... (H-757), 1671 წ.

1602. ფრიდონ჻ ლაღი჻ ამხაანგობს჻ საუბართა჻ ესოდენთა ამაზედან჻ გაიცინნეს჻ მათ჻ წყლიანთა჻ სიტყუაბრძენთა ერთმანეთსა჻ ელაღობნეს჻ ლაღობათა჻ მათთა჻ მშუენთა გარდახდეს჻ და჻ დაეკაზმნეს჻ უკეთესთა჻ შესხდეს჻ ცხენთა

1603. კვლავ჻ ერთმანერთსა჻ მიუგეს჻ სიტყვები჻ არ჻ პირმკუახები დაასკვნეს჻ იგი჻ თათბირი჻ ტარიას჻ განაზრახები გაიყვეს჻ კაცი჻ ასასი჻ ყველაი჻ გმირთა჻ სახები ცხენებსა჻ შესხდეს჻ აიღეს჻ მათ჻ მათი჻ ჩაბალახები

1604. იგი჻ ჭაბუკნი჻ შუქითა჻ ვნახენ჻ მზისაცა჻ მეტითა მათ჻ სამთა჻ შუიდნი჻ მნათობნი჻ ჰფარვენ჻ ნათლისა჻ სვეტითა ტარიელ჻ შავსა჻ ზედა჻ ზის჻ ტანითა჻ მით჻ წერწეტითა დალივნეს჻ მტერნი჻ ომითა჻ ვითა჻ მჭურეტელნი჻ ჭურეტითა

1605. ჩემი჻ აწ჻ ესე჻ ნათქვამი჻ მათი჻ სახე჻ და჻ დარია რა჻ ზედა჻ წუიმდეს჻ ღრუბელნი჻ და჻ მთათა჻ აღტყდეს჻ ღუარია მოვა჻ და჻ ჴევთა჻ მოგრაგნის჻ ისმის჻ ზათქი჻ და჻ ზარია მაგრა჻ რა჻ ზღუათა჻ შეერთვის჻ მაშინ჻ ეგრეცა჻ წყნარია

1606. თუცა჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ სიკეთე჻ მიუწდომნია მაგრა჻ ტარიას჻ შემბმელნი჻ არვისგან჻ მოსანდომნია მზე჻ მნათობთაცა჻ დაჰფარავს჻ არცაღა჻ ნათლად჻ ჴომნია აწ჻ იყურებდით჻ მსმენელნო჻ გესმნენ჻ ფიცხელი჻ ომნია

1607. სამთავე჻ სამად჻ გაიყვეს჻ თუითომან჻ თუითო჻ კარები თანა჻ ჰყვა჻ კაცი჻ სამასი჻ ყუელაი჻ გმირთა჻ დარები მას჻ ღამით჻ უქნეს჻ სადარნო჻ უცრთუო჻ ანაჩქარები გათენდა჻ გაჩნდეს჻ მიმართეს჻ თავისთავ჻ ჰქონდა჻ ფარები

1608. პირველ჻ ამოდ჻ მიდიოდეს჻ მგზავრთა჻ რათმე჻ მაგიერად მათ჻ შიგანთა჻ ვერა჻ უგრძნეს჻ ვერცა჻ დახუდეს჻ გულხმიერად გულსა჻ შიში჻ არა჻ ჰქონდა჻ ამოდ჻ დგეს჻ და჻ ნებიერად მიდგეს჻ გარე჻ მუზარადნი჻ დაიხურნეს჻ ჟამიერად

1609. ანაზდად჻ ცხენი჻ გაქუსლეს჻ მათრაჴმან჻ შექნა჻ წრიალი რა჻ ნახნეს჻ კარნი჻ გაახუნეს჻ ქალაქით჻ გაჰჴდა჻ ზრიალი სამთავე჻ სამგნით჻ მიჰმართეს჻ თავსა჻ მით჻ უყვეს჻ რიალი იკრეს჻ ნობსა჻ და჻ დაბდაბსა჻ შეიქნა჻ ბუკთა჻ ტკრციალი

1610. მაშინ჻ ქაჯეთს჻ მოიწია჻ უსაზომო჻ რისხუა჻ ღმრთისა კრონოს჻ წყრომით჻ შემხედველმან჻ მოიშორვა჻ სიტკბო჻ მზისა მათვე჻ რისხუით჻ გარდუბრუნდა჻ ბორბალი჻ და჻ სიმგრგულე჻ ცისა ველნი჻ მკუდართა჻ ვერ჻ იტევდა჻ გადიადდა჻ ჯარი჻ მკვდრისა

1611. კაცსა჻ უკრავად჻ დაბნედდის჻ ჴმა჻ ტარიელის჻ ხაფისა აბჯარსა჻ ფრეწდის჻ გაცუდდა჻ სიმაგრე჻ ჯავშანქაფისა სამგნითვე჻ კართა჻ შესჯარნეს჻ ჭირი჻ არ჻ ნახეს჻ კაფისა რა჻ ქალაქს჻ შეჰჴდეს჻ შეიქმნა჻ სიხარკე჻ ციხეს჻ სწრაფისა

1612. ავთანდილ჻ და჻ ლომი჻ ფრიდონ჻ შიგნით჻ ერთად჻ შეიყარნეს მტერნი჻ სრულად჻ აეწყუიდნეს჻ სისხლი჻ მათნი჻ მოეღუარნეს უყივლეს჻ და჻ ერთმანერთი჻ ნახეს჻ დიდად჻ გაეხარნეს თქუეს჻ ტარიელ჻ რა჻ იქნაო჻ მისად჻ ჭურეტად჻ თუალნი჻ არნეს

1613. ქაჯეთს჻ მოუხდეს჻ საომრად჻ იგ჻ სამნი჻ გმირნი჻ ლომები კაცსა჻ უნახავს჻ ეგზომნი჻ მათ჻ ქონდა჻ ბრძოლაომები კარნი჻ დალეწეს჻ დაჴოცეს჻ გავს჻ იყუნეს჻ დაუშრომები ტარიელ჻ გავა჻ სად჻ იყო჻ იგ჻ მაღლა჻ ასაძრომები

1614. ფრიდონ჻ შეუტყუა჻ ეს჻ იყო჻ თათბირი჻ ტარიელისა ყველას჻ მიუსწრა჻ შეიჭრა჻ მის჻ მზისა჻ შეყრას჻ ელისა჻ ჭირნი჻ გაჰქარდა჻ დაივსო჻ ცეცხლი჻ მათისა჻ მწველისა აწ჻ შეიყარნეს჻ შერეშრა჻ ნაკადი჻ ცრემლთა჻ სუელისა

1615. ერთმანცა჻ არა჻ იცოდა჻ ვერა჻ ცნეს჻ ტარიერისა ციხესა჻ კარსა჻ მიჰმართეს჻ რიდი჻ არ჻ ჰქონდა჻ მტერისა მუნ჻ ნახეს჻ რიყე჻ აბჯრისა჻ ნალეწი჻ ჴრმალთა჻ წუერისა ათი჻ ათასი჻ ნობათი჻ უსულო჻ მსგავსი჻ მტუერისა

1616. ციხისა჻ მცველნი჻ ყველაი჻ იდვა჻ მართ჻ ვითა჻ სნეული თავით჻ ფერჴამდი჻ დაჭრილი჻ აბჯარი჻ მუნ჻ დახეული ციხისა჻ კარნი჻ განხმულნი჻ კართა჻ ნალეწი჻ სრეული ცნეს჻ ნაქმრად჻ ტარიელისად჻ თქუეს჻ საქმე჻ არს჻ მისეული

1617. გზანი჻ დახვდეს჻ შეკაფულნი჻ შევიდეს჻ და჻ გაძურეს჻ ჴურელსა ნახეს჻ მზისა჻ შესაყრელად჻ გამოეშვა჻ მთუარე჻ გუელსა მუზარადი჻ მოეჴადა჻ ჰშუენის჻ აკვრა჻ თმისა჻ ლელსა მკერდი჻ მკერდსა჻ შეეწება჻ გარდაეჭდო჻ ყელი჻ ყელსა

1618. ეხვეოდეს჻ ერთმანერთსა჻ აკოცეს჻ და჻ ცრემლნი჻ ღუარნეს ამას჻ ჰგუანდეს჻ ოდეს჻ ერთგან჻ მუშთარ჻ ზუალ჻ შეიყარნეს მზე჻ რა჻ ვარდსა჻ შემოადგეს჻ დაშუენდენ჻ და჻ შუქნი჻ არნენ აქანამდის჻ ჭირნახულთა჻ ამას჻ იქით჻ გაიხარნეს

1619. მათ჻ ერთმანერთსა჻ აკოცეს჻ დგანან჻ ყელგარდაჭდობილნი კულა჻ შეეწებნეს჻ ჴშირჴშირად჻ ვარდნი჻ ბაგეთათ჻ პობილნი აწ჻ ესენიცა჻ გავიდეს჻ შეკრბეს჻ სამნივე჻ ძმობილნი მას჻ მზესა჻ მისცეს჻ სალამი჻ წარდგეს჻ მართ჻ ვითა჻ ჴმობილნი

1620. მზე჻ მოეგება჻ პირითა჻ ტურფითა჻ მოცინარითა აკოცა჻ მისთა჻ მეშუელთა჻ ლაღმან჻ ცნობითა჻ წყნარითა მათ჻ მდაბლად჻ მადლი჻ უბრძანა჻ სიტყუითა჻ მით჻ ნარნარითა ორივე჻ ერთგან჻ უბნობდეს჻ ამოთა჻ საუბარითა

1621. ტარიელსცა჻ უსალამეს჻ მას჻ ალვისა჻ მორჩსა჻ ვით჻ ხეს მიულოცეს჻ გამარჯუება჻ ერთმანერთი჻ მოკითხეს არა჻ სჭირდა჻ არ჻ ინანეს჻ რომ჻ აბჯარი჻ არ჻ გაითხეს თავნი჻ მათნი჻ გაალომეს჻ მათი჻ მბრძოლი჻ იშვლეს჻ ითხეს