..., 1860 წ.

1641. მეფეო თავი მემცრობის. ამისად მოსახსენებლად მაგრამ მოვსულვარ თქვენს წინა. ვარ მეხვეწისა მქებელად თვით იგი იაჯს რომელი. არის ღამისა მთენებლად და ვინ არის ჩემად იმედად. და ჩემად მონათობელად.

1642. აწ ამას გკადრებთ ორნივე. ხვეწნით და შემუდარებით ავთანდილ დამდვა წამალი. მისგან თავისა დარებით დაავიწყდეს რომე პატიჟი. სჭირდეს ჩვენისა დარებით და არ გასწყრეთ გრძელი ამბავი. არს ჩვენგან მიუმხვდარებით.

1643. თქვენთა უყვარს ერთმანერთი. ქალი მას და იგი ქალსა მით ვიგონებ საბრალოთა. მტირალსა და ფერ ნამკრთალსა მუხლ მოყრილი გეხვეწები. ნუ მოუდებ კვლავე ალსა და რომე მისცე ქალი თქვენი. მკლავ მაგარსა გულ ფიქალსა.

1644. ამის მეტსა არა გკადრებ. არ მოკლესა არა გრძელსა ამოიღო ჴელ მანდილი. მოინასკვა გარე ყელსა ადგა მუხლი მოუყარნა. ეაჯების ვით გამზრდელსა და გაუკვირდა ყოვლსა კაცსა. მის ამბისა მომსმენელსა.

1645. რა ტარიელ მუხლ მოყრილი. ნახა მეფე შეუზარდა შორს უკუდგა თაყვანისცა. ქვე მიწამდის დაუვარდა მოახსენა ჴელმწიფეო. ჭირი ყოლი გამიქარდა და თქვენმა აგრე სიმდაბლემან. ნახვა თქვენი ჩამადარდა.

1646. რასაც ბრძანებს ვით ეგების.რომე კაცი არ მოგთმინდეს ანუ მშურდეს ქალი ჩემი. საკლავად და ტყვედაც გინდეს გებრძანამცა სახლით თქვენით. ცრემლი არცა მაშინ მდენდეს და სხვა მისებრივ ვერა ჰპოვოს. ცათამდისცა გარდაფრინდეს.

1647. მე სიძესა ავთანდილის. უკეთესსა ვპოვებ ვერა თვით მეყობა ქალსა ჩემსა. მივეც აქვს და მას ეფერა რადმცა ვკადრე შეცილება. რასაც ოდეს იგი ჯერა და ვარდი ახლა აფურჩნდების. მე ყვავილი დამებერა.

1648. თუ შეგერთო ერთი მონა. თქვენთვინ არცა მაშინ მშურდა ვინცა გკადრა შეცილება. უშმაგომცა ვით მოგმდურდა თუ ავთანდილ არ მიყვარდა. მისთვის ასრე რად მამსურდა და დია ღ~თო წინაშე ვარ. ესე ჩემგან და დასტურდა.

1649. რა ტარიელ მეფისაგან. ესე სიტყვა მოისმინა დადგა მდაბლად ეთაყვანა. პირსა ზედან დაეფინა წამოვლო და წადგა წინა კვლავ როსტენცა ეთაყვანა. წამოვლო და წადგა წინა და ერთმანერთი მოიმადლეს. მათ ერთსაცა არ ეწყინა.

1650. ტარიელ ფრიდონ გაგზავნა. მის ყმისა მოსაყვანელად შესთვალა მოდი, გიბრძანებს. იგი შენ ვისთვის სჩანნელად ჭირი გარდაგხდა მოგვაკლდა. ცრემლი ღაწვისა მბანელად და ნუღარ ეშიშვი საჴმილსა. შენი დამწველი ანელად.

1651. ფრიდონ შეჯდა გაღანამცა. მხიარული გაექანა ეგზომ უფრო სიხარული. გაეხარნეს რამცა განა მივიდა და გამოუძღვა. მიიყვანა მოჰყვა თანა და მაგრამ ირცხვის მეფისაგან. შუქი ბნელად მოეყვანა.

1652. მეფე ადგა მოეგება. ყმა გარდახდა რა მივიდ.ა ჴელთა ჰქონდა ჴელმანდილი. პირსა მითა იფარვიდა მზე ღრუბელსა მოეფარა. ქუშდებოდა ვარდსა ზვრიდა და მაგრამ მისსა შვენებასა. რამცა ვითა დაფარვიდა.

1653. მეფე კოცნასა ლამოდა. აღარა ცრემლი სდენია ავთანდილ ფერხთა ეხვევის. შუქნი ქვე დაუფენია უბრძანა ადეგ ნუ ირცხვნი. შენ ზნენი გამოგჩენია და რაგდგან მერჩიო ნუ მერცხვი. ჩემგან ნუღარას გრცხვენია.

1654. მოეხვია გარდუკოცნა. მან პირისა არე მარე დამივსეო ცეცხლი ცხელი. მაგრამ წყალი არე მარე ვინ გიშერი დააჯოგა. თვალ წარბისა არემარე და გვალე შეგყრი ლომო მზესა. თავი მისკენ არე მარე.

1655. მეფე ყელსა ეხვეოდა. მას ლომსა და ვითა გმირსა ახლოს უზის ეუბნების. აკოცებს და უჭვრეტს პირსა იგი მზე და ჴელმწიფობა. ასრე მართებს ვითა ღირსა და მაშინ ლხინი ამო არის. რა გარდიხდის კაცი ჭირსა.

1656. ყმა მეფესა მოახსენებს. მიკვირს რადღა ბრძანებ რად არ გინდა ნახვა მზისა. მიკვირს რაღას აგვიანებ მიეგებე მხიარული. სახლსა თქვენსა მოიყვანებ და შემოიმოსს შუქთა. ნათლად გარე მოიყვანებ.

1657. ტარიელსცა მოახსენეს. ადგეს ქალსა გაეგებნეს მათ სამთავე გოლიათთა. მზისა დარად ღაწვნი ღებნეს მიხვდეს მათსა საწადელსა. იგი პოვნეს რაცა ძებნეს და ჴელი ჴადეს ჴრმალთა მათთა. არა ცუდად წელთა ებნეს.

1658. მეფემან ქალს ესალამა. მას შორით გარდახდომილმან დაეყვნა თვალნი ელვამან. მზისა შუქთაგან კრთომილმან გამოეგება აკოცა. კუბოსა შიგან მჯდომელმან და უწყო ქება მე ფემან. თვით ვერას ვერ მიჴდომილმან.

1659. ეტყვის მზეო ვითა გაქო. ნათელო და დარიანო შენთვის ჴელი გონებანი. არა ცუდად დარიანო მზიანო და დარიანო. ეტლად კარგო გვარიანო და თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით. არა ვარდო დაარიანო.

1660. გაჰკვირდეს ყოვლნი მჴედველნი. მისთა ელვასა ფენასა მართ ვითა მზემან დაუყვის. თვალი ნათლითა ჩენასა სითაც გამოჩნდის იქმოდის. ჯარი მიდამო რბენასა და მისგან დამწვარი მინახავს. გულნი მჭვრეტელთა ლხენასა.