... (S-4988), XVII-XVIII სს.

1796. ტარიელ჻ იწვა჻ სენთაგან჻ დავარდნილ჻ გულნაცემული: აწ჻ ახლა჻ გაჴდა჻ მართ჻ ასრე჻ ვით჻ გულსა჻ დანა჻ ცემული: რა჻ ესმა჻ ასრე჻ ეწყინა჻ ვითა჻ ასპიტთა჻ ცემული: ლხინი჻ მოსძულდა჻ არ჻ უჩნდა჻ ჩანგ჻ ბარბითა჻ დანა჻ ცემული:

1797. მივიდეს჻ გარე჻ მოადგეს჻ ყუელგან჻ ციხეთა჻ გარეთა: ებრძვიან჻ ცეცხლსა჻ უდებენ჻ მოაოჴრებდეს჻ არეთა: ჰხოცდეს჻ სწვიდეს჻ და჻ არღუევდეს჻ ცრემლთა჻ ადენდეს჻ მწარეთა: აჯა჻ არ჻ გამოუღიან჻ არად჻ არ჻ მემუდარეთა:

1798. გარეთ჻ ყუელანი჻ წაახუნა჻ ციხეთა჻ სიმაგრენია: მათ჻ უზენაროდ჻ მიეპყრნეს჻ მიკვირდეს჻ სიმედგრანი: ერთ჻ წლამდის჻ იყუნეს჻ ინდოეთს჻ ვაკედ჻ ქნეს჻ კლდე჻ და჻ ღრენია: მერმე჻ წავიდეს჻ სავსენი჻ სიცილით჻ მომღერალნია:

ტარიელისაგან კაცის გაგზავნა ავთანდილთანა ფრიდონთანა:

1799. რად჻ არ჻ გაშინჯავთ჻ სოფელსა჻ სჭირს჻ გარეშიგან჻ ჭრელობა: მისცემს჻ კულავ჻ ზოგჯერ჻ სევდასა჻ არა჻ აქვს჻ გაუყრელობა: გამართავს჻ რაცა჻ სწადიან჻ მისი჻ წესია჻ ტრელობა: ტარიელ჻ თვალნი჻ ამართნა჻ ჰკლავს჻ გულსა჻ დანამჭრელობა:

1800. ნესტდარეჯანის჻ წამწამთა჻ ბუქისა჻ ფიფქმან჻ დამზრომმან: მობრუნდა჻ ჰკითხეს჻ მზემ჻ მორჩმან჻ ტურფამან჻ ტანად჻ სარომან: დაუყუნა჻ მისმან჻ ელვამან჻ ტარიელს჻ პირ჻ უმთვარომან: ნუ჻ ივნებ჻ ლომო჻ ლომთაო჻ რა჻ ქნა჻ წყეულმან჻ ჟამდრომან:

1801. ჯავრი჻ ხვარაზმთა჻ ჩუენზედა჻ მით჻ გარეშემო჻ გუბია: ჩუენზედა჻ სპანი჻ იჴმარნა჻ რაცა჻ ალამი჻ უბია: ვიჴმენ჻ ძმადფიცნი჻ არაბთათ჻ მათი჻ აბჯარი჻ სუბია: ავთანდილს჻ ფრიდონს჻ სურვილი჻ ჰკლავს჻ ჩუენთვის჻ თვალთათ჻ გუბია:

1802. ტარიელ჻ ორთა჻ სენთაგან჻ მეტადღა჻ დაჭმუნვებულმან: მტერთაგან჻ ამოსწყუეტილმან჻ უსახოდ჻ შეჭირვებულმან: არაბეთს჻ კაცი჻ გაგზავნა჻ მტირალმან჻ მიჭირვებულმან: ავთანდილს჻ წურილად჻ აცნობა჻ უღუნოდ჻ დაჭირვებულმან:

1803. რაცა჻ პირველ჻ სენი჻ სჭირდა჻ ყუელა჻ წვრილად჻ მიუწერა: მერმე჻ როგორ჻ ხვარაზმელთა჻ მათთუის჻ ძაძა჻ შეეწერა: ვით჻ ერბივნეს჻ ვით჻ ეჴოცნეს჻ ვით჻ ქალაქი჻ მოემტვერა: ვით჻ სოფელი჻ მუხთალია჻ იგი჻ მეცა჻ დამემტერა:

1804. გუერდცა჻ მიისვა჻ მწერალი჻ მთქმელ჻ გამამრჩევი჻ ენათა: ტარიელ჻ ნესტან჻ დარეჯან჻ ჴმა჻ ტკბილი჻ მოუსმენათა: რა჻ გაათავეს჻ წერითა჻ წიგნი჻ ჴელთ჻ მისცეს჻ მონათა: წადით჻ მიართვით჻ ავთანდილს჻ ჩუენთვის჻ ცრემლ჻ დამადენეთა:

