..., 1860 წ.

აქა თავის სახლში ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა:

1757. ადგა ქალაქს შემოვიდა. თვით გარდახდა სრასა მათსა ერთსა ბრძანებს დედოფალი. მართ სიტყვასა ვითამ ათსა ღ~თნ მოსრნა, მტერნი ჩვენნი. ვერ დაგუცემენ ყოლ შამათსა და ამად შევიქ სიხარულსა. მით გულისა საკამათსა.

1758. უბრძანა გლოვა გახსენით. ქოს წინწილთა ჰკარითა დიდი ზათქი და ზეიმი. გავიდეს ჩვენის კარითა ნახლები თქვენი ოქროსი. სარტყლებით მოიკარითა და იცინოდით და იმღერდით. ნუ ცრემლი აწანწკარითა.

1759. დედოფალმან მათ ცოლ ქმართა. თვითო ჴელი დაუჭირა ზედა ტახტსა მეფისასა. ერთგან დასხმა გაუპირა მოიშორეს კაეშანი. გული მდედრი იქვიტკირა და გლოვა ცვალა სიხარულად. აღარავინ აატირა.

1760. დედოფალმან შეიმოსა. შავი ძაძა აიჴადა დიდებულთა შესამოსი. მხიარული დაუმზადა ყველაკაი დამოსა და. საბოძვარი უდიადა და ბრძანა ჭირი დავივიწყოთ. რადგან ლხინი დაგვებადა.

1761. ტახტსა ზედან ერთგან მსხდომი. ტარიელ და ცოლი მისა ერთმანერთსა შეფერობდეს. ქალი ყმისა შესატყვისა გონება და ანუ ენა. გამოსთქმიდა მათმცა ვისა და რამცა გვანდა ჴორციელი. სოფელს შვილი ადამისა.

1762. ტარიელს და ცოლსა მისსა. მიხვდა მათი საწადელი შვიდი ტახტი საჴელმწიფო. საშვებელი გაუცდელი მათ პატიჟთა დაავიწყებს. ლხინი ესე აწინდელი და ყოლე ლხინთა ვერ იამებს. კაცი ჭირთა გარდუხდელი.

1763. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი. ნახნეთ მზეცა ვერა სჯობდეს ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს ქოსნი ხმათა დაატკბობდეს მისცეს კლიტე საჭურჭლეთა. თავთა მათთა მიანდობდეს და ესეაო მეფე ჩვენი. იძახდეს და ამას ჴმობდეს.

1764. ავთანდილ და ფრიდონისათვის. ორნი ტახტნი დაამზადნეს ზედან დასვა ჴელმწიფურად. დიდებულნი უდიანდეს ღ~თნ სხვანი ჴორციელნი. მათებრნიღა რა დაბადნეს და ამბობდიან ჭირთა მათთა. ყველაკასა გაუცხადნეს.

1765. სმა პურობა გახარება. ქნეს ჯალაბი გაადიდეს ვითარიცა ქორწინება. ჴამს ეგეთსა გარდიჴდიდეს მათ ორთავე თავის თავის. ძღვენსა სწორად მიართმიდეს და გლახაკთათვის საბოძვარსა. საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.

1766. დედოფალმან ეგრე ბრძანა. ობოლ ქვრივნი მოასხენით ყველაკაი გაამდიდრეთ. საბოძვრითა აავსენით თვით უბოძა უსაზომო. რომ არ ითქმის ყოლა ენით და ულოცეთო დღე გრძელობა. ესე ღ~თსა მონახსენით.

1767. ტარიელ თქვა დედოფალო. გკადრებ ერთსა მოსახსენსა შეიწყალე რამაზ მეფე. მიავალე შღმერთსა შენსა ვნახე მეტად შემებრალნეს. შეუშინდა ჴმალსა ჩვენსა და ღ~თი ალხენს შეცთომილსა. მონანულსა ცრემლ ნადენსა.

1768. დედოფალმან ლმობიერად. შეუნდობო ესე ბძანა მოიყვანეს რამაზ მეფე. ჴელმწიფეთა ათაყვანა ყოლე კერძო მომღერალთა. ჴმები გაეთანისთანა და ჭირთა მათგან გარდახდილთა. ესე ლხინი შეაგვანა.

1769. ოქრო თვალი მარგალიტი. შვენიერი სანახავად ყოვლგნით იდვის ვითა გორი. მოდგის ველთა მოსარწყავად ვისცა სწადდის ალაფობდის. წაიღებდეს უკითხავად და მანდატურნი არვის სცვიდეს. ბოლოდ ვინ ჯდის ანუ თავად.

1770. ავთანდილ და ფრიდონისთა. სპათა ეტყვის მეფე დიდი სტუმარნი ხართ შოებისა. სირცხვილი და ნუ გაქვსთ რიდი თვითო კაცსა თვითო ჯორი. მარგალიტი ანაკიდი და ესე მისცა საბოძვარსა. ყველაკასა ვერ დავსთვლიდი.

1771. ავთანდილ და ფრიდონისთვის. საბოძვარსა ვინ დასთვალავს ვერ გამოსთქვამს სიმრავლესა. ენა ამად თავსა ჰკრძალავს რაცა იდუა უკეთესსა. დედოფალი არ დამალავს და მათ უხმობდა, მხსნელად მათად. ტკბილად უჭვრეტს არა ლალავს.

1772. სრულნი ინდონი ავთანდილს. და ფრიდონს მწედ ხადოდიან თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი. მართ ამას მოიტყოდიან ვითა პატრონსა სჭვრეტდიან. რაცა სწადდის მას იქმოდიან და სადარბაზებლად ნიადაგ. მათ წინა მოვიდოდია.ნ.

1773. ტარიელ რამაზ მეფესა. უბოძა საბოძვარია უბრძანა ხარკსა მოგვცემდი. მართ ვითა შენი გვარია მან თაყვანისცა პირისა. ქვე მდაბლად დამდებარია და წავიდა მისი მლოცავი. არ ომთა მოკვეხარია.

1774. ინდოთ მეფე უბრძანებდა. ასმათს მისთა შეკდომილსა რაცა შენ ჰქენ არ უქნია. არ გამზრდელსა არცა ზრდილსა აწ ინდოეთს სამეფოსა. მეშვიდესა ერთსა წილსა და ზედა დასვამ შენი იყოს. გუმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

1775. ვინცა გწადდეს ქმრათ შეირთე. სამეფოსა ეპატრონე მუნდაღმა გუსახურებდი. თავი შენი დაგვამონე ასმათ ფერჴთა გარდუკოცნა. შენგანაო ჩემი ღონე და მონებიცა უკეთესი. რამც ვიშორე რამც ვიგონე.