... (S-4988), XVII-XVIII სს.

1739. სმა჻ პურობა჻ გახარება჻ ქნეს჻ ჯალაბი჻ გაადიდეს: ვითარიცა჻ ქორწილობა჻ ჴამს჻ ეგეთსა჻ გარდიჴდიდეს: მათ჻ ორთავე჻ თავის჻ თავის჻ ძღვენსა჻ სწორად჻ მიართმიდეს: გლახაკთათვის჻ საბოძვარსა჻ საჭურჭლესა჻ ერთგან჻ ყრიდეს:

1740. დედოფალმან჻ ეგრე჻ ბრძანა჻ ობოლ჻ ქვრივნი჻ მოასხენით: ყუელაკაი჻ დაამდიდრეთ჻ საბოძურითა჻ აავსენით: თვით჻ უბოძა჻ უსაზომო჻ რომ჻ არ჻ ითქმის჻ ყოლე჻ ენით: ულოცეთო჻ დღეგრძელობა჻ ესე჻ ღ~თსა჻ შევედრენით:

1741. ტარიელ჻ თქუა჻ დედოფალო჻ გკადრებ჻ ერთსა჻ მოსახსენსა: შეიწყალე჻ რამაზ჻ მეფე჻ მიავალე჻ ღ~თსა჻ შენსა: ვნახე჻ მეტად჻ შემებრალნეს჻ შეუშინდა჻ ჴმალსა჻ ჩუენსა: ღ~თი჻ ალხენს჻ მოცთომილსა჻ მონანულსა჻ ცრემლ჻ ნადენსა:

1742. დედოფალმან჻ ლმობიერად჻ შევუნდობო჻ ესე჻ ბრძანა: მოიყუანეს჻ რამაზ჻ მეფე჻ ჴელმწიფეთა჻ ათაყვანა: ყოვლით჻ კერძო჻ მომღერალთა჻ ჴმები჻ გაეთანისთანა: ჭირთა჻ მათგან჻ გარდაჴდილთა჻ ესე჻ ლხინი჻ შეაგუანა:

1743. ოქრო჻ თვალი჻ მარგალიტი჻ შვენიერი჻ სანახავად: ყოვლგან჻ იდუის჻ ვითა჻ გორი჻ მოდის჻ ველთა჻ მოსარწყავად: ვისცა჻ სწადდის჻ ალაფობდის჻ წაიღებდის჻ უკითხავად: მანდატური჻ არვის჻ სცუიდის჻ ბოლოს჻ ვინ჻ ჯდის჻ ანუ჻ თავად:

1744. ავთანდილ჻ და჻ ფრიდონისთა჻ სპათა჻ ეტყვის჻ მეფე჻ დიდი: სტუმარნი჻ ხართ჻ შოებისა჻ სირცხუილი჻ და჻ ნუ჻ გაქუთ჻ რიდი: თვითოს჻ კაცსა჻ თვითო჻ ჯორი჻ მარგალიტი჻ ანაკიდი: ესე჻ მისცა჻ საბოძვარსა჻ სხვას჻ ყუელასა჻ ვერ჻ დავსთულიდი:

1745. ავთანდილ჻ და჻ ფრიდონისთვის჻ საბოძვარსა჻ ვინ჻ დასთვალავს: ვერ჻ გამოსთქუამს჻ სიმრავლესა჻ ენა჻ ამად჻ თავსა჻ კრძალავს: რაცა჻ იდვა჻ უკეთესსა჻ დედოფალი჻ არ჻ დამალავს: მათ჻ უჴმობდა჻ მჴსნელად჻ მათად჻ ტკბილად჻ უჭურეტს჻ არა჻ მალავს:

1746. სრულნი჻ ინდონი჻ ავთანდილს჻ და჻ ფრიდონს჻ ღ~თად჻ ჴადოდიან: თქუენგან჻ გუჭირს჻ კარგი჻ ყველაი჻ მართ჻ ამას჻ მოიტყოდიან: ვითა჻ პატრონსა჻ სჭურეტდიან჻ რაც჻ სწადდის჻ მას჻ იქმოდიან: სადარბაზობლად჻ ნიადაგ჻ მათ჻ წინა჻ მოვიდოდიან:

1747. ტარიელ჻ რამაზ჻ მეფესა჻ უბოძა჻ საბოძვარია: უბრძანა჻ ხარკსა჻ მოგუცემდი჻ მართ჻ ვითა჻ შენი჻ გვარია: მან჻ თაყუანისცა჻ პირისა჻ ქვე჻ მდაბლად჻ დამდებარია: წავიდა჻ მისი჻ მლოცველი჻ არ჻ ომთა჻ მომკვეხარია:

1748. ინდოთ჻ მეფე჻ უბრძანებდა჻ ასმათს჻ მისსა჻ შეკდომილსა: რაცა჻ შენ჻ ჰქენ჻ არ჻ უქნია჻ არ჻ გამზრდელსა჻ არცა჻ ზრდილსა: აწ჻ ინდოეთს჻ სამეფოსა჻ მეშუიდესა჻ ერთსა჻ წილსა: ზედა჻ დაგსუამ჻ შენი჻ იყოს჻ გვმსახურებდი჻ ტკბილი჻ ტკბილსა:

