... (H-757), 1671 წ.

1777. ტარიელს჻ ვარდსა჻ დაუტყლეჟს჻ მეფე჻ ხუევნით჻ და჻ კოცებით იტყუის჻ თუ჻ თქუენი჻ სიახლე჻ მიჩს჻ აქამდისცა჻ ოცებით რადგან჻ მოგშორდი჻ დავრჩები჻ პატიჟთა჻ გაასოცებით შენგან჻ მოგუეცა჻ სიცოცხლე჻ შენგანვე჻ დავიჴოცებით

1778. ტარიელ჻ შეჯდა჻ მეფისა჻ გამყრელი჻ გამომსალამე სრულად჻ ლაშქართა჻ სდიოდა჻ ცრემლი჻ მინდორთა჻ სალამე მზე჻ შენ჻ გელმისო჻ საომრად჻ და჻ თავი჻ შენ჻ მას჻ ალამე უბრძანა჻ თქვენთუის჻ მტირალსა჻ ყოლა჻ არ჻ მიჩნდეს჻ სალა჻ მე

1779. გაემართნეს჻ და჻ წავიდეს჻ დია჻ სპითა჻ და჻ ბარგითა ტარიელ჻ ფრიდონ჻ ავთანდილ჻ თავითა჻ მეტად჻ კარგითა კაცი჻ ორმოცი჻ ათასი჻ ჰყუა჻ ცხენებითა჻ ვარგითა მივლენ჻ სამნივე჻ გულითა჻ ერთმანერთისა჻ მარგითა

1780. სამ჻ თუე჻ ვლეს჻ ღმერთსა჻ მათებრ჻ სხუა჻ ნურა჻ ნუ჻ დაჰბადოსა მოეგებნიან჻ მტერობა჻ ვერავინ჻ დაიქადოსა მინდორსა჻ შიგან჻ სადილად჻ გარდაჴდეს჻ უდელადოსა ვითა჻ მართებდათ჻ პურობდეს჻ ღუინოსა჻ სუმიდეს჻ არ჻ დოსა

ტარიელისაგან ჰინდოთა მეფისა სიკვდილის ცნობა჻

1781. ქედსა჻ ზედა჻ გარდამოდგა჻ მეტად჻ დიდი჻ ქარავანი კაცები჻ და჻ საჴედრები჻ ერთობ჻ იყო჻ შაოსანი გარეშემო჻ მოეკვეცნეს჻ უკანამო჻ დალალანი მეფე჻ ბრძანებს჻ მოასხითო჻ ჩუენ჻ დავყოვნოთ჻ აქა჻ ხანი

1782. მოასხნეს჻ იგი჻ ვაჭარნი჻ და჻ მათი჻ უხუცესია უბრძანესვინ჻ ხართ჻ შავითა჻ რად჻ ტანნი჻ შეგიბლესია მათ჻ მოახსენესსით჻ მოვალთ჻ იქ჻ ასრე჻ დანაწესია ჰინდოეთს჻ ნისრით჻ მოსრულთა჻ გუივლია჻ გზა჻ უგრძესია

1783. გაეხარნეს჻ მათ჻ ვაჭართა჻ ინდოეთით჻ მომავლობა მაგრა჻ თავი჻ უმეცარ჻ ყვეს჻ არა჻ მისცეს჻ ყოლა჻ გრძნობა უცხოურად჻ ეუბნების჻ მათ჻ ვერა჻ ცნეს჻ მათი჻ ცნობა არ჻ ესმოდა჻ ჰინდოური჻ არაბულად჻ ყუეს჻ უბნობა

1784. უბრძანესგუითხარ჻ ვაჭარნო჻ ამბავი჻ ჰინდოეთისა მათ჻ ჰკადრეს჻ ზეცით჻ მოსრულა჻ ჰინდოეთს჻ რისხუა჻ ზეცისა დიდსა჻ და჻ წურილსა჻ ყუელასა჻ ცრემლი჻ სდის჻ მსგავსი჻ წუეთისა მუნ჻ შიგან჻ მყოფსა჻ ბრძენსაცა჻ ცნობა჻ აქვს჻ ვითა჻ შეთისა

1785. თუით჻ მათვე჻ მათსა჻ ამბავსა჻ უამბობს჻ არის჻ წყლიანი ფარსადან჻ მეფე჻ ჰინდოთა჻ იყო჻ ჴელმწიფე჻ სვიანი მას჻ ესვა჻ ქალი჻ მნათობი჻ მზისაცა჻ უფრო჻ მზიანი კბილმარგალიტი჻ ტანალვა჻ ღაწუბადახშ჻ ყორანთმიანი

1786. მას჻ ქალსა჻ და჻ ამირბარსა჻ ერთმანერთი჻ შეუყვარდა ამირბარმან჻ სიძე჻ მოკლა჻ ჴმა჻ მეფესა჻ დაუვარდა იგი჻ ქალი჻ პატარაი჻ მამის჻ დასა჻ გაეზარდა ბუქთა჻ მისგან჻ მონაქროლთა჻ ჰინდოეთი჻ გარდაჰქარდა

აქა ტარიელ დიდვაჭართა ჰინდუსტნის ამბავსა ჰკითხავს჻

1787. მამიდაი჻ ქაჯი჻ იყო჻ გრძნეულობა჻ იცის჻ კარგა მით჻ შემართა჻ საშინელი჻ მზე჻ ჴმელეთსა჻ დაუკარგა თუითცა჻ მოკვდა჻ უბედური჻ მართ჻ საცოცხლოდ჻ არად჻ ვარგა იგი჻ ქალი჻ დაიკარგა჻ ალვა჻ მორჩი჻ სხუაგან჻ დარგა

1788. ცნა჻ ამირბარმან჻ წავიდა჻ ლომი჻ მის჻ მზისა჻ მძებნელად იგიცა჻ წაჴდა჻ ჰინდოეთს჻ გაჴდა჻ მთუარე჻ და჻ მზე჻ ბნელად ორნივე჻ წაჴდეს჻ პოვნაღა჻ მათი჻ არს჻ აწ჻ საგებნელად მეფემან჻ ბრძანა჻ ჰე჻ ღმერთო჻ რად჻ ცეცხლსა჻ მომიდებ჻ ნელად

1789. მეფე჻ გაშმაგდა჻ მათისა჻ უღონოქმნილი჻ ძებნისა ვად჻ შეიცვალა჻ ჰინდოეთს჻ ჴმა჻ წინწილისა჻ ებნისა ცოტასა჻ ხანსა჻ გავეძლო჻ დება჻ სახმილთა჻ გზნებისა აწ჻ თუითცა჻ მოკუდა჻ შეექნა჻ ბოლო჻ სრისა჻ და჻ ტკებნისა

1790. რა჻ ვაჭარმან჻ ესე჻ სიტყუა჻ თქუა჻ საქმენი჻ გააკვლადნა ქალმან჻ დიდნი჻ დაიკივლნა჻ ფიცხლა჻ თავსა჻ მოიჴადნა ტარიელცა჻ დაიზახნა჻ დაფარულნი჻ გააცხადნა ნარგისთაგან჻ ნაწუიმარი჻ ღუარი჻ ადგა჻ თოვლი჻ გადნა

1791. მომკალ჻ ქალსა჻ თავ჻ მოჴდილსა჻ თუ჻ მზე჻ ვითა჻ ეურჩოსა სული჻ ვარდსა჻ დავამსგავსე჻ თავშიშველი჻ ყაყაჩოსა თუ჻ ბრძენიცა჻ მაქებარი჻ მისი჻ იჴმობს჻ ვირებ჻ ჩოსა ჰგავს჻ თუ჻ ტყუბი჻ მარგალიტი჻ ზის჻ ბროლისა჻ ჴარჴანჩოსა

1792. ქალი჻ საბრალოდ჻ მამასა჻ სტირს჻ ბულბულისა჻ მსგავსია თმა჻ გაიგლიჯა჻ გაყარა჻ ღაწუი჻ ცრემლითა჻ ავსია ვარდი჻ შექნილა჻ ზაფრანად჻ ლალი჻ მართ჻ ვითა჻ მხავსია მზესა჻ ღრუბელი჻ ეფარვის჻ ამად჻ ნათელი჻ დავსია

1793. იხოჭს჻ და჻ იგლეჯს჻ ზახილით჻ ტირს჻ სიტყუაჴაფი჻ უარე სისხლი჻ და჻ ცრემლი჻ თუალთაგან჻ ჩამოსდის჻ გარე჻ უარე მოვჰჴეო჻ შენთუის჻ მამაო჻ შვილი჻ ყოველთა჻ უარე ვერა჻ გმსახურე჻ ასულმან჻ ვერცა჻ რა჻ შეგაგუარე

1794. ჩემთუის჻ ბნელქმნილო჻ მამაო჻ ნათელო჻ თუალთა჻ ჩემთაო ჩემთა჻ რა჻ გაცნევს჻ ამბავსა჻ გულისა჻ მონაცემთაო მზეო჻ რად჻ ღა჻ გაქვს჻ სინათლე჻ რადღა჻ ანათობ჻ თემთაო რად჻ არ჻ დაიქეც჻ ქვეყანავ჻ რადღა჻ ჰმართიხარ჻ ზე჻ მთაო