... (H-757), 1671 წ.

1853. სრულნი჻ ჰინდონი჻ ავთანდილს჻ და჻ ფრიდონს჻ ღ~თად჻ ხადოდიან თქუენგან჻ გუჭირს჻ კარგი჻ ყველაი჻ მართ჻ ამას჻ მოიტყოდიან ვითა჻ პატრონსა჻ სჭურეტდიან჻ რაც჻ სწადდის჻ მას჻ იქმოდიან სადარბაზობლად჻ ნიადაგ჻ მათ჻ წინა჻ მოვიდოდიან

1854. ტარიელ჻ რამაზ჻ მეფესა჻ უბოძა჻ საბოძვარია უბრძანა჻ ხარკსა჻ მოგუცემდი჻ მართ჻ ვითა჻ შენი჻ გვარია მან჻ თაყუანისცა჻ პირისა჻ ქუე჻ მდაბლად჻ დამდებარია წავიდა჻ მისი჻ მლოცველი჻ არ჻ ომთა჻ მომკვეხარია

1855. ჰინდოთ჻ მეფე჻ უბრძანებდა჻ ასმათს჻ მისსა჻ შეკდომილსა რაცა჻ შენ჻ ჰქენ჻ არ჻ უქმნია჻ არ჻ გამზრდელსა჻ არცა჻ ზრდილსა აწ჻ ჰინდოეთს჻ სამეფოსა჻ მეშვიდესა჻ ერთსა჻ წილსა ზედა჻ დაგსუამ჻ შენი჻ იყოს჻ გუმსახურებდი჻ ტკბილი჻ ტკბილსა

1856. ვინცა჻ გწადდეს჻ ქმრად჻ შეირთე჻ სამეფოსა჻ ეპატრონე მუნიდაღმა჻ გუმსახურებდი჻ თავი჻ შენი჻ დაგუამონე ასმათ჻ ფერჴნი჻ გარდუკოცნა჻ შენგან჻ არის჻ ჩემი჻ ღონე მონობისა჻ უკეთესი჻ რამც჻ ვიშოვნე჻ რამც჻ ვიქონე

1857. ერთგან჻ სამთავე჻ ძმობილთა჻ დაყვნეს჻ ცოტანი჻ დღენია თამაშობდიან჻ უსახო჻ მოუდიოდეს჻ ძღუენია რა჻ მარგალიტი჻ ღარიბი჻ რა჻ უკეთესი჻ ცხენია მაგრა჻ ავთანდილს჻ სურვილმან჻ დაღრეჯა჻ დააჩენია

1858. ტარიელ჻ ცნა჻ ამა჻ ყმასა჻ ცოლისათუის჻ მოესურვა უბრძანებდა჻ გული჻ შენი჻ ვიცი჻ ამად჻ მომემდურვა აწ჻ ვაგლახ჻ მენ჻ ჭირი჻ შენი჻ გონებამან჻ შუიდი჻ თუ჻ რვა მოგშორდები჻ საწუთრომან჻ ლხინი჻ ასრე჻ დამიშურვა

1859. კულა჻ ფრიდონცა჻ დაეთხოვა჻ წავიდეო჻ სახლსა჻ ჩემსა ზედაზედა჻ დავსტკეპნიდე჻ დარბაზსა჻ და჻ ამა჻ თემსა სამსახურსა჻ მიბრძანებდი჻ უხუცესი჻ ვითა჻ მრწემსა თქუენთუის჻ ასრე჻ მომსურდების჻ წყაროსათვის჻ ვით჻ ირემსა

1860. მასცა჻ უბოძა჻ ფარმანი჻ წა჻ სახლი჻ მოიარეო მე჻ ნუ჻ გამწირავ჻ მიახლე჻ ადრე჻ მობრუნდი჻ გარეო ავთანდილს჻ უთხრა჻ უშენოდ჻ რამცაღა჻ გავიხარეო რადგან჻ ისწრაფი჻ რაღა჻ ვქმნა჻ მიგელის჻ ლომსა჻ მთუარეო

1861. როსტანისთუის჻ წაატანა჻ საძღვნოდ჻ ტურფა჻ ჯუბაჩები კულა჻ ჭურჭელი჻ თუალთა჻ თლილთა჻ არ჻ კოვზები჻ არ჻ ჩამჩები ჩემაგიერ჻ მიუტანე჻ წაო჻ ნურას჻ მეურჩები ავთანდილ჻ თქუა჻ არა჻ ვიცი჻ მე჻ უშენოდ჻ ვით჻ დავრჩები

1862. ქალსა჻ ქალმან჻ გაუგზავნა჻ ყაბაჩა჻ და჻ ერთი჻ რიდე რომე჻ ჩაცმადაბურვასა჻ ვინ჻ ღირს჻ იყო჻ მათგან჻ კიდე ერთი჻ თუალი჻ წამღებელმან჻ ვერა჻ თქუას჻ თუ჻ ცუდად჻ ვზიდე჻ ღამე჻ მზეებრ჻ გაანათლოს჻ ჩნდის჻ სადაცა჻ შეხედვიდე

1863. ავთანდილ჻ შეჯდა჻ წავიდა჻ ტარიას჻ გაესალამა იგი჻ ორნივე჻ გაყრისა჻ დაწუნა჻ ცეხლისა჻ ალამა სრულად჻ ინდონი჻ მისტირან჻ ცრემლმან჻ მინდორი჻ დალამა ავთანდილ჻ იტყუის჻ მომკლაო჻ სოფლისა჻ მე჻ სამსალამა

1864. ერთგან჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ იარნეს჻ დღენი჻ მცირენი გზამან჻ გაჰყარნა჻ წავიდეს჻ თავისთავ჻ ანატირენი კარგად჻ მოუჴდეს჻ მათ჻ მათნი჻ საქმენი჻ დანაპირენი ავთანდილ჻ მიჰჴდა჻ არაბეთს჻ ნახნა჻ არ჻ ცუდნი჻ ჭირენი

1865. გამოეგებნეს჻ არაბნი჻ სამეფო჻ დააშვენა჻ მან ნახა჻ მზე჻ მისი჻ მირიდა჻ მისთა჻ სურვილთა჻ წყენამან მის჻ თანა჻ ტახტსა჻ დავეჯდა჻ ილხინა჻ მჭურეტთა჻ ლხენამან გააჴელმწიფა჻ გუირგუინი჻ ზეცით჻ მოსრულმან჻ ზენამან

1866. მათ჻ სამთავე჻ ჴელმწიფეთა჻ ერთმანერთი჻ არა჻ სძულდეს ერთმანერთსა჻ ნახვიდიან჻ საწადელნი჻ გაუსრულდეს ბრძანებისა჻ შემცილენი჻ მათთა჻ ჴრმალთა჻ დავეწყლულდეს მოიმატეს჻ სამეფონი჻ გაჴელმწიფდეს჻ გამორჭმულდეს

1867. ფრიდონცა჻ ესვა჻ მოყუარედ჻ მათ჻ წინა჻ მიიყუანიან ერთმანერთისა჻ მეშუელთა჻ მებრძოლნი჻ იმაჯანიან მათთა჻ ურჩთა჻ და჻ შემკადრთა჻ მიწები჻ ააკუანიან ორგულთა჻ მკლავნი჻ შემუსრნეს჻ ერთგულნი჻ აგულვანიან

1868. ყოვლთა჻ სწორად჻ წყალობასა჻ ვითა჻ თოვლსა჻ მოათოვდეს ობოლ჻ ქურივნი჻ დაამდიდრნეს჻ და჻ გლახაკნი჻ არ჻ ითხოვდეს ავის჻ მქმნელნი჻ დააშინნეს჻ კრავნი჻ ცხუართა჻ ვერა჻ სწოვდეს შიგა჻ მათთა჻ საბრძანისთა჻ თხა჻ და჻ მგელი჻ ერთად჻ სძოვდეს

ხვარაზმთა მეფისაგან ტარიელის ავადყოფის ცნობა და შიგა ჩამოდგომა჻

1869. საწუთროო჻ უხანაო჻ სიმუხთლისა჻ სენი჻ გჭირსა უწინ჻ ცათა჻ აყუანილსა჻ ჩააგდებვე჻ დიდსა჻ ჭირსა გააყუითლებ჻ ქარვის჻ ფერად჻ პირველ჻ ლალსა჻ განაჭვირსა კარგად჻ ვერვინ჻ ვერა჻ ნახავს჻ ხანგრძლად჻ შენგან჻ დანაჭირსა

1870. ესე჻ ამბავი჻ ნარჩომი჻ მათ჻ ლომთა჻ მორჭმით჻ მგონეთა჻ გალექსვა჻ აკლდა჻ ხუარაზმთა჻ მეტად჻ ვერ჻ მოვიგონეთა჻ ძნელია჻ პოვნა჻ გული჻ ჰკრთა჻ დავვარდი჻ დავეღონეთა჻ კულავე჻ ვთქუით჻ ლექსი჻ გავმერთე჻ მოსმენით჻ გაიგონეთა

1871. აწ჻ გონიერნო჻ სიტყვანი჻ თქუენ჻ ჩემნი჻ შეიწყნარენით჻ ძველნი჻ ნარჩმნი჻ ამბავნი჻ ლექსად჻ ვთქუენ჻ გაიხარენით სარგის჻ დაურჩა჻ უთქმელად჻ მას჻ ესე჻ დავაბარენით ლექსნი჻ მიქენით჻ ამისთუის჻ ენანი჻ მომახმარენით