..., 1860 წ.

1661. შინა წავიდნენ ყველანი. შინა თავისა მარებლად გვანდეს შვიდნივე მნათობთა. ვთქვი მართლა დასადარებად არ მიიხდომის სიტურფე. ყოველთა მიუმხვდარებად და ადრე მივიდეს მეფისა. სახლად სამყოფთა არებლად.

1662. შევიდეს ნახეს თინათინ. მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა სკიპტროსან გვირგვინოსანსა. შევენოდა ცმა პორფირისა მისულთა პირსა ემატა. ელვა მისისა პირისა და შევიდა მეფე ინდოთა. იგი მზე მზგავსი გმირისა.

1663. ტარიელ და ცოლმან მისმან. ქალსა მდაბლად უსალამეს მოეგებნეს აკოცებდეს. საუბარი დააამეს იგი სახლი გაანათლეს. არ ნათელი დააღამეს და ბროლ ბალახში გაალალეს. და გიშერი აწამწამეს.

1664. თინათინ ზედა აწვია. ტახტსა მეფეთა სვეთასა ტარიელ უთხრა შენ დაჯე. სწადიან ბრჭეთა დღეთასა ბჭეთასა დღეს ტახტი შენი შენ გმართებს. მეტად ყოველთა დღეთასა და მე ლომი ლომთა დაგიხვა. გვერცა შენ მზესა მზეთასა.

1665. ორთავე ჴელი მოჰკიდეს. დასუეს ტახტსავე მისასა გვერდსა დაუსვეს ავთანდილ. სურვილს მოეკლა ვისასა უნახავსა და ნახულსა. სჯობს ყოვლსა სანახავისა და ნუ ეჭვ მიჯნურთა მათებრთა. ნურცა თუ რამინ ვისისა.

1666. ქალსა შესწბა გაუკვირდა. ავთანდილის გვერცა ჯდომა ფერი ჰკრთა და გაუფეთქნა. შედაგამონ გულმან კრთომა მეფე ეტყვის შვილო ჩემო. გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა და ბრძენთა უთქვამს სიყვარული. ბოლოდ მისი არ წახდომა.

1667. აწ შვილო ღ~თნ შენ მოგცეს. ათას წელ დღეთა გრძელობა სვე სვიანობა დიდობა. კვლავ ჭირთა გარდუხდელობა ცამცა ნუ შეგცვლის მოგხუდების. კვლავ მისებრ შეცვლელობა და მე თქვენგან მესწრას სამარე. მიწისა შემოყრილობა.

1668. მართ მეფემან სპათ უბრძანა. ავთანდილის თაყვანება ესეაო მეფე თქვენი. ასრე იქნა ღ~თისა ნება დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი. მე სიბერე ვითა სნება და ჩემად სწორად მსახურებდით. დაიჭირეთ ჩემი მცნება.

1669. ლაშქარნი და დიდებულნი. დადგრნენ მდაბლად ეთაყვანეს მოახსენეს მიწად ვექმნეთ. ვინცა მიწად მიგვიყვანეს მორჩილ ქმნილი დაგვამდიდროს. ურჩნი მკვდართა დაგვასახნეს და მტერნი ჩვენნი შეაძუტნეს. მათი სპანი აგულვანეს.

1670. ტარიელცა ქებით უთხრა. იმედისა გადიდება ქალსა უთხრა შემიყრიხართ. აღარა გვწვავს ცეცხლთა დება ქმარი შენი ძმაი ჩემი. მწადს აგრევე შენი დება და ორგულთა და შეცოდეთა. თქვენთა ექმნა გაფლიდება.

აქა ქორწილი ავთანდილისა და ფრიდონისა არაბთ მეფის როსტევანისაგან:

1671. მას დღეს ავთანდილ ჴელმწიფედ. ზის და ჴელმწიფე ზენია მას გვერდით მჯდომსა ტარიელს. შვენიან სინაზენია ნესტან დარეჯან გვერთ უზის. მჭვრეტელთა ამაზრზენია და გავს თუ ცა მიდრკა ქვეყანად. შეყრილან ორნი მზენია.

1672. დაიწყეს მორთმა პურისა. ლაშქრისა მისვე სავსისა ძროხა და ცხვარი დაკლული. არს უმრავლესი ჴავსისა შეიქნა ძღვნობა ძღვენისა. მათისა შესამსგავსისა და მათ ყოვლთა შუქი ანათობს. პირისა მზისა მსგავსისა.

1673. იაგუნდისა ჯამები. იყვის ლალისა ჭიქები კვლავ უცხო ფერთა ჭურჭელთა. სხდის უცხოუცხო სიქები მის ქორწილისა მაქები. კაცი ბრძენთაგან იქები და მჭვრეტელო გულსა ეტყოდით. ნუ აეხსნები იქები.

1674. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით. ისმოდის ჴმა წინწილისა შეყრით ძეს გორი ოქროსა. და ბალახშისა თლილისა მსმელთთვის წყარო ღვინისა. მართ გასდის მსგავსად მილისა და ბინდით ცისკრამდინ სმა იყო. გარდახდა ჟამი დილისა.

1675. არა დარჩა უსაბოძრო. არ კოჭლი და არ საპყარი მოდიოდა მარგალიტი. მოფანტული მონაყარი გაბედითდა წასაღებლად. ატლასი და ოქრო მყარი და სამ დღე იყო ინდოთ მეფე. ავთანდილის ვითა მყარი.

1676. ხვალისად მეფე არაბთა. კვლავ პურობს არ ღაფალია ტარიელს უთხრა შენი მზე. საჭვრეტლად სატურფალია მეფე ხარ ყოველთა მეფეთა. და ეგე დედოფალია და ჴამს ყურსა გვეგდოს სა[ხ]ყურად. ჩვენ თქვენი სატერფალია.

1677. აწ მეფეო არ ეგების. ჩვენი სხდომა თქვენად სწორად საჴელმწიფო საჯდომი და. სხვა დაუდგეს ტახტი შორად ქვემოდ სხდია ნ ავთანდილ და. ცოლი მისი მათად სწორად და პირველ ძღვენი ტარიელს წინ. მოიღიან იდვის გორად.

1678. არაბთა მეფე მასპინძლობს. იქს ოდენ მასპინძლობასა ზოგჯერ მათ ახლავს ზოგჯერ მათ. არ იჴმობს ჴელმწიფობასა გასცემს და უქებს ყოველი. უხობა იეფობასა და ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს. ჩვეული ვით მეფობასა.

1679. მეფეს ქრმითურთ პატივი. ჰქონდა ინდოთა ქალისა სიყვარული და ჩუქება. ვით სიძე დასძალისა რომე სძღვნა არა ეგების. თქმა არცა ნაათალისა და თვითო სკიპტრა და პორფირი. და გვირგვინები თვალისა.