1749. ვინცა჻ გწადდეს჻ ქმრად჻ შეირთე჻ სამეფოსა჻ ეპატრონე: მუნიდაღმა჻ გუმსახურებდი჻ თავი჻ შენი჻ დაგვამონე: ასმათ჻ ფერჴნი჻ გარდუკოცნა჻ შენგან჻ არის჻ ჩემი჻ ღონე: მონობისა჻ უკეთესი჻ რამც჻ ვიშოვნე჻ რამც჻ ვიქონე:

1750. ერთგან჻ სამთავე჻ ძმობილთა჻ დაყუნეს჻ ცოტანი჻ დღენია: თამაშობდიან჻ უსახო჻ მოუდიოდეს჻ ძღვენია: რა჻ მარგალიტი჻ ღარიბი჻ რა჻ უკეთესი჻ ცხენია: მაგრამ჻ ავთანდილს჻ სურვილმან჻ დაღრეჯა჻ დააჩენია:

1751. ტარიელ჻ სცნა჻ იმა჻ ყმასა჻ ცოლისათვის჻ მოესურვა: უბრძანებდა჻ გული჻ შენი჻ განაღამცა჻ მამემდურვა: აწ჻ ვაგლახ჻ მენ჻ ჭირი჻ შენი჻ გონებამან჻ შვიდი჻ თუ჻ რვა: მოგშორდები჻ საწუთრომან჻ ლხინი჻ ასრე჻ დამიშურვა:

1752. კულავ჻ ფრიდონცა჻ დაეთხოვა჻ წავიდეო჻ სახლსა჻ ჩემსა: ზედა჻ ზედა჻ დავსტკეპნიდე჻ დარბაზსა჻ და჻ ამა჻ თემსა: სამსახურსა჻ მიბრძანებდი჻ უხუცესი჻ ვითა჻ მრწემსა: თქუენთვის჻ ასრე჻ მომსურდების჻ წყაროსათუის჻ ვით჻ ირემსა:

1753. მასცა჻ უბოძა჻ ფარმანი჻ წა჻ სახლი჻ მოიარეო: მე჻ ნუ჻ გამწირავ჻ მიახლე჻ ადრე჻ მობრუნდი჻ გარეო: ავთანდილს჻ უთხრა჻ უშენოდ჻ რამცაღა჻ გავიხარეო: რადგან჻ ისწრაფი჻ ნუ჻ გაგვა჻ მიგელის჻ ლომსა჻ მთუარეო:

1754. როსტანისთვის჻ წაატანა჻ ძღუნად჻ ტურფები჻ ჯუბაჩები: კულავ჻ ჭურჭელი჻ თვალთა჻ თლილთა჻ არ჻ კოვზები჻ არ჻ ჩამჩები: ჩემაგიერ჻ მიუტანე჻ წაო჻ ნურას჻ მეურჩები: ავთანდილ჻ თქვა჻ არა჻ ვიცი჻ მე჻ უშენოდ჻ ვით჻ დავრჩები:

1755. ქალსა჻ ქალმან჻ გაუგზავნა჻ ყაბაჩა჻ და჻ ერთი჻ რიდე: რომე჻ ჩაცუმა჻ დაბურვასა჻ ვინ჻ ღირს჻ იყო჻ მათგან჻ კიდე: ერთი჻ თვალი჻ წამღებელმან჻ ვერა჻ თქვას჻ თუ჻ ცუდად჻ ვზიდე: ღამე჻ მზეებრ჻ გაანათლის჻ ჩნდის჻ სადაცა჻ შეხედვიდე:

1756. ავთანდილ჻ შეჯდა჻ წავიდა჻ ტარიას჻ გაესალამა: იგი჻ ორნივე჻ გაყრისა჻ დაწუნა჻ ცეხლისა჻ ალამა: სრულად჻ ინდონი჻ მისტირან჻ ცრემლმან჻ მინდორი჻ დალამა: ავთანდილ჻ იტყუის჻ მომკლაო჻ სოფლისა჻ მე჻ სამსალამა:

1757. ერთგან჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ იარნეს჻ დღენი჻ მცირენი: გზამან჻ გაჰყარნა჻ წავიდნენ჻ თავის჻ თავ჻ ანატირენი: კარგად჻ მოუჴდეს჻ მათ჻ მათნი჻ საქმენი჻ დანაპირენი: ავთანდილ჻ მიჰჴდა჻ არაბეთს჻ ნახნა჻ არ჻ ცუდნი჻ ჭირენი:

1758. გამოეგებნეს჻ არაბნი჻ სამეფო჻ დააშვენა჻ მან: ნახა჻ მზე჻ მისი჻ მირიდა჻ მისთა჻ სურვილთა჻ წყენამან: მის჻ თანა჻ ტახტსა჻ დავეჯდა჻ ილხინა჻ მჭურეტთა჻ ლხენამან: გააჴელმწიფა჻ გვირგვინი჻ ზეცით჻ მოსრულმან჻ ზენამან: