... (H-757), 1671 წ.

1679. ესე჻ უთხარ჻ ამის჻ მეტსა჻ ჰმოციქულობ჻ ნურას჻ ნუო ხვალე჻ წასლვა჻ არ჻ დავშალო჻ არცა჻ საქმე჻ გავათუო მე჻ არ჻ მიზამს჻ არაბთ჻ მეფე჻ რომე჻ სიტყუა჻ გავაცრუო ამოდ჻ ვსთხოვო჻ ქალი჻ მისი჻ შევეხვეწო჻ შევაგუო

1680. უამბო჻ ფრიდონ჻ ავთანდილს჻ ტარიას჻ მოციქულობა არ჻ დადგებისო჻ ცუდია჻ შენგან჻ ცდისაღა჻ თქმულობა მას჻ დაუმძიმდა჻ მოედვა჻ კულა჻ გულსა჻ კუამლალმულობა ასრე჻ ჴამს჻ რიდი჻ მეფეთა჻ ყმათაგან჻ მოკრძალულობა

1681. ავთანდილ჻ მივა჻ მუხლმოყრით჻ ტარიას჻ შესახუეწელად ფერხთა჻ ეხუევის჻ აკოცებსაღარ჻ შეხედავს჻ ზე჻ წელად ეტყუის჻ კმა჻ რაცა჻ შევსცოდე჻ როსტანს჻ წლეულად჻ მე჻ წელად კულა჻ ნუ჻ მიქ჻ ერთგულობისა჻ გამტეხლად჻ დაცამლეწელად

1682. რასაცა჻ ჰლამი჻ არ჻ მოგცემს჻ მას჻ ღმრთისა჻ სამართალია გამზრდელსა჻ ჩემსა჻ ვით჻ ვჰკადრო჻ მე჻ საქმე჻ სამუხთალია მე჻ მისთუის჻ ჴელი჻ ვით჻ გავსძრა჻ ვინ჻ ჩემთუის჻ ფერნამკრთალია ვით჻ მოიჴმაროს჻ მონამან჻ პატრონსა჻ ზედა჻ ჴრმალია

1683. ეგე჻ საქმე჻ მე჻ და჻ ჩემსა჻ საყუარელსა჻ შეგუამდურვებს ვაი჻ თუ჻ გაწყრეს჻ გაგულისდეს჻ კუშტი჻ გულსა჻ შეაურვებს ამბავსაცა჻ დამიძვირებს჻ ჭურეტისათვის჻ მომასურვებს შენდობასა჻ ჴორციელი჻ კაცი჻ ვერა჻ დამიურვებს

1684. ტარიელ჻ უთხრა჻ სიცილით჻ მან჻ მზემან჻ შუქნაფენამან ჴელი჻ მოჰკიდა჻ ავთანდილს჻ აჰმართა჻ ააყენა჻ მან მიყოო჻ კარგი჻ ყუელაი჻ მომართებამან჻ შენამან მაგრა჻ სჯობს჻ შენცა჻ გალხინოს჻ ჩემმან჻ შენითა჻ ლხენამან

1685. დია჻ მძულს჻ მეტი჻ მოყვრისა჻ შიში჻ კრძალვა჻ და჻ რიდობა მძულს჻ გაუწყვედლად჻ კუშტობა჻ და჻ სულმძიმობა჻ დიდობა თუ჻ მოყუარეა჻ გულისა჻ ქნას჻ ჩემკენ჻ მონაზიდობა თუარა჻ მე჻ ჩემდა჻ იგ჻ მისდა჻ დია჻ სჯობს჻ კიდის჻ კიდობა

1686. მე჻ ვიცი჻ გული჻ საშენოდ჻ შენისა჻ საყუარელისა არ჻ ეწყინების჻ სტუმრობა჻ შენისა჻ მე჻ შემყრელისა რადმცა჻ რა჻ ვჰკადრე჻ მეფესა჻ თხრობა჻ რასაცა჻ ჭრელისა ოდენ჻ ნახუისა჻ მათისა჻ ნატრა჻ მაქვს჻ სანატრელისა

1687. ამას჻ ოდენ჻ მოვახსენებ჻ მუდარით჻ და჻ შეპოვნებით რომე჻ მოგცეს჻ ქალი჻ მისი჻ მან჻ მისითა჻ მოგონებით რათგან჻ ბოლო჻ შეყრავეა჻ სიშორესა჻ ვით჻ ეთნებით დააშუენეთ჻ ერთმანერთი჻ თავისთავის჻ ნუ჻ დასჭკნებით

1688. რა჻ ავთანდილ჻ ტარიასგან჻ ცნა჻ წასლვასა჻ არ჻ დაშლიდა არა჻ ჰკადრა჻ შეცილება჻ საუბარსა჻ ზედა჻ ჰრთვიდა ფრიდონ჻ კაცსა჻ დარჩეულსა჻ სათანაოდ჻ გარდასთულიდა თანა჻ წაჰყუა჻ განაღამცა჻ მას჻ თანავე჻ გზასა჻ ვლიდა

ტარიელისაგან ქვაბსავე მისვლა მეორედ ნესტან დარეჯანითურთ჻

1689. ამ჻ საქმესა჻ დაფარულსა჻ ბრძენ჻ დიონოს჻ გააცხადებს ღმერთი჻ კარგსა჻ მოავლინებს჻ და჻ ბოროტსა჻ არ჻ დაბადებს ავსა჻ წამერთ჻ შეამოკლებს჻ კარგსა჻ ხანგრძლად჻ გააკულადებს თავსა჻ მისსა჻ უკეთესსა჻ უზადო჻ ჰყოფს჻ არ჻ აზადებს

1690. ფრიდონისით჻ გაემართნეს჻ იგი჻ ლომნი჻ იგი჻ მზენი თანა჻ მიჰყავს჻ პირი჻ მზისა჻ ქალი჻ მჭურეტთა჻ ამაზრზენი ჰკიდავს჻ ბროლსა჻ ყორნის჻ ბოლო჻ დაწყობილი჻ დანათხზენი მუნ჻ ბადახშსა჻ აშუენებდეს჻ სინატიფე჻ სინაზენი

1691. იგი჻ მზე჻ უჯდა჻ კუბოსა჻ და჻ აგრე჻ არონინებდეს მინადირობდეს჻ ნადირსა჻ მუნ჻ სისხლსა჻ დაადინებდეს სადაცა჻ დახუდეს჻ ქუეყანა჻ მჭურეტელთა჻ მოალხინებდეს მოეგებნიან჻ სძღუნობდიან჻ აქებდეს჻ არ჻ აგინებდეს

1692. მას჻ ჰგუანდეს჻ თუმცა჻ სამყაროს჻ მზე჻ უჯდა჻ შუა჻ მთუარეთა იარნეს჻ დღენი჻ მრავალნი჻ ლაღთა჻ ბრძნად჻ მოუბარეთა შიგან჻ მათ჻ დიდთა჻ მინდორთა჻ ყოვლგნით჻ კაცმიუმცვდარეთა სად჻ ყოფილ჻ იყო჻ ტარიელ჻ მიხუდეს჻ მის჻ კლდისა჻ არეთა

1693. ტარიელ჻ ბრძანა჻ მე჻ მმართებს჻ დღეს჻ თქუენი჻ მასპინძელობა მუნ჻ მივალ჻ სადა჻ ყოფილ჻ ვარ჻ მჭირდა჻ სადამდის჻ ხელობა მუნ჻ გუიმასპინძლოს჻ ასმათმან჻ მას჻ უც჻ ჴორცისა჻ ჴმელობა მე჻ რომე჻ გიძღუნი჻ ტურფათა჻ აქოთ჻ ლარისა჻ ჭრელობა

1694. მივიდეს჻ შიგან჻ გარდაჴდეს჻ ქუაბსა჻ მას჻ დიდთა჻ კლდეთასა ასმათს჻ უც჻ ჴორცი჻ ირმისა჻ იქს჻ მასპინძლობაკვეთასა ამხანაგობდეს჻ ლაღობდეს჻ წასულასა჻ მათ჻ საქმეთასა ღმერთსა჻ ჰმადლობდეს჻ შეცვლასა჻ ლხინად჻ ჭირისა჻ დღეთასა

1695. მოიარეს჻ ქუაბოვანი჻ თამაშობდეს჻ მხიარულნი პოვნეს჻ იგი჻ საჭურჭლენი჻ ტარიასგან჻ დაბეჭდულნი ვერცა჻ ვისგან჻ დანათუალნი჻ ვერცა჻ ვისგან჻ შეგებულნი არ჻ იტყუიან჻ თუ჻ არა჻ გვაქვსო჻ იგ჻ ამისთვის჻ გულნაკლულნი

1696. უბოძა჻ ტურფა჻ მრავალი჻ მათ჻ მათი჻ შესადარები კულა჻ ფრიდონისნი჻ აავსნა჻ სპა჻ ჰყუა჻ თუ჻ სპასალარები აივსო჻ კაცი჻ ყუელაი჻ მაშინ჻ მათ჻ თანა჻ ნარები მაგრა჻ ძეს჻ რომე჻ საჭურჭლეჰგუანდა჻ კაცდაუკარები

1697. ფრიდონს჻ უთხრა჻ ვალი჻ შენი჻ ჩემგან჻ ძნელად჻ გარდიჴდების მაგრა჻ თქმულა჻ კარგის჻ მქმნელი჻ კაცი჻ ბოლოდ჻ არ჻ წაჴდების აწ჻ საჭურჭლე჻ რაზომიცა჻ აქა჻ ძეს჻ და჻ ან჻ იდების შენი჻ იყოს჻ ყუელაკაი჻ შენ჻ წაიღე჻ ვითა჻ გხუდების