..., 1860 წ.

1965. მოდით მომიზღეთ მიჯნურნო. ცრემლნი რომ ისესხენითა მიჯნურნო ეგზომ ტურფანო. ჩემებრ სხვას ვის ესხენითა გარდაეშვალე ბროლზედა. ყორნისებრ თმის ესხენითა და აღელდი მელნის ტბანო. გიშრის ტყის ძირს ესხენითა.

1966. ვეღარ ვმლიქნელობ ჩემებრივ. აშიყნო შეაწარენით თანა მამყევით მიჯნურნო. საფლავის არე წარენით ცრემლნი დასთხივეთ თქვენ ჩემთვის. გლახ თავნი გაიმწარენით და საფლავი სრად დასაწოლად. სუდარი მიზეწარენით.

1967. მშვიდობით არსმცა რომელმან. სჯულ მისდვა დამადინაო მშვიდობით ტურფავ მას ჯიდნო. მაქაო დამადინაო მსოფელმან მსგავსად წყაროსა. სისხლის რუ დამადინაო და გული მით წითობს მომინდე. შენ არად ამადინაო.

1968. თქვენცა მშვიდობით პატრონო. მსაჯულნო ჩემებრ მეფენო სა ხელ მწიფენო ჭურჭელნო. ოქსინოვ ქვეშე მეფენო თავადნო სპანო მტერთათვის. ლომებრ მბრდღვინავნო სეფენო და ყოვლნი მტიროდით საბრალოდ. ჩემთვის ცრემლისა მჩქეფენო.

1969. ჩვენცა მშვიდობით მშობელნო. აწ ჩემთვის ჭმუნვით გასულნო თვისნო ტომნო და მამანო. და შვილნო ძენო და ასულნო იარაღნო და მონანო. აწ ჩემგან სხვაგნით წასულნო და აწ მიიბარეთ გლახ სული. ზეცისა ძალთა დასულო.

1970. ვინ მე დაისხნეს კავშირნი. არ მფეთქენ მე მაჯანია ცუდ იქმნეს მკლავნი მაგარნი. ვაი მტერთა მე მაჯანია მკლავნი რომელსა ვერ ბრძოდა. იგ დევნი ქაჯმან ჯანია და გამოისალმნეს გაუშვა. ქვე მდგომმან ჴორცმან ჯანია.

1971. ესე ისმინეთ ყოველმან. დიდმან მცირემან და მონამან თვით არ გეწიოს რაც ავი. საქმე სხვად დანაგმონამან დარეჯან ესმა ანდერძი. სრულ ჰყო არ დანაბრკონამან და ასრე მვარდისა მელნის ტბამ. აღელდა მორწყო მონამან.

1972. ანდერძი სრულ ჰყო გარდახდა. ენავ დაიყავ პიროდა ნესტან დარეჯან მოსთქმიდა. სისხლის ცრემლითა ტიროდა იგიცა მოკვდა არა სთქვა. სიცოცხლე დავაპიროდა და შვილნი ტიროდეს შეიქნა. გლოვა არ სტვირი ყვიროდა.

1973. გვანდეს დაბნელდეს თუ მზენი. ან ერთგან ორნი მთვარენი დიოდა მსგავსად ნილოსა. მუნ ცრემლნი მონაღვარენი ვნახე დადაჰკრთი, სოფელსა. და თავნი სხვაგან ვარენი და ვსთვი თუ მივენდო ღ~თისა და. თავნი ბრალინმცა ღვარენი.

1974. მტირალთა პირ და ხოკილთა. მჴართა იტვირთეს აიღეს იგ უსახონი მიჯნურნი. თაბუთისაკენ წაიღეს იარაღნიცა ტურფანი. მათნი მათთანა გაიღეს და ცისა მნათობნი ტიროდეს. სულნი აროდეს დაიღეს.

1975. მდუღარად ტიროდეს შვილნიცა. მათნი ძენი და ქალანი მოსთქმიდენ მზენო სოფელმან. ვითარ მოგხადნა ყალანი ოჴრად უთქვენოდ ყოველნი. ციხე ქალაქი ყალანი და დაგვწენ ცეცხლისა გვედების. უწყალოდ ჩვენ აქ ალანი.

1976. ძე მამას მწარედ მოსთქმიდა. ცრემლი სდიოდა სალამე ვაი გაგვეყარე გმირო და. დათხოვით მოგესალამე თავს დაილეწა კაპარჭი. გული კლდე მაქვსო სალამე და ვაი ჯავრნი შენი სოფელნო. მაჭამე კვლა სამსალამე.

1977. მაღორებლისა მუხთლისა. სოფლისა წესი ბარესა ყოვლთა მოაწევს ბოლოს ჟამს. ტკივილსა სალმობარესა იგი სოფლისა ჯავრია. საფლავთა მიაბარესა და ზედან მიწანი მიჰყარეს. მინიჩბეს მიაბარესა.

კიდევ სხვა ანდერძი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა, ტბილელ იოსების ნათქვამი.

1978. აწ მამისმინეთ ყოველთა. სიტყვანი ანდერძისანი თუ ვიყავ მეფე ვითარი. ენას არ ძალ აქვს თქმისანი მაშინ მოჰგონდეს მოკვდავი. სულთ ბრძოლა ნახოთ სხვისანი და დაისხნეს ჴორცთა კავშირნი. ღონე არა მაქვს ძვრისანი.

1979. სიყმის დროს ველთა მინდორად. მჴეცთ ჩემგან ჰქონდა სურანია ხვარაზმთ მეფის ძე დავსთრგუნვე. აღარ აქვს ჴელთა ძვრისანია როსტევანს უნდა შეპყრობა. ყმა მწეა ოცდა რვანია და ხატაველთ როგორ დააჩნდა. ჩემგან მათრახის კვრანია.

1980. რა უყავ რამაზ მეფესა. ან ფრიდონის მტერთ ვნებითა ქვაბს დევნი როგორ გავსწყვიტნე. ლომ ვეფხ ვეგონე სნებითა ქაჯთ ციხე ძალად წაუხვენ. რამაზ გაუშვი ნებითა და ხვარაზმშა ჴმალ შეხვეწილი. გავბეგრე ჭკუა მცნებითა.

1981. ლხინი შევქნა და ვიშვებდი. მტერთ არა მქონდა რიდები გამარჯვებულსა შვენოდეს. რა თავს მე ხვივის რიდები აწ წაველ გავჰჴე სოფლისგან. თქვენცა გასავლად გიცს ჴიდები და ჴორცნო მიწამან გვიტვირთოს. ძვალნო სადამდის იდები.

1982. თვალნი დაბნელდეს რომელსა. მელნის ტბა გარე უვარდა ღაწუნი ზაფრანად გამხდარა. რომელთა პირველ უარდა მკლავნი ქვაბს დევთა დაჴოცნი. აწ შუბი დაღმა უარდა და სენთაგან დადნა საკვდავად. შეიქნა უარ უარდა.

1983. თქვა თუ გამწირა სოფელმან. ჴორცნო წადი და სულ ები პირველ მინდორად გაგაჭრო. აწ ყელს მოგჯარა სულები მჭვრეტნი არ დაშლი ტირილსა. რომ ბევრჯერ გითხრა სულები და პირი მილურჯობს და გული. ცემით შემქნია სულები.