... (S-4988), XVII-XVIII სს.

1720. ერთი჻ კაცი჻ მათ჻ ლაშქართა჻ მახარობლად჻ მიუვიდა: არ჻ დაგჴოცსო჻ შეგიწყალნა჻ ყუელაკაი჻ დალოცვიდა: ბუკსა჻ ჰკრეს჻ და჻ იხარებდეს჻ ყველა჻ ამას჻ მოზრახვიდა: მოვიდაო჻ იგი჻ მოყმე჻ რომე჻ ერთი჻ ბევრსა჻ სრვიდა:

1721. მოეგებნიან჻ ტარიელს჻ შორი჻ შორ჻ უსალამიან: ვერ჻ გამოენდუნეს჻ ინდონი჻ თქუეს჻ თუ჻ ღალატსა჻ ლამიან: შიგანთა჻ დროშა჻ ინდოთა჻ მათ჻ იცნეს჻ აალამიან: არ჻ მოელოდეს჻ ტარიელს჻ მით჻ ცრემლი჻ დაილამიან:

1722. ტარიელ჻ მიდგა჻ უყივლა჻ მე჻ მოველ჻ მეფე჻ თქუენიო: თანა჻ მყავს჻ ჩემი჻ მნათობი჻ პირი჻ ელვათა჻ მფენიო: ჩუენ჻ მოგვცა჻ მაღლით჻ მაღალმან჻ წყალობა჻ მისი჻ ზენიო: გამოდით჻ თქუენი჻ სიშორე჻ არს჻ ჩემგან჻ მოუთმენიო:

1723. მაშინღა჻ იცნეს჻ ტარიელ჻ მათგან჻ მი჻ და჻ მო჻ სრბანია: სრულად჻ მჭურეტლითა჻ აივსო჻ ზღუდე჻ და჻ ბანის჻ ბანია: ჴმა჻ მაღლად჻ ჴმობდეს჻ იძახდეს჻ მოგვშორდეს჻ სალმობანია: აქამდის჻ რისხვა჻ მაღალმან჻ აწ჻ მოგუცა჻ წყალობანია:

1724. კარნი჻ გაახუნეს჻ გამოჩნდეს჻ მოიხუნეს჻ მათ჻ კლიტენია: ერთობ჻ ფლასითა჻ მოსილნი჻ სევდითა჻ განატენია: ტირან჻ ორნივე჻ ქალ჻ ყმანი჻ ვარდისა჻ ბაღსა჻ ტენია: ძახილით჻ თავსა჻ იგლეჯენ჻ ყორნის჻ თმა჻ ბროლსა჻ ტენია:

1725. ვითა჻ გამზრდელსა჻ მართებდა჻ გაზრდილი჻ ეგრეც჻ ხელია: რომე჻ სდის჻ ცრემლი჻ თვალთაგან჻ ცეცხლთაგან჻ უფრო჻ ცხელია: თავსა჻ იცემდეს჻ იგლეჯს჻ ტირს჻ მეტად჻ გულ჻ ფიცხელია: გიშრისა჻ ტევრსა჻ მოჰფოცხუდა჻ ბროლისა჻ საფოცხელია:

1726. რა჻ ნახნა჻ ხასნი჻ ვაზირნი჻ ფლასითა჻ დამოსილნია: კულავ჻ დაიძახა჻ ტარიელ჻ უფროსნი჻ დანაკივლნია: სისხლი჻ და჻ ცრემლი჻ თვალთაგან჻ სდის჻ და჻ მიწყობით჻ მილნია: მოვიდეს჻ ყელსა჻ მოეჭუდნეს჻ ვითა჻ ძმანი჻ და჻ შვილნია:

1727. დიდებულნი჻ მოეხვივნეს჻ მოუზრუნვეს჻ მათ჻ ცოლქმართა: ქალი჻ დაბნდა჻ მამისათვის჻ ტირილიცა჻ ვერ჻ შემართა: ვარდსა჻ რტონი჻ ჩამოსცვივდა჻ ზე჻ ვერავინ჻ წამომართა: მუნ჻ კაცსამცა჻ ვერ჻ ვხედვიდი჻ გაცინებით჻ მოღიმართა:

1728. დედოფალი჻ გამოჭრილი჻ მოვიდოდა჻ მათად჻ ნახვად: უბრძანებდა჻ რად჻ სტირთო჻ ესე჻ ჰქონდა჻ წყრომა჻ ზრახვად: ღმერთმან჻ რისხუა჻ მოაქცია჻ წყალობისა჻ გამოსახუად: ამს჻ თუ჻ მადლი჻ მივსცეთ჻ აღარა჻ გუცალს჻ გლოვა჻ ახვად:

1729. ტარიელ჻ ზედა჻ მოიჭდუნა჻ მხურვალთა჻ ცრემლთა჻ მდენელმან: იტყუის჻ თუ჻ ცეცხლი჻ დამევსო჻ ცხელი჻ აწ჻ დამწვა჻ მე჻ ნელმან: დადუმდი჻ სული჻ დაიღე჻ ჩემგან჻ ამისმან჻ მსმენელმან: თქუენი჻ სიცოცხლე჻ მალხინა჻ ღ~თნ჻ ობოლთა჻ მლხენელმან:

