... (H-757), 1671 წ.

1698. ფრიდონ჻ მდაბლად჻ თაყვანი჻ სცაჰკადრა჻ მადლი჻ მეტისმეტი მე჻ მეფეო჻ რად჻ გგონივარ჻ უჭკუო჻ და჻ აგრე჻ რეტი მტერი჻ ყოვლი჻ ჩალად჻ გიჩანს჻ ვინმცა჻ იყო჻ ვითა჻ კეტი ჩემი჻ ლხინი჻ მუნამდის჻ ა჻ ვირე჻ ვიყო჻ შენი჻ მჭურეტი

1699. ფრიდონ჻ კაცნი჻ დააბრუნნა჻ მოსასხმელად჻ აქლემისად სახლსა჻ მისსა჻ მისაღებლად჻ მის჻ ყუელასა჻ საჭურჭლისად აწ჻ მუნითგან჻ გაემართნეს჻ არაბეთით჻ წავლად჻ გზისად ავთანდილა჻ გალეული჻ შესაყრელად჻ მთუარე჻ მზისად

1700. მიხუდეს჻ არაბთა჻ საზღვარსა჻ რა჻ ვლეს჻ მრავალნი჻ ხანები დახუდა჻ სოფლები჻ ციხები჻ ჴშირჴშირად჻ თანისთანები მუნ჻ შიგა჻ მყოფსა჻ ემოსა჻ ტანსა჻ ლურჯი჻ და჻ მწუანები ავთანდილისთუის჻ ყუელაი჻ ცრემლითა჻ არს჻ ნაბანები

1701. ავთანდილ჻ იცნეს჻ გაისმა჻ ჴმა჻ მათგან჻ სიხარულისა჻ დაიწყეს჻ ყოვლგნით჻ ლაშქართა჻ ქნა჻ მათკენ჻ სიარულისა჻ თაყუანისსცემდა჻ სიმრავლე჻ სპისა჻ პირმხიარულისა ქალი჻ ნახიან჻ შუენება჻ თქუიან჻ არს჻ მზისა჻ სრულისა

1702. ტარიელ჻ კაცი჻ გაგზავნა჻ წინაშე჻ როსტან჻ მეფესა შესთალა჻ გკადრებ჻ მეფეო჻ სურვილთა჻ სიიეფესა მე჻ მუოვალ჻ მეფე჻ ჰინდოთა჻ დარბაზსა჻ თქუენსა჻ სეფესა გიჩუენებ჻ ვარდსა჻ კოკობსა჻ უფრჭუნელსა჻ მოუკრეფესა

1703. მაშინ჻ თქუენ჻ ჩემი჻ გეწყინა჻ ნახვა჻ მიწისა჻ შენისა ცდა჻ შეპყრობისა჻ ავი჻ ჰქმენ჻ შემოტეობა჻ ცხენისა მე჻ შენთა჻ სპათა჻ ვაჩუენე჻ ნიშანი჻ რამე჻ წყენისა დავჴოცე჻ მონა჻ მრავალი჻ მსახურნი჻ სრისა჻ თქუენისა

1704. აწ჻ ამად჻ მოვალ჻ წინაშე჻ დავყარენ჻ ჩემნი჻ გზანია შემინდოთ჻ რაცა჻ შეგცოდე჻ ჰქნნეთ჻ გაწყრომისა჻ კმანია ძღუენი჻ არა჻ მაქუს჻ გუმოწმობენ჻ ფრიდონ჻ და჻ მისნი჻ ყმანია ოდენ჻ ძღუნად჻ თქუენი჻ ავთანდილ჻ მე჻ თქუენთვის჻ მომიტანია

1705. რა჻ მიუვიდა჻ მეფესა჻ მახარობელი჻ ჟამისა ვით჻ გაეხარნეს჻ ვერ჻ იტყუის჻ ენა჻ ერთისა჻ წამისა თინათინს჻ ღაწუთა჻ ემატა჻ ელვა჻ შუქისა჻ სამისა ბროლსა჻ და჻ ლალსა჻ აშუენებს჻ მუნ჻ ჩრდილი჻ წარბწამწამისა

1706. ტაბლაკსა჻ ჰკრეს჻ და჻ გაისმა჻ ხმა჻ მაშინ჻ თქართქარებისა ლაშქარნი჻ რბოდეს჻ მი჻ და჻ მო჻ ქნა჻ სწადდა჻ მათკენ჻ რებისა დაიწყეს჻ მოსხმა჻ ცხენისა჻ მოღება჻ უნაგრებისა შესხდა჻ სიმრავლე჻ მოყმისა჻ მკლავფიცხელ჻ გულმაგრებისა

1707. მეფე჻ შეჯდა჻ გაეგებნეს჻ თავადნი჻ და჻ სრულად჻ სპანი ვისცა჻ ესმის჻ მოვიდიან჻ მას჻ წინაშე჻ სხუაგნით჻ სხუანი ყველაკაი჻ ღმერთსა჻ ჰმადლობს჻ გაამაღლნეს჻ მათნი჻ ომანი თქუეს჻ ბოროტსა჻ უმყოფოო჻ კეთილნია჻ შენთუის჻ მზანი

1708. რა჻ ერთმანერთი჻ აუჩნდა჻ მიგებულმოსაგებავთა ავთანდილ჻ ეტყუის჻ ტარიელს჻ სიტყუათა჻ დანაზებავთა აგერა჻ ხედავთ჻ მინდორთა჻ მტუერითა჻ შენაღებავთა ამად჻ მედების჻ საოუმილი჻ გულსა჻ ეცხელა჻ ებავთა

1709. ისია჻ ჩემი჻ გამზრდელი჻ და჻ თქუენდა჻ მოგებებულა იქი჻ ვერ჻ მივალ჻ მრცხუენიან჻ გულსა჻ საჴუმილი჻ დებულა ჩემად჻ არაკად჻ სულდგმული჻ კაცი჻ არ჻ გაწბილებულა რასაცა჻ მიზამთ჻ თქუენ჻ იცით჻ ფრიდონ჻ თქუენადვე჻ ხლებულა

1710. ტარიელ჻ უთხრა჻ კარგსა჻ იქ჻ შენ჻ პატრონისა჻ კრძალვასა აწ჻ დადეგ჻ იქი჻ ნუ჻ მიხუალ჻ იქმცა჻ უჩემოდ჻ ხალვასა მე჻ მივალ჻ უთხრობ჻ მეფესა჻ შენგან჻ თავისა჻ მალვასა ვეჭუ჻ ღ~თითა჻ ადრე჻ შეგყარო჻ მზესა჻ მას჻ ტანად჻ ალვასა

1711. მუნ჻ დადგა჻ ლომი჻ ავთანდილ჻ დაიდგა჻ მცირე჻ კარავი ნესტანდარეჯან჻ მუნვე჻ დგას჻ იგია჻ მჭურეტთა჻ მზარავი მისთა჻ წამწამთა჻ ნიავი჻ ქრის჻ ვითა჻ ქარი჻ არავი წავიდა჻ მეფე჻ ჰინდოთა჻ მისრული჻ მიუპარავი

1712. ფრიდონ჻ წაჰყუა჻ გაღანამცა჻ გავლეს჻ ველი჻ დიდსა჻ ხანსა ცნა჻ მეფემან჻ ტარიელა჻ მარტო჻ მოვა჻ მოხრის჻ ტანსა გარდაჴდა჻ და჻ თაყუანი჻ სცა჻ მას჻ უკადრსა჻ ლომებრ჻ ჯანსა სდებს჻ პატივსა჻ ჰინდოთ჻ მეფეს჻ მართ჻ მამისა჻ შესაგუანსა

1713. ტარიელცა჻ თაყუანი჻ სცა჻ მივა჻ კოცნად჻ სასალამოდ მეფე჻ ყელსა჻ აკოცებდა჻ მართ჻ ბაგისა჻ დასაჰამოდ გაკუირვებით჻ ეუბნების჻ არის჻ მისგან჻ სათამამოდ შენ჻ მზე჻ ხარო჻ შენი჻ გაყრა჻ არის჻ დღისა჻ შესაღამოდ

1714. გაეკვირვა჻ მეფე჻ მისსა჻ თუალადობასიტურფესა პირსა჻ უჭურეტს჻ გაკუირვებით჻ უქებს჻ მკლავთა჻ სიალფესა კულა჻ ფრიდონცა჻ უსალამა჻ თაყუანი჻ სცა჻ მან჻ მეფესა მას჻ მეფესა჻ ავთანდილის჻ ნახუისათუის჻ მოსწრაფესა

1715. მეფე჻ ტარიას჻ ქებასა჻ დაჰკრთების჻ დაეღონების ტარიელ჻ ეტყუის჻ მეფეო჻ აწ჻ გული჻ შენ჻ გემონების მიკუირს჻ თუ჻ ეგრე჻ სიკეთე჻ თქუენ჻ ჩემი჻ რად჻ გეგონების რათგან჻ ავთანდილ჻ შენია჻ სხუა჻ რად჻ ვინ჻ მოგეწონების

1716. ნუ჻ გიკვირს჻ მისი჻ ვერ჻ ნახუა჻ და჻ დაყოვნება჻ ხანისა მოდი჻ და჻ დავსხდეთ჻ მეფეო჻ ამოა჻ კორდი჻ მწუანისა გკადრო჻ მიზეზი჻ მისისა჻ თქუენს჻ წინა჻ ვერ჻ მოტანისა ვიაჯ჻ რასმე჻ აწ჻ მმართებს჻ მოთხოვა჻ მე჻ ფარმანისა

1717. დასხდეს჻ მეფენი჻ მოადგა჻ გარე჻ სიმრავლე჻ რაზმისა ტარიელს჻ პირსა჻ ციმციმი჻ ათქს჻ უნათლესი჻ ბაზმისა ჭურეტა჻ ახელებს჻ მჭურეტელთა჻ ყოფა჻ ქცევისა჻ და჻ ზმისა დაუწყო჻ თხრობა჻ მეფესა჻ სიტყვისა჻ ბრძნად჻ ნაკაზმისა