... (H-757), 1671 წ.

1795. ტარიელ჻ მოსთქუამს჻ გამზრდელო჻ ჰა჻ ჰა჻ რა჻ საქმე჻ მსმენია მიკუირს჻ თუ჻ მზეღა჻ რად჻ ჰნათობს჻ რად჻ არა჻ დაუჩენია მზე჻ მოჰკუე჻ ყოვლთა჻ სულდგმულთა჻ სოფელი჻ აღარ჻ შენია ღმერთსა჻ მოჰმადლე჻ შემინდევ჻ რაცა჻ შენ჻ ჩემგან჻ გწყენია

1796. მაშინ჻ გაჰჴდეს჻ ყველაკანი჻ მტირალად჻ და჻ ცრემლთა჻ მღურელად დიდი჻ ხანი჻ მოიტირეს჻ თავისთავის჻ გაუყრელად ავთანდილ჻ და჻ ფრიდონ჻ ტირან჻ გულსადაგად჻ არ჻ თუ჻ ჭრელად მაგრა჻ ექმნნეს჻ სულსა჻ მღებელ჻ კათოლიკოს჻ მაწყუერელად

1797. ზე჻ ადგეს჻ და჻ მოახსენეს჻ ჰე჻ მნათობნო჻ ცისა჻ მზენო დასთმეთ჻ გული჻ დაიწყნარეთ჻ ქენით჻ რაცა჻ მოგახსენო იგი჻ ღმერთმან჻ გაამაღლა჻ ვითა჻ ორბი჻ მისნო჻ ფრთენო აქ჻ ყოფნა჻ არა჻ გუმართებს჻ არცაღა჻ გუცალს჻ გლოვად჻ ჩუენო

1798. მადლი჻ უბრძანეს჻ აწუივნეს჻ ქუე჻ დასხეს჻ ზე჻ ადგომილნი მუნვე჻ დგეს჻ იგი჻ ვაჭარნი჻ პირსა჻ ფერჰაერ჻ კრთომილნი გაკუირვებულნი჻ საბრალოდ჻ მართ჻ ვერას჻ ვერ჻ მიხდომილნი ებრძანა჻ ძმაო჻ რა჻ გიკუირს჻ ჩუენ჻ იგი჻ ვართ჻ წაჴდომილნი

1799. კულა჻ უბრძანებდეს჻ გუიამბეთ჻ ამბავი჻ დანარჩომია მათ჻ მოახსენეს჻ პატრონო჻ ჰინდოეთს჻ დიდი჻ ომია მოსულა჻ ხათა჻ ლაშქარი჻ ქალაქსა჻ შემოსდგომია რამაზ჻ არს჻ ვინმე჻ ჴელმწიფე჻ მათად჻ პატრონად჻ მჯდომია

1800. ჯერთ჻ დედოფალი჻ ცოცხალა჻ მკუდართაგან჻ უფრო჻ მკუდარია იბრძუის჻ ლაშქარი჻ ჰინდოთა჻ თუც჻ იმედგარდამწყდარია გარეთ჻ ციხენი჻ წაუხვმან჻ ყუელაი჻ გარდამჴდარია მზეო჻ თქუენ჻ შუქნი჻ მიჰფინეთ჻ ჰაი჻ რა჻ ავი჻ დარია

1801. მუნა჻ მყოფსა჻ ყუელაკასა჻ შეეკერა჻ ჩუენცა჻ შავი რამაზს჻ წინა჻ გამოვედით჻ მისრულად჻ ვთქვით჻ ჩვენი჻ თავი მეფე჻ ჩუენი჻ დიდი჻ არის჻ მათ჻ ეწადა჻ მისი჻ ზავი გამოგუიშვა჻ წაედითო჻ არა჻ გუიყო჻ ყოლა჻ ავი

1802. რა჻ ტარიელს჻ ესე჻ ესმა჻ მეტად჻ ფიცხლად჻ აიყარა ეჯი჻ სამდღე჻ წასავალი჻ ერთსა჻ დღესა჻ წაიარა დროშა჻ მისი჻ აიმართა჻ წინა჻ არა჻ მოიფარა აწ჻ ნახე჻ თუ჻ გოლიათი჻ გული჻ ვითა჻ ამაგარა

ტარიელისაგან ჰინდოეთს მისვლა და ხატაელთ დამორჩილება჻

1803. ჰინდოეთს჻ ზედა჻ წაადგა჻ მუნ჻ მთა჻ და჻ დიდი჻ ქედია აჩნდა჻ ლაშქარი჻ უსახო჻ მესაკუირველა჻ ჰე჻ დია ტარიელ჻ ბრძანა჻ მოყმენო჻ აწ჻ თქუენგან჻ რა჻ იმედია ადრე჻ მოვიცლი჻ ჩემთაგან჻ ღმერთი჻ და჻ ჩემი჻ ბედია

1804. იმა჻ ლაშქართა჻ უნახვან჻ კულავ჻ ჴრმალთა჻ ჩემითა჻ კუეთანი ერთხელ჻ შემებნეს჻ დავჰჴოცენ჻ შევქნენ჻ აბჯართა჻ ფეთანი ავთანდილ჻ ჰკადრა჻ რად჻ უნდა჻ თქმანი჻ სიტყუათა჻ მძლეთანი მართ჻ ვითა჻ მტუერთა჻ წავიხუამთ჻ მიხუდეს჻ ფერჴითა჻ ჩუეთანი

1805. დაეკაზმნეს჻ საომარად჻ გაამაყდეს჻ გაჩაუქდეს ცხენთა჻ შესხდეს჻ უკეთესთა჻ საჴედარნი჻ ასუბუქდეს ერთმანერთსა჻ აჯობინეს჻ მჭურეტელთაგან჻ არ჻ გაუქდეს იგი჻ ქედი჻ ჩაიქროლეს჻ ბუქისაცა჻ უფრო჻ ბუქდეს

1806. წინ჻ მავალნი჻ დარაჯათა჻ მათთა჻ ზედა჻ გარდეკიდეს ტარიასთა჻ გააქცივნეს჻ მიეწივნეს჻ ჩამოჰყრიდეს მოაგებნეს჻ მჴარდაკრულნი჻ მათ჻ წინაშე჻ მოასხმიდეს აიზიდნეს჻ ვისნი჻ ხართო჻ ჰკითხეს჻ ხანსა჻ დარეზმიდეს

1807. მათ჻ მოახსენეს჻ მეფეო჻ ჩუენ჻ ცუდად჻ დაღორებულნი რამაზის჻ ჴელმწიფისანი჻ აქა჻ დარაჯად჻ რებულნი უბრძანა჻ წადით჻ რეგუენნო჻ თქუენ჻ ჩუენგან჻ გაფიცხებულნი აცნობეთ჻ თქუენსა჻ პატრონსა჻ მოვლენ჻ გულითა჻ ქებულნი

1808. უთხარით჻ ბრძანებს჻ ტარიელ჻ მეფე჻ ლაღი჻ და჻ ჯანია იგი჻ ჴელმწიფე჻ მაღალი჻ მებრძოლთა჻ მემაჯანია ჩემსა჻ ამბავსა჻ გაცნევენ჻ შენნივე჻ დარაჯანია შიში჻ ვერ჻ გიხსნის჻ სიკუდილსა჻ ცუდნიღა჻ დაღრეჯანია

1809. დია჻ დიდთა჻ დამაჯნება჻ უშმაგომან჻ ვით჻ გააგო ჰინდოეთსა჻ ვით჻ მოადეგ჻ შმაგთაგანცა჻ უფრო჻ შმაგო აჰა჻ მოველ჻ იგი჻ ცეცხლი჻ რომე჻ სრულად჻ ამოგდაგო ჴრმალი჻ ჩემი჻ მოლესული჻ შენს჻ ზედა჻ დავაბლაგო

1810. აწ჻ დაემზადე჻ მოპარვა჻ მე჻ თქუენი჻ არა჻ მწადიან შემები჻ რაზმი჻ გარდმაწყევ჻ წინასვე჻ გამიცხადიან პირბოზო჻ ჩემი჻ მორევნა჻ რა჻ დია჻ დაგიქადიან მე჻ ჩაბალახათ჻ გაჴმარნე჻ რაცა჻ გიმუზარადიან

1811. დარაჯანი჻ წავიდეს჻ და჻ ერთმანერთსა჻ მიუსწრობდეს რამაზს჻ უთხრეს჻ ყუელაკაი჻ დამალვასა჻ ვერა჻ ჰსთმობდეს მოვიდაო჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ ლაშქარნიცა჻ კარგნი჻ ჰყმობდეს ვინცა჻ ვითა჻ გარდეხუეწოს჻ იგი჻ ერთი჻ ორთა჻ სჯობდეს

1812. ჰინდოთა჻ დროშა჻ ტარიელს჻ აქუს჻ და჻ ალამი჻ უბია დროშა჻ არაბთა჻ მეფისა჻ მასსა჻ თანავე჻ ჰყუდია არაბთა჻ იცის჻ ყუელამან჻ მათი჻ აბჯარი჻ შუბია ფრიდონმზე჻ მოყმე჻ რომელმან჻ შექნა჻ სისხლისა჻ გუბია

1813. ცოტაი჻ წავლეს჻ გმოჩნდა჻ ხუთასი჻ ცხენოსანანი შეტეობასა჻ ჰლამობდეს჻ ყმანი჻ არაბთა჻ თანანი ტარიელ჻ გაწყრა჻ ნუ჻ იქთო჻ მისცა჻ სიტყვისა჻ ნანანი მოვიდეს჻ აჩნდა჻ უაბჯროდ჻ არცა჻ თუ჻ ჰქონდა჻ დანანი