1730. ქალმან჻ დედასა჻ შესტირნა჻ აჰა჻ მე჻ რა჻ ვქნა჻ დედაო: წითელ჻ მ჻ წვანითა჻ დაგაგდე჻ აწ჻ შაოსანსა჻ გხედაო: მამამან჻ ტახტი჻ დასცალა჻ არა჻ ზის჻ მასღა჻ ზედაო: დედამან჻ ცრემლნი჻ მოჰჴოცნა჻ ეტყუის჻ დადუმდი჻ ბედაო:

1731. გარდაუკოცნა჻ პირი჻ და჻ ბაგეთა჻ ვარდი჻ თხელები: ვარდსა჻ დაუტყლეჟს჻ ბაგითა჻ გაჴდა჻ ალვისა჻ მთხელები: ნესტან჻ დარეჯანს჻ რად჻ უნდა჻ სიტყუები჻ ბედით჻ ხელები: ჩუენ჻ ყოვლთა჻ გვმართებს჻ ნეტარძი჻ ათასი჻ არ჻ ერთხელები:

1732. რა჻ გარდაჴდა჻ მცირე჻ ხანი჻ ჟამი჻ იქნა჻ გარდასრულად: დიდებულნი჻ ეთაყუანნეს჻ ერთობილნი჻ ადგეს჻ სრულად: იგი჻ მზენი჻ მიეგებნეს჻ მოეხუივნეს჻ გულის჻ გულად: აკოცეს჻ და჻ მოიკითხეს჻ თავის჻ თავის჻ თუითეულად:

1733. ავთანდილ჻ და჻ ფრიდონ჻ ჰკადრეს჻ დედოფალსა჻ მიმტკივნება: ტარიელ჻ თქვა჻ დედოფალო჻ გჭირს჻ ამათი჻ არა჻ მცნება: ესენია჻ მჴსნელნი჻ ჩუენნი჻ აწ჻ არა჻ გვცალს჻ გრძლად჻ უბნება: ამათგან჻ გვაქვს჻ ჩუენ჻ ორთავე჻ სიცოცხლისა჻ მოპოვნება:

1734. ადგა჻ და჻ ქალაქს჻ შევიდა჻ თვით჻ გარდაჴდა჻ სრასა჻ მათსა: ერთსა჻ ბრძანებს჻ დედოფალი჻ მართ჻ სიტყუასა჻ ვითამ჻ ათსა: ღ~თნ჻ დასცა჻ მტერნი჻ ჩვენნი჻ ვერ჻ დავცემენ჻ ყოლ჻ შამათსა: ამად჻ შევიქ჻ სიხარულსა჻ მართ჻ გულისა჻ საკამათსა:

აქა ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ინდოეთს:

1735. ტახტსა჻ ზედა჻ ერდგან჻ მსხდომი჻ ტარიელ჻ და჻ ცოლი჻ მისი: ერთმანერთსა჻ შეჰფერობდეს჻ ქალი჻ ყმისა჻ შესატყუისი: გონება჻ და჻ ანუ჻ ენა჻ გამოსთქმიდა჻ მათმცა჻ ვისი: ვინმცა჻ ჰგვანდა჻ ჴორციელი჻ სოფელს჻ შვილი჻ ადამისი:

1736. ტარიელს჻ და჻ ცოლსა჻ მისსა჻ მიხუდა჻ მათი჻ საწადელი: შვიდი჻ ტახტი჻ საჴელმწიფო჻ საშვებელი჻ გაუცდელი: მათ჻ პატიჟთა჻ დაავიწყებს჻ ლხინი჻ ესე჻ აწინდელი: ყოლე჻ ლხინთა჻ ვერ჻ იამებს჻ კაცი჻ ჭირთა჻ გარდუჴდელი:

1737. მათ჻ ორთავე჻ ერთად჻ მსხდომთა჻ ნახო჻ მზეცა჻ ვერა჻ სჯობდეს: ბუკსა჻ ჰკრეს჻ და჻ მეფედ჻ დასვეს჻ ქოსნი჻ ჴმათა჻ დაატკბობდეს: ესეაო჻ მეფე჻ ჩუენი჻ იზახდიან჻ ამას჻ ჴმობდეს: მისცე჻ კლიტე჻ საჭურჭლეთა჻ თავთა჻ მათთა჻ მიანდობდეს:

1738. ავთანდილ჻ და჻ ფრიდონისთუის჻ ორნი჻ ტახტნი჻ დაამზადნეს: ზედა჻ დასხდეს჻ ჴელმწიფურად჻ დიდებანი჻ უდიადნეს: ღ~თნ჻ სხვანი჻ ჴორციელნი჻ მათებრნიღა჻ რა჻ დაბადნეს: ამბობდიან჻ ჭირთა჻ მათთა჻ ყუელაკასა჻ გაუცხადნეს: