... (S-4988), XVII-XVIII სს.

1643. ორთავე჻ ჴელი჻ მოჰკიდეს჻ და჻ დასვეს჻ ტახტსა჻ თვისასა: გვერდცა჻ დაუსვეს჻ ავთანდილ჻ სურვილსა჻ მოეკლა჻ ვისასა: უნახავსა჻ და჻ ნახულსა჻ სჯობს჻ ყოვლსა჻ სანახავისასა: ნუ჻ ეჭუ჻ მიჯნურად჻ მათებრსა჻ ნუცა჻ თუ჻ რამინს჻ და჻ ვისასა:

1644. ქალსა჻ შესწბა჻ გაუკვირდა჻ ავთანდილის჻ გვერდცა჻ ჯდომა: ფერი჻ ჰკრთა჻ და჻ გაუფიცხა჻ შედა჻ გამო჻ გულმან჻ კრთომა: მეფე჻ ეტყვის჻ შვილო჻ ჩემო჻ ნუ჻ გაქვს჻ სირცხუილი჻ თუ჻ რა჻ ზომა: ბრძენთა჻ უთქუამს჻ სიყუარული჻ ბოლოდ჻ მისი჻ არ჻ წაჴდომა:

1645. აწ჻ შვილო჻ ღ~თნ჻ თქუენ჻ მოგცეს჻ ათას჻ წელ჻ დღეთა჻ გრძელობა: სვე჻ სვიანობა჻ დიდობა჻ კულავ჻ ჭირთა჻ გარდუჴდელობა: ცამცა჻ ნუ჻ შეგცულის჻ მოგხუდების჻ კულავ჻ მისებრ჻ შეუცულელობა: მე჻ თქუენგან჻ მესწრას჻ სამარე჻ მიწათა჻ შემომყრელობა:

1646. მართ჻ მეფემან჻ სპათა჻ ბრძანა჻ ავთანდილის჻ თაყუანება: ესეაო჻ მეფე჻ თქუენი჻ ასრე჻ იქნა჻ ღმრთისა჻ ნება: დღეს჻ ამას჻ აქვს჻ ტახტი჻ ჩემი჻ მე჻ სიბერე჻ ვითა჻ სნება: ჩემად჻ სწორად჻ მსახურებდით჻ დაიჭირეთ჻ ჩემი჻ მცნება:

1647. ლაშქარნი჻ და჻ დიდებულნი჻ დადრკეს჻ მდაბლად჻ ეთაყუანეს: მოახსენეს჻ მიწად჻ ვექმნნეთ჻ ვინცა჻ მიწად჻ მიგვიყვანეს: მორჩილ჻ ქმნილნი჻ დაგვადიდნეს჻ ურჩნი჻ მკუდართა჻ დაგუაგვანნეს: მტერთა჻ მკლავნი჻ შეაძუტნეს჻ გულნი჻ ჩვენნი჻ აგულვანნეს:

1648. ტარიელცა჻ ქებით჻ უთხრა჻ იმედისა჻ გათავება: ქალსა჻ ეტყუის჻ შემიყრიხართ჻ აღარა჻ გწუავს჻ ცეცხლთა჻ დება: ქმარი჻ შენი჻ ძმაა჻ ჩემი჻ მწადს჻ ეგრევე჻ თქუენი჻ დება: ორგულთა჻ და჻ შემცილეთა჻ შენთა჻ მე჻ ვქნა჻ გაფლიდება:

აქა ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა:

1649. მას჻ დღე჻ ავთანდილ჻ ჴელმწიფედ჻ ზის჻ და჻ ჴელმწიფე჻ ზენია: მას჻ გვერდით჻ მჯდომსა჻ ტარიელს჻ შვენიან჻ სინაზენია: ნესტანდარეჯან჻ გვერდს჻ უზის჻ მჭვრეტელთა჻ ამაზრზენია: ჰგავს჻ თუ჻ ცა჻ მოდრკა჻ ქუეყანად჻ შეყრილან჻ ორნი჻ მზენია:

1650. დაიწყეს჻ მორთმა჻ პურისა჻ ლაშქართა჻ მის჻ მესავსისა: ზროხა჻ და჻ ცხვარი჻ დაკლული჻ არს჻ უმრავლესი჻ მხავსისა: შეიქნა჻ ძღვნობა჻ ძღვენისა჻ მათისა჻ შესამგავსისა: მათ჻ ყოვლთა჻ შუქი჻ ანათობს჻ პირისა჻ მზისა჻ გავსისა:

1651. იაგუნდისა჻ ჯამები჻ იყვის჻ ლალისა჻ ჭიქები: კულავ჻ უცხო჻ ფერთა჻ ჭურჭელთა჻ სხდის჻ უცხოუცხო჻ სიქები: მის჻ ქორწილისა჻ მაქები჻ კაცი჻ ბრძენთაგან჻ იქები: მჭურეტელო჻ გულსა჻ ეტყოდი჻ ნუ჻ აიხსნები჻ იქ჻ ები:

