... (S-4988), XVII-XVIII სს.

1950. ამა჻ ჩემსა჻ გაზრახულსა჻ იკითხვიდეს჻ ანუ჻ წერდეს: ფუ჻ მას჻ კაცსა჻ რომელიცა჻ სოფლისაგან჻ არ჻ შესჯერდეს: ტარიელ჻ და჻ ცოლი჻ მისი჻ სიბერითა჻ გაუშვებდეს: დაყვნეს჻ წელნი჻ ოთხმეოცნი჻ დაბრმეს჻ დაღრკეს჻ დაცაბერდეს:

1951. ღ~თნ჻ მისცა჻ ესე჻ შვილად჻ საჭურეტელად჻ შვენიერნი: ერთი჻ ყმა჻ და჻ ერთი჻ ქალი჻ მართ჻ მათნივე჻ შესაფერნი: ელვანი჻ და჻ შვენებანი჻ მათგან჻ ჰქონდეს჻ მათ჻ მიერნი: მსგავსნი჻ მსგავსსა჻ წარმოშობენ჻ ციერნი჻ და჻ მიწიერნი:

1952. დღენი჻ მათნი჻ წაიარეს჻ დაბერდეს჻ და჻ დაუძლურდეს: ტარიელის჻ ლომნი჻ მკლავნი჻ მეტად჻ გაუუსუსურდეს: ბედისაგან჻ მადრიელნი჻ სოფელსავე჻ მოემდურეს: სოფლისაგან჻ გაბჭობათა჻ ბრძენთა჻ წიგნი჻ დადასტურეს:

1953. სოფელს჻ მყოფსა჻ ყუელაკასა჻ ესე჻ არვის჻ არ჻ ასცილ჻ დეს: მათ჻ სოფლისა჻ შვენებათა჻ სიტურფენი჻ გაუცუდდეს: მიჯნურობა჻ გაუსუსტდა჻ გონებანი჻ გაულბილდეს: სიყუარული჻ გააცივეს჻ ერთმანერთსა჻ უკუგრილდეს:

1954. ყოვლთა჻ სწორად჻ წყალობათა჻ ვითა჻ თოვლსა჻ მოათოვდეს: ობოლ჻ ქურივნი჻ დაამდიდრნეს჻ და჻ გლახაკნი჻ არ჻ ითხოვდეს: ავის჻ მქმელი჻ დააშინეს჻ კრავნი჻ ცხვართა჻ ვერა჻ სწოვდეს: შიგან჻ მათთა჻ საბრძანისთა჻ თხა჻ და჻ მგელი჻ ერთად჻ სძოვდეს:

1955. ტარიელ჻ და჻ ცოლმან჻ მისმან჻ ტახტოსნობა჻ მოიწყინეს: სარიდან჻ დაჯდა჻ ტახტზედან჻ ნაცულად჻ მათად჻ დაადგინეს: ერთსა჻ წელსა჻ დაიჴოცნეს჻ მიწვეს჻ მიწად჻ მიიძინეს: მზესა჻ ლომი჻ არ჻ გაჰყარეს჻ მასვე჻ თანა჻ დააწვინეს:

ანდერძი ავთანდილისა რომელი თქუა ჟამსა სიკვდილისა:

1956. ისმინეთ჻ ძენო჻ კაცთანო჻ ანდერძი჻ ავთანდილისა: ვიტყვი჻ მსგავსია჻ სოფელი჻ ეს჻ მუხანათი჻ ჩრდილიდა: სწორია჻ ჟამი჻ მწუხრისა჻ კრულთანა჻ ავთან჻ დილისა: ადრე჻ დალპების჻ გაცვდების჻ ვით჻ ქსელი჻ ნაქუს჻ მანდილისა:

1957. რა჻ მიიახლა჻ სიკვდილად჻ დაუწყო჻ ჴდომა჻ სულითა: ჴელთა჻ იხრიდა჻ კრთებოსა჻ სიტყუითა჻ დამასულითა: თქვა჻ ვეღარ჻ მიჴსნას჻ ძმამან჻ და჻ ვერცაღა჻ დამა჻ სულითა: მუნ჻ შემიწყნაროს჻ რომელმან჻ მიწა჻ ადამა჻ სულითა:

1958. რაზომც჻ გამეფდა჻ ცად჻ ვინ჻ თქვა჻ კაცი჻ შთამოსრულ჻ ან჻ ასულ: ცუდია჻ აქა჻ დიდობა჻ ვარდი჻ აწ჻ მეც჻ ვჩან჻ დანასულ: უხოიშნოა჻ ესე჻ დღე჻ ძე჻ რაღას჻ მარგებს჻ ან჻ ასულ: მიწა჻ მიიქცეს჻ მიწადვე჻ ჴორცი჻ მოკუდების჻ განა჻ სულ:

1959. სიჭაბუკისა჻ ყუავილი჻ დაჭკნა჻ ჩანს჻ ავად჻ ვარდია: პირველ჻ მტერთ჻ ზედა჻ საიმაღლით჻ ვსჩნდი჻ ორბებრ჻ მონა჻ ვარდია: აწ჻ წავალ჻ მგზავსი჻ გმირსა჻ და჻ ფერად჻ მინავარდია: თანა჻ წამამყევ჻ თინათინ჻ ჩემს჻ უკან჻ ნუ჻ დავარდია:

1960. იგიმცა჻ კაცი჻ კრულია჻ ვინცა჻ მიენდოს჻ სოფელსა: მოლიზღარსა჻ და჻ მუხთალსა჻ სიცილით჻ ჰკოცნით჻ სოფელსა: პირველ჻ ღიმილის჻ მქადესა჻ ბოლოდ჻ უარის჻ მყოფელსა: მუნ჻ დამკარგავსა჻ კაცთასა჻ აქაც჻ ხან჻ დაუყოფელსა:

1961. შეიწყნარენით჻ სული჻ და჻ ღ~თი჻ არ჻ გიზამს჻ არ჻ ავსა: ნუ჻ მოჰყოლიხართ჻ სოფელსა჻ ნიავსა჻ ქარსა჻ არავსა: ნუი჻ იუნჯებით჻ სად჻ ღ~თი჻ დასდგამს჻ სიმართლის჻ კარავსა: სადა჻ ვერ჻ უკბენს჻ მღილი჻ და჻ ძალუც჻ პარვა჻ მპარავსა:

1962. მიჯნურობისა჻ საჴმილმან჻ დამწვა჻ მძლავრ჻ ანაგზემან჻ და: მზე჻ მოვჰკუდე჻ თავის჻ გამოღმა჻ შენ჻ დამიტირე჻ მზემან჻ და: სხვამ჻ ჩემოდნობა჻ ვერა჻ ქნას჻ ყოველმან჻ მონაზემან჻ და: ცავ჻ შთამოიქეც჻ მნათითურთ჻ აწ჻ რადღა჻ ჰყოვნი჻ ზე჻ მანდა:

1963. მტიროდით჻ თქუენთვის჻ დამწვარსა჻ მიჯნურნო჻ ჩემთუის჻ ურვილნო: გამზრდელნო჻ თქვენცა჻ გაზრდილნო჻ ტურფად჻ ისპანო჻ ჭურვილნო: ხასნო჻ აზიზად჻ ნაზარდნო჻ თავნო჻ ნაზობით჻ ბურვილნო: სულთქმით჻ მომთქუემდით჻ ბაგენო჻ და჻ უბანებით჻ სურვილნო:

1964. თინათინ჻ პირველ჻ სურვილი჻ პირის჻ შენისა჻ ამარე: აწ჻ ლომმან჻ თავი჻ გამარა჻ და჻ მზეო჻ შენ჻ მასამარე: აქა჻ ნარბენთა჻ სწორად჻ ვლოთ჻ უვიცი჻ იგიც჻ სამ჻ არე: ერთად჻ წავიდეთ჻ აჰა჻ მზა჻ ჩვენთუის჻ თაბუთი჻ სამარე:

1965. უჩემოდ჻ დაჭკნი჻ ვარდნო჻ და჻ იავ჻ ფერთა჻ მკრთითა჻ იყავ: ვით჻ დაგთმევ჻ ლალო჻ და჻ ბროლო჻ ძოწო჻ და჻ სათო჻ რა჻ მიყავ: კულავ჻ იაგუნდი჻ ნაღველი჻ გატყდი჻ და჻ შუავ჻ გაიყავ: მარგალიტო჻ და჻ მორჭმულო჻ ნუ჻ მტირ჻ და჻ ბაგე჻ დამიყავ:

1966. ჩემი჻ გარდაჴდა჻ სურვილო჻ რას჻ გვარგებს჻ რაზომ჻ ვინანო: მოდენით჻ სისხლისა჻ რუი჻ გაწურთვნის჻ ვარდნო჻ და჻ მინანო: ჩემთანა჻ ცისა჻ მნათობნი჻ რანო჻ და჻ ანუ჻ ვინანო: მზე჻ მზეთა჻ მოვჰკუდე჻ მტიროდეს჻ გულნო჻ კლდენო჻ და჻ მინანო:

1967. აწ჻ ეს჻ ვითხოვ჻ ღთისგან჻ სააჯო჻ დიდად჻ ძნელია: სად჻ არის჻ ჩემი჻ სავანე჻ მუნ჻ გამინათლოს჻ ბნელიო: მისის჻ ელვითა჻ მაკრთობდეს჻ არ჻ მცხინვარე჻ ჰყოს჻ ბნელია: ანგელოზთანა჻ ვფრინვიდე჻ ვადიდო჻ ჩემი჻ მჴსნელიო:

1968. სული჻ რომელი჻ აწ჻ ჩემგან჻ ჩანს჻ უტყუოდ჻ დანასულები: მუნ჻ დამამკვიდროს჻ სადაცა჻ ჰყვანან჻ მართალთა჻ სულები: შორს჻ ქნას჻ ნაწილსა჻ რომელთა჻ არს჻ დამზრალ჻ დანასულები: რომელსა჻ თიკნად჻ უწოდენ჻ არის჻ მარცხნით჻ წანასულები: