... (S-4988), XVII-XVIII სს.

20. იყო჻ არაბეთს჻ როსტევან჻ მეფე჻ ღმრთისაგან჻ სვიანი: მაღალი჻ უხვი჻ მდაბალი჻ ლაშქარ჻ მრავალი჻ ყმიანი: მოსამართლე჻ და჻ მოწყალე჻ მორჭმული჻ განგებიანი: თვით჻ მეომარი჻ უებრო჻ კულავ჻ მოუბარი჻ წყლიანი:

21. იყო჻ არაბეთს჻ მეფობა჻ მეფისა჻ როსტევანისი: მას჻ ჰქონდა჻ სპარსთა჻ ქვეყანა჻ მართვ჻ ვითა჻ შანშეს჻ ანისი: უძრწის჻ და჻ მონებს჻ ყოველი჻ ჴელთა჻ აქვს჻ მას჻ საბრძანისი: თქვეს჻ თუ჻ ჴამს჻ ჴმელთა჻ პატრონად჻ ან჻ ალექსანდრე჻ ანისი:

22. აწყა჻ დავიწყოთ჻ ამბავი჻ მის჻ ჴელმწიფისა჻ ზენისა: არაბეთს჻ როსტენ჻ პატრონი჻ მპყრობელი჻ სპა჻ მოსპენისა: მას჻ ესვა჻ ქალი჻ მნათობი჻ თვალთა჻ თუთია჻ დენისა: შემხედთა჻ სულის჻ წამღები჻ ვერ჻ მხედთა჻ ამაზრზენისა:

23. სხვა჻ ძე჻ არ჻ ესვა჻ მეფესა჻ მართ჻ ოდენ჻ მარტო჻ ასული: სოფლისა჻ მნათი჻ მნათობი჻ მზისაცა჻ დასთა჻ დასული: მან჻ მისთა჻ მჭურეტთა჻ წაუღის჻ გული჻ გონება჻ და჻ სული: ბრძენი჻ ჴამს჻ მისად჻ მაქებრად჻ და჻ ენა჻ ბევრად჻ დასული:

24. მისი჻ სახელი჻ თინათინ჻ არს჻ ესე჻ საცოდელია: რა჻ გაიზარდა჻ გაივსო჻ მზე჻ მისგან჻ საწუნელია: მეფემან჻ უჴმნო჻ ვაზირნი჻ თვით჻ ზის჻ ლაღი჻ და჻ წყნარია: გვერდსა჻ დაისვა჻ დაუწყო჻ მათ჻ ამო჻ საუბნარია:

25. როსტევან჻ იჴმო჻ ვაზირნი჻ უბრძანეს჻ თუცა჻ ფარულად: მე჻ ძე჻ არ჻ მამცა჻ სოფელმან჻ კიდე჻ მისთვის჻ ვარ჻ მალულად: ამ჻ ჩემთა჻ სპათა჻ თავადად჻ შემტევებელი჻ ქარულად: მოლხინე჻ მოასპარეზედ჻ გამთენებელი჻ დარულად:

26. უბრძანა჻ გკითხავ჻ საქმესა჻ ერთგან჻ სასაუბაროსა: რა჻ ვარდმან჻ მისი჻ ყვავილი჻ გააჴმოს჻ დაამჭკნაროსა: იგი჻ წაჴდების჻ სხვა჻ მოვა჻ ტურფასა჻ საბაღნაროსა: მზე჻ ჩაგვისუენდა჻ ბნელსა჻ ვსჭვრეტთ჻ ღამესა჻ ჩუენ჻ უმთვაროსა:

27. მე჻ გარდასრულვარ჻ სიბერე჻ მჭირს჻ ჭირთა჻ უფრო჻ ძნელია: რაღაა჻ იგი჻ სინათლე჻ რასაცა჻ ახლავს჻ ბნელია: დღეს჻ არა჻ ხვალე჻ მოვჰკვდები჻ სოფელი჻ ასრე჻ მქმნელია: ჩემი჻ მზე჻ დავსვათ჻ ჴელმწიფედ჻ ვისგან჻ მზე჻ საწუნელია:

28. ვეზირთა჻ ჰკადრეს჻ მეფეო჻ რად჻ ბრძანეთ჻ თქვენი჻ ბერობა: ვარდი჻ თუ჻ გაჴმეს჻ ეგრეცა჻ გუმართებს჻ აზომცა჻ ჯერობა: მისივე჻ მეტობს჻ ყუავილსა჻ სული჻ და჻ ტურფა჻ ფერობა: მთვარესა჻ მცხრალსა჻ ვარსკულავმა჻ ვითამცა჻ ჰკადრა჻ მტერობა:

29. ერთობ჻ დაშალეს჻ ვეზირთა჻ მაგრამ჻ ვინ჻ მოუსმინებდა: მეფე჻ ლაღი჻ და჻ უკადრი჻ იგი჻ ქნის჻ რაცა჻ ინებდა: თინათინ჻ დასვეს჻ ჴელმწიფედ჻ ვინ჻ მზესა჻ ითვალწუნებდა: ვინ჻ სალსა჻ კლდესა჻ დაადნობს჻ და჻ ცვილსა჻ გაატინებდა:

30. მაგას჻ ნუ჻ ბრძანებთ჻ მეფეო჻ ჯერ჻ ვარდი჻ არ჻ დაგჭნობია: თქუენი჻ თათბირი჻ ავიცა჻ სხუისა჻ კარგისა჻ მჯობია: ჴამს჻ გაღანამცა჻ საქნელად჻ რაცა჻ თქვენ჻ გულსა჻ გლმობია: სჯობს჻ და჻ მას჻ მიეც჻ მეფობა჻ ვისგან჻ მზე჻ შენაფლობია:

31. თუმცა჻ ქალია჻ ჴელმწიფედ჻ მართ჻ ღ~თისა჻ დანაბადია: არ჻ გათნევთ჻ იცის჻ მეფობა჻ უთქვენოდ჻ გვითქვამს჻ კვლა჻ დია: შუქთა჻ მისთაებრ჻ საქმეცა჻ მისი჻ მზებრ჻ განაცხადია: ლეკვი჻ ლომისა჻ სწორია჻ ძუ჻ იყოს჻ თუნდა჻ მჴუადია:

32. ავთანდილ჻ იყო჻ სპასპეტი჻ ძე჻ ამირ჻ სპასალარისა: საროსა჻ მჯობი჻ ნაზარდი჻ მსგავსი჻ მზისა჻ და჻ მთვარისა: ჯერთ჻ უწვერული჻ სადარო჻ ბროლმინა჻ საცნობარისა: მას჻ თინათინის჻ შვენება჻ ჰკლევდის჻ წამწამთა჻ ჯარისა:

33. გულსა჻ მისსა჻ მიჯნურობა჻ მისი჻ ჰქონდა჻ დამალულად: რა჻ მოშორდის჻ ვერა჻ მჭურეტმან჻ ვარდი჻ შექნის჻ ფერნაკლულად: ნახის჻ ცეცხლი჻ გაუახლდის჻ წყლული჻ გაჴდის჻ უფრო჻ წყლულად: საბრალოა჻ სიყვარული჻ კაცსა჻ შეიქს჻ გულნაკლულად:

34. რა჻ მეფედ჻ დასმა჻ მეფემან჻ ბრძანა჻ მისისა჻ ქალისა: ავთანდილს჻ მიხუდა჻ სიამე჻ ვსება჻ სჭირს჻ მისო჻ ალისა: თქუა჻ ზედი჻ ზედ჻ მამხვდების჻ ნახვა჻ მის჻ ბროლ჻ ფიქალისა: ნუთუ჻ ვით჻ ვჰპოვო჻ წამალი჻ მე჻ ჩემი჻ ფერ჻ გამქრქალისა:

35. არაბეთს჻ გასცა჻ ბრძანება჻ დიდმან჻ არაბთა჻ მფლობელმან: თინათინ჻ ჩემი჻ ჴელმწიფედ჻ დავსვი჻ მე჻ მისმან჻ მშობელმან: მან჻ გაანათლოს჻ ყოველი჻ ვით჻ მზემან჻ მანათობელმან: მოდით჻ და჻ ნახეთ჻ ყოველმან჻ შემსხმელმან჻ შემამკობელმან:

36. ავთანდილს჻ მისით჻ შორს჻ ყოფით჻ შეეკრა჻ თვალნი჻ ბლეტითა: იამა჻ ქალის჻ მეფობა჻ სიხარულითა჻ მეტითა: იტყვის჻ ხანდახან჻ საუბრად჻ მივალ჻ გულითა჻ რეტითა: კულავ჻ ზედა჻ ზედა჻ შევხედავ჻ ვალხინებ჻ თვალთა჻ ჭურეტითა:

37. მოვიდნენ჻ სრულნი჻ არაბნი჻ ჯარი჻ გამრავლდა჻ ხასისა: ავთანდილ჻ პირმზე჻ სპასპეტი჻ ლაშქრისა჻ ბევრ჻ ათასისა: ვაზირი჻ სოგრატ჻ მოახლე჻ მეფისა჻ დასთა჻ დასისა: მათ჻ რომე჻ დადგეს჻ საჯდომი჻ თქუეს჻ უთქმელია჻ ფასისა:

38. ადეგ჻ როსტან჻ შენსა჻ მზესა჻ ჴელით჻ ჴელსა჻ მოეკიდე: მის჻ საბოძურის჻ მისათმევლად჻ მიზიდავს჻ და჻ მიჰყავს჻ კიდე: დავბერდი჻ და჻ დავძაბუნდი჻ მე჻ დღეთავე჻ ჩემსა჻ ვსთულიდე: რაც჻ შევცოდე჻ შემოქმედსა჻ ვიტირო჻ და჻ ვინანიდე:

39. უკუვდგე჻ ერთსა჻ ალაგსა჻ დავიწყო჻ გარდაჴდილობა: უბრძანა჻ სრულთა჻ არაბთა჻ შეჰკადრეს჻ მილოცვილობა: შენ჻ ჩემთა჻ საჭურჭლეთათვის჻ ნუ჻ შეგაქუს჻ გულსა჻ ცილობა: კულავე჻ ზედა჻ ზედა჻ შევიგნა჻ მე჻ შენი჻ არ჻ მოშლილობა: