... (H-757), 1671 წ.

1834. ქალმან჻ დედასა჻ შესტირნა჻ ჰაი჻ ჰაი჻ რაღა჻ ვქნა჻ დედაო შესამოსლითა჻ დაგაგდე჻ აწ჻ შაოსანსა჻ გხედაო მამამან჻ ტახტი჻ დასცალა჻ არა჻ ზის჻ მასღა჻ ზედაო დედამან჻ ცრემლნი჻ მოჰჴოცნა჻ ეტყუის჻ დადუმდი჻ ბედაო

1835. გარდაუკოცნა჻ პირი჻ და჻ ბაგეთა჻ ვარდი჻ თხელები ვარდსა჻ დაუტყლეჟს჻ ბაგითა჻ გაჴდა჻ ალვისა჻ მთხელები დარეჯანს჻ ეტყუის჻ რაღა჻ ვთქუათ჻ სიტყუები჻ ბედით჻ ხელები ჩუენ჻ ყოვლთა჻ გვმართებს჻ ნეტარძი჻ ათასი჻ არერთხელები

1836. რა჻ გარდაჴდა჻ მცირე჻ ხანი჻ ჟამი჻ იქნა჻ გარდასრულად დიდებულნი჻ ეთაყუანნეს჻ ერთობილნი჻ ადგეს჻ სრულად იგი჻ მზენი჻ მიეგებნეს჻ მოეხუივნეს჻ გულისგულად აკოცეს჻ და჻ მოიკითხეს჻ თავისთავის჻ თუითეულად

1837. ავთანდილ჻ და჻ ფრიდონ჻ ჰკადრეს჻ დედოფალსა჻ მიმტკივნება ტარიელ჻ თქუა჻ დედოფალო჻ გჭირს჻ ამათი჻ არამცნება ესენია჻ მჴსნელნი჻ ჩუენნი჻ აწ჻ არა჻ გვცალს჻ გრძლად჻ უბნება჻ ამათგან჻ გუაქვს჻ ჩუენ჻ ორთავე჻ სიცოცხლისა჻ მოპოვნება

1838. ადგა჻ და჻ ქალაქს჻ შევიდა჻ თუით჻ გარდაჴდეს჻ სრასა჻ მათსა ერთსა჻ ბრძანებს჻ დედოფალი჻ მართ჻ სიტყუასა჻ ვითამ჻ ათსა ღმერთმან჻ მოსრნა჻ მტერნი჻ ჩვენნი჻ ვერ჻ დავცემენ჻ ყოლ჻ შამათსა ამად჻ შევიქ჻ სიხარულსა჻ მართ჻ გულისა჻ საკამათსა

1839. უბრძანა჻ გლოვა჻ გახსენით჻ ქოსწინწილასა჻ ჰკარითო დიდი჻ ზათქი჻ და჻ ზეიმი჻ გავიდეს჻ ჩუენით჻ კარითო ნახლები჻ თქუენი჻ ოქროსა჻ სარტყლითა჻ მოიკარითო იცინოდით჻ და჻ იმღერდით჻ ნუ჻ ცრემლი჻ აწანწკარითო

შინ მისვლა ტარიელისა და ნესტან჻ დარეჯანისაგან და ქორწილი მათი჻

1840. დედოფალმან჻ მათ჻ ცოლქმართა჻ თუითო჻ ჴელი჻ დაუჭირა ზედა჻ ტახტსა჻ მეფისასა჻ ერთგან჻ დასხმა჻ გაუპირა მოიშორეს჻ კაეშანი჻ გული჻ მდედრი჻ აქუითკირა გლოვა჻ ცვალა჻ სიხარულად჻ აღარავინ჻ აატირა

1841. დედოფალმან჻ შეიმოსა჻ შავი჻ ძაძა჻ აიხადა დიდებულთა჻ შესამოსი჻ მხიარული჻ დაუმზადა ყუელაკაი჻ დამოსა჻ და჻ საბოძვარი჻ უდიადა ბრძანა჻ ჭირი჻ დავივიწყოთ჻ რათგან჻ ლხინი჻ დაგვებადა

1842. ტახტსა჻ ზედა჻ ერთად჻ მსხდომი჻ ტარიელ჻ და჻ ცოლი჻ მისი ერთმანერთსა჻ შეჰფერობდეს჻ ქალი჻ ყმისა჻ შესატყუისი გონება჻ და჻ ანუ჻ ენა჻ გამოსთქუმიდა჻ მათმცა჻ ვისი რამცა჻ ჰგუანდა჻ ჴორციელი჻ სოფელს჻ შვილი჻ ადამისი

1843. ტარიელს჻ და჻ ცოლსა჻ მისსა჻ მიხუდა჻ მათი჻ საწადელი჻ შუიდი჻ ტახტი჻ საჴელმწიფო჻ საშვებელი჻ გაუცდელი მათ჻ პატიჟთა჻ დაავიწყებს჻ ლხინი჻ ესე჻ აწინდელი ყოლა჻ ლხინთა჻ ვერ჻ იამებს჻ კაცი჻ ჭირთა჻ გარდუჴდელი

1844. თუით჻ ორნივე჻ ერთგან჻ მსხდომნი჻ ნახნეთ჻ მზეცა჻ ვერა჻ სჯობდეს ბუკსა჻ ჰკრეს჻ და჻ მეფედ჻ დასუეს჻ ქოსნი჻ ჴმათა჻ დაატკბობდეს მისცე჻ კლიტე჻ საჭურჭლეთა჻ თავთა჻ მათთა჻ მიანდობდეს ესეაო჻ მეფე჻ ჩუენი჻ იზახდიან჻ ამას჻ ჴმობდეს

1845. ავთანდილ჻ და჻ ფრიდონისთუის჻ ორნი჻ ტახტნი჻ დაამზადნეს ზედა჻ დასხდეს჻ ჴელმწიფურად჻ დიდებანი჻ უდიადნეს ღმერთმან჻ სხუანი჻ ჴორციელნი჻ მათებრნიღა჻ რად჻ დაბადნეს ამბობდიან჻ ჭირთა჻ მათთა჻ ყუელაკასა჻ გაუცხადნეს

1846. სუმა჻ პურობა჻ გახარება჻ ქნეს჻ ჯალაბი჻ გაადიდეს ვითარიცა჻ ქორწილობა჻ ჴამს჻ ეგეთსა჻ გარდიჴდიდეს მათ჻ ორთავე჻ თავისთავის჻ ძღუენსა჻ სწორად჻ მიართმიდეს გლახაკთათუის჻ საბოძვარსა჻ საჭურჭლესა჻ ერთგან჻ ყრიდეს

1847. დედოფალმან჻ ეგრე჻ ბრძანა჻ ობოლქურივნი჻ მოასხენით ყუელაკაი჻ დაამდიდრეთ჻ საბოძურითა჻ აავსენით თუით჻ უბოძა჻ უსაზომო჻ რომ჻ არ჻ ითქუმის჻ ყოლა჻ ენით ულოცეთო჻ დღეგრძელობა჻ ესე჻ ღმერთსა჻ შევედრენით

1848. ტარიელ჻ თქუა჻ დედოფალო჻ გკადრებ჻ ერთსა჻ მოსახსენსა შეიწყალე჻ რამაზ჻ მეფე჻ მიავალე჻ ღმერთსა჻ შენსა ვნახე჻ მეტად჻ შემებრალნეს჻ შეუშინდა჻ ჴრმალსა჻ ჩუენსა ღმერთი჻ ალხენს჻ მონანულსა჻ მოცთომილსა჻ ცრემლნადენსა

1849. დედოფალმან჻ ლმობიერად჻ შევუნდობო჻ ესე჻ ბრძანა მოიყვანა჻ რამაზ჻ მეფე჻ ჴელმწიფეთა჻ ათაყვანა ყოვლით჻ კერძო჻ მომღერალთაჴმები჻ გაეთანისთანა ჭირთა჻ მათგან჻ გარდაჴდილთა჻ ესე჻ ლხინი჻ შეაგუანა

1850. ოქრო჻ თუალი჻ მარგალიტი჻ შუენიერი჻ სანახავად ყოვლგან჻ იდვის჻ ვითა჻ გორი჻ მოდის჻ ველთა჻ მოსარწყავად ვისცა჻ სწადდის჻ ალაფობდის჻ წაიღიან჻ უკითხავად მანდატური჻ არვის჻ სცვიდის჻ ბოლოს჻ ვინ჻ ჯდის჻ ანუ჻ თავად

1851. ავთანდილ჻ და჻ ფრიდონისთა჻ სპათა჻ ეტყუის჻ მეფე჻ დიდი სტუმარნი჻ ხართ჻ შოებისა჻ სირცხუილი჻ და჻ ნუ჻ გაქუ჻ რიდი თუითოს჻ კაცსა჻ თუითო჻ ჯორი჻ მარგალიტი჻ ანაკიდი ესე჻ მისცა჻ საბოძუარი჻ სხუას჻ ყუელასა჻ ვერ჻ დავსთულიდი

1852. ავთანდილ჻ და჻ ფრიდონისთვის჻ საბოძვარსა჻ ვინ჻ დასთუალავს ვერ჻ გამოსთქუამს჻ სიმრავლესა჻ ენა჻ ამად჻ თავსა჻ კრძალავს რაცა჻ იდვა჻ უკეთესსა჻ დედოფალი჻ არ჻ დამალავს მათ჻ უჴმობდა჻ მჴსნელად჻ მათად჻ ტკბილად჻ უჭურეტს჻ არა჻ მალავს