... (H-757), 1671 წ.

1814. ცხენთა჻ ფერჴთა჻ მოეხვია჻ მუხლმოყრილი჻ შეეხვეწა მოახსენა჻ შემიბრალე჻ მისსა჻ ძალსა჻ ვინცა჻ გხუეწა ნუ჻ დამარჩენ჻ ნუ჻ მაცოცხლებ჻ და჻ წამიღონ჻ მკუდარი჻ მე჻ წა გული჻ თქუენი჻ სასაკუთრო჻ ბედმან჻ ასრე჻ დამილეწა

1815. დაიკარგენით჻ წაჰჴუედით჻ თქუენ჻ წელნი჻ მეათენია გაჴდეს჻ მფრინველნი჻ უმეფოდ჻ არწივსა჻ მოსტყდეს჻ ფრთანია ამად჻ შევმართენ჻ საქმენი჻ ჩემნი჻ საკამათენია ადრე჻ გამიტყდა჻ სოფელი჻ მართ჻ ვითა჻ კაბათენია

1816. შინა჻ წავიდეს჻ გარდაჴდეს჻ ეს჻ თურე჻ არ჻ ლაყაბია჻ რამაზ჻ ჰყავს჻ ორთა჻ დედათა჻ ყელსა჻ მანდილი჻ აბია შეშინებული჻ საბრალოდ჻ დუღდა჻ მართ჻ ვითა჻ ქუაბია შეგცოდე჻ მომკალ჻ მე჻ ხუალემ჻ რამცა჻ ვინ჻ მიასაბია

1817. ვიაჯი჻ მომკალ჻ მე჻ ხუალემ჻ ყუელაი჻ ჩემი჻ ბრალია მერმე჻ ხუთასი჻ ვაზირი჻ მყავს჻ აქათ჻ წაუვალია თავები჻ დასჭერ჻ ადინე჻ სისხლი჻ მართ჻ ვითა჻ ღუარია სპა჻ უბრალოა჻ ნუ჻ დაჰხოც჻ ამად჻ ვტირ჻ გულმხურვალია

1818. ყოვლთა჻ მისცეს჻ ზენაარი჻ მიუყარნეს჻ მუჴლნი჻ წინა ნუ჻ დაგვხოცო჻ მისსა჻ ძალსა჻ ვინცა჻ აგრე჻ დაგარჩინა ტარიელ჻ დგას჻ დაყმუნვებით჻ რამაზ჻ წინა჻ მოეფინა ღმერთი჻ ალხენს჻ შეხუეწილსა჻ არ჻ შეუნდობს჻ კაცი჻ ვინა

1819. კაცი჻ ცრემლითა჻ შეინდობს჻ თუ჻ ცოდვა჻ მისთანაც჻ არსა ვით჻ ნინეველი჻ ისხემდეს჻ თავსა჻ მტუერსა჻ და჻ ნაცარსა ამით჻ დაესჴნეს჻ რისხუასა჻ ზეცით჻ მოსრულსა჻ ნაცარსა წაღმავე჻ წაგრეხს჻ სოფელი჻ კულა჻ მისგან჻ უკუ჻ ნაცარსა

1820. ბრძენმან჻ ვინმე჻ მოსწავლემან჻ საკითხავი჻ ესე჻ ვპოვნე ესეაო჻ მამაცისა჻ მეტის჻ მეტი჻ სიგულოვნე ოდეს჻ მტერსა჻ მოერიო჻ ნუღარ჻ მოჰკლავ჻ დაიყოვნე გინდეს჻ სრული჻ მამაცობა჻ ესე჻ სიტყუა჻ დაიჴსოვნე

1821. ტარიელ჻ მოტკბა჻ ღმრთისავე჻ მსგავსად჻ იგ჻ წარმართულია აღარ჻ დაგჴოცო჻ უბრძანა჻ ძლეული჻ შიშმან჻ თუ჻ ლია჻ წაღმავე჻ წაგრეხს჻ საქმესა჻ რაცა჻ უკუღმა჻ სთულია ნაქმარი჻ მრუდი჻ ყველაი჻ აწ჻ ჩემგან჻ გამართულია

1822. თაყუანი჻ სცეს჻ და჻ დალოცეს჻ ყოველთა჻ ჴმა჻ ერთად჻ იერეს ღმერთსა჻ შევედრეს჻ ზახილით჻ სუე჻ მათი჻ გააძლიერეს თავები჻ დაჴსნეს჻ სიკუდილსა჻ სიცოცხლე჻ ამის჻ მიერეს ტარიას჻ ჴრმალნი჻ ვერ჻ დაძღეს჻ ჯერთ჻ ჴორცი჻ მოიმშიერეს

1823. ტარიას჻ ჭურეტად჻ მოსრული჻ მუშთარი჻ ახლოს჻ მჭურეტია რისხუისა჻ ცეცხლი჻ ტარიელს჻ სიტკბოთა჻ დაუშრეტია მოვიდეს჻ ნახეს჻ რამაზის჻ ლაშქარი჻ ძლივღა჻ ეტია ინდოეთს჻ ზეცით჻ სინათლე჻ ჩადგა჻ მართ჻ ვითა჻ სუეტია

1824. ერთი჻ კაცი჻ მათ჻ ლაშქართა჻ მახარობლად჻ მიუვიდა არ჻ დაგჴოცსო჻ შეგიწყალნა჻ ყუელაკაი჻ დალოცვიდა ბუკსა჻ ჰკრეს჻ და჻ იხარებდეს჻ ყველა჻ ამას჻ მოზრახვიდა მოვიდა჻ იგი჻ მოყმე჻ რომე჻ ერთი჻ ბევრსა჻ სრვიდა

1825. მოეგებნიან჻ ტარიელს჻ შორიშორ჻ უსალამიან შიგანთა჻ დროშა჻ ჰინდოთა჻ მათ჻ იცნეს჻ აალამიან ვერ჻ გამოენდვნეს჻ ინდონი჻ თქუეს჻ თუ჻ ღალატსა჻ ჰლამიან არ჻ მოელოდეს჻ ტარიელს჻ მით჻ ცრემლი჻ დაილამიან

1826. ტარიელ჻ მიდგა჻ უყივლა჻ მე჻ მოველ჻ მეფე჻ თქუენიო თანა჻ მყავს჻ ჩემი჻ მნათობი჻ პირი჻ ელვათა჻ მფენიო ჩუენ჻ მოგვცა჻ მაღლით჻ მაღალმან჻ წყალობა჻ მისი჻ ზენიო გამოდით჻ თქუენი჻ სიშორე჻ არს჻ ჩემგან჻ მოუთმენიო

1827. მაშინღა჻ იცნეს჻ ტარიელ჻ მათგან჻ მი჻ და჻ მო჻ სრბანია სრულად჻ ნათლითა჻ აივსო჻ ზღუდე჻ და჻ ბანისბანია ჴმამაღლად჻ ჴმობდეს჻ იზახდეს჻ მოგვშორდეს჻ სალმობანია აქამდის჻ რისხუამაღალმან჻ აწ჻ მოგუცა჻ წყალობანია

1828. კარნი჻ გაახუნეს჻ გამოჩნდეს჻ მოიხუნეს჻ მათ჻ კლიტენია ერთობ჻ ფლასითა჻ მოსილნი჻ მათ჻ მზეთა჻ ზედ჻ მჭურეტენია ტირან჻ ორნივე჻ ქალყმანი჻ ვარდისა჻ ბაღსა჻ ტენია ზახილით჻ თავსა჻ იგლეჯენ჻ ყორნის჻ თმა჻ ბროლსა჻ ტენია

1829. ვითა჻ გამზრდელსა჻ ჰმართებდა჻ გაზრდილი჻ აგრე჻ ხელია რომე჻ სდის჻ ცრემლი჻ თუალთაგან჻ ცეცხლთაგან჻ უფრო჻ ცხელია თავსა჻ იგლეჯს჻ და჻ იზახის჻ ტირს჻ მეტად჻ გულფიცხელია გიშრისა჻ ტევრსა჻ მოჰფოცხუდა჻ ბროლისა჻ საფოცხელია

1830. რა჻ ნახნა჻ ხასნი჻ ვაზირნი჻ ფლასითა჻ დამოსილნია კულა჻ დაიზახნა჻ ტარიელ჻ უფროსნი჻ დანაკივლნია სისხლი჻ და჻ ცრემლი჻ თუალთაგან჻ სდის჻ და჻ მიწყობით჻ მილნია მოვიდეს჻ ყელსა჻ მოეჭუდნეს჻ ვითა჻ ძმანი჻ და჻ შვილნია

1831. დიდებულნი჻ მოეხუივნეს჻ მოუზრუნვეს჻ მათ჻ ცოლქმართა ქალი჻ დაბნდა჻ მამისათვის჻ ტირილიცა჻ ვერ჻ შემართა ვარდსა჻ რტონი჻ ჩამოსცუივდეს჻ ზე჻ ვერავინ჻ წამომართა მუნა჻ კაცთა჻ ვერ჻ ვხედვიდი჻ გაცინებით჻ მოღიმართა

1832. დედოფალი჻ გამოჭრილი჻ მოვიდოდა჻ მათად჻ ნახვად უბრძანებდა჻ რად჻ ვინ჻ სტირთო჻ ესე჻ ჰქონდა჻ წყრომაზრახვად ღმერთმან჻ რისხუა჻ მოაქცია჻ წყალობისა჻ გამოსახუად გუმართებს჻ რომე჻ მადლი჻ მივსცეთ჻ აღარა჻ გუცალს჻ გლოვაახვად

1833. ტარიელ჻ ზედა჻ მოიჭდუნა჻ მხურვალთა჻ ცრემლთა჻ მდენელმან იტყუის჻ თუ჻ ცეცხლი჻ დამევსო჻ ცხელი჻ აწ჻ დამწუა჻ მე჻ ნელმან დადუმდი჻ სული჻ დაიღე჻ ჩემგან჻ ამისმან჻ მსმენელმან თქუენი჻ სიცოცხლე჻ მალხინა჻ ღმერთმან჻ ობოლთა჻ მლხენელმან