... (S-4988), XVII-XVIII სს.

1815. აწ჻ ავთანდილ჻ ფრიდონს჻ კაცი჻ გაუგზავნა჻ გაემართნეს: ოცდათ჻ დღე჻ შიგ჻ შეიყარნეს჻ იარაღნი჻ მოიმართნეს: მუნ჻ დროშანი჻ ვერ჻ დათვალენ჻ რომე჻ იმათ჻ აემართნეს: მათ჻ ორთავე჻ ჴელმწიფეთა჻ პირნი჻ მზეებრ჻ იწაღმართნეს:

1816. მათ჻ ორთავე჻ ჴელმწიფეთა჻ სრულად჻ მათთა჻ სამეფოთა: აქიმები჻ დაარჩივეს჻ თემთა჻ კარგთა჻ სამყოფოთა: წამოვიდეს჻ რაზმ჻ წყობილნი჻ გზათა჻ ლევენ჻ სასწრაფოთა: მოისმენდით჻ ჴმათა჻ მათთა჻ საბუკ჻ ტაბლაკ჻ სადაფოთა:

1817. ინდოეთს჻ მივლენ჻ ნავითა჻ გამართეს჻ სამუნაოთა: სრულნი჻ აბჯრითა჻ მოსილნი჻ ხვარაზმშის჻ საბრუნაოთა: სწრაფით჻ დალევენ჻ შარათა჻ წყალთა჻ და჻ მათ჻ უნაოთა: ხვარაზმს჻ დასთხრიან჻ საფლავთა჻ სატირლად჻ საზრუნაოთა:

1818. წავიდნენ჻ რაზმი჻ დააწყეს჻ გზანი჻ იარნეს჻ რებითა: მისძახდეს჻ ჴმასა჻ მაღალსა჻ საყვირ჻ ქოს჻ ტაბლაკებითა: ზღვის჻ პირს჻ მივიდეს჻ დაჰკაზმეს჻ ნავები჻ კატარღებითა: ჩასხდეს჻ გავიდეს჻ დრშათა჻ კარგითა჻ ალამებითა:

1819. გავიდეს჻ და჻ პირსა჻ დადგეს჻ უთვალავი჻ სპა჻ იახლა: უამრავი჻ დროშა჻ იყო჻ რომ჻ ალამი჻ მოენახლა: ამოსწვიტენ჻ მათთა჻ მბრძოლთა჻ ყოლე჻ ტკბილად჻ ვინ჻ ემზახლა: მებრძოლია჻ ხვარაზმთ჻ მეფე჻ იგი჻ ვერსად჻ დაესახლა:

1820. გაკრფეს჻ ლაშქარნი჻ ზღვისაგან჻ და჻ მივლენ჻ ტარიელისა: უხარის჻ ნახვა჻ ძმობილთა჻ დიდის჻ ინდოთ჻ მფლობელისა: გაგზავნეს჻ მახარობელი჻ მოვალთ჻ მოსწრაფე჻ ხელისა: გუტრფიალობს჻ ნახვა჻ ვარდისა჻ აწ჻ ახლად჻ გაუშლელისა:

1821. მივიდა჻ მახარობელი჻ ტარიელს჻ ჰკადრეს჻ აქებდეს: გაჰჴდა჻ ჴმა჻ ზარი჻ მოსულისა჻ სიხარულსა჻ ყოვლნი჻ ჴმობდეს: ცისკრად჻ იკრეს჻ ნაღარასა჻ ქოსნი჻ ჴმასა჻ დაატკბობდეს: სამნივ჻ ერთად჻ შეიყარნეს჻ მათთა჻ მჭურეტთა჻ დაადნობდეს:

1822. წინ჻ მოეგება჻ მტირალი჻ პირითა჻ მილეულითა: აღარ჻ მთვარულად჻ სავსითა჻ არ჻ ნათლად჻ დილეულითა: მართ჻ ძრვირად჻ ოდენ჻ ცოცხალი჻ სახითა჻ მისეულითა: თაყუანისსცემდის჻ იგ჻ გმირნი჻ წესითა჻ დარჩეულითა:

1823. თაყუანისცეს჻ უსალამეს჻ მოიკითხეს჻ ერთმანერთი: მერმე჻ ჰკითხეს჻ ვით჻ არისო჻ ლომი჻ გმირთა჻ შენაერთი: მან჻ პირმზემან჻ წურილად჻ ბრძანა჻ სენი჻ სჭირსო჻ ყოლ჻ არ჻ ერთი: მისის჻ ასრე჻ ყოფისათუის჻ შეგუარისხეს჻ ზედათ჻ ღმერთი:

1824. მოიტირს჻ მათ჻ ლომ჻ კაცთა჻ ტარიელის჻ სნეულება: მერმე჻ უმძიმს჻ ინდოთათვის჻ მათ჻ მტერთაგან჻ ძლეულება: ტარიელის჻ ნახვა჻ სწრაფით჻ უნდა჻ ვით჻ არს჻ ჩუეულება: ნახვენ჻ მჭლედ჻ და჻ ფერ჻ მიჴდილად჻ გულსა჻ სჭირდა჻ დაწყლულება:

მისულა ავთანდილისა და ფრიდონისა ტარიელის საშველად:

1825. ნესტანდარეჯან჻ ტან჻ სარო჻ პირად჻ მზე჻ ვითამცა჻ ლალი: დაღრეჯილიყო჻ სევდითა჻ აწ჻ აღარ჻ ვითამცა჻ ლალი: სისხლის჻ ცრემლითა჻ მტირალი჻ უბნობდა჻ ვითამცა჻ ლალი: თქუა჻ იყო჻ ჩვენთვის჻ ხვარაზმშა჻ მწყერთათვის჻ ვითამც჻ ალალი:

1826. სისხლის჻ ცრემლითა჻ მტირალი჻ ბრძანებდა჻ არ჻ სათუობით: ზურგი჻ აქუს჻ მზესა჻ მოდრეკით჻ სევდა჻ სჭირს჻ დასანაზობით: ნესტან჻ დარეჯან჻ ტან჻ სარო჻ არს჻ მისით჻ ხასიათობით: სევდა჻ სევდასა჻ დართვოდა჻ ვერ჻ მჭურეტთა჻ დასანათობით:

1827. გამოვლნეს჻ ზღვანი჻ მოვიდეს჻ ჴმელეთსა჻ ტარიელისა: ნახეს჻ სენთაგან჻ დაცემით჻ ტარიელ჻ მსგავსი჻ ბერისა: ორთა჻ სენთაგან჻ ჩიოდა჻ მტირალი჻ მოამბვე჻ რისა: თქვა჻ გაჴდა჻ თემი჻ ინდოთა჻ სისხლთაგან჻ მონატბერისა:

1828. ტარიელის჻ ნახვისათვის჻ მობრუნდეს჻ და჻ მოუჩუქნეს: ნახეს჻ მჭლედ჻ და჻ ფერ჻ მიჴდილად჻ ჰკადრეს჻ გული჻ აუჩუქნეს: ლომო჻ მზეო჻ რამ჻ გაგჴადა჻ პირთა჻ ზედა჻ შუქნი჻ უქნეს: აწ჻ ნუ჻ გაგვა჻ მტერთა჻ შენთა჻ რისხვა჻ ზეცით჻ მოუბუქნეს:

1829. ტარიელ჻ ძმათა჻ უჩივის჻ სენი჻ დამერთო჻ მტერულად: დღესა჻ ერთსა჻ ნადირობით჻ მოვიდოდი჻ მხიარულად: სმად჻ დავჯე჻ და჻ ვიხარებდი჻ ვარდი჻ არ჻ ვქენ჻ დანასრულად: მართ჻ ანაზდათ჻ მომივიდა჻ სევდამ჻ მოკლა჻ გული჻ სრულად:

1830. ესმა჻ ხვარაზმთა჻ მფლობელსა჻ იგი჻ დამერთო჻ მე჻ ზედა: ინდონი჻ ჩემნი჻ შეებნეს჻ მთვარე჻ დაბნელდა჻ და჻ მზედა: ქუეყანა჻ ჩემი჻ ასწყვიტა჻ სისხლი჻ იკითხა჻ ჩემზედა: მე჻ ასრე჻ ვიყავ჻ მკლავთაგან჻ ვერ჻ მოვიხმარენ჻ მტერზედა:

1831. სოფელო჻ ვისთა჻ სისხლითა჻ მწვავს჻ ცეცხლი჻ გულსა჻ ვისადა: ვის჻ ვარდი჻ ია჻ ყაყაჩოდ჻ არა჻ ჰგავს჻ ნარგისისადა: მნახველნი჻ ფიცვენ჻ ფიცითა჻ წაუხუმან჻ შუქნი჻ მზისადა: უყურეთ჻ მსგავსად჻ ყუავისა჻ ბულბული჻ ნეხუთა჻ ვზისადა:

1832. ესე჻ თქუა჻ და჻ ვით჻ ეწყინა჻ ეს჻ ამბავი჻ მათ჻ მეფეთა: ტარიელის჻ შველისათვის჻ არ჻ დამდგომთა჻ მოსწრაფეთა: ცრემლი჻ სდის჻ და჻ აგრე჻ ფიცვენ჻ ვადენით჻ სისხლთა჻ მომჩქეფეთა: ხვარაზმს჻ მივალთ჻ მოვიჴმარებთ჻ მკლავ჻ მაგარნი჻ სიალფითა:

1833. აწ჻ ასმათი჻ მიეგებვის჻ ნამსახური჻ და჻ დობილი: მტერთა჻ ჩუენთა჻ ნახუა჻ თქუენი჻ შემშრეს჻ თვალთა჻ ცრემლ჻ ლტობილი: მათ჻ სალამი჻ გამოუღეს჻ მოიკითხეს჻ გულ჻ წდობილი: შესტირნა჻ და჻ აუჩუქნა჻ აატირნა჻ ერთობილი: