... (H-925), XVIII ს.

139. ყმამან უთხრა მამისმინე მართლად გითხრობ არა ჭრელად რა მიჯნური ველთა რბოდეს მარტო უნდა გასაჭრელად მარგალიტი აღარ მოხვდეს უსასყიდლოდ უვაჭრელად კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრისა დასაჭრელად

140. ვისმცა უთხარ ხვაშიადი შენგან კიდე არვინ ვარგა უშენოსა პატრონობა ვის მივანდო ვინ ქნას კარგა სანაპირო გაამაგრე მტერმან ახლოს ვერ იბარგა კვლავ ნუთუმცა შემოვიქცე ღმერთმან სრულად არ დამკარგა

141. ფათერაკი სწორად მოჰკლავს ერთი იყოს თუნდა ასი მარტოობა ვერას მიზამს მცავს თუ ცისა ძალთა დასი აქათ სამ წელ არ მოვიდე მაშინ გმართებს გლოვა ფლასი წიგნსა მოგცემ გმორჩილობდეს ვინცა იყოს ჩემი ხასი

აქა წიგნი ავთანდილისა ყმათა თანა

142. დაწერა თუ ჩემნო ყმანო გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო ერთგულნო და მისანდონო ამას ზედა გამოცდილნო თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო ვითა ჩრდილნო წიგნი ჩემი მოისმინეთ ყოვლნო ერთგან შემოხდილნო

143. მიწაცა თქუჱნი ავთანდილ ისმინეთ გიწერ მე რასა თვით ვიქ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა ცოტასა ხანსა ვარჩივენ გაჭრა სუმასა და მღერასა პურად და საჭმლად მივენდე ჩემსა მშვილდსა და ცერასა

144. საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი დავყო მარტო და ღარიბად ესე წლეული მე წელი გემუდარები ამისთვის ვარ თქუჱნი შემომხვეწელი მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი

145. მე შერმადინ დამიგდია ჩემად კერძად პატრონობდეს სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს ვარდსა ზვრიდეს არ აჭკნობდეს შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს

146. თქვენცა იცით გამიზრდია ვითა ძმა და ვითა შვილი ამას ასრე მორჩილობდით არის ვითამც ავთანდილი ბუკსა იკრას აქნევინეთ ყოვლი საქმე ჩემგან ქნილი მე თუ დრომდის არ მოვიდე გლოვა გმართებს არ სიცილი

147. ესე წიგნი დაასრულა წყლიანმან და სიტყვანაზმა წელთა ოქრო შემოირტყა საღარიბოდ მოეკაზმა ბრძანა მინდორს შევჯდებიო ლაშქარიცა დაერაზმა მასვე წამსა წამოვიდა შინა ხანი არა დაზმა

148. ბრძანა წადით ყველაკაი აქა მომხრედ არვინ მინა მონებიცა მოიშორვა თავი გაითავისწინა მარტო გარე შემობრუნდა შამბი შიგა გაირბინა მიწყივ მისად საგონებლად მისი მკვლელი თინათინა

149. იგი ველი გაირბინა ლაშქართაგან გაეკიდა ვინმცა ნახა სულიერმან ანუ ვინმცა გაეკიდა ვის მახვილი ვერას ავნებს მისი მკლავი გაეკიდა მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა

150. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს იგი პირმზე ვეღარ პოვეს პირი მათი იფერმკრთალეს მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს ყველგან რბოდეს საძებარად ვინცა იყო უცხენმალეს

151. ღ~თივ ლომო შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს ვეღარა ცნეს მისი საქმე გაიარა აქეთ კიდეს მისნი სპანი გულმოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს

152. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასი და დიდებულები უჩვენა იგი უსტარი ამბავი მისი თქმულები რა მოისმინეს ყველაი დარჩა გულდანაწყლულები თავსა იცემდეს არ იყო გული უცრემლო ულები

153. ყოვლთა ჰკადრეს თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვიარმისცა უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა გაღანამცა გმორჩილობდეთ თუ გვიბრძანო რაცა ვისცა იგი მონა აპატრონეს ყველაკამან თაყვანისსცა

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასვლაო

154. ამ საქმესა მემოწმების დეიონოსი ბრძენი ეზროს საბრალოა ოდის ვარდი დაეთვრთვილოს დაცაეზროს ვის ბალახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს იგი სადმე გაღარიბდეს სამყოფთაგან იაბეზროს

155. ავთანდილ იგი მინდორი ოთხახმით გარდაიარა დააგდო მზღვარი არაბთა სხვათ მზღვართა არე იარა მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა თქვა თუ მე მასმცა ვეახლე აწ ცხელსა ცრემლსა ვღური არა

156. ახალმან დათოვა ფიფქმან ვარდი დათრთვილა დანასა მოუნდის გულსა დაცემა ზოგჯერ მიჰმართის დანასა თქვის ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა მოვშორდი ლხინსა ყველასა ჩანგსა ბარბითსა და ნასა