... (S-4988), XVII-XVIII სს.

1853. ცისკრად჻ იკრეს჻ ნობ჻ დაბდაბსა჻ გაემართა჻ ლომი჻ ლომთა: ხვარაზმს჻ მივა჻ სამესისხლოდ჻ უქადებდა჻ დიდითა჻ ომთა: გაუგზავნა჻ წინათ჻ კაცი჻ მათ჻ ძმობილთა჻ ომს჻ უშრომთა: შესთვალა჻ თუ჻ დავრჩი჻ მოვალ჻ გარდავასხამ჻ სისხლთა჻ ხომთა:

1854. მივიდა჻ მახარობელი჻ წინაშე჻ მისთა჻ ძმობილთა: მისთვის჻ თავგამოწირულთა჻ მისთვის჻ საშველად჻ ჴმობილთა: მისთვის჻ ტირილით჻ მოსრულთა჻ და჻ მისთვის჻ ჩამოჭკნობილთა: წინ჻ მოეგებნეს჻ აჩენდეს჻ მათ჻ მარგალიტთა჻ წყობილთა:

1855. გმირი჻ ნაომარმნათობნო჻ შვენოდეს჻ სიმწყაზარითა: ყოლ჻ არ჻ ვაჭარულად჻ მოსილნი჻ ჯორ჻ აქლემ჻ საბაზაროთა: არცა჻ მტერთაგან჻ შაბუნნი჻ არც჻ იყუნეს჻ დანაზარითა: დალივეს჻ შიშით჻ მებრძოლნი჻ მათითა჻ შანაზარითა:

1856. მიეგებნეს჻ უსალამეს჻ სიხარულით჻ გარდაჰკოცნეს: დარჩომა჻ და჻ გამარჯობა჻ ერთმანერთსა჻ მიულოცნეს: მებრძოლნი჻ და჻ მეომარნი჻ ათად჻ უჩნდა჻ არ჻ იოცნეს: ომად჻ ყოფა჻ ხვარაზმასი჻ მართ჻ სიზმრადცა჻ არ჻ იოცნეს:

1857. ტარიელ჻ ნახა჻ ქალაქი჻ თვით჻ მათცა჻ ევარგებოდა: წაღებისა჻ და჻ ომისა჻ ყოლ჻ ღონე჻ არ჻ ეგებოდა: შუა჻ ციხე჻ დგა჻ მისებრი჻ სხვა჻ არა჻ არ჻ ეგებოდა: შიგანთა჻ მცუელთა჻ სიმრავლე჻ თვალვით჻ არ჻ შეიგებოდა:

1858. ხვარაზმშას჻ [ესმა]჻ ტარიელ჻ მოსრულა჻ მოჯობებულა: აწ჻ იგი჻ შიგნით჻ აჩქარდა჻ საომრად჻ გაჯავრებულა: ვეზირი჻ იჴმო჻ ყოველთა჻ ვაზირთა჻ დაჭარბებულა: აბჯარსა჻ გასცემს჻ ისწრაფის჻ რჩევად჻ ზის჻ გაჴაფებულა:

1859. ვეზირსა჻ რქვა჻ უომარი჻ არ჻ დავდგები჻ არათ჻ არა: ტარიელის჻ ომსა჻ თავად჻ ემოწმების჻ არა჻ თარა: ხვარაზმშაჰ჻ თქვა჻ არ჻ ეგების჻ უპასუხო჻ ლაშქართ჻ არა: ვეზირთაგან჻ თქვა჻ გარეთ჻ რაზმი჻ მოვაგვაროთ჻ ღონით჻ არა:

1860. ხვარაზმშაჰ჻ თქვა჻ ჰე჻ ვაზირო჻ რად჻ დამიშლი჻ ომსა჻ თავად: ჰე჻ რას჻ იტყუი჻ სად჻ გინახავ჻ მუქარისა჻ თხოვნა჻ ავად: ჩემთა჻ მბრძპოლთა჻ ჩემგან჻ აჩნდის჻ ასო჻ ბევრგან჻ დანაშავად: შინ჻ მისულამან჻ შეიცვალნის჻ ძოწეულნი჻ თავსა჻ შავად:

1861. აწ჻ ვეზირი჻ თარა჻ ჰკადრებს჻ საუბარსა჻ წყნარსა჻ ამოდ: ვიცი჻ რომე჻ გიცნობდიან჻ წინას჻ მბრძილთა჻ სათამამოდ: მაგრამ჻ აწ჻ სჩან჻ სიყმისაგან჻ წასვლა჻ გამოსასალამოდ: სიბერეა჻ მსგავსი჻ მისი჻ რა჻ დღე჻ მიჴდეს჻ დასაღამოდ:

1862. მე჻ დია჻ ვიცი჻ მინახავ჻ მრავალთა჻ მბრძოლთა჻ მორევით: გედინოს჻ სისხლთა჻ ნაკადი჻ დაცაგეყენოს჻ მორევით: გაგექცივნენ჻ და჻ გეყივლოს჻ მაღლითა჻ ჴმითა჻ მორე჻ ვით: აწ჻ სიბერისა჻ ლახვარი჻ ასვია჻ გულსა჻ მორევით:

1863. თქუა჻ წაგიღია჻ წინასი჻ სიყმისა჻ შვენიერობა: თერთი჻ გასვია჻ მეფეო჻ გაჩნია჻ დანაბერობა: ტარიელს჻ პირსა჻ აჩნია჻ სიყმისა჻ ვარდთა჻ ფერობა: რაზმად჻ შევიბნეთ჻ მეფეო჻ გმართებს჻ ამისი჻ ჯერობა:

1864. რა჻ გათავდა჻ ვაზირობა჻ ასრე჻ ვითა჻ აღსარება: მეფე჻ ბრძანებს჻ დამიშალეთ჻ არ჻ მიჯობდა჻ მუქარება: აწ჻ ვქნათ჻ კარგად჻ გამორჩევით჻ გარეთ჻ ომსა჻ მოგვარება: ღ~თნ჻ ქნას჻ და჻ ნახოთ჻ მათი჻ სიცოცხლისა჻ გამწარება:

1865. ჰკადრა჻ ვაზირმან჻ მეფეო჻ ხარ჻ ომსა჻ კარგად჻ ჩვეული: რამცა჻ ვიცოდი჻ მე჻ თქუენგან჻ უკეთე჻ გამორჩეული: ნახე჻ ტარიელს჻ რაზმი჻ ჰყავს჻ და჻ ასაბია჻ წუეული: ამისთვის჻ იქნა჻ ხვარაზმთა჻ ლაშქარი჻ მათგან჻ ძლეული:

1866. აწ჻ რადგან჻ აღარ჻ დაიშლლი჻ კარს჻ გარე჻ ომსა჻ რაზმითა: ღამით჻ გავიდეთ჻ გაპარვით჻ არ჻ მაშხალითა჻ ბაზმითა: ცისკრისა჻ ჟამსა჻ დავესხნეთ჻ გმირთა჻ წესითა჻ და჻ ზმითა: ღ~თნ჻ ქნას჻ ასრე჻ დავჰჴოცნეთ჻ არ჻ იყუნენ჻ ხანსა჻ დაზმითა:

1867. დაასკვნეს჻ ესე჻ თათბირი჻ თარასგან჻ ნავაზირები: ხვარაზმშამ჻ ბრძანა჻ უთუოდ჻ ვქნათ჻ ესე჻ დანაპირები: იანგარიშა჻ მისი჻ სპა჻ იმსა჻ მართ჻ ვითა჻ გმირები: ასოთხმოცათი჻ ათასი჻ მებრძოლი჻ ანატირები:

1868. სხვა჻ სპა჻ მრავალი჻ ქვეითი჻ ციხეს჻ დაყარა჻ ჭურვილი: ზღუდეთად჻ კარგი჻ მესროლი჻ ჩაბალახ჻ ჩამობურვითა: ღამით჻ გავიდეს჻ თუ჻ ომთა჻ არა჻ მართებდა჻ სურვილი: ცისკრისა჻ ჟამსა჻ დამსხმელთა჻ შექმნე჻ სისიხლისა჻ წურვილი:

ომი ხვარაზმელთა არაბთა და თურქთა:

1869. რას჻ ვაგრძელებდე჻ დაესხნეს჻ ცისკრისა჻ ჟამსა჻ ომითა: შეიქნა჻ შემოკივილი჻ ქუხილის჻ შენაზომითა: მათ჻ მძინარეთა჻ გარეთ჻ ქნეს჻ სისხლი჻ რუდ჻ მონაწდომითა: მაღლად჻ იზახდა჻ ხვარაზმშაჰ჻ ტარიელისთვის჻ წყომითა:

1870. ეტყვის჻ ტარიელს჻ ძე჻ ჩემი჻ შენ჻ მუჴთლად჻ მოჰკალ჻ მძინარე: თუ჻ მამაცი჻ ხარ჻ შემები჻ მოდი჻ წამოდეგ჻ წინარე: მოდი჻ ვჰკრათ჻ ჩუენ჻ ერთმანერთსა჻ ჴმალი჻ სისხლისა჻ მდინარე: ვეჭუ჻ სამართალმან჻ შენ჻ შეგქმნა჻ მოსულისა჻ მოსაწყინარე:

1871. რა჻ ესე჻ ესმა჻ ძახილი჻ მათ჻ სამთა჻ გმირთა჻ მეფეთა: მართ჻ წყნარად჻ ადგომილ჻ იყუნეს჻ გვანდეს჻ ვარდისა჻ მკრეფეთა: ტანსა჻ იცმიდეს჻ აბჯარსა჻ მართ჻ შუქთა჻ მოიეფეთა: ხვარაზმშას჻ სპათა჻ გაუჴდეს჻ ვით჻ მგელნი჻ ძაღლთა჻ მყეფეთა: