... (H-757), 1671 წ.

1622. სამასისა჻ კაცისაგან჻ ასსამოცი჻ შეჰყოლოდა ფრიდონს჻ უმძიმს჻ სპათა჻ მისთა჻ მაგრა჻ ცალკერძ჻ უხაროდა მონახეს჻ და჻ არ჻ აცოცხლეს჻ რაცა჻ მბრძოლი჻ დარჩომოდა რომე჻ პოვნეს჻ საჭურჭლენი჻ აწმცა჻ თუალვა჻ ვით჻ ითქუმოდა

1623. მოკრიფეს჻ ჯორი჻ აქლემი჻ რაცა჻ ვით჻ პოვეს჻ მალები სამიათასსა჻ აჰკიდეს჻ მარგალიტი჻ და჻ თუალები თუალი჻ ყველაი჻ დათლილი჻ იაგუნდი჻ და჻ ლალები იგი჻ მზე჻ შესუეს჻ კუბოსა჻ არს჻ მათგან჻ განაკრძალები

1624. სამოცი჻ კაცი჻ დააგდეს჻ ქაჯეთს჻ ციხისა჻ მცველია წამოიყვანეს჻ იგი჻ მზე჻ მათიღა჻ წაგურა჻ ძნელია ზღუათა჻ ქალაქსა჻ დაჰმართეს჻ თუცა჻ გზა჻ მუნით჻ გრძელია თქუეს჻ ფატმან჻ ვნახოთ჻ მუქაფა჻ გუაც჻ მისი჻ გარდუხდელია

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა ნესტან დარეჯანითურთ჻

1625. ზღუათა჻ მეფესა჻ წინაშე჻ გაგზავნა჻ მახარობელი შესთვალა჻ მოვალ჻ ტარიელ჻ მტერთა჻ მძლე჻ მოსრვით჻ მსპობელი ქაჯეთით჻ მომყავს჻ ჩემი჻ მზე჻ ჩემი჻ ლახუართა჻ მსობელი მწადიან჻ გნახნე჻ პატივით჻ ვითა჻ მამა჻ და჻ მშობელი

1626. აწ჻ მე჻ მაქუს჻ ქაჯთა჻ ქუეყანა჻ და჻ მათი჻ დანადებია მეფეო჻ კარგი჻ ყუელაი჻ მე჻ თქუენგან჻ წამკიდებია ფატმანს჻ უხსნია჻ ჩემი჻ მზე჻ სდედებია჻ და჻ სდებია ამისად჻ მუქფად჻ რა჻ გიძღუნა჻ მძულს჻ ცუდი჻ ნაქადებია

1627. მოდი჻ გუნახენ჻ გავიარდეთ჻ ქუეყანასა჻ შენსა჻ ვირე სრულად჻ ქაჯთა჻ სამეფოსა჻ გიძღუნი჻ ჩემგან჻ შეიწირე კაცნი჻ შენნი჻ შეაყენენ჻ ციხე჻ მაგრად჻ დაიჭირე მე჻ ვისწრაფი჻ ვერა჻ გნახავ჻ შენ჻ წამოდი჻ ჩემ჻ კერძ჻ ირე

1628. თქუენ჻ უბრძანე჻ ჩემმაგიერ჻ უსენს჻ ქმარსა჻ ფატმანისსა გამოგზავნოს჻ იამების჻ ნახუა჻ მისი჻ ჴსნილსა჻ მისსა მისგან჻ კიდე჻ ინატრიდა჻ ჭურეტასამცა჻ სხვადღა჻ ვისსა ვინ჻ მზესაცა჻ უნათლეა჻ ასრე჻ ვითა჻ ბროლი჻ ფისსა

1629. რა჻ კაცი჻ ტარიელისა჻ ესტუმრა჻ ზღუათა჻ მფლობელსა჻ წესია჻ გული჻ გაჰკრთების჻ ამბავსა჻ გასაკრთომელსა჻ მისცა჻ მადლი჻ და჻ დიდება჻ ღმერთსა჻ მართლისა჻ მბრჭობელსა მაშინვე჻ შეჯდა჻ არ჻ უნდა჻ მისულა჻ სხუასაღა჻ მხმობელსა

1630. ბარგი჻ აჰკიდა჻ გააგო჻ ქმნა჻ ქორწილისა჻ მათისა მას჻ მოაქუს჻ რიცხვი჻ ტურფათა჻ არს჻ სიდიადე჻ სათისა ფატმან჻ ჰყავს჻ თანა჻ იარა჻ სავალი჻ დღისა჻ ათისა უხარის჻ ნახუა჻ ლომისა჻ და჻ მზისა჻ ჴმელთა჻ მნათისა

1631. შორს჻ გაეგებნეს჻ სამნივე჻ დიდსა჻ მეფესა჻ ზღუათასა გარდახდეს჻ მდაბლად჻ აკოცეს჻ გარესწყდეს჻ ჯარსა჻ სპათასა შეასხეს჻ ქება჻ ტარიელს჻ მან჻ მადლი჻ გაუათასა ქალი჻ რა჻ ნახეს჻ სტრფიალობს჻ შუქსა჻ მას჻ ბროლბაკმათასა

1632. ფატმან჻ ხათუნს჻ მისსა჻ მჭურეტსა჻ ედებოდა჻ ცეცხლი჻ ნელი მოეხვია჻ გარდუკოცნა჻ ჴელი჻ ფერხი჻ პირი჻ ყელი იტყუის჻ ღმერთო჻ რა჻ გმსახურო჻ გამინათლდა჻ რათგან჻ ბნელი ვცან჻ სიმოკლე჻ ბოროტისა჻ კეთილია჻ შენი჻ გრძელი

1633. ქალი჻ ფატმანს჻ ეხუეოდა჻ ტკბილად჻ იტყუის჻ არგამწყრალი ღმერთმან჻ გული჻ განმინათლა჻ გახეთქილი჻ გაცამწკრალი აწ჻ აგრე჻ ვარ჻ გავსებული჻ წინას჻ ვიყავ჻ ვითა჻ მცხრალი მზემან჻ შუქნი჻ შემომადგნა჻ ვარდივით჻ ვჩან჻ არდამზრალი

1634. ზღუათა჻ მეფე჻ გარდაიხდის჻ მუნ჻ ქორწილსა჻ მეტად჻ დიდსა ქაჯეთიცა჻ დაუმადლა჻ არ჻ გაუშვა჻ დღესა჻ შუიდსა უხვად჻ გასცემს჻ საბოძვარსა჻ საჭურჭლესა჻ ანაკიდსა პერპერასა჻ დაპანტულსა჻ ზედა჻ ცუეთდეს჻ ვითა჻ ჴიდსა

1635. მუნ჻ იდვის჻ გორი჻ ლარისა჻ სტავრისა჻ და჻ ატლასისა ტარიელს჻ უძღუნა჻ გუირგუინი჻ ვერ჻ დანადები჻ ფასისა იაგუნდისა჻ მრთელისა჻ ყვითლისა჻ მეტად჻ ხასისა კულა჻ ერთი჻ ტახტი჻ ოქროსი჻ წითლისა჻ მართ჻ ახლითა

1636. ნესტანდარეჯანს჻ ყაბაჩა჻ უძღუნა჻ შემკული჻ თუალითა იაგუნდითა჻ წითლითა჻ ბადახჩითა჻ და჻ ლალითა დასხდეს჻ ორნივე჻ ქალყმანი჻ პირითა჻ ელვამკრთალითა მათნი჻ მჭურეტელნი჻ დაიწუნეს჻ ცეცხლითა჻ მართ჻ ახალითა

1637. ავთანდილს჻ და჻ ფრიდონს჻ უძღუნა჻ უსაზომო჻ დიდი჻ ძღუენი ძუირფასისა჻ უნაგირი჻ უკეთესი჻ თუითო჻ ცხენი თუითო჻ კაბა჻ თუალიანი჻ უცხო჻ ფერთა჻ შუქთა჻ მფენი მოახსენეს჻ მადლი჻ რა჻ ვთქვათ჻ სვიანმცაა჻ დავლა჻ თქუენი

1638. ტარიელ჻ მადლსა჻ გარდიჴდის჻ ტურფა჻ სიტყუითა჻ ენითა დიდად჻ ვიამე჻ მეფეო჻ პირველ჻ ნახუითა჻ თქუენითა მერმე჻ აგუავსენ჻ მრავლითა჻ ტურფა჻ ფერითა჻ ძღუენითა ვიცი჻ შორიშორ჻ არჩავლა჻ ჩუენ჻ თქუენი჻ კარგად჻ ვქენითა

1639. ზღუათა჻ მეფე჻ მოახსენებს჻ ჴელმწიფეო჻ ლომო჻ ქუელო მოახლეთა჻ სიცოცხლეო჻ ვერ჻ მჭურეტელთა჻ შორით჻ მკლუელო მსგავსი჻ თქუენი჻ რამცა჻ მეძღუნა჻ შუენიერო჻ სანახველო რა჻ მოგშორდე჻ რა჻ მერგების჻ საჭურეტელად჻ სასურველო

1640. ტარელ჻ ფატმანს჻ უბრძანა჻ მე჻ თავი჻ შენი჻ მიდია დავ჻ გული჻ შენი჻ ჩემზედა჻ გარდაუხდელი჻ დიდია აწ჻ რაცა჻ ქაჯთა჻ საჭურჭლე჻ ქაჯეთით჻ ამიკიდია მომიცემია჻ წაიღე჻ არ჻ კიდე჻ მომიყიდია