..., 1860 წ.

ამა ამბისა დასაწყისისა პირველი საამო და სასმენელად შვენიერი წავლისათვის მოშაირეთასა

ტარიელს და ნესტან დარეჯანს ვეფხის ტყაოსნობით უჴმობენ:

1. პირველ თავი დასაწყისი ნათქვამია იგ სპარსულად. უხმობთ ვეფხის ტყაოსნობით არსსა შეიქს ხორცსა სრულად. საეროა არ ახსენებს სამებასა ერთის სრულად. და თუ უყუროს მონაზონმან შეიქნების გაპარსულად.

2. რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა ზეგარდამო არსნი ყვნა ზეცით მონაბერითა ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა და მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე, სახითა მის მიერითა.

3. ჱე ღმერთო ერთო შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა შენ დამიფარე ძლევა მეც, დათრგუნვათ მე სატანისა. მომეც სურვილი მიჯნურთა საკვდავათ გასატანისა. და ცოდვათა შემსუბუქება მუნ თანა წასატანისა.

4. ვის შვენის ლომსა ხმარება, შუბისა ფარ შიმშირისა მეფის თამარის ტურფისა, ღაწვ ბალახ თმა გიშერისა მას არა ვიცი შემართო შესხმა ხოტბისა ტკბილისა და მისთა მჭვრეტელთა ყანდისა, ვითამც ხამს მართ მშიერისა.

5. თამარს ვაქებდე მეფესა სისხლისა ცრემლ დათხეოლი თქუნით ქებანი ვისიმე არ ავად გამორჩეულნი მელნად ვიხმარე გიშრისა ტბა, და კალმად ალვა რხეული. და ვინცა ისმინოს დაესვას ლახვარი გულსა ხეული.

6. მიბრძანეს მათად საქმებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა ქება წარბთა და წამწამთა თქმა და ბაგე კბილისა. ბროლ ბალახშისა თლილისა მით მოჯრით მოწყობილისა და გასტეხს ქვასაცა მაგარსა, გვრდემლი ტყვისა ლბილისა.

7. აწ ენა მინდა გამოთქმად გული და ჴელოვანება ძალი მომეც და შეწევნა, შენგნით მაქვს მივცე გონება მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფაცა უნდა ხსენება და მათ სამთა გმირთა მნათობთა, სჭირს ერთმანეთისა მონება.

8. მო დავსხდეთ ტარიელისათვის, ცრემლი გვდის შეუშრომელი მისებრივ მართ დაბადებით, ვინცა ყოფილა შობილი დავჯე რუსთველმა გავლექსე, მისთვის გულ ლახვარ სობილი და აქამდის ანბათ ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.

9. მიჯნურსა თვალად სიტურფე, მართებს მართ ვითა მზეობა. სიბრძნე სიმდიდრე სიუხვე, სიყმე და მოცალეობა ენა გონება დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა და ვისაც ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

10. მიჯნურობა არის სიტურფე, საცნობელად ძნელი გვარი მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისი დასადარი იგი სხვაა სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი და ნურვინ გარევთ ერთმანეთსა, გესმის ჩემი ნაუბარი.

11. ჴამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი ბილწი მრუში რა მოშორდეს მოყვარესა, გაუმრავლოს სულთქმა უში გული ერთსა დააჯეროს კუშტი მიხვდეს თუნდა ქუში და მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა კოცნა მტლაში მტლუში.

12. ამა საქმისა მიჯნური, ნუ უხმობს მიჯნურობასა დღეს ერთი უნდეს ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა ესე მღერასა ბედითსა ჰგავს, ვაჟთა ყმაწვილობას და კარგი მიჯნური იგია, ვინცა იქს სოფლისა თმობასა.

13. არს პირველი მიჯნურობა, არ დაჩენა ჭირთა მალვა თავის წინა იგონებდეს, ნიადაგცა ქონდეს ხალვა შორით ბნედა შორით კდომა, შორით დაგვა შორით ალვა და დასთმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში კრძალვა.

14. ჴამს თავისსა ხვაშიადსა, არ ვისთანა ამჟღავნებდესს არ ბედითად პიპი მზიდეს, მოყვარულსა აყივნებდეს არ სით უჩნდეს მიჯნურობა, და არა სადა იფერებდეს და ვისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.

15. მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჟღანოს ამის მეტი რაცა არგოს, მას ავნოს და თჳთცა ივნოს რათამცაღა ასახელოს, არას სიტყვით მოაყივნოს და რა გავა თუ მოყვარეს, კაცმან გული არ ატკინოს.

16. მას ვაქებ კარგსა მოყმესა მკლავ მაგარსა ძალიანსა პირად ვარდსა ტან საროსა, გულსა მისსა რკინიანსა უხვსა დია უშურველსა. ტკბილ მოუბარსა წყლიანსა და მით ქება ნესტან დარეჯანს, რად ეთქმის პირად მზიანსა.

17. მე რუსთველი ჴელობითა, ვიქ საქმესა ამადარი ვის მორჩილობს ჯარი სპათა მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი დაუძრურდა მიჯნურთათვის, კვლავ წამალი არსით არი და ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.

18. ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები ვით მარგალიტი ობოლი, ჴელის ჴელ საგოგმანები ვპოვე და ლექსად გარდავსთქვი. საქმე ვქენ საჭოჭმანები და ჩემმან ჴელქმილმან, დამმრთა ლაღმან და ლაგაზმანები.