... (H-757), 1671 წ.

1738. შინა჻ წავიდეს჻ ყველანი჻ შინა჻ თავისა჻ მარებად ჰქონდეს჻ შუიდნივე჻ მნათობნი჻ მის჻ მზისა჻ დასადარებად არ჻ მიიხდომვის჻ სიტურფე჻ არს჻ მათგან჻ მიუხუდარებად ადრე჻ მივიდეს჻ მეფისა჻ სახლად჻ სამყოფად჻ არებად

1739. შევიდეს჻ ნახეს჻ თინათინ჻ მჭურეტთა჻ მიმცემი჻ ჭირისა სკიპტროსანგვირგვინოსანსა჻ ჰშუენოდა჻ ცმა჻ პორფირისა მისრულთა჻ პირსა჻ შეადგა჻ ელვა჻ მისისა჻ პირისა შევიდა჻ მეფე჻ ჰინდოთა჻ იგი჻ მზე჻ მგზავსი჻ გმირისა

1740. ტარიელ჻ და჻ ცოლმან჻ მისმან჻ ქალსა჻ მდაბლად჻ უსალამეს მოეგებნეს჻ აკოცეს჻ და჻ საუბარი჻ დააჰამეს იგი჻ სახლი჻ გაანათლეს჻ არ჻ ნათელი჻ შეაღამეს ბროლბადახში჻ გააღაწუეს჻ და჻ გიშერი჻ აწამწამეს

1741. თინათინ჻ ზედა჻ აწუივა჻ ტახტსა჻ მეფეთა჻ ზეთასა ტარიელ჻ უთხრა჻ შენ჻ დაჯე჻ სწადიან჻ ბრჭესა჻ ბრჭეთასა დღეს჻ ტახტი჻ შენი჻ შენ჻ გმართებს჻ მეტად჻ ყოველთა჻ დღეთასა მე჻ ლომი჻ ლომთა჻ დაგისუა჻ გუერდსა჻ შენ჻ მზესა჻ მზეთასა

1742. ორთავე჻ ჴელი჻ მოჰკიდეს჻ და჻ დასვეს჻ ტახტსა჻ თავისსა გუერდსა჻ დაუსვეს჻ ავთანდილ჻ სურვილსა჻ მოეკლა჻ ვისსა უნახავსა჻ და჻ ნახულსა჻ სჯობს჻ ყოვლსა჻ სანახავისსა ნუ჻ ეჭუ჻ მიჯნურად჻ მათებრსა჻ ნუცა჻ თუ჻ რამინს჻ და჻ ვისსა

1743. ქალსა჻ შესწბა჻ გაუკვირდა჻ ავთანდილის჻ გუერდსა჻ ჯდომა ფერი჻ ჰკრთა჻ და჻ გაუფიცხა჻ შე჻ და჻ გამო჻ გულმან჻ კრთომა მეფე჻ ეტყუის჻ შვილო჻ ჩემგან჻ გაქუ჻ სირცხუილი჻ თუ჻ რა჻ ზომა ბრძენთა჻ უთქუამს჻ სიყუარული჻ ბოლოდ჻ მისი჻ არ჻ წახდომა

1744. აწ჻ შვილო჻ ღმერთმან჻ თქუენ჻ მოგცეს჻ ათას჻ წელ჻ დღეთა჻ გრძელობა სუესუიანობა჻ დიდობა჻ კულა჻ ჭირთა჻ გარდუხდელობა ცამცა჻ ნუ჻ შეგცულის჻ მოგხუდების჻ თუით჻ მისებრ჻ შეუცვლელობა თქუენით჻ ჴელითა჻ მეღირსოს჻ მიწათა჻ შემომყრელობა

1745. მართ჻ მეფემან჻ სპათა჻ ბრძანა჻ ავთანდილის჻ თაყუანება ესეაო჻ მეფე჻ თქუენი჻ ასრე჻ იქუნა჻ ღმრთისა჻ ნება დღეს჻ ამას჻ აქვს჻ ტახტი჻ ჩემი჻ მე჻ სიბერე჻ ვითა჻ სნება ჩემად჻ სწორად჻ ჰმსახურებდით჻ დაიჭირეთ჻ ჩემი჻ მცნება

1746. ლაშქარნი჻ და჻ დიდებულნი჻ დადრკეს჻ მდაბლად჻ ეთაყუანნეს მოახსენეს჻ მიწად჻ ვექმნნეთ჻ ვინცა჻ მიწად჻ მიგუიუანნეს მორჩილქმნილნი჻ დაგუადიდნეს჻ ურჩნი჻ მკუდართა჻ დაგუაგუანნეს მტერთა჻ მკლავნი჻ შეაძუტნეს჻ გულნი჻ ჩვენნი჻ აგულვანნეს

1747. ტარიელცა჻ უთხრა჻ ქებით჻ იმედისა჻ გათავება ქალსა჻ ეტყუის჻ შემიყრიხართ჻ აღარა჻ გწვავს჻ ცეცხლთა჻ დება ქმარი჻ შენი჻ ძმაა჻ ჩემი჻ მწადს჻ ეგრევე჻ თქუენი჻ დება ორგულთა჻ და჻ შემცილეთა჻ შენთა჻ მე჻ ვქნა჻ გაფლიდება

ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა ახ სოფელო჻

1748. მას჻ დღე჻ ავთანდილ჻ ჴელმწიფედ჻ ზის჻ და჻ ჴელმწიფე჻ ზენია მასთანა჻ მჯდომსა჻ ტარიელს჻ ჰშუენიან჻ სინაზენია ნესტანჯარ჻ ახლავს჻ თინათინს჻ ვინ჻ მჭურეტთა჻ ამაზრზენია ჰგავს჻ თუ჻ ცა჻ მოდრკა჻ ქუეყანად჻ შეყრილან჻ ორნი჻ მზენია

1749. რომე჻ გენახნეს჻ ოთხინივ჻ ერთად჻ ტახტსა჻ ზედა჻ მსხდომნი჻ ჯუფთად აღზრდილიყო჻ სარო჻ ნორჩი჻ ყმა჻ ახოვნად჻ ქალი჻ სუფთად მუნა჻ მყოფთა჻ მათთუის჻ ეზღუნა჻ უშურველად჻ სულნი჻ მუფთად წამწამთაგან჻ დაჭრილიყო჻ მჭურეტელთ჻ გული჻ ყიმა჻ ქუფთად

1750. აბა჻ ეს჻ არის჻ ლხინი჻ და჻ თუ჻ გინდა჻ ერთაჭამება მათთა჻ შუქთა჻ და჻ ელუათა჻ თვალი჻ არ჻ შეედგამება მუნ჻ შინა჻ მყოფთა჻ გაყრისა჻ ნდომა჻ არ჻ დაეწამება როსტან჻ ლხინობს჻ და჻ მასპინძლობს჻ დღე჻ არ჻ მოუჩანს჻ ღამება

1751. ქორწილი჻ ავთანდილისა჻ იგ჻ სხდომა჻ ოთხთა჻ მზეთასა მუნ჻ კრთომა჻ ელვაქუშისა჻ ციერთ჻ უზენე჻ ზეთასა ქალთა჻ უტურფეს჻ მნათობთა჻ ყმათა჻ უმჴნესთა჻ მჴნეთასა როსტევან჻ ფრიდონს჻ მუჴლმოყრით჻ ჴელთ჻ ღვინით჻ სავსე჻ ათასა

1752. დაიწყეს჻ მორთმა჻ პურისა჻ ლაშქართა჻ მის჻ მესავსისა ზროხა჻ და჻ ცხუარი჻ დაკლული჻ არს჻ უმრავლესი჻ მხავსისა შეიქნა჻ ძღვნობა჻ ძღუენისა჻ მათისა჻ შესამგავსისა მათ჻ ყოვლთა჻ შუქი჻ ანათობს჻ პირისა჻ მზისა჻ გავსისა

1753. იაგუნდისა჻ ჯამები჻ იყუის჻ ლალისა჻ ჭიქები კულა჻ უცხო჻ ფერთა჻ ჭურჭელთა჻ სხდის჻ უცხოუცხო჻ სიქები მის჻ ქორწილისა჻ მაქები჻ კაცი჻ ბრძენთაგან჻ იქები მჭურეტელო჻ გულსა჻ ეტყოდი჻ ნუ჻ აიხსნები჻ იქ჻ ები

1754. მუტრიბნი჻ მოდგეს჻ ყოველგნით჻ ისმოდის჻ ჴმა჻ წინწილისა შეყრით჻ ძეს჻ გორი჻ ოქროსა჻ და჻ ბადახშისა჻ თლილისა მსმელთათუის჻ წყარო჻ ღვინისა჻ ასგან჻ დის჻ მსგავსი჻ მილისა ბინდით჻ ცისკრამდის჻ სუმა჻ იყო჻ გარდაჴდა჻ ჟამი჻ დილისა

1755. არა჻ დარჩა჻ უსაბოძვრო჻ არ჻ კოჭლი჻ და჻ არ჻ საპყარი მოდიოდა჻ მარგალიტი჻ მოფანტული჻ მონაყარი გაბედითდა჻ წასაღებლად჻ ატლასი჻ და჻ ოქრო჻ მყარი სამ჻ დღე჻ იყო჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ ავთანდილის჻ ვით჻ მაყარი

1756. ხვალისად჻ მეფე჻ არაბთა჻ კვლა჻ პურობს჻ არ჻ ღაფალია ტარიელს჻ უთხრა჻ შენი჻ მზე჻ საჭურეტლად჻ სატურფალია მეფე჻ ხარ჻ ყოვლთა჻ მეფეთა჻ და჻ ეგე჻ დედოფალია ჴამს჻ ყურსა჻ გუეგდოს჻ საყურად჻ ჩუენ჻ თქუენი჻ ნატერფალია