1805. კულავ჻ ფრიდონისას჻ გაგზავნეს჻ სხვა჻ კაცი჻ ერთი჻ ნავითა: მასცა჻ აცნობეს჻ სოფლისა჻ სიცრუვე჻ საბრუნავითა: სენთა჻ და჻ ხვარაზმელთაგან჻ ოდენ჻ ვარ჻ საფშვინევითა: მტირალი჻ სისხლის჻ ცრემლითა჻ დამჴობით჻ საკრინავითა:

1806. აწ჻ ვითა჻ გვმართებს჻ გმირთა჻ და჻ ჩემთა჻ ფიცისა჻ ძმობილთა: აგრე჻ გაფიცხდით჻ საშველად჻ გაწუევთ჻ სასწრაფოდ჻ ჴმობილთა: თქუენსა჻ ლაშქართა჻ იმედსა჻ ვართ჻ ქვისებრ჻ დაულბობილთა: ომსა჻ ნაწვართთა჻ ჩაუქთა჻ მებრძოლთა჻ რაზმთა჻ წყობილთა:

1807. არაბთ჻ მეფე჻ მორჭმულია჻ იყო჻ მცილე჻ მისი჻ ვინა: იმღერა჻ და჻ იხარებდა჻ მოგოსნები჻ უსხდა჻ წინა: ჩანგთა჻ ჰკრიან჻ აწყობდიან჻ პირ჻ მთვარენი჻ ვართ჻ და჻ მინა: გავიდის჻ და჻ ნადირობდის჻ კულავ჻ მობრუნდეს჻ იყვის჻ შინა:

1808. იბურთეს჻ და჻ ითამაშეს჻ და჻ თინათინს჻ თანა჻ დაჯდის: ეს჻ სოფელი჻ იამოვნის჻ საწუთროსა჻ დაუწყნარდის: ყელსა჻ ბროლსა჻ შვენებანი჻ მას჻ ელვანი჻ გარ჻ უვარდის: ერთგან჻ სხდიან჻ ტახტსა჻ ზედან჻ მათ჻ ბაგეთათ჻ ვარდი჻ ვარდის:

1809. სმა჻ ჭამა჻ და჻ ნადიმობა჻ მსგეფსსა჻ ერთსა჻ გაისუენა: ელვამან჻ და჻ შვენებამა჻ მათმან჻ ერთსა჻ დააშვენა: მომღერალთა჻ მათ჻ წინაშე჻ არაოდეს჻ მოასვენა: მე჻ ვერ჻ ვიტყუი჻ რაცა჻ სჭირდა჻ ბევრი჻ უნდა჻ ქებად჻ ენა:

1810. რა჻ გარდაჴდა჻ გამოვიდა჻ ჟამი჻ რამე჻ ღამე჻ დღენი: მოციქული჻ შარას჻ გრძელსა჻ მოამოკლებს჻ ირჩევს჻ ცხენი: გაგზავნილნი჻ რა჻ მივიდეს჻ ნახეს჻ მორჩი჻ ალვის჻ ხენი: რა჻ ავთანდილს჻ მოახსენეს჻ ატირდა჻ და჻ უქნა჻ ზნენი:

1811. რა჻ ავთანდილს჻ ფრიდონს჻ ესმა჻ ჰინდოთ჻ ესე჻ საწყინარი: გულსა჻ ესრეთ჻ ლახვრად჻ ეცა჻ მართ჻ დაესო჻ აწვე჻ ნარი: თქუეს჻ გავჴედით჻ საწუთროსა჻ არას჻ კარგასა჻ მოუბნარი: აქანამდის჻ მხიარულნი჻ ვტირთ჻ აღარას჻ მოცინარი:

1812. ავთანდილ჻ სულთქუამს჻ ოხვრიდა჻ მოჰქონდა჻ ტარიელობა: მასთანა჻ ყუელა჻ სწორ჻ იყუის჻ დგომა჻ გაჭრა჻ და჻ ხელობა: უკუირდა჻ მკლავთა჻ დადრეკა჻ უსახროდ჻ მათი჻ ქუელობა: სჭირს჻ და჻ სოფელი჻ არ჻ იკლებს჻ გულს჻ ლახუარი჻ მჭრელობა:

1813. მართ჻ ავთანდილს჻ ვით჻ ეწყინა჻ ვინმცა჻ ჰკადრა჻ ვინ჻ არ჻ ღირსნი: ყუელა჻ წურილად჻ მოიკითხა჻ ვით჻ ნაქმარნი჻ ხვარაზმისნი: უბრძანა჻ და჻ შემოხადნა჻ დიდებულნი჻ სპანი჻ მისნი: აწ჻ ტარიელს჻ ვმსახუროთო჻ ვართ჻ მონანი჻ ყმათა჻ ყმისნი:

1814. თვითო჻ კაცი჻ ერთმანერთსა჻ გაუგზავნეს჻ არ჻ დავსწბეთა: ინდოთა჻ და჻ ტარიელის჻ საქმისათვის჻ გვინდა჻ ფეთა: პაემანი჻ შეუკვეთეს჻ დროთა჻ ხანთა჻ არ჻ დავსცდეთა: ერთმანერთის჻ შველისა჻ და჻ ნახვისათვის჻ მოსწრაფეთა: