... (S-4988), XVII-XVIII სს.

1623. რა჻ ტარიელ჻ მუჴლ჻ მოყრილი჻ ნახა჻ მეფე჻ შეუზარდა: შორს჻ უკუდგა჻ თაყუანისსცა჻ ქუე჻ მიწამდის჻ დაუვარდა: მოახსენა჻ ჴელმწიფეო჻ ლხინი჻ ყოვლი჻ გაუქარდა: თქუენმა჻ აგრე჻ სიმდაბლემან჻ ნახვა჻ თქვენი჻ ჩამადარდა:

1624. მეფემ჻ ბრძანა჻ ვით჻ ეგების჻ რომე჻ კაცი჻ არ჻ მოგთმინდეს: ანუ჻ მშურდეს჻ ქალი჻ ჩემი჻ საკლავად჻ და჻ ტყვედცა჻ გინდეს: გებრძანამცა჻ სახლით჻ თქუენით჻ ცრემლი჻ არცა჻ მაშინ჻ მდინდეს: სხვა჻ მისებრივ჻ ვერა჻ ჰპოვოს჻ ცათამდისცა჻ გაცაფრინდეს:

1625. მე჻ სიძესა჻ ავთანდილის჻ უკეთესსა჻ ვჰპოვებ჻ ვერა: თვით჻ მეფობა჻ ქალსა჻ ჩემსა჻ მივეც჻ აქვს჻ და჻ მას჻ ეფერა: რადმცა჻ ვჰკადრე჻ შეცილება჻ რასაც჻ ოდენ჻ იგი჻ ჯერა: ვარდი჻ ახლად჻ იფურჭუნების჻ მე჻ ყვავილი჻ დამებერ:

1626. თუ჻ შეგერთო჻ ერთი჻ მონა჻ თქუენთვის჻ არცა჻ მაშინ჻ მშურდა: ვინმცა჻ გკადრა჻ შეცილება჻ უშმაგომცა჻ ვით჻ მოგმდურდა: თუ჻ ავთანდილ჻ არ჻ მიყუარდა჻ ასრე჻ მისთუის჻ რად჻ მამსურდა: დია჻ ღ~თო჻ წინაშე჻ ვარ჻ ესე჻ ჩემგან჻ დადასტურდა:

1627. რა჻ ტარიელ჻ მეფისაგან჻ ესე჻ სიტყუა჻ მოისმინა: დადრკა჻ მდაბლად჻ ეთაყვანა჻ პირსა჻ ზედან჻ დაეფინა: კულავ჻ როსტენცა჻ თაყუანისცა჻ წამორევლო჻ წადგა჻ წინა: ერთმანერთი჻ მოიმადლეს჻ მართ჻ ერთსაცა჻ არ჻ ეწყინა:

1628. ტარიელ჻ ფრიდონ჻ გაგზავნა჻ მის჻ ყმისა჻ მოსაყვანელად: შესთუალა჻ მოდი჻ გიბრძანებს჻ იგი჻ შენ჻ ვისად჻ სჩანს჻ ელად: ჭირი჻ გარდაჴდეს჻ მოგაკლდა჻ ცრემლი჻ ღაწვისა჻ მბანელად: ნუღარ჻ ეშიშუი჻ საჴმილსა჻ შენი჻ დამწველია჻ ნელად:

1629. ფრიდონ჻ შეჯდა჻ გაღანაცა჻ მხიარული჻ გაექანა: ზომ჻ უფრო჻ სიხარული჻ გაეხარნენ჻ მასმცა჻ განა: მივიდა჻ და჻ გამოუძღვა჻ მოიყუანა჻ მოჰყუა჻ თანა: მაგრამ჻ ირცხვის჻ მეფისაგან჻ შუქი჻ ბნელად჻ მოევანა:

1630. მეფე჻ ადგა჻ მოეგება჻ ყმა჻ გარდაჴდა჻ რა჻ მივიდა: ხელთა჻ ჰქონდა჻ ჴელ჻ მანდილი჻ პირსა჻ მითა჻ იფარვიდა: მზე჻ ღრუბელსა჻ მოჰფარვოდა჻ ქუშდებოდა჻ ვარდსა჻ ზრვიდა: მაგრამ჻ მისსა჻ შვენებასა჻ რამცა჻ ვითა჻ დაფარვიდა:

1631. მეფე჻ კოცნასა჻ ჰლამობდა჻ აღარა჻ ცრემლნი჻ სდენიან: ავთანდილ჻ ფეჴთა჻ ეხვევის჻ შუქნი჻ ქუე჻ დაუფენიან: უბრძანა჻ ადეგ჻ ნუ჻ ირცხუი჻ შენ჻ ზნენი჻ გამოგჩენიან: რადგან჻ მერჩიო჻ ნუ჻ მერცხუი჻ გაე჻ რასაღა჻ გრცხუენიან:

1632. მოეხუია჻ გარდაჰკოცნა჻ მან჻ პირისა჻ არემარე: დამივსეო჻ ცეცხლი჻ ცხელი჻ მაგრა჻ წყალი჻ არე჻ მარე: ვინ჻ გიშერი჻ დააჯოგა჻ და჻ წამწმისა჻ არემა჻ რე: გვალე჻ შეგყრი჻ ლომო჻ მზესა჻ თავი჻ მისკენ჻ არე჻ მარე:

