... (H-757), 1671 წ.

1. პირველ჻ თავი჻ დასაწყისი჻ ნათქუამია჻ იგ჻ სპარსულად უჴმობთ჻ ვეფხისტყაოსნობით჻ არსსა჻ შეიქს჻ ჴორც჻ არ჻ სრულად საეროა჻ არ჻ ახსენებს჻ სამებასა჻ ერთ჻ არსულად თუ჻ უყურა჻ მონაზონმან჻ შეიქნების჻ გაპარსულად

2. რომელმან჻ შექმნა჻ სამყარო჻ ძალითა჻ მით჻ ძლიერითა ზეგარდმოთ჻ არსნი჻ სულითა჻ ყვნა჻ ზეცით჻ მონაბერითა ჩუენ჻ კაცთა჻ მოგუცა჻ ქვეყანა჻ გუაქვს჻ უთვალავი჻ ფერითა მისგან჻ არს჻ [........]჻ ჴელმწიფე჻ სახითა჻ მის჻ მიერითა

3. ჰე჻ ღმერთო჻ ერთო჻ შენ჻ შეჰქმენ჻ სახე჻ ყოვლისა჻ ტანისა შენ჻ დამიფარე჻ ძლევა჻ მეც჻ დათურგუნვად჻ მე჻ სატანისა მომეც჻ მიჯნურთა჻ სურვილი჻ სიკვდიდმდე჻ გასატანისა ცოდვათა჻ შესუბუქება჻ მუნ჻ თანა჻ წასატანისა

4. ვის჻ შვენის჻ ლომსა჻ ჴმარება჻ შუბისა჻ ფარ჻ შიმშერისა მეფისა჻ მზის჻ თამარისა჻ ღაწუ჻ ბალახშ჻ თმა჻ გიშერისა მას჻ არა჻ ვიცი჻ შევჰკადრო჻ შესხმა჻ ხოტბისა჻ შერისა მისთა჻ მჭურეტელთა჻ ყანისა჻ მირთუმა჻ ჴამს჻ მართ჻ მიშერისა

5. თამარს჻ ვაქებდეთ჻ მეფესა჻ სისხლისა჻ ცრემლ჻ დათხეული ვჰთქუენი჻ ქებანი჻ ვისნი჻ მე჻ არ჻ ავად჻ გამორჩეული მელნად჻ ვიჴმარე჻ გიშრის჻ ტბა჻ კალმად჻ მინა჻ რხეული ვინცა჻ ისმინოს჻ დაესვას჻ ლახუარი჻ გულსა჻ ხეული

6. მიბრძანეს჻ მათად჻ საქებრად჻ თქუმა჻ ლექსებისა჻ ტკბილისა ქება჻ წარბთა჻ და჻ წამწამთა჻ თმათა჻ და჻ ბაგე჻ კბილისა ბროლ჻ ბალახშისა჻ თლილისა჻ მით჻ მიჯრით჻ მიწყობილისა გასტეხს჻ ქუასაცა჻ მაგარსა჻ გურდემლი჻ ტყვიისა჻ ლბილისა

7. აწ჻ ენა჻ მინდა჻ გამოთქმად჻ გული჻ და჻ ჴელოვანება ძალი჻ მომეც჻ და჻ შეწევნა჻ შენგნით჻ მაქვს჻ მივსცე჻ გონება მით჻ შევეწივნეთ჻ ტარიელს჻ ტურფადაც჻ უნდა჻ ხსენება მათ჻ სამთა჻ გმირთა჻ მნათობთა჻ სჭირს჻ ერთმანერთის჻ მონება

8. მო჻ დავსხდეთ჻ ტარიელისთუის჻ ცრემლი჻ გვდის჻ შეუშრობილი მისებრი჻ მართ჻ დაბადებით჻ ვინმცა჻ ყოფილა჻ შობილი დავჯე჻ რუსთველმან჻ გავლექსე჻ მისთუის჻ გულ჻ ლახუარ჻ სობილი აქამდის჻ ამბად჻ ნათქუამი჻ აწ჻ მარგალიტი჻ წყობილი

9. ტარიელს჻ კარგსა჻ მოყმესა჻ მკლავ჻ მაგარსა჻ ძალიანსა პირად჻ ვარდსა჻ ტან჻ საროსა჻ გული჻ მისი჻ რკინიანსა უხუს჻ უშურველსა჻ გამცემსა჻ ტკბილ჻ საუბარსა჻ წყლიანსა჻ მით჻ ქება჻ ნესტან჻ დარეჯანს჻ რათ჻ ეთქმის჻ პირად჻ მზიანსა

10. მე჻ რუსთველი჻ ხელობითა჻ ვიქმ჻ საქმესა჻ ამა჻ დარი ვის჻ მორჩილობს჻ ჯარი჻ სპათა჻ მისთუის჻ ვხელობ჻ მისთვის჻ მკვდარი დავუძლურდი჻ მიჯნურთათვის჻ კვლავ჻ წამალი჻ არსით჻ არი ანუ჻ მოგვცეს჻ განკურნება჻ ანუ჻ მიწა჻ მე჻ სამარი

11. ესე჻ ამბავი჻ სპარსული჻ ქართულად჻ ნათარგმანები ვით჻ მარგალიტი჻ ობოლი჻ ჴელის჻ ჴელ჻ საგოგმანები ვჰპოვე჻ და჻ ლექსად჻ გარდავთქუი჻ საქმე჻ ვქენ჻ საჭოჭმანები ჩემან჻ ხელმქმნელმან჻ დავმართოს჻ ლაღმან჻ და჻ ლამაზმა჻ ნები

12. თუალთა჻ მისგან჻ უნათლოთა჻ ენატ჻ რამცა჻ ახლად჻ ჩენა აჰა჻ გული჻ გამიჯნურდა჻ მიხდომია჻ ველთა჻ რბენა მიაჯეთ჻ ვინ჻ ჴორცთა჻ დაწვა჻ კმარის჻ მისცეს჻ სულთა჻ ლხენა სამთა჻ ფერთა჻ საქებელთა჻ ლამის჻ ლექსთა჻ უნდა჻ ლევნა

13. რაცა჻ ვისცა჻ ბედმან჻ მისცეს჻ დასჯერდეს჻ და჻ მას჻ უბნობდეს მუშა჻ მიწყივ჻ მუშაობდეს჻ მეომარი჻ გულოვნობდეს კვლა჻ მიჯნურსა჻ მიჯნურობა჻ უყვარდეს჻ და჻ გამოსცნობდეს არცა჻ ვისგან჻ დაიწუნოს჻ არცა჻ სხუასა჻ უწუნობდეს

14. თუ჻ მიჯნურსა჻ მიჯნურობა჻ ეტლად჻ მომცა჻ რადგან჻ ბედმან჻ მე჻ მით჻ ვიცან჻ საქმე჻ მათი჻ თავით჻ ჩემით჻ შენახედმან სიტყვა჻ კარგი჻ გამოვაგო჻ ლექსმრავალმან჻ ენამეტმან შეიზომნეს჻ ჭირნი჻ მათნი჻ ჭირთა჻ ჩემთა჻ მეათედმან

15. შაირობა჻ პირველადვე჻ სიბრძნისაა჻ ერთი჻ დარგი საღთო჻ საღთოდ჻ გასაგონი჻ მსმენელთათუის჻ დიდი჻ მარგი კვლა჻ აქაცა჻ იამების჻ ვინცა჻ ისმენს჻ კაცი჻ ვარგი გრძელი჻ სიტყვა჻ მოკლედ჻ ითქმის჻ შაირია჻ ამად჻ კარგი

16. ვითა჻ ცხენსა჻ შარა჻ გრძელი჻ და჻ გამოსცდის჻ დიდი჻ რბევა მობურთალსა჻ მოედანი჻ მართლად჻ ცემა჻ მარჯვედ჻ ქნევა მართ჻ აგრევე჻ მელექსესასაუბართა჻ ტკბილთა჻ ფრქუევა რა჻ მისჭირდეს჻ საუბარი჻ და჻ დაუწყოს჻ ლექსმან჻ ლევა

17. მაშინღა჻ ნახეთ჻ მელექსე჻ და჻ მისი჻ მოშაირობა რა჻ ვეღარ჻ მიხუდეს჻ ქართულსა჻ დაუწყოს჻ ლექსმან჻ ძუირობა არ჻ შეამოკლოს჻ ქართული჻ არა჻ ქნას჻ სიტყვამცირობა ჴელმარჯვედ჻ სცემდეს჻ ჩოგანსა჻ იჴმაროს჻ დიდი჻ გმირობა

18. მე჻ ვიკადრებ჻ ლექსთა჻ კარგთა჻ ვერვინ჻ თქუას჻ ჩემი჻ ფერი ცხელის჻ ცრემლით჻ ავატირო჻ მე჻ სოფელი჻ ჩემი჻ მტერი ცაქვეყანა჻ შევათავო჻ ვითა჻ მიწა჻ გავამტუერი ამა჻ ჩემმან჻ საუბარმან჻ შეაქციოს჻ ყმა჻ და჻ ბერი

19. მოშაირე჻ არა჻ ჰქვიან჻ თუ჻ ვინმე჻ თქვას჻ ერთი჻ ორი თავი჻ ყოლა჻ ნუ჻ ჰგონია჻ მელექსეთა჻ კარგთა჻ სწორი განაღა჻ თქუას჻ ერთი჻ ორი჻ უმგზავსო჻ და჻ შორიშორი მაგრა჻ იტყუის჻ ჩემი჻ სჯობსო჻ უცილობლობს჻ ვითა჻ ჯორი

20. მეორე჻ ლექსი჻ ცოტაი჻ ნაწილი჻ მოშაირეთა არ჻ ძალუც჻ სრულქმნა჻ სიტყვათა჻ გულისა჻ გასაგუმირეთა჻ ვამსგავსე჻ მშვილდი჻ ბედითი჻ ყმაწუილთა჻ მონადირეთა დიდსა჻ ვერ჻ მოჰკვლენ჻ ჴელად჻ აქვს჻ ჴოცა჻ ნადირთა჻ მცირეთა