... (H-925), XVIII ს.

20. ავთანდილ იყო სპასპეტი ძე ამირსპასალარისა საროსა მჯობი ნაზარდი მგზავსი მზისა და მთუარისა ჯერეთ უწვერული სადარო ბროლ მინა საცნობარისა მას თინათინის გონება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა

21. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ქონდა დამალულად რა მოშორდის ვერა მჭურეტმან ვარდი შექნის გულნაკლულად ნახის ცეცხლი გაუახლდის წყლული გახდის უფრო წყლულად საბრალოა სიყვარული კაცსა შეიქს გულმოკლულად

22. რა მეფედ დასუმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა ავთანდილს მიხვდა სიამე ვსება სჭირს მისო ქალისა თქუა ზედა ზედა მამხვდების ნახვა მის ბროლფიქალისა ნუთუ ვით ვპოვო წამალი მე ჩემი ფერ გამქრქალისა

23. არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსივი მე მისმან მშობელმან მან განანათლეს ყოველნი ვით მზემან მანათობელმან მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან შემამკობელმან

24. მოვიდეს სრულნი არაბნი ჯარი გამრავლდა ხასისა ავთანდილ პირმზე სპასპეტი ლაშქრისა ბევრ ათასისა ვაზირი სოგრატ მოახლე მეფისა დასთა დასისა მათ რომე დადგეს საჯდომი თქვეს უთქმელია ფასისა

25. თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ჴელითა მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა ქალი მზებრ უჭურეტს ყოველთა ცნობითა ბრძნად მხედველითა

26. უკუდგეს და თაყვანი სცეს მეფემან და მისთა სპათა დალოცეს და მეფედ დასვეს ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ჴმათა ქალი სტირს და ცრემლთა აფრქვევს ხრის ყორნისა ბოლოფრთათა

27. მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა ამად სტირს ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა მეფე სწვთნის მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა

28. უბრძანა ნუ სტირ ასულო ისმინე ჩემი თხრობილი დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს ჩემგან ჴელმწიფედ ჴმობილი აქადგან ესე სამეფო მართ შენია მინდობილი ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა იყავ წყნარი და ცნობილი

29. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების უხვი ახსნილსა დააბამს იგი თვით ების ვინ ების უხვად გასცემდი ზღვათაცა შესდის და გაედინების

30. მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვა რგულია უხვსა მორჩილობს ყოველი იგინიც ვინ ორგულია სმა ჭამა დიდად შესარგი დება რა სავარგულია რასაცა გასცემ ჩვენია რას არა დაკარგულია

31. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა ყურსა უპყრობდა ისმენდა წურთასა არ მოიწყინებდა მეფე სმასა და მღერასა იქს მეტად მოილხინებდა თინათინ მზესა სწუნობდა მაგრამ მზე თინათინებდა

32. მოიხმო მისი გამზრდელი ერთგული ნაერთგულევი უბრძანა ჩემი საჭურჭლე შენგან არს დაბეჭდულევი მამართვი ჩემი ყველაი ჩემი ნაუფლისწულევი მოართვეს გასცა უზომო უანგარიშო ულევი

33. მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა მერმე ბრძანა ვიქ საქმესა მამისაგან სწავლებულსა ჩემსა ნურვინ ნუ დამალავთ საჭურჭლესა დადებულსა

34. უბრძანა წადით გახსენით რაცა სად საჭურჭლენია ამილახორნო მოასხით რემა ჯოგი და ცხენია მოიღეს გასცა უზომო სიუხვე არ მოსწყენია ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი მართ ვითა მეკობრენია

35. ალაფობდეს საჭურჭლესა მისა ვითა ნათურქალსა მას ტაიჭსა არაბულსა ქვენაბამსა ნასუქალსა რომე გვანდა სიუხვითა ბუქსა ზეცით ნაბუქალსა რა დაარჩენს ცარიელსა არ ყმასა და არცა ქალსა

36. დღე ერთ გარდაჴდა პურობა სმა ჭამა იყო ხილობა ნადიმად მჯდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა მეფემან თავი დაკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო შექნეს ამისი ცილობა

37. თავსა ზის პირმზე ავთანდილ მჭურეტთაგან მოსანდომია სპათა სპასპეტი ჩაუქი ვითა ვეფჴი და ლომია ვეზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია თქვეს თუ რა უმძიმს მეფესა ანუ რად ფერი ჰკრთომია

38. თქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლე არა ქმნილა ავთანდილ თქვა სოგრატ ვკითხოთ გვითხრას რამცა შეგვეცილა ვკითხოთ რამე სალაღობო რასათვისმცა გაგვაწბილა

39. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა თვითო აიღეს ჭიქები მივლენ ქცევითა წყნარითა წინა მიუსხდეს მუხლ მოყრით პირითა მოცინარითა ვეზირი ლაღობს ენითა წყლიანად მოუბარითა