... (S-4988), XVII-XVIII სს.

1603. ტარიელ჻ კაცი჻ გაგზავნა჻ წინაშე჻ როსტან჻ მეფესა: შესთალა჻ კადრებ჻ მეფეო჻ სურვილთა჻ სიიეფესა: მე჻ მოვალ჻ მეფე჻ ინდოთა჻ დარბაზსა჻ თქუენსა჻ სეფესა: გიჩუენებ჻ ვარდსა჻ კოკობსა჻ უფრჭუნელსა჻ მოუკრეფესა:

1604. მაშინ჻ თქუენ჻ ჩემი჻ გეწყინა჻ ნახუა჻ მიწისა჻ შენისა: ცდა჻ შეპყრობისა჻ ავი჻ ჰქენ჻ შემოტეობა჻ ცხენისა: მე჻ თქვენთა჻ სპათა჻ ვაჩუენე჻ ნიშანი჻ რამე჻ წყენისა: დავჰჴოცე჻ მონა჻ მრავალი჻ მსახურნი჻ სრისა჻ თქუენისა:

1605. აწ჻ ამად჻ მოვალ჻ წინაშე჻ დავყარენ჻ ჩემნი჻ გზანია: შემინდოთ჻ რაცა჻ შეგცოდე჻ ჰქნათ჻ გაწყრომისა჻ კმანია: ძღვენი჻ არა჻ გვაქვს჻ გუმოწმობენ჻ ფრიდონ჻ და჻ მისნი჻ ყმანია: ოდენ჻ ძღუნად჻ თქუენი჻ ავთანდილ჻ მე჻ თქუენთვის჻ მომიტანია:

1606. რა჻ მიუვიდა჻ მეფესა჻ მახარობელი჻ ჟამისა: ვით჻ გაეხარნეს჻ ვერ჻ იტყუის჻ ენა჻ ერთისა჻ წამისა: თინათინს჻ ღაწუთა჻ ემატა჻ ელვა჻ შუქისა჻ სამისა: ბროლსა჻ და჻ ლალსა჻ აშვენებს჻ მუნ჻ ჩრდილი჻ წარბ჻ წამწამისა:

1607. ტაბლაკსა჻ ჰკრეს჻ და჻ გაისმა჻ ხმა჻ მაშინ჻ თქარ჻ თქარებისა: ლაშქარნი჻ რბოდეს჻ მი჻ და჻ მო჻ ქნა჻ სწადდა჻ მათკენ჻ რებისა: დაიწყეს჻ მოსხმა჻ ცხენისა჻ მოღება჻ უნაგრებისა: შესხდა჻ სიმრავლე჻ მოყმისა჻ მკლავ჻ ფიცხელ჻ გულმაგრებისა:

1608. მეფე჻ შეჯდა჻ გაეგებნეს჻ თავადნი჻ და჻ სრულად჻ სპანი: ვისცა჻ ესმის჻ მოვიდიან჻ მას჻ წინაშე჻ სხვაგნით჻ სხვანი: ყველაკაი჻ ღ~თსა჻ მადლობს჻ გაამაღლნეს჻ მათნი჻ ომანი: თქუეს჻ ბოროტსა჻ უმყოფოო჻ კეთილნია჻ შენთუის჻ მზანი:

1609. რა჻ ერთმანერთი჻ აუჩნდეს჻ მიგებულ჻ მოსაგებავთა: ავთანდილ჻ ეტყუის჻ ტარიელს჻ სიტყუათა჻ დანაზებავთა: აგერა჻ ხედავთ჻ მინდორთა჻ მტვერითა჻ შენაღებავთა: ამის჻ თავს჻ ვიწვი჻ საჴმილი჻ გულსა჻ ეცეცხლა჻ ებავთა:

1610. ისია჻ ჩემი჻ გამზრდელი჻ და჻ თქუენდა჻ მოგებებულა: იქი჻ ვერ჻ მივალ჻ მრცხვენიან჻ გულსა჻ საჴმილი჻ დებულა: ჩემად჻ არაკად჻ სულდგმული჻ კაცი჻ არ჻ გაწბილებულა: რასაცა჻ მიზამთ჻ თქუენ჻ იცით჻ ფრიდონ჻ თქუენადვე჻ ხლებულა:

1611. ტარიელ჻ ეტყუის჻ კარგსა჻ იქ჻ შენ჻ პატრონისა჻ კრძალვასა: აწ჻ აქა჻ იყავ჻ ნუ჻ მოხვალ჻ იქმცა჻ უჩემოდ჻ ხალვასა: მე჻ მივალ჻ უთხრობ჻ მეფესა჻ შენგან჻ თავისა჻ მალვასა: ვეჭუ჻ ადრე჻ შეგყარო჻ მას჻ მზესა჻ ტანად჻ საროსა჻ და჻ ალვასა:

1612. მუნ჻ დადგა჻ ლომი჻ ავთანდილ჻ დაიდგა჻ მცირე჻ კარავი: ნესტან჻ დარეჯან჻ მუნვე჻ დგას჻ იგია჻ მჭურეტთა჻ მზარავი: მისთა჻ წამწამთა჻ ნიავი჻ ქრის჻ ვითა჻ ქარი჻ არავი: წავიდა჻ მეფე჻ ინდოთა჻ მისრული჻ მიუპარავი:

1613. ფრიდონ჻ წაჰყვა჻ განაღამცა჻ გავლეს჻ ველი჻ დიდსა჻ ხანსა: ცნა჻ მეფემან჻ ტარიელა჻ მარტო჻ მოვა჻ მოხრის჻ ტანსა: გარდაჴდა჻ და჻ თაყუანი჻ სცა჻ მას჻ უკადრსა჻ ლომებრ჻ ჯანსა: სდებს჻ პატივსა჻ ინდოთ჻ მეფეს჻ მართ჻ მამისა჻ შესაგუანსა:

1614. ტარიელცა჻ თაყუანი჻ სცა჻ მივა჻ კოცნად჻ სასალამოდ: მეფე჻ ყელსა჻ ეხვეოდა჻ მართ჻ ბაგისა჻ დასანამოდ: გაკვირვებით჻ ეუბნების჻ არის჻ მისგან჻ სათამამოდ: შენ჻ მზე჻ ხარო჻ შენი჻ გაყრა჻ არის჻ დღისა჻ შესაღამოდ:

1615. გაეკვირვა჻ მეფე჻ მისსა჻ თვალადობა჻ სიტურფესა: პირსა჻ უჭურეტს჻ გაკუირვებით჻ უქებს჻ მკლავთა჻ სიალფესა: კულავ჻ ფრიდონცა჻ უსალამა჻ თაყუანისცა჻ მან჻ მეფესა: მას჻ მეფესა჻ ავთანდილის჻ ჭურეტისათვის჻ მოსწრაფესა:

1616. მეფე჻ ტარიას჻ ქებასა჻ დაჰკრთების჻ დაეღონების: ტარიელ჻ ეტყუის჻ მეფეო჻ აწ჻ გული჻ შენ჻ გემონების: მიკუირს჻ თუ჻ ეგრე჻ სიკეთე჻ თქუენ჻ ჩემი჻ რად჻ გეგონების: რათგან჻ ავთანდილ჻ შენია჻ სხვა჻ რად჻ ვინ჻ მოგეწონების:

1617. ნუ჻ გიკვირს჻ მისი჻ ვერ჻ ნახვა჻ და჻ დაყოვნება჻ ხანისა: მოდი჻ და჻ დავსხდეთ჻ მეფეო჻ ამოა჻ კორდი჻ მწვანისა: კადრო჻ მიზეზი჻ მისისა჻ თქუენს჻ წინა჻ ვერ჻ მოტანისა: ვიაჯი჻ რასმე჻ აწ჻ მმართებს჻ მოთხოვა჻ მე჻ ფარმანისა:

1618. დასხდეს჻ მეფენი჻ მოადგა჻ გარე჻ სიმრავლე჻ რაზმისა: ტარიელს჻ პირსა჻ ციმციმი჻ ათქს჻ უნათლესი჻ ბაზმისა: ჭურეტა჻ ახელებს჻ მჭურეტელთა჻ ყოფა჻ ქცევისა჻ და჻ ზმისა: დაუწყო჻ თხრობა჻ მეფესა჻ სიტყვისა჻ ბრძნად჻ ნაკაზმისა:

1619. მეფეო჻ თავი჻ მემცრობის჻ მე჻ მისად჻ მოსახსენებლად: მაგრამ჻ მოსრული჻ თქუენს჻ წინა჻ ვარ჻ შემოხუეწლად჻ ქენებლად: თვით჻ იგი჻ იაჯს჻ რომელიც჻ ჩანს჻ მზეებრ჻ შუქთა჻ მფენებლად: ვინ჻ არის჻ ჩემად჻ სინათლედ჻ და჻ ჩემად჻ გამათენებლად:

1620. აწ჻ ამას჻ კადრებთ჻ ორნივე჻ ხვეწით჻ და჻ შემუდარებით: ავთანდილ჻ დამდუა჻ წამალი჻ მისგან჻ თავისა჻ დადებით: დაჰვიწყდეს჻ რომე჻ პატიჟნი჻ სჭირდეს჻ ჩუენთავე჻ დარებით: არ჻ გასწყრეთ჻ გრძელი჻ ამბავი჻ არს჻ ჩუენგან჻ მიუმხვდარებით:

1621. თქუენთა჻ უყვარს჻ ერთმანერთი჻ ქალი჻ მას჻ და჻ იგი჻ ქალსა: მით჻ ვიგონებ჻ საბრალოსა჻ მტირალსა჻ და჻ ფერ჻ ნამკრთალსა: მუჴლ჻ მოყრილი჻ გეხვეწები჻ ნუღარ჻ აწვევ჻ იმათ჻ ალსა: რომე჻ მისცეთ჻ ქალი჻ თქუენი჻ მკლავ჻ მაგარსა჻ გულ჻ ფიქალსა:

1622. ამის჻ მეტსა჻ არას჻ გკადრებ჻ არ჻ მოკლესა჻ არცა჻ გრძელსა: ამოიღო჻ ჴელ჻ მანდილი჻ მოინასკუა჻ იგი჻ ყელსა: ადგა჻ მუჴლი჻ მიუყარნა჻ იაჯების჻ ვითა჻ მზრდელსა: გაუკვირდა჻ ყოვლსა჻ კაცსა჻ მის჻ ამბუისა჻ მომსმენელსა: