... (S-4988), XVII-XVIII სს.

1662. უცებნი჻ მოსრნის჻ მცოდნელთა჻ ცოდნამან჻ ჴელოვნებამან: ვეჭუ჻ მოქცეს჻ თქუენცა჻ დაღრეჯა჻ ჩემმან჻ რასაცა჻ ვნებამან: წავიდე჻ ავი჻ არ჻ მიყოს჻ მე჻ აქა჻ დაყოვნებამან: ადრე჻ კულავ჻ გნახნე჻ მორჭმულნი჻ ინებოს჻ ღმთისა჻ ნებამან:

1663. როსტევანს჻ ეთქვა჻ მეფეო჻ რად჻ ხართ჻ რასაცა჻ რიდითა: რაცა჻ გიჯობდეს჻ იქმოდით჻ გასჭურეტდით჻ გაიცდიდითა: ავთანდილ჻ თანა჻ წამოგყუეს჻ წადით჻ ლაშქრითა჻ დიდითა: თქუენთა჻ მტერთა჻ და჻ ორგულთა჻ დაჰფრეწდით჻ დაცასჭრიდითა:

1664. ავთანდილ჻ უთხრა჻ ტარიელს჻ ესე჻ სიტყუები჻ ორები: მან჻ უთხრა჻ გაე჻ ნუ჻ უბნობ჻ შეცევ჻ ბროლისა჻ ყორები: ახლა჻ შეყრილსა჻ მთუარესა჻ მზეო჻ ვით჻ მოეშორები: ავთანდილ჻ უთხრა჻ მაგითა჻ შენგან჻ არ჻ მოვიღორები:

1665. არ჻ დია჻ გინდა჻ დამაგდო჻ წახვიდე჻ ჩემად჻ მზრახავად: ცოლი჻ უყუარსო჻ გამწირა»჻ იყო჻ ამისად჻ მსახავად: მე჻ დავრჩე჻ შენი჻ გაყრილი჻ თავისა჻ მე჻ ვაგლახავად: კაცსა჻ მოყურისა჻ გაწირვა჻ ახ჻ მოუჴდების჻ ახ჻ ავად:

1666. ტარიელს჻ უგავს჻ სიცილი჻ ბროლისა჻ ვარდთათ჻ ფრქვევასა: რადგან჻ გწადიან჻ წამომყევ჻ დამწამებ჻ ნურას჻ თნევასა: უბრძანა჻ ვიტყვი჻ უშენოდ჻ შენისა჻ უფრო჻ მე჻ ვასა: ავთანდილ჻ ბრძანებს჻ ლაშქართა჻ ყოვლგნით჻ მას჻ თანა჻ წუევსა:

1667. შეჰყარა჻ სპანი჻ არაბეთს჻ აღარა჻ ხანსა჻ ზმულია: კაცი჻ ოთხმოცი჻ ათასი჻ ყუელაი჻ დაკაზმულია: კაცსა჻ და჻ ცხენსა჻ ემოსა჻ აბჯარი჻ ხვარაზმულია: არაბთა჻ მეფე჻ მათითა჻ გაყრითა჻ ნაღველჭმულია:

1668. ერთმანერთისა჻ გაყრილნი჻ ქალნი჻ ორნივე჻ დობილნი: ერთმანერთისა჻ დად჻ ფიცნი჻ სიტყუისა჻ გამონდობილნი: მკერდითა჻ მკერდსა჻ შეკრულნი჻ ყელისა჻ გარდაჭდობილნი: ტიროდეს჻ მათთა჻ მჭურეტელთა჻ გული჻ გლახ჻ ესხნეს჻ წდობილნი:

1669. ნესტან჻ დარეჯან჻ ეტყოდა჻ ნეტამც჻ ყოლე჻ არ჻ შემოგცნებოდი: მზისა჻ გამყრელი჻ გაყრითა჻ აწ჻ ასრე჻ არ჻ დავდნებოდი: ამბავსა჻ სცნეუდი჻ მაცნეუდი჻ წიგნითა჻ მეუბნებოდი: ვითა჻ მე჻ შენთვის჻ დამწუარვარ჻ აგრე჻ შენ჻ ჩემთუის჻ დნდებოდი:

1670. თინათინ჻ უთხრა჻ ჰე჻ მზეო჻ შენთა჻ მჭურეტელთა჻ ლხინებო: რადმცა჻ ვიწყინე჻ თუ჻ ვითა჻ გაყრასა჻ მოვითმინებო: ღ~თისაგან჻ დღეთა჻ თხოვისა჻ ნაცულად჻ სიკუდილი჻ ვინებო: აგრემცა჻ მივი჻ რაზომსა჻ მე჻ ცრემლსა჻ დავიდინებო:

1671. კულა჻ აკოცეს჻ ერთმანერთსა჻ გაიყარნეს჻ იგი჻ ქალნი: ქვე჻ დამდგომმან჻ წამავალსა჻ ვერ჻ მოსწყვიტნა჻ ყოლე჻ თვალნი: იგი჻ იჭურეტს჻ უკუღმავე჻ ედებოდეს჻ ამით჻ ალნი: რომე჻ მწადდეს჻ ვერ჻ დავსწერენ჻ მე჻ სიტყუანი჻ ნაათალნი:

1672. როსტან჻ მათითა჻ გაყრითა჻ ხელთაგან჻ უფრო჻ ხელდების: ათასჯერ჻ იტყუის჻ ვაგლახსა჻ არ჻ სულთქმა჻ უერთხელდების: ცხელი჻ სდის჻ წყარო჻ ცრემლისა჻ მართ჻ ვითა჻ ქვაბი჻ ცხელდების: ტარიელ჻ არის჻ დაღრეჯით჻ ფიფქი჻ ნასდების჻ თხელდების:

1673. ტარიელს჻ ვარდსა჻ დაუტყლეჟს჻ მეფე჻ ხუევნით჻ და჻ კოცებით: ეტყვის჻ თუ჻ თქუენი჻ სიახლე჻ მიჩს჻ აქამდისცა჻ ოცებით: რადგან჻ მოგშორდი჻ დავრჩები჻ პატიჟთა჻ გაასოცებით: თქუენგან჻ მოგუეცა჻ სიცოცხლე჻ შენგანვე჻ დავიჴოცებით:

1674. ტარიელ჻ შეჯდა჻ მეფისა჻ გამყრელი჻ გამამსალამე: სრულად჻ ლაშქართა჻ სდიოდა჻ ცრემლი჻ მინდორთა჻ სალამე: მზე჻ გეყოფის჻ სიტურფე჻ თავი჻ მზისავე჻ ალამე: უბრძანა჻ თქვენთვის჻ მტირალსა჻ ყოლე჻ არ჻ მიჩნდეს჻ სალა჻ მე:

1675. გაემართნეს჻ და჻ წავიდეს჻ დია჻ სპითა჻ და჻ ბარგითა: ტარიელ჻ ფრიდონ჻ ავთანდილ჻ თავითა჻ მეტად჻ კარგითა: კაცი჻ ორმოცი჻ ათასი჻ ჰყუა჻ ცხენებითა჻ ვარგითა: მივლენ჻ სამნივე჻ გულითა჻ ერთმანერთისა჻ მარგითა:

1676. სამ჻ თვე჻ ვლეს჻ ღმერთსა჻ მათებრი჻ სხუა჻ ნურა჻ ნუ჻ დაბადოსა: მოეგებნიან჻ მტერობა჻ ვერავინ჻ დაიქადოსა: მინდორსა჻ შიგან჻ სადილად჻ გარდაჴდეს჻ უდელადოსა: ვითა჻ მართებდათ჻ პურობდეს჻ ღვინოსა჻ სვმიდეს჻ არ჻ დოსა:

აქა ტარიელისაგან ინდოთა მეფის სიკუდილის სმინება:

1677. ქედსა჻ ზედა჻ გარდამოდგა჻ მეტად჻ დიდი჻ ქარავანი: კაცები჻ და჻ საჴედრები჻ ერთობ჻ იყო჻ შაოსანი: გარეშემო჻ მოეკუეცნეს჻ უკანამო჻ დალალანი: მეფე჻ ბრძანებს჻ მოასხითო჻ ჩუენ჻ დავჰყოვნოთ჻ აქა჻ ხანი:

1678. მოასხნეს჻ იგი჻ ვაჭარნი჻ და჻ მათი჻ უხუცესია: უბრძანეს჻ ვინ჻ ხართ჻ შავითა჻ რად჻ ტანნი჻ შეგიბლესია: მათ჻ მოაჴსენეს჻ სით჻ მოვალთ჻ იქ჻ ასრე჻ დანაწესია: ინდოეთს჻ მისრით჻ მოსრულთა჻ გვივლია჻ გზა჻ უგრძესია:

1679. გაეხარნეს჻ მათ჻ ვაჭართა჻ ინდოეთით჻ მამავლობა: მაგრამ჻ თავი჻ უმეცარ჻ ჰყუეს჻ არა჻ მისცეს჻ ყოლე჻ გრძნობა: უცხოურად჻ ეუბნების჻ მათ჻ ვერა჻ ცნეს჻ მათი჻ ცნობა: არ჻ ესმოდა჻ ინდოური჻ არაბულად჻ ყვეს჻ უბნობა:

1680. უბრძანეს჻ თქვითო჻ ვაჭარნო჻ ამბავი჻ ინდოეთისა: მათ჻ მოახსენეს჻ მოსრულა჻ ინდოეთს჻ რისხვა჻ ზეცისა: დიდსა჻ და჻ წურილსა჻ ყუელასა჻ ცრემლი჻ სდის჻ მსგავსი჻ წუეთისა: მუნ჻ შიგან჻ მყოფსა჻ ბრძენსაცა჻ ცნობა჻ აქვს჻ ვითა჻ შეთისა: