..., 1860 წ.

1700. სამთავ ვლეს ღ~თნ მათებრივ. სხვა ნურა ნუ დაბადოსა მოეგებნია მტერობა. ვერავინ დაიქადოსა მინდორსა შიგან სადილად. გარდახდეს უდილადოსა და ვითა მართებდეს პურობდეს. ღვინოსა სმიდეს არდოსა.

ტარიელისაგან ინდოთ მეფის ფარსადანის სიკვდილის ცნობა.

1701. ქალსა ზედან გარდმოადგა. მეტად დიდი ქარავანი კაცები და სახედრები. ერთობ იყო შაოსანი გარეშემო მოეკვეცნეს. უკანამო დალალანი და მეფე ბრძანებს მოასხითო. ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი.

1702. მოასხნეს იგი ვაჭარნი. და მათი უხუცესია უბრძანებს რად ხართ შავითა. რად ტანი შეგიბლესია მათ მოახსენეს სით მოვალთ. მუნ ასრე დანაწესია და ინდოეთს ნიხრით მოსრულთა. გვივლია გზა უგრძესია.

1703. გაეხარნეს მათ ვაჭართა. ინდოეთით მამავლობა მაგრა თავი უმეცარ ჰყვეს. არა მისცეს ყოვლთა გრძნობა უცხოურად ეუბნების. მათ ვერა სცნეს მათი ცნობა და არ ესმოდა ინდოური. არაბულად ჰყვეს უბნობა.

1704. უბრძანეს გვითხარ ვაჭარო. ამბავი ინდოეთისა მათ ჰკადრეს ზეცით მოსრულა. ინდოეთს რისხვა ზეცისა დიდსა და წვრილსა ყველასა. ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა და მუნ შიგან მყოფთა ბრძენთაცა. ცნობა აქვს ვითა შეთისა.

1705. თვით მათვე მათსა ამბავსა. უანბობს არის წყლიანი ფარსადან მეფე ინდოთა. იყო ჴელმწიფე სვიანი მას ესვა ქალი მნათობი. მზისაცა უფრო მზისანი და კბილ მარგალიტი ტან ალვა. ღაწ ბალახშ ყორან თმიანი.

1706. მას ქალსა და ამილბარსა. ერთმანერთი შეუყვარდა ამილბარმან სიძე მოკლა. ჴმა მეფესა დაუარდა იგი ქალი პატარი. მამიდასა გაეზარდა და ბუქთა მისთა მონაქროლთა. ინდოეთს და გარდაქარდა.

1707. მამიდაი ქაჯი იყო. გრძნეულობა იცის კარგა მით შემართა საშინელი. მზე ჴმელეთსა დაუკარგა თვითცა მოკუდა უბედური. მართ საცოცხლოდ არად ვარგა და იგი ქალი დაუკარგა. ალვა ნორჩი სხვაგან დარგა.

1708. ცნა ამილბარმან წავიდა. ლომი მის მზისა მძებნელად იგიცა წაჴდა ინდოეთს. გაჴდა მთვარე და მზე ბნელად ორნივე წაჴდა პოვნაღა. მათი არს აწ საძებნელად და მეფემან ბრძანა ჱე ღ~თო. რად ცეცხლსა მამიდებ ნელად.

1709. მეფე გაშმაგდა მათისა. უღონოდ ქნილი ძებნისა შავად შესცვალა ინდოეთს. ჴმა ქოს წინწილთა ებნისა ცოტასა ხანსა გავსძლოო. დება სახმილთა გზნებისა და აწ თვითცა მოკუდა შეექნა. ჴმა რამე სრისა და ტკეპნისა.

1710. რა ვაჭარმან ესე სიტყვა. და საქმენი გაუკვლადნა ქალმან დიდი დაიკივლა. ფიცხლავ თავსა მოიჴადნა ტარიელცა დაიძახა. დაფარულნი გააცხადნა და ნარგისთაგან ნაწვიმარი. ღვარი ადგა თოვლი დადნა.

1711. მამკალ ქალსა თავშიშველსა. თუ მზე ვითა ეურჩოსა სული ვარდთა დავამსგავსე. თავ მოჴდილი ყაყაჩოსა თუ ბრძენიცა მაქებარი. მისი იყოს ვირებ ჩოსა და გავს თუ ტყუბნი მარგალიტნი. ზის ბროლისა ჴარჴანჩოსა.

1712. ქალი საბრალოდ მამასა. სტირს ბულბულისა მსგავსია თმა გაიგლიჯა გაყარა. ღაწვი ცრემლითა ავსია ვარდი შექნილა ზაფრანად. ლალი მართვითა სავსია და მზესა ღრუბელი ეფარვის. ამად ნათელი დავსია.

1713. იხოჭს გაიგლეჯს ზახილით. ტირს სიტყვა ჴაფი უარე სისხლი და წყალი თვალთაგან. სდის ცრემლი გარე უარე მოვჰყვეო შენთვის მამაო. შვილო ყოველთა უარე და ვერა გმსახურე ასულმან. ვერცარა შეგაგყარე.

1714. ჩემთვის ბნელ ქმნილო მამაო. ნათელო თვალთა ჩემთაო ჩემთა რა გაცნევს ამბავთა. გულისა მონაცემთაო მზეო რადღა გაქვს სინათლე. რად ღა ანათობ თემთაო და რად არ დაიქეც ქვეყანავ. რად ღა მარიხ ხარ მზემთაო.

1715. ტარიელ მოსთქვამს გამზრდელო. ჱე ჱე რა საქმე მსმენია მიკვირს თუ მზეღა რად ნათობს. რად არა დაუჩემნია მზე მოჰყვე ყოვლთა სულ გმულთა. სოფელი აღარ შენია და ღ~თსა მი მადლე შემინდევ. რაცა შენ ჩემგან გწყენია.

1716. მაშინ გაჰჴდეს ყველაკანი. მტირალად და ცრემლთა მღვრელად დიდი ხანი მოიტირეს. თავის თავის გაუყრელად ავთანდილ და ფრიდონ ტირან. გულ სადაგად არ თუ ჭრელად და მაგრა ექმნეს სულსა მღებელ. კათალიკოზ მაწყვერელად.

1717. ზე ადგეს და მოახსენეს. ჱე მნათობო ცისა მზეო დასთმეთ გული დაიწყნარეთ. ქენით რაცა მოგახსენო იგი ღ~თნ ად გაამაღლნა. ვითა ორბნი მისნო ფრთენო და აქ ყოფნა არა გუმართებს. არცაღა გუცალს გლოვად ჩვენო.

1718. მადლი უბრძანეს აწვი ვნეს. ქვე დასხეს ზე ადგომილნი მუნვე დგას იგი ვაჭარნი. პირსა ფერ ჰაერ კრთომილნი გაკვირვებულნი საბრალოდ. მართ ვერას ვერ მიჴდომილნი და უბრძანეს ძმანო რად გიკვირსთ. ჩვენ იგი ვართ წახდომილნი.