... (S-4988), XVII-XVIII სს.

1892. ხვარაზმშა჻ წყნარი჻ სიტყუანი჻ თქუნა჻ ბრძენთა჻ სწავლა჻ რიგისა: პირველად჻ ქება჻ ავთანდილს჻ და჻ ნურადინს჻ მიუგისა: მე჻ თქუენი჻ ქება჻ ვითა჻ ვთქვა჻ ბუდე჻ ვარ჻ აწ჻ აუგისა: მკლავს჻ სირცხვილისა჻ ლახვარი჻ ბასრისა჻ შუბ჻ დაუგისა:

1893. ოდეს჻ ძე჻ ჩემი჻ ეთხოვა჻ სასიძოდ჻ ინდოთ჻ მეფესა: მაშინ჻ არ჻ საით჻ ვიცნობდით჻ ტარიელს჻ სისხლთა჻ მჩქეფესა: უმკვიდროდ჻ ყოფა჻ ეწერა჻ მას჻ წიგნსა჻ მათსა჻ სეფესა: ამად჻ ვერ჻ მივჴუდი჻ მიგმობდით჻ ჭკუასა჻ დანაყეფესა:

1894. მართებდა჻ თუმცა჻ ტარიელს჻ ებრძანა჻ ჩემთუის჻ კაცითა: მართ჻ ერთხელ჻ ვითა჻ ეგრეცა჻ არ჻ მრავლად჻ კულავ჻ და჻ კულაცითა: მე჻ ვარ჻ მემკუიდრე჻ პატრონი჻ მე჻ მმართებს჻ ღ~თითა჻ და჻ ცითა: ნუ჻ მოსცემ჻ შვილსა჻ თვარ჻ დავხუდე჻ რაზმითა჻ ცემა჻ ტკაცითა:

1895. თუ჻ მაშინ჻ არ჻ დამეშალა჻ თქუენ჻ უმართლე჻ ხართ჻ მდურვასა: მე჻ თავსაცავე჻ ვაბრალობ჻ მას჻ საშინელსა჻ ურვასა: მაგრამ჻ უმეცრად჻ შთავიჭერ჻ ცრემლთა჻ მორვისა჻ ცურვასა: ამად჻ ვერავინ჻ დამიშლის჻ გულსა჻ სისხლისა჻ წურვასა:

1896. ეს჻ ასრე჻ იყო჻ რაც჻ გკადრე჻ თქუენცა჻ გასმოდეს჻ მგონია: თვარ჻ გაიკითხენ჻ ჰინდონი჻ გკადრებენ჻ უშმაგონია: ავთანდილ჻ ჰკადრა჻ მეფეო჻ ესე჻ ვერ჻ გაგიგონია: მაგისთანანი჻ სიტყუანი჻ აწ჻ არად჻ სავარგონია:

1897. თავმან჻ თქუენმან჻ თუ჻ მოგუისმენ჻ ამას჻ კადრებთ჻ დაუცდომლად: სჯობს჻ წახვიდეთ჻ ტახტსა჻ თქუენსა჻ იყოთ჻ სისხლთა჻ დამთმო჻ მჯდომლად: არა჻ გაკლდეს჻ დიდებისა჻ ჴელი჻ ცათა჻ შეუცთომლად: შენდობა჻ ჴამს჻ რადგან჻ ადამ჻ აღარ჻ დარჩა჻ შეუნდობლად:

1898. ხვარაზმშა჻ ბრძანებს჻ ვინათგან჻ თქუენ჻ გწადს჻ აგრე჻ ვქნათ჻ ვით჻ ბრძანეთ: მაგრამა჻ ნახეთ჻ რა჻ ძნელია჻ ესე჻ კარგად჻ გაიგონეთ: წინაშე჻ ვარ჻ გარდაუშვებ჻ რადგან჻ ასრე჻ მიძაბუნეთ: შემაკითხეთ჻ სპათა჻ ჩემთა჻ თარას჻ გვერდსა჻ შემაგონეთ:

1899. ადგეს჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ ტარიას჻ გამოეძრახნეს: ხვარაზმშას჻ სიტყუა჻ ყოველი჻ წყნარად჻ თქუეს჻ არ჻ დაიზახნეს: თარა჻ ვაზირსა჻ უჴმობო჻ ვინ჻ ბრძენთა჻ გამოესახნეს: მიდგეს჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ შიგანთა჻ არ჻ უვაგლახნეს:

1900. შიგნით჻ შეჰყივლეს჻ ისმინეთ჻ ჩუენი჻ ჴმა჻ თქუენთვის჻ ზავისა: თარა჻ ვეზირი჻ გარდმოდგეს჻ სახასო჻ ბრძენთა჻ თავისა: ხვარაზმშა჻ ბრძანებს჻ ნახვა჻ სწადს჻ შენი჻ არ჻ ჭკუვად჻ ავისა: გამოდი჻ ჩუენ჻ გამოგინდობთ჻ არ჻ მიზდი჻ გინდა჻ ნავისა:

1901. გამოვიდა჻ თარა჻ ბრძენი჻ პლატონისა჻ დიდად჻ დარი: ხვარაზმელის჻ მართ჻ ნახვისა჻ ღ~თისა჻ ხვეწით჻ მემუდარი: რა჻ ჴელმწიფე჻ მისი჻ ნახა჻ მუნ჻ გაცოცხლდა჻ ვითა჻ მკუდარი: თქვა჻ თუ჻ ღ~თო჻ კურთხეულ჻ ხარ჻ აღარ჻ ვნახე჻ სასუდარი:

1902. თაყუანი჻ სცა჻ ქვე჻ დავარდა჻ შესტირს჻ ასმენს჻ მონახსენი: მოახსენა჻ ღ~თო჻ რა჻ ვთქვა჻ მადლთა჻ სენთა჻ მე჻ სიგრძენი: ამა჻ ომთა჻ მოარჩინენ჻ არ჻ უობლენ჻ წვრილნი჻ ძენი: რა჻ მადლი჻ ვთქვა჻ რომ჻ ასეთნი჻ წყალობანი჻ მიბოძენი:

1903. დასხდეს჻ მეფე჻ და჻ ვაზირი჻ არჩევენ჻ სათათბიროსა: მეფე჻ ბრძანებდა჻ სიტყვასა჻ გულ჻ მდუღრად჻ ანატიროსა: ვეზირო჻ გვანდა჻ ძე჻ ჩემი჻ ბროლ჻ ლალსა჻ განამჭვიროსა: ვით჻ მეტყვი჻ სისხლი჻ გაუშვი჻ მაგ჻ ძნელსა჻ სავაზიროისა:

1904. ვეზირი჻ ჰკადრებს჻ მეფეო჻ თქუენ჻ უმართლე჻ ხართ჻ მას჻ დია: მაგრამ჻ ჰყავს჻ ტყვეთ჻ დარჩენილი჻ ვინცა჻ მესისხლე჻ ცხადია: არ჻ გაგიშუებენ჻ ცოცხალსა჻ უფიცავს჻ მას჻ მაჰმადია: თუ჻ გარდაუშვებ჻ გამართლებს჻ ვინ჻ ღმერთისა჻ დანაბადია:

1905. მეფემან჻ ბრძანა჻ ადვილად჻ ნუ჻ მეუბნები჻ ვეზირო: თუ჻ დავივიწყო჻ ძე჻ ჩემი჻ მმართებს჻ რომ჻ გული჻ ვატირო: ანუ჻ გავიჭრა჻ მონდორად჻ და჻ თავი჻ გავინადირო: მიჯობს჻ რომ჻ მოვკუდე჻ და჻ ჩემი჻ დარჩომა჻ არ჻ დავაპირო:

1906. ვეზირმან჻ ჰკადრა჻ მეფეო჻ ისმინე჻ სიტყვა჻ ასები: აქამდი჻ ჩემი჻ კადრება჻ არ჻ გაგეგონა჻ ნასები: ტარიელს჻ თქუენთა჻ სისხლთაგან჻ სწადს჻ სავსე჻ შესვას჻ თასები: თქუენად჻ საკლავად჻ მოუსხამს჻ უცხო჻ სპა჻ ბევრ჻ ათასები:

1907. სისხლი჻ გაუშვა჻ ხვარაზმშა჻ მტკიცე჻ ქნეს჻ მოზავებული: შეჰფიცა჻ ყოვლი჻ სიმტკიცე჻ წინასწარ჻ მოსწავებული: კარგ჻ ვაზირობით჻ არა჻ ჩანს჻ თარასგან჻ დაშავებული: ხვარაზმშა჻ დადგა჻ წავიდა჻ ტარიელ჻ გამარჯვებული:

1908. მივა჻ ტარიელ჻ მოყუსითა჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილითა: გამარჯვებული჻ ნადირობს჻ საბინდოთა჻ და჻ დილითა: იტყუის჻ თუ჻ ვერ჻ გარდავიჴდი჻ მე჻ ვალსა჻ თქუენსა჻ დილითა: თქუენ჻ დამარჩინეთ჻ თვარ჻ მკუდრად჻ ვიწევ჻ ხვარაზმშას჻ ჩრდილითა:

1909. წამოვიდნენ჻ მხიარულნი჻ ნადირობით჻ თამაშობით: მტერსა჻ ზედან჻ მოქცეოდეს჻ მათგან჻ იყუნეს჻ უშიშრობით: მათ჻ მოემწყო჻ ხვარაზმელი჻ არ჻ დაეგდო჻ შამუშობით: ერთმანერთსა჻ აქებდიან჻ მხიარულნი჻ არ჻ ქუშობით:

1910. მოვიდნენ჻ მოქალაქენი჻ გამოეგებნეს჻ ზარითა: მუტრიბთა჻ ჴმანი჻ ისმოდეს჻ ბარბითთა჻ შენაზარითა: ნესტან჻ დარეჯან჻ დაშვენდა჻ ელვითა჻ მით჻ მწყაზარითა: მას჻ სიხარულსა჻ ვერ჻ დავსწერ჻ ჴელითა჻ ვერცა჻ აზარითა:

1911. რად჻ ვაგრძელებდე჻ მუნ჻ დაყუნა჻ მრავალნი჻ დღენი჻ ამონი: მერმე჻ გაუშუნა჻ სავსენი჻ მნათობნი჻ დაუღამონი: წავლენ჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ ტკბილნი჻ გამომსალამონი: დადგა჻ ტარიელ჻ თუც჻ ცრემლი჻ სდის჻ ჴმელთა჻ დასალამონი: