... (H-757), 1671 წ.

1641. ფატმან჻ ხათუნ჻ თაყვანისსცა჻ ჰკადრებს჻ მადლსა჻ მეტის჻ მეტსა მემეფეო჻ შენი჻ ნახვა჻ მიდებს჻ ცეცხლსა჻ დაუშრეტსა რა჻ მოგშორდე჻ რა჻ ვიქნები჻ მე჻ დამაგდებ჻ ვითა჻ რეტსა ახ჻ ნეტარძი჻ მოახლეთა჻ ვაგლახ჻ თქუენსა჻ ვერა჻ მჭურეტსა

1642. ზღუათა჻ მეფესა჻ ეტყუიან჻ ორნივე჻ შუქთა჻ მაფენი კბილნი჻ ბროლნი჻ და჻ ბაგენი჻ სადაფთა჻ მოსადაფენი უთქუენოდ჻ მყოფსა჻ არ჻ გუინდან჻ ნიშანნი჻ საჩანგდაფენი მაგრა჻ გაგვიშვენ჻ ჟამია჻ წავიდეთ჻ ვართ჻ მოსწრაფენი

1643. შენ჻ იყავ჻ ჩვენი჻ მშობელი჻ ჩუენგან჻ საესავიო მაგრა჻ ამასცა჻ ვიაჯით჻ გუიბოძოთ჻ ერთი჻ ნავიო მეფემან჻ ბრძანა჻ არა჻ მშურს჻ სამიწოდ჻ თქუენად჻ თავიო რადგან჻ ისწრაფი჻ რა჻ გკადრო჻ წა჻ გიწინამძღურდეს჻ მკლავიო

1644. მეფემან჻ ნავიხომალდი჻ მოჰკაზმა჻ ზღუისა჻ კიდესა გამოემართა჻ ტარიელ჻ გამყრელნი჻ ცრემლსა჻ ღურიდესა თავსა჻ იცემდეს჻ იგლეჯდეს჻ თმაწუერსა჻ გაიყრიდესა ფატმანის჻ ცრემლთა჻ შედენით჻ თუით჻ ზღუაცა჻ გაადიდესა

ტარიელისაგან ფრიდონისას მისვლა ნესტან დარეჯანითურთ჻

1645. გამოვლნეს჻ ზღუანი჻ სამთავე჻ ერთგან჻ ძმად჻ შენაფიცართა კულა჻ ამტკიცებდეს჻ სიტყუათა჻ მათ჻ პირველ჻ დანამტკიცართა ჰშუენის჻ მღერა჻ და჻ სიცილი჻ მათ჻ მისთა჻ არუვიცართა ბაგეთათ჻ შუქი჻ შეადგის჻ ზედან჻ ბროლისა჻ ფიცართა

1646. მუნით჻ კაცი჻ ასმათს჻ თანა჻ მათ჻ გაგზავნეს჻ მახარობლად კულა჻ ფრიდონის჻ თავადთასა჻ ნაომართა჻ მათთა჻ მთხრობლად მანდა჻ მოვა჻ მოიმაღლებს჻ მზე჻ მნათობთა჻ მამაგრობლად ჩუენ჻ დამზრალნი჻ აქანამდის჻ აწ჻ გავხედით჻ დაუზრობლად

1647. იგი჻ მზე჻ შესვეს჻ კუბოსა჻ იარეს჻ გზა჻ ზღუის჻ პირისა მიყმაწვილობდეს჻ უხარის჻ მათ჻ გარდაჴდომა჻ ჭირისა მივიდეს჻ სადა჻ ქუეყანა჻ იყო჻ ნურადინ჻ გმირისა მოეგებნიან჻ ისმოდის჻ ჴმა჻ სიმღერისა჻ ჴშირისა

1648. მუნ჻ მიეგება჻ ყოველი჻ ფრიდონის჻ დიდებულები ასმათი჻ სავსე჻ ლხინითა჻ ვის჻ აღარ჻ აჩნდა჻ წყლულები ნესტანდარიჯს჻ ზედ჻ მოიჭდნვა჻ რომე჻ ვერ჻ გაჴსნის჻ ცულები აწ჻ გაუსრულა჻ ყოველი჻ მან჻ მისი჻ ნაერთგულები

1649. ნესტანდარეჯან჻ ეხუევის჻ პირსა჻ აკოცებს჻ პირითა უბრძანა჻ ჩემო჻ ვაგლახ჻ მე჻ შენცა჻ აგავსე჻ ჭირითა აწ჻ ღმერთმან჻ მოგუცა჻ წყალობა჻ ვცან჻ მისი჻ არსიძვირითა მე჻ გულსა჻ შენსა჻ ეზომსა჻ არ჻ ვიცი჻ გარდვიჴდი჻ რითა

1650. ასმათ჻ ჰკადრა჻ მადლი჻ ღმერთსა჻ ვარდნი჻ ვნახენ჻ არდაზრულნი ბოლოდ჻ ასრე჻ გააცხადნა჻ გონებამან჻ დაფარულნი სიკუდილიცა჻ სიცოცხლედ჻ მიჩს჻ ოდეს჻ გნახენ჻ მხიარულნი სჯობან჻ ყოვლთა჻ მოყუარულთა჻ პატრონყმანი჻ მოყუარულნი

1651. დიდებულთა჻ თაყვანისსცეს჻ მოახსენეს჻ დიდი჻ ქება რომე჻ ღმერთმან჻ გაგუახარნა჻ კურთხეულა჻ მისი჻ ღმრთება ჩუენ჻ გუიჩვენნა჻ პირი჻ თქუენი჻ აღარა჻ გუწუავს჻ ცეცხლთა჻ დება წყლულსა჻ მისგან჻ დაკოდილსა჻ მასვე჻ ძალუც჻ განკურნება

1652. მოვიდეს჻ და჻ პირი჻ ხელსა჻ დასდვეს჻ აგრე჻ გარდაჰკოცნეს მეფე჻ ეტყუისძმათა჻ თქუენთა჻ თავნი჻ ჩუენთუის჻ დაიჴოცნეს იგი჻ შუებას჻ საუკუნო჻ ცხადად჻ პოვეს჻ არ჻ იოცნეს ერთსა჻ მიხუდეს჻ საზიაროდ჻ დიდებანი჻ იასოცნეს

1653. თუცა჻ მე჻ მათი჻ დაჴოცა჻ მტკივის჻ და჻ სატკივარია მაგრა჻ მათ჻ მიხუდა჻ უკვდავი჻ მუნ჻ დიდი჻ საჩუქვარია ესე჻ თქუა჻ ნელად჻ ატირდა჻ და჻ წვიმა჻ თოვლსა჻ არია ნარგისთათ჻ იძურის჻ ბორიო჻ ვარდსა჻ ზრავს჻ იანვარია

1654. მუნ჻ ატირდეს჻ ყველაკანი჻ რა჻ ტირილად჻ იგი჻ ნახეს რაცა჻ ვისცა჻ დაჰკლებოდა჻ მათ჻ ტირილით჻ სულთქმით჻ ახეს დადუმდეს჻ და჻ მოახსენეს჻ რათგან჻ ბრძენთა჻ მზეებრ჻ გსახეს თქუენთა჻ მჭურეტთა჻ მღერა჻ ჰმართებს჻ რასათუისმცა჻ ივაგლახეს

1655. ვინ჻ ღირსა჻ თქუენგან჻ ეგზომსა჻ ტირილსა჻ შეჭირვებასა თქუენთვის჻ სიკვდილი჻ დია჻ სჯობს჻ მიწათა჻ ზედა჻ რებასა კულა჻ ფრიდონ჻ ჰკადრა჻ მეფესა჻ ნურათ჻ იქთ჻ გამწარებასა ღმერთიმცა჻ მუქფად჻ მოგიზღავს჻ ათასსა჻ გახარებასა

1656. ავთანდილცა჻ მიუმტკივნა჻ იტყუის჻ დიდსა჻ სიმძიმილსა მათ჻ შეასხეს჻ ქება჻ უთხრეს჻ თავნი჻ მივსცნეთ჻ აწ჻ ღიმილსა რადგან჻ მიხუდა჻ დაკარგული჻ ლომი჻ მზესა჻ წაჴდომილსა აღარა჻ ვსტირთ჻ სატირალსა჻ აღარ჻ დავსდებთ჻ თუალთა჻ მილსა

1657. მივიდეს჻ სადა჻ ქალაქი჻ დიდი჻ მულღაზანზარია სცემდეს჻ ბუკსა჻ და჻ ტაბლაკსა჻ გაჴდა჻ ზათქი჻ და჻ ზარია დაბდაბისა჻ და჻ ქოსისა჻ ჴმა჻ ტურფად჻ შენათხზარია მოატყდეს჻ მოქალაქენი჻ დააგდეს჻ მუნ჻ ბაზარია

1658. შუკათათ჻ მოდგნეს჻ ვაჭარნი჻ ყოვლგნით჻ მჭურეტელთა჻ ჯარია შორს჻ უარებდეს჻ სარანგნი჻ ჴელთა჻ აქუ჻ მათ჻ აბჯარია მოიჯრებოდეს჻ ჯალაბნი჻ სარანგთა჻ დამსაჯარია მათად჻ საჭურეტლად჻ მიშვება჻ მუნ჻ მათგან჻ ნააჯარია

1659. გადახდეს჻ დაფრიდონისსა჻ სრა჻ ნახეს჻ მოსაწონები გამოეგება჻ მრავალი჻ ოქროს჻ სარტყლითა჻ მონები ფერჴთა჻ საფენლად჻ ოქსინო჻ მართ჻ მათგან჻ არს჻ ნაქონები თავსა჻ აყრიდეს჻ ოქროსა჻ ხუეტს჻ ჯარი჻ მუნ჻ ნარონები