამი. სიჯაბნე გამიგონია და აწ გვმართებს მათი მტერობა. ესე მით მომიგონია.

1799. ჰკადრეს ვეზირთა მეფეო. ვართ დედის მუცლით მონანი მონა საქმისა ვერ ქმნელი. ვართ აქამდისცა მონანი ჩვენ მოგვეწონნეს თათბირნი. ეგ თქვენი შენაგოგანი და ღ~თსა სწადს ასრე სუბუქ ვქნათ. ვითა დროშისა წონანი.

1800. თუ ბრძანოთ აწვე გავგზავნოთ. ყოვლგნით ლაშქრისა მჴმობელნი ვიჴმნეთ ხვარაზმთა ლაშქარნი. მებრძოლთა დამამჴობელნი ომისა მოწადინენი. ერთმანერთისა მსწრობელნი და ჩვენნი მზე სრულნი. უზადო დაუშრომელნი.

1801. აწ მეფე ბრძანებს გავგზავნოთ. ყოვლგნით წასვლა ჴამს კაცისა ნურვინ დადგების მოვიდეს. რაზომ ვჰკრათ მართ მამაცისა ნურას დავარჩენთ ავსწყვიტოთ. ნაშობი მუნ დიაცისა და ომ გარდახდილი ვბრწინვიდეთ. ვართ ვთამ გუნდია ცისა.

1802. აწ უბრძანოთ სპათა ჩვენთა. შევყაროთ და გავემართნეთ წავიდეთ და ამოვსწყვიტოთ. თავნი გმირთა დავადარნეთ ნუ გაუშვებთ ქალაქებსა. და ციხენი დავარღვივნეთ და ყოვლგნით მცნოდნიგავგზავნენით. დავსწერეთ და გავაჩინეთ.

1803. წავიდა ყოვლგან ბრძანება. ლაშქართა ხვარაზმულისა აწვევდეს ლაშქრათ ინდოეთს. გრძლად ხანსა დასაზმულისა თქვენ მოდით გამოკაზმულნი. ვთქვა ხშირად სარაზმულისა და გულ მხიარული მებრძოლთა. ყოლ არ მოწყალე მზმელისა.

1804. აღლუმი ნახა მეფემან. ლაშქარისა მუნ მოსულისა ანგარიშ მიუხდომელი. ინდოეთის სრულისა დროშისა მუნ ანგარიში. იყო ზრო ამართულისა და ოცი ათასი დასწერეს. ალმისა წამართულისა.

1805. ცხენ კაცისა ანგარიში. თვალ ვით ვერ ვის შეუგია შუბი ოთხმოცი ათასი. ბასრის პირი და უგია ინდოეთს მივა ჴელმწიფე. სისხლთა ძებნა გაუგია და საქმე ყოვლი მით ძაბუნი. რათმე დიდი აუგია.

1806. ხვარაზმით გამოემართა. რევანოზ მეფის შვილიო მთვარე კირჩხიბსა ზედან ზის. აწ არის ეტლი ცვლილიო მენავეთაცა უბრძანა. დაჰკაზმეთ ნავი მსხვილიო და წავიდეთ მტერი დავადნო. მე ცეცხლმან ვითა ცვილიო.

1807. მინდორს გადგეს ბარგი მძიმე. ოთახნი და სხვა კარავნი ამაზედან აიყარნეს. იგ ლაშქარნი უთვალავნი რაზმი დადგეს გაემართნეს. იყვნეს ტევრნი უამრავნი და ასრე ფიცხლავ წამოვიდეს არ დადგების ჴმალ უკრავნი.

1808. წავიდეს მზღვარი დაადგეს. ხვარაზმთა საჴელმწიფოსა ინდოეთს მიჴდეს მივიდეს. არბევდეს ვით სასწრაფოსა ჰჴოცენ კაცსა და დიაცსა. ტურფასა საალაფოსა და ოჴრად გაჰჴდიან ქალაქსა. სამოთხეს და სამყოფოსა.

ესმა ინდოთ მეფესა მოსვლა ხვარაზმელთა.

1809. აჰა სოფელი რათა გაგავს. სიტკბო სოფლისა წესია ზოგთა ტახტი აქვსთ წესია. და მერმე სამარესია ჭკნების ყვავილი ჴორცთანა. მბრუნავი ეტლი ესია და ანასდად შეუყვარდების. მიინდობსთ ზესთა ზესია.

1810. ესმა ინდოთა მეფესა. სენთაგან დამძიმებულსა ემატა სევდა სევდასა. აღარ ნეტარძი გებულსა ბრძანა თუ მიყო სოფელმან. მისგან არ გახარებულსა და ამწარდა სიტკბო სოფლისა. მე ასე გამონებულსა.

1811. მომკალ ინდოთა ვინცა ვინ. უფრო ამ სოფელს ჩიოდეს დამერთო სევდა სევდასა. გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს მაშინ რადარა შემკადრეს. ღაწვი როს გაილალოდეს და მას მიგავს ყვავილნი დაჭკნეს. ფურცელნი შთამოსცვიოდეს.

1812. მსგავსად იზრახნა ტარიელ. არ გვანდა გახარებულსა კაცი გაგზავნა ყოველგან. ბრძანება მისცა რებულსა ფიცხლავ მოდითო გიბრძანებ. ლაშქართა შემოკრებულსა და აწ გნუკევ ომსა ფიცხელსა. მათთვის არ დაზარებულსა.