1633. მეფე჻ ყელსა჻ ეხუეოდა჻ მას჻ ლომსა჻ და჻ ვითა჻ გმირსა: ახლოს჻ უზის჻ ეუბნების჻ აკოცებს჻ და჻ უჭურეტს჻ პირსა: იგი჻ მზეა჻ ჴელმწიფობა჻ ასრე჻ მიხუდა჻ ვითა჻ ღირსა: მაშინღაა჻ ლხინი჻ ამო჻ არის჻ რა჻ გარდიჴდის჻ კაცი჻ ჭირსა:

1634. ყმა჻ მეფესა჻ მოახსენებს჻ მიკვირს჻ სხვასა჻ რად჻ რას჻ ბრძანებ: რად჻ არ჻ გინდა჻ ნახუა჻ მზისა჻ ანუ჻ რადღა჻ აგვიანებ: მიეგებვი჻ მხიარული჻ სახლსა჻ თქუენსა჻ მოიყვანებ: შემოიმოს჻ შუქთა჻ მისთა჻ ნათლად჻ გარე჻ მოივანებ:

1635. ტარიელსცა჻ მოახსენა჻ ადგეს჻ ქალსა჻ მიეგებნეს: მათ჻ სამთავე჻ გოლიათთა჻ მზისა჻ ფერად჻ ღაწუნი჻ ღებნეს: მიხუდეს჻ მათსა჻ საწადელსა჻ იგი჻ პოვეს჻ რაცა჻ ძებნეს: ჴელი჻ ჰჴადეს჻ ჴმალთა჻ მათთა჻ არა჻ ცუდად჻ წელთა჻ ებნეს:

1636. მეფემან჻ ქალს჻ უსალამა჻ მან჻ შორით჻ გარდაჴდომილმან: დაუყუნა჻ თუალნი჻ ელვამან჻ მზისა჻ შუქთაგან჻ კრთომილმან: გამოეგება჻ აკოცა჻ კუბოსა჻ შიგან჻ მჯდომილმან: დაუწყო჻ ქება჻ მეფემან჻ თვით჻ ვერას჻ ვერ჻ მიჴდომილმან:

1637. ეტყუის჻ მზეო჻ ვითა჻ გაქო჻ ნათელო჻ და჻ დარიანო: შენთვის჻ ხელი჻ გონებანი჻ არა჻ ცუდად჻ არიანო: მზიანო჻ და჻ დარიანო჻ ეტლად჻ რაო჻ და჻ რიანო: თქუენ჻ საჭურეტლად჻ აღარ჻ მინდით჻ არ჻ ვარდნო჻ და჻ არ჻ იანო:

1638. გაჰკვირდეს჻ ყოვლნი჻ მხედველნი჻ მისთა჻ ელვათა჻ ფენასა: ვით჻ მზემან჻ დაყუნა჻ მჭურეტელთა჻ თვალნი჻ ნათლისა჻ ჩენასა: სითცა჻ გამოჩნდის჻ იქმოდეს჻ ჯარნი჻ მუნითკენ჻ რბენასა: მისგან჻ დამწუარნი჻ მისცნიან჻ გულნი჻ ჭურეტითა჻ ლხენასა:

1639. შესხდეს჻ წავიდეს჻ ყველანი჻ შესხდნეს჻ თავისა჻ მარებად: ჰქონდეს჻ შვიდნივე჻ მნათობნი჻ მის჻ მზისა჻ დასადარებად: არ჻ მიიხდომის჻ სიტურფე჻ არს჻ მათგან჻ მიუხუდარებად: ადრე჻ მივიდეს჻ მეფისა჻ სახლად჻ სამყოფად჻ არებად:

1640. შევიდნენ჻ ნახეს჻ თინათინ჻ მჭურეტთა჻ მიმცემი჻ ჭირისა: სკიპტროსან჻ გუირგუინოსანსა჻ შვენოდა჻ ცმა჻ პორფირისა: მისრულთა჻ პირსა჻ შეადგა჻ ელვა჻ მისისა჻ პირისა: შევიდა჻ მეფე჻ ინდოთა჻ იგი჻ მზე჻ მსგავსი჻ გმირისა:

1641. ტარიელ჻ და჻ ცოლმან჻ მისმან჻ ქალსა჻ მდაბლად჻ უსალამეს: მოეგებნეს჻ აკოცეს჻ და჻ საუბარი჻ დააამეს: იგი჻ სახლი჻ გაანათლეს჻ არ჻ ნათელი჻ შეაღამეს: ბროლ჻ ბალაჴში჻ გააღაწუეს჻ და჻ გიშერი჻ აწამწამეს:

1642. თინათინ჻ ზედა჻ აწუივა჻ ტახტსა჻ მეფეთა჻ ზეთასა: ტარიელ჻ უთხრა჻ შენ჻ დაჯე჻ სწადიან჻ ბრჭესა჻ ბრჭეთასა: დღეს჻ ტახტი჻ შენი჻ შენ჻ გმართებს჻ მეტად჻ ყოველთა჻ დღეთასა: მე჻ ლომი჻ ლომთა჻ დაგისვა჻ გვერდცა჻ შენ჻ მზესა჻ მზეთასა: