... (H-757), 1671 წ.

1718. მეფეო჻ თავი჻ მემცრობის჻ მე჻ მისად჻ მოსახსენებლად მაგრა჻ მოსრული჻ თქუენს჻ წინა჻ ვარ჻ შემოხუეწლად჻ ქენებლად თუით჻ იგი჻ იაჯს჻ რომელიც჻ ჩანს჻ მზეებრ჻ შუქთა჻ მფენებლად ვინ჻ არის჻ ჩემად჻ სინათლედ჻ და჻ ჩემად჻ გამათენებლად

1719. აწ჻ ამას჻ გკადრებთ჻ ორნივე჻ ხუეწით჻ და჻ შემუდარებით ავთანდილ჻ დამდვა჻ წამალი჻ მისგან჻ თავისა჻ დადებით დაჰვიწყდეს჻ რომე჻ პატიჟნი჻ სჭირდეს჻ ჩუენთავე჻ დარებით არ჻ გაწყენ჻ გრძელი჻ ამბავი჻ არს჻ ჩუენგან჻ მიუმხვდარებით

1720. თქუენთა჻ უყვარს჻ ერთმანერთი჻ ქალი჻ მას჻ და჻ იგი჻ ქალსა მით჻ ვიგონებ჻ საბრალოსა჻ მტირალსა჻ და჻ ფერნამკრთალსა მუჴლმოყრილი჻ გიაჯები჻ ნუღარ჻ აწვევ჻ იმათ჻ ალსა რომე჻ მისცეთ჻ ქალი჻ შენი჻ მკლავმაგარსა჻ გულფიქალსა

1721. ამის჻ მეტსა჻ არას჻ გკადრებ჻ არ჻ მოკლესა჻ არცა჻ გრძელსა ამოიღო჻ ჴელმანდილი჻ მოინასკუა჻ იგი჻ ყელსა ადგა჻ მუხლნი჻ მიუყარნა჻ იაჯების჻ ვითა჻ მზრდელსა გაუკვირდა჻ ყოვლსა჻ კაცსა჻ მის჻ ამბისა჻ მომსმენელსა

1722. რა჻ ტარიელ჻ მუჴლმოყრილი჻ ნახა჻ მეფე჻ შეუზარდა შორს჻ უკუდგა჻ თაყუანისსცა჻ ქვე჻ მიწამდის჻ დაუვარდა მოახსენა჻ ჴელმწიფეო჻ ლხინი჻ ყოვლი჻ გაუქარდა თქუენმან჻ აგრე჻ სიმდაბლემან჻ ნახუა჻ თქუენი჻ ჩამადარდა

1723. ვით჻ ეგების჻ რაცა჻ გწადდეს჻ რომე჻ კაცი჻ არ჻ მოგთმინდეს ანუ჻ მშურდეს჻ ქალი჻ ჩემი჻ საკლავად჻ და჻ ტყვედცა჻ გინდეს გებრძანამცა჻ სახლით჻ თქუენით჻ ცრემლი჻ არცა჻ მაშინ჻ მდინდეს სხვა჻ მისებრი჻ ვერა჻ პოვოს჻ ცათამდისცა჻ გაცაფრინდეს

1724. მე჻ სიძესა჻ ავთანდილის჻ უკეთესსა჻ ვჰპოვებ჻ ვერა თუით჻ მეფობა჻ ქალსა჻ ჩემსა჻ მივეც჻ აქვს჻ და჻ მას჻ ეფერა ვარდი჻ ახლად჻ იფურჩნების჻ მე჻ ყუავილი჻ დამებერა რამცა჻ ვჰკადრე჻ შეცილება჻ რასაც჻ ოდენ჻ იგი჻ ჯერა

1725. თუ჻ შეგერთო჻ ერთი჻ მონა჻ თქუენთვის჻ არცა჻ მაშინ჻ მშურდა ვინმცა჻ გკადრა჻ შეცილება჻ უშმაგომცა჻ ვით჻ მოგმდურდა თუ჻ ავთანდილ჻ არ჻ მიყუარდა჻ ასრე჻ მისთუის჻ რად჻ მომსურდა დია჻ ღმერთოწინაშე჻ ვარ჻ ესე჻ ჩემგან჻ დადასტურდა

1726. რა჻ ტარიელ჻ მეფისაგან჻ ესე჻ სიტყუა჻ მოისმინა დადრკა჻ მდაბლად჻ ეთაყვანა჻ პირსა჻ ზედან჻ დაეფინა კულა჻ მეფემან჻ თაყუანისცა჻ წამორევლო჻ წადგა჻ წინა ერთმანერთი჻ მოიმადლეს჻ მათ჻ ერთსაცა჻ არ჻ ეწყინა

1727. ტარიელ჻ ფრიდონ჻ გაგზავნა჻ მის჻ ყმისა჻ მოსაყვანელად შესთუალამოდი჻ გიბრძანებს჻ იგი჻ შენ჻ ვისად჻ სჩანს჻ ელად ჭირნი჻ გარდახდეს჻ მოგაკლდა჻ ცრემლი჻ ღაწუისა჻ მბანელად ნუღარ჻ ეშიშვი჻ საჴუმილსა჻ შენი჻ დამწველია჻ ნელად

1728. ფრიდონ჻ შეჯდა჻ ავთანდილის჻ მახარობლად჻ გაექანა჻ ესდენ჻ დიდი჻ სიხარული჻ გაეხარნენ჻ მასმცა჻ განა჻ წავიდა჻ და჻ წამოუძღუა჻ მოიყუანა჻ მოჰყუა჻ თანა მაგრა჻ ირცხუის჻ მეფისაგან჻ შუქი჻ ბნელად჻ მოევანა

1729. მეფე჻ ადგამოეგება჻ ყმა჻ გარდაჴდა჻ რა჻ მივიდა ხელთა჻ ჰქონდა჻ ჴელმანდილი჻ პირსა჻ მითა჻ იფარვიდა მზე჻ ღრუბელსა჻ მოჰფარვოდა჻ ქუშდებოდა჻ ვარდსა჻ ზრვიდა მაგრა჻ მისსა჻ შუენებასა჻ რამცა჻ ვითა჻ დაფარვიდა

1730. მეფე჻ კოცნასა჻ ჰლამობდა჻ აღარა჻ ცრემლნი჻ სდენიან ავთანდილ჻ ფერჴთა჻ ეხუევის჻ შუქნი჻ ქუე჻ დაუფენიან უბრძანა჻ ადეგ჻ ნუ჻ ირცხუი჻ შენ჻ ზნენი჻ გამოგჩენიან რადგან჻ მერჩიო჻ ნუ჻ მერცხუი჻ გაე჻ რასაღა჻ გრცხუენიან

1731. მოეხუია჻ გარდაჰკოცნა჻ მან჻ პირისა჻ არემარე დამივსეო჻ ცეცხლი჻ ცხელი჻ მაგრა჻ წყალი჻ არე჻ მარე ვინ჻ გიშერი჻ დააჯოგა჻ და჻ წამწმისა჻ არემა჻ რე გუალე჻ შეგყრი჻ ლომო჻ მზესა჻ თავი჻ მისკენ჻ არე჻ მარე

1732. მეფე჻ ყელსა჻ ეხუეოდა჻ მას჻ ლომსა჻ და჻ ვითა჻ გმირსა ახლოს჻ უზის჻ ეუბნების჻ აკოცებს჻ და჻ უჭვრეტს჻ პირსა იგი჻ მზეა჻ ჴელმწიფობა჻ ასრე჻ მიხუდა჻ ვითა჻ ღირსა მაშინღაა჻ ლხინი჻ ამო჻ არის჻ რა჻ გარდიჴდის჻ კაცი჻ ჭირსა

1733. ყმა჻ მეფესა჻ მოახსენებს჻ მიკუირს჻ სხუასა჻ რად჻ რას჻ ბრძანებ რად჻ არ჻ გინდა჻ ნახუა჻ მზისა჻ ანუ჻ რადღა჻ აგუიანებ მიეგებვი჻ მხიარული჻ სახლსა჻ თქუენსა჻ მოიყვანებ შემოიმოს჻ შუქთა჻ მისთა჻ ნათლად჻ გარე჻ მოივანებ

1734. ტარიელსცა჻ მოახსენა჻ შესხდეს჻ ქალსა჻ მიეგებნეს მათ჻ სამთავე჻ გოლიათთა჻ მზისა჻ ფერად჻ ღაწუნი჻ ღებნეს მიხუდეს჻ მათსა჻ საწადელსა჻ იგი჻ პოვეს჻ რაცა჻ ძებნეს ჴელი჻ ჰჴადეს჻ ჴრმალთა჻ მათთა჻ არა჻ ცუდად჻ წელთა჻ ებნეს

1735. მეფემან჻ ქალს჻ უსალამა჻ მან჻ შორით჻ გარდახდომილმან დაუყუნა჻ თუალნი჻ ელვამან჻ მისთა჻ ღაწუთაგან჻ კრთომილმან გამოეგება჻ აკოცა჻ კუბოსა჻ შიგან჻ მჯდომილმან დაუწყო჻ ქება჻ მეფემან჻ თუით჻ ვერას჻ ვერმიხვდომილმან

1736. ეტყვის჻ მზეო჻ ვითა჻ გაქო჻ ნათელო჻ და჻ დარიანო შენთუის჻ ხელნი჻ გონებანი჻ არა჻ ცუდად჻ არიანო მზიანო჻ და჻ მთუარიანო჻ ეტლად჻ რაო჻ და჻ რიანო თქუენ჻ საჭურეტლად჻ აღარ჻ მინდით჻ არ჻ ვარდნო჻ და჻ არ჻ იანო

1737. გაჰკუირდეს჻ ყოვლნი჻ მხედველნი჻ მისთა჻ ელვათა჻ ფენასა ვით჻ მზემან჻ დაყუნა჻ მჭურეტელთა჻ თუალნი჻ ნათლისა჻ ჩენასა მისგან჻ დამწუარნი჻ მისცნიან჻ გულნი჻ ჭურეტითა჻ ლხენასა჻ სითცა჻ გამოჩნდის჻ იქმოდეს჻ ჯარნი჻ მუნითკენ჻ რბენასა