... (H-757), 1671 წ.

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან჻

1660. მათ჻ ქალყმათათუის჻ საჯდომი჻ დაედგა჻ თეთრძოწეული წითელყუითლითა჻ თუალითა჻ ზედა჻ კეკლუცად჻ ფრქვეული ავთანდილისთუის჻ ყუითელი჻ და჻ შავი჻ ერთგან჻ რეული მოვიდეს჻ დასხდეს჻ მჭურეტელი჻ ვცან჻ მათი჻ სულდალეული

1661. მგოსანნი჻ მოდგეს჻ ისმოდა჻ ჴმა჻ სიმღერისა჻ ტკბილისა ქორწილი჻ ქნეს჻ და჻ გამრავლდა჻ ძღუნობა჻ ლარისა჻ ლბილისა ფრიდონის჻ პურად჻ კარგისა჻ არ჻ მასპინძლისა჻ წბილისა ნესტანდარეჯანს჻ უშუენის჻ ღიმილი჻ ჩენა჻ კბილისა

1662. მოიღეს჻ ძღუენი჻ უსახო჻ ფრიდონის჻ არალქატისა ცხრა჻ მარგალიტი჻ სიდიდით჻ მართ჻ ვითა჻ კუერცხი჻ ბატისა კულა჻ ერთი჻ თუალი჻ სამსგავსო჻ მზისა჻ შუქმონამატისა მას჻ წინა჻ ღამით჻ ძალედვის჻ მხატვარსა჻ ხატვა჻ ხატისა

1663. კულა჻ უძღუნა჻ თუითო჻ ფარღულიგარდასაყრელი჻ ყელისა მრგვლად჻ დათლილისა჻ თუალისა჻ იაგუნდისა჻ მრთელისა კულა჻ მოაქვ჻ ერთი჻ ტაბაკი჻ მძლედ჻ საჭირავი჻ ხელისა ავთანდილისთუის჻ ლომისა჻ ძღუენი჻ ფრიდონის჻ ქველისა

1664. იგი჻ ტაბაკი჻ სავსეა჻ მარგალიტითა჻ სხუილითა ავთანდილს჻ უძღვნაყველაი჻ არა჻ სიტყუითა჻ წბილითა აივსო჻ სახლი჻ სტვირითა჻ და჻ ოქსინოთა჻ ლბილითა ტარიელ჻ მადლი჻ უბრძანა჻ ლაღმან჻ სიტყუითა჻ ტკბილითა

1665. ფრიდონისგან჻ უსაზომო჻ ქორწილია჻ დღესა჻ რვასა ყოვლთა჻ დღეთა჻ მიართმიდეს჻ უფასოსა჻ ძღუენსა჻ მზასა დღე჻ და჻ ღამე჻ არ჻ გასწყუედდის჻ ჩაღანა჻ და჻ ჩანგი჻ ხმასა აჰა჻ მიხუდეს჻ შესაფერნი჻ ყმა჻ ქალსა჻ და჻ ქალი჻ ყმასა

1666. ტარიელ჻ ფრიდონს჻ უბრძანა჻ დღეერთ჻ სიტყუები჻ გულისა არს჻ გული჻ თქუენი჻ საჩემო჻ უფროსი჻ ძმისა჻ სრულისა არ჻ გემუქფების჻ სიცოცხლე჻ არცა჻ მოცემა჻ სულისა მე჻ თქუენგან჻ ვჰპოვე჻ მოკუდავმან჻ ჩემი჻ წამალი჻ წყლულისა

1667. ავთანდილისგან჻ შენც჻ იცი჻ ჩემთუის჻ თავისა჻ დადება აწ჻ მე჻ მაქუ჻ ნაცვლად჻ მისისა჻ მოჴმარებისა჻ წადება შენ჻ მიდი჻ ჰკითხე჻ რა჻ უნდა჻ მან჻ ქნას჻ ამისი჻ ცხადება ვითა჻ დამივსო჻ საჴმილი჻ ეგრე჻ მისიცა჻ კმა჻ დება

1668. უთხრა჻ ძმაო჻ რა჻ გარდიჴდის჻ შენგან჻ ჩემსა჻ ჭირნახულსა ღმერთი჻ მოგცემს჻ წყალობასა჻ მისგან჻ ზეცით჻ შესახულსა თუ჻ ვერა჻ ვიქ჻ საწადელსა჻ შენსა჻ შენთუის჻ გაზრახულსა არა჻ ვნახავ჻ სახლსა჻ ჩემსა჻ არ჻ დარბაზსა჻ არცა჻ ხულსა

1669. აწ჻ მითხარ჻ ჩემგან჻ რა჻ გინდა჻ ანუ჻ რით჻ მოგეჴმარები ვარჩევ჻ წავიდეთ჻ არაბეთს჻ იყავ჻ ჩემიცა჻ მარები ტკბილი჻ სიტყუითა჻ გავმართოთ჻ და჻ ჴრმლითა჻ საომარები თუ჻ შენ჻ შენს჻ ცოლსა჻ არ჻ შეგრთავ჻ მე჻ ჩემსა჻ არ჻ ვექმარები

1670. რა჻ ფრიდონ჻ უთხრა჻ ავთანდილს჻ ტარიას჻ მოციქულობა მას჻ გაეცინნეს჻ გაღიმდა჻ ჰშვენოდა჻ მხიარულობა თქუა჻ თუ჻ მეშველი჻ რად჻ მინდა჻ მჭირს჻ არავისგან჻ წყლულობა ჩემი჻ მზე჻ არცა჻ ქაჯთა჻ ჰყავს჻ არცა჻ სჭირს჻ ლხინნაკლულობა

1671. ჩემი჻ მზე჻ ტახტსა჻ ზედა჻ ზის჻ მორჭმული჻ ღ~თისა჻ ნებითა საკრძალავი჻ და჻ უკადრი჻ ლაღი჻ არვისგან჻ ვნებითა არცა჻ რა჻ უმძიმს჻ ქაჯთაგან჻ არცა჻ გრძნეულთა჻ გრძნებითა მას჻ ზედა჻ შუელა჻ რად჻ მინდა჻ რად჻ მეჭუ჻ რასაცა჻ თნებითა

1672. რა჻ მოვა჻ ჩემთუის჻ განგება჻ ზეცით჻ მოსრულნი჻ ზენანი ღმერთი჻ იწადებს჻ მომივლენ჻ გულის჻ საჴუმილთა჻ ლხენანი მაშინღა჻ მომხუდენ჻ მოკვდავსა჻ მზისა჻ ელვათა჻ ფენანი უმისჟამისოდ჻ ცუდია჻ ჩემგან჻ მიდამო჻ რბენანი

1673. მიდი჻ და჻ ჰკადრე჻ ტარიელს჻ პასუხი჻ ჩემგან჻ თხრობილი მადლი჻ რად჻ უნდა჻ მეფეო჻ ხარ჻ რაზომ჻ გინდა჻ ლმობილი ვარ჻ მუცლითგანვე჻ დედისა჻ თქუენად჻ სამონოდ჻ შობილი ღმერთმან჻ მუნამდის჻ მიწა჻ მყოს჻ ვირ჻ მეფე჻ იყო჻ ცნობილი

1674. გებრძანა჻ შეყრა჻ მწადიან჻ საყუარელისა჻ შენისა ეგე჻ არს჻ მგზავსი჻ გულისა჻ ლმობიერისა჻ თქუენისა მუნა჻ მე჻ ჴრმალი჻ არ჻ მიკუეთს჻ არცა჻ სივრცელე჻ ენისა მიჯობს჻ მოლოდნა჻ საქმისა჻ მის჻ განგებისა჻ ზენისა

1675. ესეა჻ ჩემი჻ საწადი჻ და჻ ჩემი჻ მოსანდომარე ჰინდოეთს჻ გნახო჻ მორჭმული჻ საჯდომთა჻ ზედა჻ მჯდომარე გუერდსავე჻ გიჯდეს჻ მნათობი჻ პირი჻ ელვათა჻ მკრთომარე მებრძოლნი჻ თქუენნი჻ მოგესრნეს჻ არვინ჻ ჩნდეს჻ მუნ჻ მეომარე

1676. რა჻ გამისრულდენ჻ ესენი჻ ჩემნი჻ გულისა჻ ნებანი მაშინღა჻ მივალ჻ არაბეთს჻ მომხუდენ჻ მის჻ მზისა჻ ხლებანი ოდისცა჻ სწადდეს჻ დამივსნეს჻ ამა჻ ცეცხლისა჻ დებანი სხუა჻ თქუენგან჻ არა჻ არ჻ მინდა჻ მძულან჻ ცუდნიღა჻ თნებანი

1677. რა჻ ფრიდონ჻ ჰკადრა჻ ტარიელს჻ ესე჻ სიტყუანი჻ ყმისანი მან჻ ბრძანა჻ მაგას჻ არა჻ ვიქ჻ ამას჻ არ჻ უნდა჻ მისანი ვითა჻ მან჻ პოვნა჻ მიზეზნი჻ ჩემისა჻ სულთა჻ დგმისანი ეგრევე჻ მანცა჻ სამისოდ჻ ნახნეს჻ ძალგულნი჻ ძმისანი

1678. მიდი჻ უთხარ჻ ჩემაგიერ჻ სიტყუა჻ ჩემგან჻ არ჻ ნათნები მე჻ შენისა჻ გამზრდელისა჻ უნახავად჻ არ჻ დავდგები ვეჭუ჻ მრავალი჻ დამეხოცოს჻ მონა჻ მისგან჻ საყუარლები ვითხოვ჻ ხოლო჻ შენდობასა჻ ეგეთივე჻ მოვბრუნდები