... (H-757), 1671 წ.

1757. აწ჻ მეფეო჻ არ჻ ეგების჻ ჩვენი჻ სხდომა჻ თქუენად჻ სწორად საჴელმწიფო჻ საჯდომი჻ და჻ სხუა჻ დაუდგა჻ ტახტი჻ შორად ქუემოდ჻ დასხნა჻ ავთანდილ჻ და჻ მისი჻ ცოლი჻ მათად჻ სწორად პირველ჻ ძღუენი჻ ტარიასთვის჻ მოიღიან჻ იდვის჻ გორად

1758. არაბთა჻ მეფე჻ მასპინძლობს჻ იქს჻ ოდენ჻ არიფობასა ზოგჯერ჻ მათ჻ ახლავს჻ ზოგჯერ჻ მათ჻ არ჻ იჴმობს჻ ჴელმწიფობასა გასცემს჻ და჻ უქებს჻ ყოველნი჻ უხობაიეფობასა ფრიდონ჻ ზის჻ ახლოს჻ ავთანდილს჻ ჩუეული჻ ვით჻ მეფობასა

1759. მეფესა჻ ქმრითურთ჻ პატივი჻ ჰქონდა჻ ინდოთა჻ ქალისა სიყუარული჻ და჻ ჩუქება჻ ვით჻ სიძისა჻ და჻ სძალისა რომე჻ სძღუნა჻ არა჻ ეგების჻ თქუმა჻ არცა჻ ნაათალისა თუითო჻ სკიპტრა჻ და჻ პორფირი჻ და჻ გუირგუინები჻ თუალისა

1760. კულა჻ უძღუნა჻ ძღუენი჻ ორთავე჻ მსგავსი჻ მათისა჻ ბედისა ათასი჻ თუალი჻ ნაშობი჻ რომანულისა჻ დედისა კულა჻ მარგალიტი჻ ათასი჻ მართ჻ ვითა჻ კუერცხი჻ ტრედისა ათასი჻ ცხენი჻ ტაიჭი჻ სიდიდით჻ მსგავსი჻ ქედისა

1761. ფრიდონს჻ უძღუნა჻ ცხრა჻ ტაბაკი჻ მარგალიტი჻ თავშედგმული ცხრა჻ ტაიჭი჻ ძუირფასისა჻ უნაგრითა჻ შეკაზმული ჰინდოთ჻ მეფე჻ თაყუანისცემს჻ ლაღი჻ ბრძენი჻ არ჻ მახმული მადლი჻ ჰკადრა჻ ფხიზელურად჻ თუცა჻ იყო჻ ღვინოსმული

1762. რას჻ ვაგრძელებდე჻ გარდაჴდეს჻ დღენი჻ ერთისა჻ თუისანი თამაშობდიან჻ არ჻ იყუნეს჻ ყოლა჻ გაყრანი჻ სმისანი ტარიელს჻ სძღუნიან჻ უცხონი჻ თუალნი჻ ლალისა჻ ქუისანი მათ჻ ყოვლთა჻ მათნი჻ ელვანი჻ ჰფარვენ჻ მართ჻ ვითა჻ მზისანი

1763. ტარიელ჻ ჰგუანდის჻ ვარდსა჻ და჻ იყუის჻ ფიფქისა჻ მთოელად ავთანდილ჻ როსტანს჻ წინაშე჻ გაგზავნა჻ დასათხოელად შესთუალა჻ შენი჻ სიახლე჻ კმა჻ ჩემად჻ ლხინად჻ ყოელად მტერთა჻ აქუს჻ ჩემი჻ სამეფო჻ ვიცი჻ მუნ჻ შიგან჻ მძოველად

1764. უცებნი჻ მოსრნის჻ მცოდნელთა჻ ცოდნამან჻ ჴელოვნებამან ვეჭუ჻ მოქცეს჻ თქუენცა჻ დაღრეჯა჻ ჩემმან჻ რასაცა჻ ვნებამან წავიდე჻ ავი჻ არ჻ მიყოს჻ მე჻ აქა჻ დაყოვნებამან ადრე჻ კულა჻ გნახნე჻ მორჭმულნი჻ ინებოს჻ ღმრთისა჻ ნებამან

1765. როსტევანს჻ ეთქუა჻ მეფეო჻ რად჻ ხართ჻ რასაცა჻ რიდითა რაცა჻ გიჯობდეს჻ იქმოდით჻ გასჭურეტდით჻ გაიცდიდითა ავთანდილ჻ თანა჻ წამოგყუესწადით჻ ლაშქრითა჻ დიდითა თქუენთა჻ მტერთა჻ და჻ ორგულთა჻ დაჰფრეწდით჻ დაცასჭრიდითა

1766. ავთანდილ჻ უთხრა჻ ტარიელს჻ ესე჻ სიტყუები჻ ორები მან჻ უთხრა჻ გაე჻ ნუ჻ უბნობ჻ შეცევ჻ ბროლისა჻ ყორები ახალ჻ შეყრილსა჻ მთუარესა჻ მზეო჻ ვით჻ მოეშორები ავთანდილ჻ უთხრა჻ მაგითა჻ შენგან჻ არ჻ მოვიღორები

1767. არ჻ დია჻ გინდა჻ დამაგდო჻ წახვიდე჻ ჩემად჻ მზრახავად ცოლი჻ უყუარსო჻ გამწირა჻ იყო჻ ამისად჻ მსახავად მე჻ დავრჩე჻ შენი჻ გაყრილი჻ თავისა჻ მე჻ ვაგლახავად კაცსა჻ მოყურისა჻ გაწირვა჻ ახ჻ მოუხდების჻ ახ჻ ავად

1768. ტარიელს჻ უგავს჻ სიცილი჻ ბროლისა჻ ვარდთათ჻ ფრქუევასა უბრძანა჻ ვიტყუი჻ უშენოდ჻ შენისა჻ უფრო჻ მე჻ ვასა რადგან჻ გწადიან჻ წამომყევ჻ დამწამებ჻ ნურას჻ თნევასა ავთანდილ჻ ბრძანებს჻ ლაშქართა჻ ყოვლგნით჻ მის჻ თანა჻ წუევსა

1769. შეყარნა჻ სპანი჻ არაბეთს჻ აღარა჻ ხანსა჻ ზმულია კაცი჻ ოთხმოცი჻ ათასი჻ ყუელაი჻ დაკაზმულია კაცსა჻ და჻ ცხენსა჻ ემოსა჻ აბჯარი჻ ხუარაზმულია არაბთა჻ მეფე჻ მათითა჻ გაყრითა჻ ნაღუელჭმულია

1770. ერთმანერთისა჻ გაყრილნი჻ ქალნი჻ ორნივე჻ დობილნი ერთმანერთისა჻ დადფიცნი჻ სიტყუისა჻ გამონდობილნი მკერდითა჻ მკერდსა჻ შეკრულნი჻ ყელისა჻ გარდაჭდობილნი ტიროდეს჻ მათთა჻ მჭურეტელთა჻ გულნიცა჻ ესხნეს჻ წდობილნი

1771. მთუარე჻ ცისკრისა჻ ნიავსა჻ რა჻ თანა჻ შეესწოროსა ორნივე჻ სწორად჻ ნათობენ჻ მოშორდეს჻ მოეშოროსა არა჻ თუ჻ იგი჻ მოშორდეს჻ მართ჻ ცამან჻ მოაშოროსა მათად჻ საჭურეტლად჻ მჭურეტელმან჻ ჴამს჻ თავი჻ იქედგოროსა

1772. მათთავე჻ სახედ჻ რომელსა჻ ესენი჻ დაუბადიან იგივე჻ გაჰყრის჻ სიშორე჻ არა჻ თუ჻ ნებით჻ სწადიან ვარდსა჻ წებვენ჻ და჻ აპობენ჻ ტირან჻ და჻ ცრემლნი჻ ჩასდიან მათთა჻ გამყრელთა჻ ყუელთა჻ სიცოცხლე჻ არ჻ იქადიან

1773. ნესტანდარეჯან჻ თქუა჻ ნეტამც჻ ყოლე჻ არ჻ შემოგცნებოდი მზისა჻ გამყრელი჻ გაყრითა჻ აწ჻ ასრე჻ არ჻ დავდნებოდი ამბავსა჻ სცნევდი჻ მაცნევდი჻ წიგნითა჻ მეუბნებოდი ვითა჻ მე჻ შენთუის჻ დამწუარვარ჻ აგრე჻ შენ჻ ჩემთუის჻ ჰბნდებოდი

1774. თინათინ჻ უთხრა჻ ჰე჻ მზეო჻ შენთა჻ მჭურეტელთა჻ ლხინებო რადმცა჻ გაგწირე჻ თუ჻ ვითა჻ გაყრასა჻ მოვითმინებო ღ~თისაგან჻ დღეთა჻ თხოვისა჻ ნაცულად჻ სიკუდილი჻ ვინებო აგრემცა჻ მივი჻ რაზომსა჻ მე჻ ცრემლსა჻ დავიდინებო

1775. კულა჻ აკოცეს჻ ერთმანერთსა჻ გაიყარნეს჻ იგი჻ ქალნი ქუე჻ დამდგომმან჻ წამავალსა჻ ვერ჻ მოსწყვიტნა჻ ყოლა჻ თვალნი იგი჻ იჭურეტს჻ უკუღმავე჻ ედებოდეს჻ ამით჻ ალნი რომე჻ მწადდეს჻ ვერ჻ დავწერენ჻ მე჻ სიტყუანი჻ ნაათალნი

1776. როსტან჻ მათითა჻ გაყრითა჻ ხელთაგან჻ უფრო჻ ხელდების ათასჯერ჻ იტყუის჻ ვაგლახსა჻ არ჻ სულთქმა჻ უერთხელდების ცხელი჻ სდის჻ წყარო჻ ცრემლისა჻ მართ჻ ვითა჻ ქუაბი჻ ცხელდების ტარიელ჻ არის჻ დაღრეჯით჻ ფიფქი჻ ნასდების჻ თხელდების