... (S-4988), XVII-XVIII სს.

1700. იმა჻ ლაშქართა჻ უნახვან჻ კულავ჻ ჴრმალთა჻ ჩემითა჻ კუეთანი: ერთხელ჻ შემებნეს჻ დავჰჴოცენ჻ შევქნენ჻ აბჯართა჻ ფეთანი: ავთანდილ჻ ჰკადრა჻ რად჻ უნდა჻ თქმაღა჻ სიტყუათა჻ მძლეთანი: მართ჻ ვითა჻ მტუერთა჻ წავიხუამთ჻ მიხუდეს჻ ფერჴითა჻ ცუეთანი:

1701. დაეკაზმნეს჻ საომარად჻ გაამაყდეს჻ გაჩაუქდეს: ცხენთა჻ შესხდეს჻ უკეთესთა჻ საჴედარნი჻ ასუბუქდეს: ერთმანერთსა჻ აჯობინეს჻ მჭურეტელთაგან჻ არ჻ გაუქდეს: იგი჻ ქედი჻ ჩაიქროლეს჻ ბუქისაცა჻ უფრო჻ ბუქდეს:

1702. წინ჻ მავალნი჻ დარაჯათა჻ მათთა჻ ზედა჻ გარდეკიდნეს: ტარიასთა჻ გააქცივნეს჻ მიეწივნეს჻ ჩამოჰყრიდნეს: მოაგებნეს჻ მჴარ჻ დაკრულნი჻ მათ჻ წინაშე჻ მოასხმიდნეს: აიზიდნეს჻ ვისნი჻ ხართო჻ ჰკითხეს჻ ხანსა჻ დარეზმიდნეს:

1703. მათ჻ მოახსენეს჻ მეფეო჻ ჩუენ჻ ცუდად჻ დაღორებულნი: რამაზის჻ ჴელმწიფისანი჻ აქა჻ დარაჯად჻ რებულნი: უბრძანა჻ წადით჻ რეგვენნო჻ თქუენ჻ ჩუენგან჻ გაფიცხებულნი: აცნობეთ჻ თქუენსა჻ პატრონსა჻ მოვლენ჻ გულითა჻ ქებულნი:

1704. უთხარით჻ ბრძანებს჻ ტარიელ჻ მეფე჻ ლაღი჻ და჻ ჯანია: იგი჻ მაღალი჻ ჴელმწიფე჻ მებრძოლთა჻ მემაჯანია: ჩემსა჻ ამბავსა჻ გაცნევენ჻ შენნივე჻ დარაჯანია: შიში჻ ვერ჻ გიჴსნის჻ სიკუდილსა჻ ცუდნიღა჻ დაღრეჯანია:

1705. დია჻ დიდთა჻ დამაჯნება჻ უშმაგომან჻ ვით჻ გააგო: ინდოეთსა჻ ვით჻ მოადეგ჻ შმაგთაგანცა჻ უფრო჻ შმაგო: აჰა჻ მოველ჻ იგი჻ ცეცხლი჻ რომე჻ სრულად჻ ამოგდაგო: ჴრმალი჻ ჩემი჻ მოლესული჻ შენს჻ ზედა჻ დავაბლაგო:

1706. აწ჻ დაემზადე჻ მოპარვა჻ მე჻ თქუენი჻ არა჻ მწადიან: შემები჻ რაზმი჻ გარდმაწყევ჻ წინასვე჻ გამიცხადიან: პირ჻ ბოზო჻ ჩემი჻ მორევნა჻ რა჻ დია჻ დაგიქადიან: მე჻ ჩაბალახათ჻ გაჴმარო჻ შენივე჻ მუზარანია:

1707. დარაჯანი჻ წავიდეს჻ და჻ ერთმანერთსა჻ მიუსწრობდეს: რამაზს჻ ჰკადრეს჻ ყუელაკაი჻ დამალვასა჻ ვერა჻ სთმობდეს: მოვიდაო჻ ინდოთ჻ მეფე჻ ლაშქარნიცა჻ კარგნი჻ ჰყმობდეს: ვინცა჻ ვითა჻ გარდეხუეწოს჻ იგი჻ ერთი჻ ორთა჻ სჯობდეს:

1708. ინდოთა჻ დროშა჻ ტარიელს჻ აქუს჻ და჻ ალამი჻ უბია: დროშა჻ არაბთა჻ მეფისა჻ მასსა჻ თანავე჻ ჰყუდია: არაბთა჻ იცის჻ ყუელამან჻ მათი჻ აბჯარი჻ შუბია: ფრიდონ჻ მზე჻ მოყმე჻ რომელმან჻ შექნა჻ სისხლისა჻ გუბია:

1709. ცოტაი჻ წავლეს჻ გმოჩნდა჻ ხუთასი჻ ცხენოსანანი: შეტეობასა჻ ლამობდეს჻ ყმანი჻ არაბთა჻ თანანი: ტარიელ჻ უთხრა჻ ნუ჻ იქთო჻ მისცნა჻ საქმისა჻ ნანანი: მოვიდეს჻ აჩნდეს჻ უაბჯროდ჻ არცა჻ თუ჻ ჰქონდა჻ დანანი:

1710. ცხენთა჻ ფერჴთა჻ მოეხვივნეს჻ მუხლმოყრილი჻ შეეხვეწა: მოახსენა჻ შემიბრალე჻ მისსა჻ ძალსა჻ ვინცა჻ გხეწა: ნუ჻ მაცოცხლებ჻ ნუ჻ დამარჩენ჻ და჻ წამიღონ჻ მკუდარი჻ მე჻ წა: გული჻ თქუენი჻ სასაკუთრო჻ ღ჻ თმან჻ ასრე჻ დამილეწა:

1711. დაიკარგენით჻ წახვედით჻ თქუენ჻ წელნი჻ მეათენია: გაჴდა჻ მფრინველნი჻ უმეფოდ჻ არწივსა჻ მოსტყდეს჻ ფრთანია: ამად჻ შევმართენ჻ საქმენი჻ ჩემნი჻ საკამათენია: ადრე჻ დაბრუნდა჻ სოფელი჻ მართ჻ ვითა჻ კაბა჻ თენია:

1712. შინა჻ წავიდეს჻ გარდაჴდეს჻ ეს჻ თურე჻ არ჻ ლაყაბია: რამაზ჻ ჰყავს჻ ორთა჻ დედათა჻ ყელსა჻ მანდილი჻ აბია: შეშინებული჻ საბრალოდ჻ დუღდა჻ მართ჻ ვითა჻ ქუაბია: შეგცოდე჻ მამკალ჻ მე჻ ხუალემ჻ რამცა჻ ვინ჻ მიასაბია:

1713. ვიაჯი჻ მამკალ჻ მე჻ ხუალემ჻ ყუელაი჻ ჩემი჻ ბრალია: მერმე჻ ვაზირი჻ ხუთასი჻ მყავს჻ აქათ჻ წაუვალია: თავები჻ დასჭერ჻ ადინე჻ სისხლი჻ მართ჻ ვითა჻ წყალია: სპა჻ უბრალოა჻ ნუ჻ დაჰჴოც჻ ამად჻ ვტირ჻ გულ჻ მჴურვალია:

1714. ყოვლთა჻ მისცეს჻ ზენაარი჻ მიუყარნეს჻ მუჴლნი჻ წინა: ნუ჻ დაგვხოცო჻ მისსა჻ ძალსა჻ ვინცა჻ აგრე჻ დაგარჩინა: ტარიელ჻ დგას჻ დაყმუნვებით჻ რამაზ჻ წინა჻ მოეფინა: ღ~თი჻ ალხენს჻ შეხვეწილსა჻ არ჻ შეუნდობს჻ კაცი჻ ვინა:

1715. კაცი჻ ცრემლითა჻ შეინდობს჻ თუ჻ ცოდვა჻ მასთანაც჻ არსა: ვით჻ ნინაველი჻ ისხემდეს჻ თავსა჻ მტვერსა჻ და჻ ნაცარსა: ამით჻ დაესხნეს჻ რისხვასა჻ ზეცით჻ მოსრულსა჻ ნაცარსა: წაღმავე჻ წაგრეხს჻ სოფელი჻ კულავ჻ მისგან჻ უკუ჻ ნაცარსა:

1716. ბრძენმან჻ ვინმე჻ მოსწავლემან჻ საკითხავი჻ ესე჻ ჰპოვნე: ესეაო჻ მამაცისა჻ მეტის჻ მეტი჻ სიგულოვნე: ოდეს჻ მტერსა჻ მოერიო჻ ნუღარ჻ მოჰკლავ჻ დაიყოვნე: გინდეს჻ სრული჻ მამაცობა჻ ესე჻ სიტყუა჻ დაიხსოვნე:

1717. ტარიელ჻ მოტკბა჻ ღმრთისავე჻ მსგავსად჻ იგ჻ წარმართულია: აღარ჻ დაგჴოცო჻ უბრძანა჻ ძლეული჻ შიშმან჻ თუ჻ ლია: წაღმავე჻ წაგრეხს჻ საქმესა჻ რაცა჻ უკუღმა჻ სთულია: ნაქმარი჻ მრუდი჻ ყუელაი჻ აწ჻ ჩემგან჻ გამართულია:

1718. თაყუანი჻ სცეს჻ და჻ დალოცეს჻ ყოველთა჻ ჴმა჻ გააზიარეს: ღ~თსა჻ შევედრეს჻ ზახილით჻ სუე჻ მათი჻ გააძლიერეს: თავები჻ დაჴსნეს჻ სიკუდილსა჻ სიცოცხლე჻ ამის჻ მიერეს: ტარიას჻ ჴრმალნი჻ ვერ჻ დაძღეს჻ ჯერთ჻ ჴორცი჻ მოიმშიერეს:

1719. ტარიას჻ ჭურეტად჻ მოსრული჻ მუშთარი჻ ახლოს჻ მჭურეტია: რისხვისა჻ ცეცხლი჻ ტარიელს჻ სიტკბოთა჻ დაუშრეტია: მოვიდეს჻ ნახეს჻ რამაზის჻ ლაშქარი჻ ძლივღა჻ ეტია: ინდოეთს჻ ზეცით჻ სინათლე჻ ჩადგა჻ მართ჻ ვითა჻ სუეტია: