..., 1860 წ.

1926. თავმან თქვენმან თუ მოგვისმენ. ამას გკადრებთ დაუცთომლად სჯობს წახვიდეთ ტახტსა თქვენსა. იყვნეთ სისხლთა დამთმო მჯდომლად არა გაკლეს დიდებასა. ჴელიცათა შეუცთომლად და შენდობა ჴამს რადგან ადამ. აღარ დარჩა შეუნდობლად.

1927. ხვარაზმშა ბრძანებს ვინათგან. თქვენა გწადს აგრე ვქნათ ბრძანეთ მაგრა ნახეთ რა ძნელია. ესე კარგათ გაიგონეთ წინაშე ვარ გარდაუშვებ. რადგან ასე მიძაბუნეთ და შემაკითხეთ სპათა ჩემთა. თარას გვერცა შემაგონეთ.

1928. ადგეს ფრიდონ და ავთანდილ. ტარიას გამოეზრახნეს ხვარაზმშას სიტყვა ყველაი. წყნარად თქვეს არ დაიზახნეს თარა ვაზირსა უჴმოო. ვინ ბრძენთა გამოესხნეს და მიდგეს ფრიდონ და ავთანდილ. შიგანთა არ უაგლახნეს.

1929. შიგნით შეჰყივლეს ისმინეთ. ჩვენი ჴმა თქვენის ზავისა თარა ვეზირი გარდმოდგეს. სასახო ბრძენთა თავისა ხვარაზმშა ბრძანებს ნახვა მწადს. შენა არ ჭკუად ავისა და გამოდით ჩვენ გამოგინდობთ. არ მიზდი გინდა ნავისა.

1930. გამოვიდა თარა ბრძენი. პლატონისა დიდად დარი ხვარაზმელის მართ ნახვისა. ღ~თისა ხვეწნით მემუდარი რა ჴელმწიფე მისი ნახა მისი. მუნ გაცოცხლდა ვითა მკუდარი და სთქვა თუ ღმერთო კურთხეულ ხარ. არა ვნახე სასუდარი.

1931. თაყვანისცა მერმე ყელსა. მოეხვია თარა ბრძენი მოახსენა ღ~თო რა ვსთქვა. მადლთა შენთა მე სიგრძენი ამა ომთა მოარჩინე. არ უობლნე წვრილნი ძენი და რა მადლი ვსთქვა რომ ასეთი. წყალობანი მიბოძენი.

1932. დასხდეს მეფე და ვეზირი. არ ჩვენ სათათბიროსა მეფე ბრძანებდა სიტყვასა. გულ მდუღრად ანატიროსა ვეზირო გვანდა ძე ჩემი. ბროლ ლალსა გასაჭვრირსა და ვით მეტყვი სისხლი გაუშვა. მაგ ძნელსა სავაზიროისა.

1933. ვაზირი ჰკადრებს მეფეო. თქვენ უმართლე ხართ მას დია მაგრა ჰყავს ტყვედ დაჭერილი. ვინცა მესისხლე ცხადია არ გაგიშვებენ ცოცხალსა. უფიცავს მას მაჰმადია და თუ გარდაუშვებ დამართლებს. ვინ ღ~თისა დანაბადია.

1934. მეფემან ბრძანა ადვილად. ნუ მეუბნები ვეზირო თუ დავივიწყო ძე ჩემი. მართებს რომ გული ვატირო ანუ გავიჭრა მონდორად. და თავი გავინადირო და მიჯობს რო მოვკვდე და ჩემი. დარჩომა არ დავაპირო.

1935. ვაზირმან ჰკადრა მეფეო. ისმეინეთ სიტყვა ასები აქამდის ჩემი კადრება. არ გაგიგონია ნასები, ტარიელს თქვენთა სისხლთაგან. სწადს სავსე შესვას თასები და თქვენად საკლავად მოუსხამს. უცხო სპა ბევრ ათასები.

1936. სისხლი გაუშვა ხვარაზმშა. მტკიცე ქნა მოზავებული შეჰფიცა ყოვლი სიმტკიცე. წინასწარ მოსწავებული კარგ ვაზირობით არა ჩანს. თარასგან დაშავებული და ხვარაზმშა ადგა წავიდა. ტარიელ გამარჯვებული.

1937. მივა ტარიელ მოყვასთა. ფრიდონ და ავთანდილითა გამარჯვებული ნადირობს. საბინდოთა და დილითა იტყვის თუ ვერ გარდავხდი. მე ვალსა თქვენსა დილითა და თქვენ დამარჩინეთ თვარა მკვდრად. ვიყავ ხვარაზმას ჩრდილითა.

1938. წამოვიდეს მხიარულნი. ნადირობით თამაშობით მტერთა ზედან მოჰქცეოდეს. მათგან იყვნეს მოშიშრობით მათ მოეწყო ხვარაზმელი. არ დააგდეს შამუშობით და ერთმანერ თსა აქებდიან. მხიარულნი არ ქუშობით.

1939. მოვიდეს მოქალაქენი. გამოეგებნეს ზარითა მუტრიბთა ჴმანი ისმოდეს. ბარბითთა შენაზარითა ნესტან დარეჯან დაშვენდა. ელვითა მით მწყაზარითა და მას სიხარულსა ვერ დავსწერ. ჴელითა ვერცა ზრითა.

1940. რად ვაგრძელებდე მუნ დაყვნეს. მრავალნი დღენი ამონი მერმე გაუშვნა სავსენი. ნათელნი დაუღამონი წავლენ ფრიდონ და ავთანდილ. ტკბილნი გამამსალმონი და დაგა ტარიელ თუ ცრემლი. სდის ჴმელთა დასალამონი.

1941. აავსნა მისაცემლითა. ოქსინოთა და შარდითა სტავრითა საკრამანგითა. მძიმითა სადუქარითა წავლენ ფრიდონ და ავთანდილ. პირითა მინავარდითა და გავლენ ზღვასა და მიდიან. საროსა განაზარდითა.

1942. მივიდეს მათი ქვეყანა. მათ დახვდა ამოდ ნებითა მოეგებნია სძღვნობდიან. წესითა დარიგებითა თინათინს პირსა სინათლე. ემატა და შვენებთა და მულღა ზანზარი შეიქნა. მეტითა აშენებითა.

1943. ეს ამბავი დარჩომოდა. სარგის ლექსთა შეუწყობლად აგრევ თმაგვი თმოგველთაგან. შესავლითურთ დარჩა ობლად ესე სიტყვა მოახსენეს. ვინ ჩანს გმირთა რაზთა წყობლად და მიბრძანა თუ ლექსად სთქვიო. მჭევრ ქართულად დაუშრობლად.

1944. ერთმანერთისა მეშველთა. მებრძოლნი ამიჯანიან ორთავე მტერი მოყვარედ. მათ წინა მოიყვანიან მათთა ურჩთა და შე მკადრთა. მიწები უვაკვანიან და ორგულთა მკლავნი შემუსრნეს. ერთგულთა აგულავნიან .

1945. ყოველთა სწორედ წყალობასა. ვითა თოვლსა მოათოვდეს ობოლ ქვრივნი დაამდიდრა. და გლახაკნი არ ითხოვდეს ავის მქნელნი დააშინეს. კრავნი ცხვართა ვერა სწოვდეს და შიგან მათთა საბრძანისთა. თხა და მგელი ერთგან სძოვდეს.