... (S-4988), XVII-XVIII სს.

1912. აავსნა჻ მისაცემლითა჻ ოქსინოთა჻ და჻ შარდითა: სტავრითა჻ საკრამანგითა჻ მძიმითა჻ სადუქარდითა: წავლენ჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ პირითა჻ მინა჻ ვარდითა: გავლენ჻ ზღვასა჻ და჻ მიდიან჻ საროთა჻ განაზარდითა:

1913. მივიდეს჻ მათი჻ ქვეყანა჻ მათ჻ დახუდა჻ ამო჻ ნებითა: მოეგებნიან჻ სძღნობდიან჻ წესითა჻ და჻ რიგებითა: თინათინს჻ პირსა჻ სინათლე჻ ემატა჻ დაშვენებითა: მულღაზანზარი჻ დაშვენდა჻ მეტითა჻ დაშვენებითა:

1914. ეს჻ ამბავი჻ დარჩომოდა჻ სარგის჻ ლექსთა჻ შეუწყობლად: აგრევ჻ თმოგვი჻ თმოგველთაგან჻ შესავლითურთ჻ დარჩა჻ ობლად: ესე჻ სიტყვა჻ მოახსენეს჻ ვინ჻ ჩანს჻ გმირთა჻ რაზმთა჻ მწყობლად: მიბრძანა჻ თუ჻ ლექსად჻ თქვიო჻ მჭევრ჻ ქართულად჻ დაუშრობლად:

1915. ერთმანერთისა჻ მეშველთა჻ მებრძოლი჻ იმაჯანიან: ორთავე჻ მტერი჻ მოყვარედ჻ მათ჻ წინა჻ მოიყვანიან: მათთა჻ ურჩთა჻ და჻ შემკადრთა჻ მიწები჻ იაკვანიან: ორგულთა჻ მკლავნი჻ შემუსრნეს჻ ერთგულთა჻ აგულვანიან:

1916. ყოვლთა჻ სწორად჻ წყალობათა჻ ვითა჻ თოვლსა჻ მოათოვდეს: ობოლ჻ ქურივნი჻ დაამდიდრნეს჻ და჻ გლახაკნი჻ არ჻ ითხოვდეს: ავის჻ მქმელი჻ დააშინეს჻ კრავნი჻ ცხვართა჻ ვერა჻ სწოვდეს: შიგან჻ მათთა჻ საბრძანისთა჻ თხა჻ და჻ მგელი჻ ერთად჻ სძოვდეს:

ანდერძი ტარიელისი ოდეს მიიცვალებოდა მის ჟამსა ნათქუამი:

1917. აჰა჻ მოგესმნეს჻ სოფლისა჻ საქმენი჻ თავით჻ თქვენამდი: მოგვიგონენით჻ ყოფადნო჻ პირველ჻ ყოფილნი჻ თქუენამდი: რა჻ გესმას჻ ძნელნი჻ ანდერძნი჻ ღაწვთა჻ ტირილით჻ ქვე჻ ნამდი: ყურად჻ იხუენით჻ რაცა჻ ვთქვა჻ მე჻ სულთა჻ აღმოფრთქვენამდი:

1918. გჴადი჻ ყოველნო჻ სულდგმულნო჻ ხუეწნით჻ და჻ მე჻ თაყუანებით: ხილვად჻ აწ჻ ჩემთა჻ საქმეთა჻ თქუენ჻ აქა჻ მონაყუანებით: სული჻ განეყვის჻ ჴორცთაგან჻ მძლავრებით჻ არ჻ წაყვანებით: მეწყალვის჻ ვხედავ჻ გლახ჻ მისი჻ მოგლა჻ და჻ მონაყვანებით:

1919. ჟამ჻ ერთ჻ გაუშვით჻ ყოველი჻ სოფლისა჻ უბან჻ დაბანი: მოიმკუეთანი჻ გაჭრანი჻ სიცილი჻ მღერა჻ და჻ ბანი: წესია჻ ესე჻ სოფლისა჻ ძმას჻ აღარ჻ აძმობს჻ დაბანი: ისმინეთ჻ ჩემნი჻ ანდერძნი჻ ცუდია჻ დაფ჻ დაბდაბანი:

1920. შემომერტყენით჻ მიდამო჻ მოსხედით჻ მომეკარენით: ზოგთავე჻ მზირ჻ მიყავთ჻ ერდოთა჻ სარკმლით჻ და჻ მაგა჻ კარენით: ნესტან჻ დარეჯან჻ მკოცნიდი჻ ბაგით჻ და჻ მამეკარ჻ ენით: ჯვარს჻ ვაცმევინებ჻ სოფელსა჻ ურია჻ მამეკარენით:

1921. გულისჴმა჻ ყვენით჻ აღმოვსთქვამ჻ მე჻ თქუენსა჻ შესაძინელსა: დასაუნჯებსა჻ სულთასა჻ არ჻ კარგვით჻ არ჻ საძინელსა: მღვიძრად჻ ყოფასა჻ სწავლასა჻ არ჻ რულსა჻ არსაძინელსა: ცრემლთა჻ ადენდით჻ ცხელებრთა჻ არ჻ ყინვით჻ ცივსა჻ ძინელსა:

1922. მე჻ ვიყავ჻ მეფე჻ ეგეთი჻ ვითარ჻ მოგითხრა჻ წერილმან: ბოლოდ჻ დამადგა჻ სოფელმან჻ ნავთმან჻ ფისმან჻ და჻ წერილმან: საჭმლად჻ მიშოვნა჻ მიწამან჻ ბუზმან჻ და჻ ძაღლის჻ მწერილმან: ვაი჻ თუ჻ დაგსაჯნეს჻ მიჯნურნო჻ მამამან჻ ამოწერილმან:

1923. ადამის჻ თესლი჻ სხვა჻ ერთი჻ მე჻ მჯობდა჻ ვერითა: ვერ჻ სახით჻ ვერ჻ ახოვნებით჻ დამეგმოს჻ სიავე჻ რითა: აწ჻ მამიახლდა჻ სიკუდილი჻ მომლამის჻ თვალთა჻ ბღვერითა: დამბღუჯა჻ ვერვინ჻ გაგუყრის჻ გაზითა჻ ვერცა჻ კვერითა:

1924. ნუ჻ მიენდობით჻ სოფელსა჻ საქმესა჻ ცუდა჻ მუხთალთა: არვის჻ მიგინდობს჻ რაგინდ჻ ვინც჻ კარგთა჻ უყოფდეთ჻ უთუალთა: ბოლო჻ ჟამს჻ დაგცემს჻ შეგიბრკობს჻ ფერჴთა჻ და჻ მართ჻ ნაკუთალთა: ყუელასა჻ ერთად჻ მოგიყრის჻ მის჻ დღეში჻ დანახუთალთა:

1925. ესე჻ დღე჻ ყოვლთა჻ ზედა჻ აც჻ ქუეყანად჻ ვინცა჻ იშობა: მუხთალსა჻ ცრუსა჻ სოფელსა჻ სჭირს჻ კაცთა჻ ზედა჻ იშობა: არ჻ აღირიცხვის჻ სიცქაფე჻ მისი჻ ვით჻ ზღვისა჻ ქვიშობა: ბოლოდ჻ ასრე჻ იქს჻ ცუდია჻ ცქნაფვა჻ და჻ მისგან჻ შიშობა:

1926. ყოველნი჻ დავიჴოცებით჻ სრულად჻ ერთობით჻ და჻ რამად: მით჻ დაგიტეობ჻ მცნებასა჻ მიენდვნეთ჻ ცუდად჻ არ჻ ამად: ვიტყუი჻ მუხთალსა჻ სოფელსა჻ ცრუდ჻ და჻ მიუნდოდ჻ არამად: წყეულმან჻ ნახეთ჻ რა჻ მიყო჻ ძმანი჻ არ჻ მაძმნა჻ და჻ რამან:

1927. ვერათ჻ მორჩებით჻ უწყოდით჻ ვერ჻ ხვეწნით჻ ვერ჻ მუდარებით: ვერ჻ გარდახვეწით჻ აღფრინვით჻ და჻ მთათა჻ დაბუდარებით: ციხის჻ ციხეთა჻ აგებით჻ ცათაცა჻ დაედარებით: მაშინ჻ მოგგონდეს჻ ყოველი჻ ოდესცა჻ ისუდარებით:

1928. აღარას჻ გვარგებს჻ ტირილი჻ სულთქმიდეს჻ მაშინ჻ ახევდეს: სჯობს჻ იუნჯებდეს჻ მუნასა჻ აქა჻ არ჻ შეინახევდეს: ერთი჻ მეორეს჻ უჭურეტდეს჻ გლახ჻ არვის჻ არა჻ ნახევდით: გარეთ჻ გასცემდეს჻ უხმობდეს჻ ატლასთა჻ არ჻ შინა჻ ხევდეს:

1929. თქმულ჻ არს჻ სიკუდილი჻ უფალ჻ არს჻ ჴორცთა჻ და჻ ანაგებისა: არ჻ ეშინიან჻ მძლავრთაგან჻ ნივთთა჻ და჻ მონაგებისა: არ჻ შეეწყალვის჻ ჭაბული჻ გლახა჻ არ჻ ეძაგებისა: არა჻ ჰკვირდების჻ თვალწარბი჻ ჰაერი჻ ღაწუ჻ ბაგებისა:

1930. სოფელი჻ ამად჻ გვაღორებს჻ გუღებავს჻ ფერად჻ რა჻ მინისა: ჟამადვე჻ მოგუცის჻ რაც჻ სთხოვი჻ ესე჻ მთნავს჻ ესრა჻ მინისა: ანაზდად჻ გაგტეხს჻ რა჻ კადრო჻ ჭიქისა჻ ან჻ რა჻ მინისა: ჩემსა჻ არ჻ ჯერხართ჻ სახედ჻ გიც჻ ვისისა჻ და჻ რამინისა: