... (H-757), 1671 წ.

1872. მორჭმულია჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ მასზედ჻ მტერნი჻ არ჻ აბუქნა჻ მით჻ მჭურეტელთა჻ დაადნობდა჻ მოყუარულთა჻ დაუშუქნა აწ჻ გაიღეთ჻ მაედანსა჻ ბარგი჻ მძიმე჻ არ჻ სუბუქნა კარავნი჻ და჻ კულა჻ ოთაღნი჻ ხატაურნი჻ ვინმცა჻ უქნა

1873. ბრძანებს჻ წავალ჻ მოსასუენოდ჻ მოვიარო჻ მე჻ მინდორი჻ მრავლად჻ ახლავნ჻ ბაზიერნი჻ და჻ მწყაზარი჻ თეთრი჻ ქორი სუნღული჻ და჻ შავარდნები჻ ბრუნვენ჻ მოჰყავს჻ ერთსა჻ ორი ავაზები჻ გაუშვიან჻ დგიან჻ მჭურეტნი჻ იდგის჻ გორი

1874. მით჻ მიუთხრობს჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ ჭირნი჻ ამფეხურეს჻ ნარონები ლხინი჻ გუმართებს჻ აწ჻ მორჭმულთა჻ მოსურნალთ჻ მოსაწონები ტახტსა჻ ზედა჻ ჯდა჻ წინა჻ უთქს჻ ოქროსარტყელთა჻ მონები჻ მუტრიბნი჻ და჻ მომღრალნი჻ თამაშობენ჻ მოგოსნები

1875. ილხენდა჻ და჻ თამაშობდა჻ წამწამთაგან჻ უქრის჻ ქარი მას჻ ნადიმსა჻ მჯდომსა჻ თურემ჻ დაესოო჻ გულსა჻ ნარი ჯალაბები჻ გაიყარეს჻ და჻ დააჴრჩუეს჻ მაგრა჻ კარი მანდატურნი჻ გარ჻ უვლიდეს჻ ჩააყენეს჻ მჭურეტთა჻ ჯარი

1876. გრძლად჻ ავად჻ გახდა჻ ტარიელ჻ სენთაგან჻ მორჭმით჻ მპყრობელი჻ დიდი჻ ჰინდოთა჻ ჴელმწიფე჻ მეფეთა჻ ზედა჻ მფლობელი ოთხ჻ წელ჻ წვა჻ ზედა჻ ლოგინთა჻ მრავალთა჻ სენთა჻ მშობელი ვეღარ჻ ვნახეთ჻ მჴეცთა჻ სრვით჻ და჻ ვერცა჻ რაზმთა჻ მწობელი

1877. ესმა჻ ხუარაზშას჻ ამბავი჻ ესე჻ ჰინდოთა჻ სენისა ვით჻ გაეხარნეს჻ რა჻ გკადრო჻ სიამე჻ მონახსენისა჻ ვაზირთა჻ უჴმნა჻ რჩევად჻ ზის჻ უბნობს჻ არ჻ ავ჻ ენისა ბრძანებს჻ ვადინოთ჻ ჰინდოეთს჻ სისხლი჻ რუდ჻ მონადენისა

1878. მე჻ მასმია჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ ტარიელ჻ წევს჻ ხანთა჻ დიდთა჻ აწ჻ ჩუენ჻ გუმართებს჻ სისხლთა჻ ძებნა჻ ნუ჻ ვამყოფებთ჻ დანამშვიდთა ამოვსწყუიტნეთ჻ დავარბივნეთ჻ ვჴოცდეთ჻ ვსცემდეთ჻ ვითა჻ ჴიდთა ათასთა჻ და჻ ბევრ჻ ათასთა჻ შევიქმოდეთ჻ მათთა჻ შვიდთა

1879. უტარიელოდ჻ ჰინდოთა჻ ლაშქარნი჻ ნურა჻ გგონია იცით჻ თუ჻ რამაზს჻ რა჻ უყო჻ არად჻ არ჻ სავარგონია პირველ჻ ბრძენთაგან჻ მრავალი჻ სიჯაბნე჻ გამიგონია აწ჻ გუმართებს჻ მათი჻ მტერობა჻ ესე჻ მით჻ მომიგონია

1880. ჰკადრეს჻ ვაზირთამეფეო჻ ვართ჻ დედის჻ მუცლით჻ მონანი მაგა჻ საქმესა჻ ვერქმნელნი჻ ვართ჻ აქამდისცა჻ მონანი ჩუენ჻ მოგუეწონნეს჻ თათბირნი჻ ეგ჻ შენნი჻ შენაგონანი჻ ღმერთსა჻ სწადს჻ ასრე჻ სუბუქ჻ ვქნათ჻ ვითა჻ დრამისა჻ წონანი

1881. თუ჻ ბრძანოთ჻ აწვე჻ გავგზავნოთ჻ ყოველგნით჻ ლაშქრისა჻ ჴმობელი ვიჴმნეთ჻ ხუარაზმთა჻ ლაშქარნი჻ მებრძოლთა჻ დამამხობელი ომისა჻ მოწადინენი჻ ერთმანერთისა჻ მსწრობელი ჩუენნი჻ აბჯარნი჻ ზნესრულნი჻ უაზრო჻ დაუშრობელი

1882. აწ჻ მეფე჻ ბრძანებს჻ გავგზავნოთ჻ ყოვლგნით჻ წასულა჻ ჴამს჻ კაცისა ნურვინ჻ დადგების჻ მოვიდნენ჻ რაზმი჻ ვჰკრათ჻ მართ჻ მამაცისა ნურას჻ დავარჩენთ჻ ავსწყუიტოთ჻ ნაშობი჻ მუნ჻ დიაცისა ომგარდახდილნი჻ ვბრწინვიდეთ჻ ვართ჻ ვითამ჻ გუნდია჻ ცისა

1883. აწ჻ უბრძანოთ჻ სპათა჻ ჩუენთა჻ შევყაროთ჻ და჻ გავემართნეთ მივიდეთ჻ და჻ ამოვსწყვიტნეთ჻ თავნი჻ გმირთა჻ დავადარნეთ ნუ჻ გაუშვებთ჻ ქალაქებსა჻ და჻ ციხენი჻ დავარღუივნეთ ყოველგნით჻ მცნობნი჻ გავგზავნენით჻ დავწერეთ჻ და჻ გავაჩინეთ

1884. წავიდა჻ ყუელგან჻ ბრძანება჻ ლაშქართა჻ ხუარაზმულისა ლაშქრად჻ ჰინდოეთს჻ აწუევენ჻ გრძლად჻ ხანსა჻ დასაზმულისა თქუენ჻ მოდით჻ გამოკაზმულნი჻ ვთქუა჻ ჴშირად჻ სარაზმულისა჻ გულ჻ მხიარული჻ მებრძოლთა჻ ყოლ჻ არ჻ მოწყალე჻ მზმელისა

1885. აღლუმი჻ ნახა჻ მეფემან჻ ლაშქართა჻ მიმართულისა ანგარიშმიუხდომელი჻ ჰინდოეთს჻ გამართულისა დროშისა჻ მუნ჻ ანგარისი჻ იყო჻ ზრო჻ ამართულისა ოცი჻ ათასი჻ დაწერეს჻ ალმისა჻ წარმართულისა

1886. ცხენ჻ კაცისა჻ ანგარიში჻ თუალითა჻ ვერვის჻ შეუგია შუბი჻ ოთხასი჻ ათასი჻ ბასრის჻ პირი჻ დაუგია ჰინდოეთს჻ მივა჻ ჴელმწიფე჻ სისხლითა჻ ძებნა჻ გაუგია საქმე჻ ყოვლი჻ მით჻ ძაბუნი჻ რათმე჻ დიდი჻ აუგია

1887. ხუარაზმშით჻ გამოემართა჻ რევაზონ჻ მეფის჻ შვილიო჻ მთუარე჻ კირჩხიბსა჻ ზედან჻ ზის჻ აწ჻ არის჻ ეტლი჻ ცვლილიო მენავეთაცა჻ უბრძანა჻ დაჰკაზმეთ჻ ნავი჻ მსხუილიო წავიდეთ჻ მტერი჻ დავადნო჻ მე჻ ვითა჻ ცეცხლმან჻ ცვილიო

1888. მინდორს჻ გადგეს჻ ბარგი჻ მძიმე჻ ოთაღნი჻ და჻ სხუა჻ კარავნი ამაზედა჻ აიყვანეს჻ იგ჻ ლაშქარნი჻ უთუალავნი რაზმი჻ დადგეს჻ გაემართნეს჻ იყუნეს჻ ტევრნი჻ უამრავნი ასრე჻ ფიცხლად჻ წამოვიდეს჻ არ჻ დადგების჻ ჴრმალუკრავნი

1889. წავიდეს჻ მზღუარი჻ დააგდეს჻ ხუარაზმთა჻ საჴელმწიფოსა ჰინდოეთს჻ მიჰჴდეს჻ მივიდეს჻ არბევენ჻ ვით჻ სასწრაფოსა჻ ჰჴოცენ჻ კაცსა჻ და჻ დიაცსა჻ ტურფასა჻ საალაფოსა ოჴრად჻ გაჰოდიან჻ ქალაქსა჻ სამოთხეს჻ დასამყოფოსა

ესმა ჰინდოთა მეფესა მოსვლა ხვარაზმელთა ვაგლახ შენ სოფელო჻

1890. აჰა჻ სოფელი჻ რათა჻ ჰგავს჻ სიტკბო჻ სოფლისა჻ წესია჻ ზოგთა჻ ტახტი჻ აქუს჻ წესისა჻ და჻ მერმე჻ სამარესია჻ ჭკნების჻ ყუავილნი჻ ოორცთანი჻ მბრუნავი჻ ეტლი჻ ესია ანასდად჻ შეუყვარდების჻ მიინდობს჻ ზესთა჻ ზესია