1652. მჭვრეტელნი჻ მოდგეს჻ ყოველგნით჻ ისმოდის჻ ჴმა჻ წინწილისა: შეყრით჻ ძეს჻ გორი჻ ოქროსა჻ და჻ ბადაჴშისა჻ თლილისა: მსმელთათვის჻ წყარო჻ ღვინისა჻ ასგან჻ დის჻ მსგავსი჻ მილისა: ბინდით჻ ცისკრამდის჻ სუმა჻ იყო჻ გარდაჴდა჻ ჟამი჻ დილისა:

1653. არა჻ დარჩა჻ უსაბოძვრო჻ არ჻ კოჭლი჻ და჻ არ჻ საპყარი: მოდიოდა჻ მარგალიტი჻ მოფანტული჻ მონაყარი: გაბედითდა჻ წასაღებლად჻ ატლასი჻ და჻ ოქრო჻ მყარი: სამ჻ დღე჻ იყო჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ ავთანდილის჻ ვით჻ მაყარი:

1654. ხვალისა჻ მეფე჻ არაბთა჻ კულავ჻ პურობს჻ არ჻ ღაფალია: ტარიელს჻ უთხრა჻ შენი჻ მზე჻ საჭურეტლად჻ სატურფალია: მეფე჻ ხარ჻ ყოვლთა჻ მეფეთა჻ და჻ ეგე჻ დედოფალია: ჴამს჻ ყურსა჻ გვეგდოს჻ საყურად჻ ჩუენ჻ თქუენი჻ ნატერფალია:

1655. აწ჻ მეფეო჻ არ჻ ეგების჻ ჩუენი჻ სხდომა჻ თქუენად჻ სწორად: საჴელმწიფო჻ საჯდომი჻ და჻ სხვა჻ დაუდგა჻ ტახტი჻ შორად: ქვემოდ჻ სხდიან჻ ავთანდილ჻ და჻ მისი჻ ცოლი჻ მათად჻ სწორად: პირველ჻ ძღვენი჻ ტარიასთვის჻ მოიღიან჻ იდვის჻ გორად:

1656. არაბთა჻ მეფე჻ მასპინძლობს჻ იქს჻ ოდენ჻ მასპინძლობასა: ზოგჯერ჻ მათ჻ ახლავს჻ ზოგჯერ჻ მათ჻ არ჻ იჴმობს჻ ჴელმწიფობასა: გასცემს჻ და჻ უქებს჻ ყოველნი჻ უხობა჻ იეფობასა: ფრიდონ჻ ზის჻ ახლოს჻ ავთანდილს჻ ჩუეული჻ ვით჻ მეფობასა:

1657. თინათინს჻ ქმრითურთ჻ პატივი჻ ჰქონდა჻ ინდოთა჻ ქალისა: სიყუარული჻ და჻ ჩუქება჻ ვით჻ სიძისა჻ და჻ სძალისა: რაც჻ უძღუნა჻ არა჻ ეგების჻ თქმა჻ არცა჻ ნაათალისა: თვითო჻ სკიპტრა჻ და჻ პორფირი჻ და჻ გვირგვინები჻ თვალისა:

1658. კულავ჻ უძღუნა჻ ძღუენი჻ ორთავე჻ მსგავსი჻ მათისა჻ ბედისა: ათასი჻ თვალი჻ ნაშობი჻ რომანულისა჻ დედისა: კულავ჻ მარგალიტი჻ ათასი჻ მართ჻ ვითა჻ კუერცხი჻ ტრედისა: ათასი჻ ცხენი჻ ტაიჭი჻ სიდიდით჻ მსგავსი჻ ქედისა:

1659. ფრიდონს჻ უძღუნა჻ ცხრა჻ ტაბაკი჻ მარგალიტი჻ თავ჻ შედგმული: ცხრა჻ ტაიჭი჻ ძვირფასისა჻ უნაგრითა჻ შეკაზმული: ინდოთ჻ მეფე჻ თაყუანისცემს჻ ლაღი჻ ბრძენი჻ არ჻ მახმული: მადლი჻ ჰკადრა჻ ფხიზელურად჻ თუცა჻ იყო჻ ღვინო჻ სმული:

1660. რას჻ ვაგრძელებდე჻ გარდაჴდეს჻ დღენი჻ ერთისა჻ თვისანი: თამაშობდიან჻ არ჻ იყუნეს჻ ყოლე჻ გაყრანი჻ სმისანი: ტარიელს჻ სძღვნიან჻ უცხონი჻ თვალნი჻ ლალისა჻ ქვისანი: მათ჻ ყოვლთა჻ მათნი჻ ელვანი჻ ჰფარვენ჻ მართ჻ ვითა჻ მზისანი:

1661. ტარიელ჻ ჰგვანდის჻ ვარდსა჻ და჻ იყვის჻ ფიფქისა჻ მთოელად: ავთანდილ჻ როსტანს჻ წინაშე჻ გაგზავნა჻ დასათხოელად: შესთვალა჻ შენი჻ სიახლე჻ კმა჻ ჩემად჻ ლხინად჻ ყოველად: მტერთა჻ აქვს჻ ჩემი჻ სამეფო჻ ვიცი჻ მუნ჻ შიგან჻ მძოელად: