..., 1860 წ.

1776. ერთგან სამთავე ძმობილთა. დაჰყვნეს ცოტანი დღენია ჴანია თამაშობდიან უსახო. მოუდიოდის ძღვენია რა მარგალიტი ღარიბი. რა უკეთესი ცხენია და მაგრა ავთანდილს სურვილმან. დაღრეჯა დააჩენია.

1777. ტარიელ ცნა ამა ყმისა. ცოლისათვის მოესურვა უბრძანებდა გული შენი. გაღანამცა მამემდურვა აწ ვაგლახ მენ ჭირნნი. გონებამან შვიდი თუ რვა და მოგშორდები ლხინი ჩემი. საწუთრომან დამიშურვა.

1778. კვლავ ფრიდონცა დაეთხოვა. წავიდეო სახლსა ჩემსა ზედას ზედა დავსტკეპნიდე. დარბაზსთა და ამა თემსა სამსახურსა მიბრძანებდი. უხუცესი ვითა მრწემსა და თქვენთვის ასე მომსურდების. წყაროსათვი ვით ირემსა.

1779. მასცა უბოძა ფარვანი. აწ სახლი მოიარეო მე ნუ გამწირავ მიახლე. ადრე მობრუნდი გარეო ავთანდილს უთხრა უშენოდ. რამცაღა გავიხარეო და რადგან ისწრაფი ნუ გაგვა. მიგელის ლომსა მთვარეო.

1780. როსტევანისთვის წაატანა. ძღუნად ტურფები ჯუბაჩები კულავ ჭურჭელი თვალთა თლილთა. არ კოვზები არ ჩამჩები ჩემ მაგიერ მიუტანე. წადი ნურას მეურები და ავთანდილ თქვა არა ვიცი. მე უშენოდ ვით დავრები.

1781. ქალმან ქალსა გაუგზავნა. ყაბაჩა და ერთი რიდე რომე ჩაცმა დაბურვასა. ვინ ღირს იყო მისგან კიდე ერთი თვალი წამღებელმან. ვერა თქვას თუ ცუდად ვზიდე და ღამე მზეებრ გაანათლის. ჩნდის მასაცა შეხედვიდე.

1782. ავთანდილ შეჯდა წავიდა. ტარიელს გაესალამა იგი ორნივე გაყრისა. და წვა ცეხლისა ალამა სრულად ინდონი მისტირან. ცრემლმან მინდორი დალამა და ავთანდილ იტყვის მამკალო. სოფლისათა სამსალამა.

1783. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ. იარნეს დღენი მცირენი გზამა გაჰყარა წავიდეს თავის თავ ანატირენი კარად მოუხდეს მათ მათნი. საქმენი დანაპირენი და ავთანდილ მიჰჴდა არაბეთს. ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

ავთანდილ და ფრიდონ ტარიელსა გაეყარნენ და თავთავის სახლში წავიდნენ.

1784. გამოეგებნენ არაბნი. სამეფო დააშვენა მან ნახა მზე მისი მირიდა. მისთა სურვილთა წყენამან მის თანა ტახტზედდა ვეჯდა. ალხინა მჭვრეტნი ლხენამან და გაალჴელმწიფა გვირგვინი. ზეცით მოსრულმან ზენამან.

1785. მათ სამთავე ჴელმწიფეთა. ერთმანერთი არა სძულდეს ერთმანერთსა ნახევდიან. საწადელი გაუსრულდეს ბრძანებისა შემცილენი. მათთა ჴმალთა დავეწყლულდეს და მოიმატნეს სამეფონი. გაჴელმწიფდეს გამორჭმულდეს.

1786. ფრიდონცა ესვა მოყვარედ. მათ წინა მიიყვანიან ერთმანერთისა მეშველსა. მებრძოლნი იმაჯანიან მათთა ურჩთა და შემკადრთა. მიწები იაკვანიან და ორგულთა მკლავნი შემუსრნეს. ერთგულნი აგულვანიან.

1787. ყოვლთა სწორად წყალობასა. ვითა თოვლსა მოათოვდეს ობოლ ქვრივნი დაადიდეს. და გლახაკნი არ ითხოვდეს ავთა მქნელნი დააშინნეს. კრავნი ცხვართა ვერ სწოვდეს და შიგან მათთა საბრძანისთა. თხა და მგელი ერთგან სძოვდეს.

ხვარაზმთ მეფისაგან ტარიელისა ავად ყოფნის სმენა და შიგ ჩადგომა:

1788. საწუთროო უხანოო. სიმუხთლისა სენი გჭირსა უწინ ცათა აყვანილსა. ჩააგდებდე დიდსა ჭირსა გააყვითლებ ქარვის ფერად. პირველ ლაღსა განამჭივრსა და კარგად ვერვინ ვერა ნახეს. ხან გრძელად და დანაჭირსა.

1789. ესე ამბავი ნარჩომი. მათ ლომთა მორჭმით მგონეთა გალექსვა აკლდა ხვარაზმთა. მეტად ვერ მოვიგონეთა ძნელია პოვნა გული ჰკრთა. და ვარდი დავეღონეთა და კვლავ ვთქვი ლექსი და გავმერთე. მოსმენით გაიგონეთა.

1790. აწ გონიერნო სიტყვანი. თქვენ ჩემნი შეიწყნარენით ძველნი ნარჩომნი ამბავნი. ლექსად ვთქუენ გაიხარენით სარგის დაურჩა უთქმელად. მას ესე დავაბარენით და ლექსნი მიქენით ამისთვის. ენანი მამახმარენით.

1791. მორჭმულია ინდოთ მეფე. მას ზედ მტერმა არა ბუქნა მით მჭვრეტელთა დაადნობდა. მოყვარულთა დაუშუქნა აწ გაიღეთ მოედანსა. ბარგი მძიმე არ სუბუქნა და კარავნი და კვლავ ოთაღნი. ხატაურნი ვინმცა უქნა.

1792. ბრძანებს წავალ მოსასვენოდ. მოვიარო მე მინდორი მრავლად ახლავნ ბაზიერნი. და მწყაზარი თეთრი ქორი სონღული და შავარდენი. ბრუნავს მოჰყავს ერთსა ორი და ავაზები გაუშვიან. დგიან მჭვრეტნი იდგის გორი.

1793. მით მიუთხრობს ინდოთ მეფე. ჭირნი აფხურნეს ნარონები ლხინი გვმართებს აწ მორჭმულთა. მოსურნალთ მოსაწონები ტახტსა ზედან ჯდა წინა უდგს. ოქროსა სარტყლით მონები და მუტრიბნი და მომღრალნი. თამაშობდეს მგოსნები.