... (S-4988), XVII-XVIII სს.

1681. თვით჻ მათვე჻ მათსა჻ ამბავსა჻ უამბობს჻ არის჻ წყლიანი: ფარსადან჻ მეფე჻ ინდოთა჻ იყო჻ ჴელმწიფე჻ სვიანი: მას჻ ესუა჻ ქალი჻ მნათობი჻ მზისაცა჻ უფრო჻ მზიანი: კბილ჻ მარგალიტი჻ ტანალვა჻ ღაწუ჻ ბალაჴშ჻ ყორან჻ თმიანი:

1682. მას჻ ქალსა჻ და჻ ამირბარსა჻ ერთმანერთი჻ შეუყვარდა: ამირბარმან჻ სიძე჻ მოკლა჻ ჴმა჻ მეფესა჻ დაუვარდა: იგი჻ ქალი჻ პატარაი჻ მამის჻ დასა჻ გაეზარდა: ბუქთა჻ მისგან჻ მონაქროლთა჻ ინდოეთი჻ გარდაჰქარდა:

1683. მამიდაი჻ ქაჯი჻ იყო჻ გრძნეულობა჻ იცის჻ კარგა: მან჻ შემართა჻ საშინელი჻ მზე჻ ჴმელეთსა჻ დაუკარგა: მან჻ დაჰკარგა჻ იგი჻ ქალი჻ ალვა჻ მორჩი჻ სხვაგან჻ დარგა: თვითცა჻ მოკუდა჻ უბედური჻ მართ჻ საცოცხლოდ჻ არად჻ ვარგა:

1684. სცნა჻ ამირბარმან჻ წავიდა჻ ლომი჻ მის჻ მზისა჻ მძებნელად: იგიცა჻ წაჴდა჻ ინდოეთს჻ გაჴდა჻ მთვარე჻ და჻ მზე჻ ბნელად: ორნივე჻ წაჴდეს჻ პოვნაღა჻ მათი჻ არს჻ აწ჻ საგებნელად: მეფემან჻ ბრძანა჻ ჰე჻ ღ~თო჻ რად჻ ცეცხლსა჻ მომიდებ჻ ნელად:

1685. მეფე჻ გაშმაგდა჻ მათისა჻ უღონო჻ ქმნილი჻ ძებნისა: შავად჻ შესცვალა჻ ინდოეთს჻ ჴმა჻ წინწილისა჻ ებნისა: ცოტასა჻ ხანსა჻ გავესძლო჻ დება჻ საჴმილთა჻ გზნებისა: აწ჻ თვითცა჻ მოკუდა჻ შეექნა჻ ბოლო჻ სრისა჻ და჻ ტკებნისა:

1686. რა჻ ვაჭარმან჻ ესე჻ სიტყუა჻ თქუა჻ საქმენი჻ გააკვლადნა: ქალმან჻ დიდნი჻ დაიკივლნა჻ ფიცხლა჻ თავსა჻ მოიჴადნა: ტარიელსაც჻ აეტირნეს჻ დაფარულნი჻ გააცხადნა: ნარგისთაგან჻ ნაწვიმარი჻ ღვარი჻ ადგა჻ თოვლი჻ გადნა:

1687. მომკალ჻ ქალსა჻ თავ჻ მოჴდილსა჻ თუ჻ მზე჻ ვითა჻ ეურჩოსა: თვით჻ ბრძენიცა჻ მაქებარი჻ მისი჻ იჴმობს჻ ვირე჻ ბჩოსა: სული჻ ვარდსა჻ დავამგზავსე჻ თავშიშველი჻ ყაყაჩოსა: ჰგავს჻ თუ჻ ტყუბი჻ მარგალიტი჻ ზის჻ ბროლისა჻ ჴარჴანჩოსა:

1688. ქალი჻ საბრალოდ჻ მამასა჻ ტირს჻ ბულბულისა჻ მსგავსია: თმა჻ გაიგლიჯა჻ გაყარა჻ ღაწვი჻ ცრემლითა჻ ავსია: ვარდი჻ შექნილა჻ ზაფრანად჻ ლალი჻ მართ჻ ვითა჻ მხავსია: მზესა჻ ღრუბელი჻ ეხვევის჻ ამად჻ ნათელი჻ დავსია:

1689. იხოჭს჻ და჻ იგლეჯს჻ ზახილით჻ ტირს჻ სიტყუა჻ ჴაფი჻ უარე: მე჻ მოვჰკუე჻ შენთვის჻ მამაო჻ შვილი჻ ყოველთა჻ უარე: ვერა჻ გმსახურე჻ ასულმან჻ ვერცა჻ რა჻ შეგაგუარე: სისხლი჻ და჻ ცრემლი჻ თვალთაგან჻ ჩამოსდის჻ გარე჻ უარე:

1690. ჩემთვის჻ ბნელ჻ ქმნილო჻ მამაო჻ ნათელო჻ თვალთა჻ ჩემთაო: ჩემთა჻ რა჻ გაცნევს჻ ამბავსა჻ გულისა჻ მონაცემთაო: მზეო჻ რადღა჻ გაქვს჻ სინათლე჻ რადღა჻ ანათობ჻ თემთაო: რად჻ არ჻ დაიქეც჻ ქუეყანა჻ რადღა჻ მართიხარ჻ ზე჻ მთაო:

1691. ტარიელ჻ მოსთქუამს჻ გამზრდელო჻ ჰაი჻ ჰაი჻ რა჻ საქმე჻ მსმენია: მიკუირს჻ თუ჻ მზეღა჻ რად჻ ჰნათობს჻ რად჻ არა჻ დაუჩენია: მზე჻ მოჰკვე჻ ყოვლთა჻ სულდგმულთა჻ სოფელი჻ აღარ჻ შენია: ღ~თსა჻ მიმადლე჻ შემინდევ჻ რაცა჻ შენ჻ ჩემგან჻ გწყენია:

1692. მაშინ჻ გაჰჴდეს჻ ყველაკანი჻ მტირალად჻ და჻ ცრემლთა჻ მღურელად: დიდი჻ ხანი჻ მოიტირეს჻ თავის჻ თავის჻ გაუყრელად: ავთანდილ჻ და჻ ფრიდონ჻ ტირან჻ გულ჻ სადაგად჻ არ჻ თუ჻ ჭრელად: მაგრამ჻ ექმნეს჻ სულსა჻ მღებელ჻ კათოლიკოს჻ მაწყუერელად:

1693. ზე჻ ადგეს჻ და჻ მოახსენეს჻ ჰე჻ მნათობნო჻ ცისა჻ მზენო: დასთმეთ჻ გული჻ დაიწყნარეთ჻ ჰქენით჻ რაცა჻ მოგახსენო: იგი჻ ღ~თნ჻ გაამაღლა჻ ვითა჻ ორბი჻ მისნო჻ ფრთენო: აქ჻ ყოფნა჻ არა჻ გვმართებს჻ არცაღა჻ გვცალს჻ გლოვად჻ ჩუენო:

1694. მადლი჻ უბრძანეს჻ აწვივნეს჻ ქვე჻ დასხეს჻ ზე჻ ადგომილნი: მუნვე჻ დგეს჻ იგი჻ ვაჭარნი჻ პირსა჻ ფერ჻ აერ჻ კრთომილნი: გაკვირვებულნი჻ საბრალოდ჻ მართ჻ ვერას჻ ვერ჻ მიჴდომილნი: უბრძანეს჻ ძმანო჻ რად჻ გიკუირს჻ ჩუენ჻ იგი჻ ვართ჻ წაჴდომილნი:

1695. კულავ჻ უბრძანებდეს჻ გუიამბეთ჻ ამბავი჻ დანარჩომია: მათ჻ მოახსენეს჻ პატრონო჻ ინდოეთს჻ დიდი჻ ომია: მოსულა჻ ხატა჻ ლაშქარი჻ ქალაქსა჻ შემოსდგომია: რამაზ჻ არს჻ ვინმე჻ ჴელმწიფე჻ მათად჻ პატრონად჻ მჯდომია:

1696. ჯერთ჻ დედოფალი჻ ცოცხალა჻ მკუდართაგან჻ უფრო჻ მკუდარია: იბრძვის჻ ლაშქარი჻ ინდოთა჻ თუც჻ იმედ჻ გარდამწყდარია: გარეთ჻ ციხენი჻ წაუხმან჻ ყუელაი჻ გარდამჴდარია: მზეო჻ თქუენ჻ შუქნი჻ მიჰფინეთ჻ ჰაი჻ რა჻ ავი჻ დარია:

1697. მუნა჻ მყოფსა჻ ყუელაკასა჻ შეეკერა჻ ჩუენცა჻ შავი: რამაზს჻ წინა჻ გამოვედით჻ მისრულად჻ ვთქუით჻ ჩუენი჻ თავი: მეფე჻ ჩვენი჻ დიდი჻ არის჻ მათ჻ ეწადა჻ მისი჻ ზავი: გამოგვიშეს჻ წაედითო჻ არა჻ გვიყო჻ ყოლე჻ ავი:

1698. რა჻ ტარიელს჻ ესე჻ ესმა჻ მეტად჻ ფიცხლად჻ აიყარა: ეჯი჻ სამდღე჻ წასავალი჻ ერთსა჻ დღესა჻ წაიარა: დროშა჻ მისი჻ აიმართა჻ წინა჻ არა჻ აიფარა: აწ჻ ნახე჻ თუ჻ გოლიათი჻ გული჻ ვითა჻ ამაგარა:

აქა ტარიელისაგან ინდოეთს მისვლა და ხატაელთ დამორჩილება:

1699. ინდოეთს჻ ზედა჻ წაადგა჻ მუნ჻ მთა჻ და჻ დიდი჻ ქედია: აჩნდა჻ ლაშქარი჻ უსახო჻ მესაკუირველა჻ ჰე჻ დია: ტარიელ჻ ბრძანა჻ მოყმენო჻ აწ჻ თქუენგან჻ რა჻ იმედია: ადრე჻ მოვიცლი჻ ჩემთაგან჻ ღ~თი჻ და჻ ჩემი჻ ბედია: