... (H-925), XVIII ს.

1. ვთქუა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა ძნელად სათქმელი საჭირო გამოსაგები ენათა იგია საქმე საზეო მამცემი აღმაფრენათა ვინცა ეცდების თმობასა ქონდა მრავალთა წყენათა

2. მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხუდებიან ენა დაშვრების მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან ვთქვათ ხელობანი ქვენანი რომელნი ჴორცთა ხუდებიან მართ მასვე ბაძვენ თუ ოდენ არ სიძვენ შორით ბნდებიან

3. მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიხვდომისა წყენითა ზოგთა აქვს საღთო სიახლე დაშვრების აღმა ფრენითა კვლავ ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედან ფრფენითა

4. მიკვირს კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა ვინცა უყვარს რად აყივნებს მისთვის მკვდარსა მისთვის წყლულსა თუ არ უყვარს რად არა სძულს რად აყივნებს რაცა სძულსა ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა

5. თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს ტირილსა ემართლების სიარული მარტოება შვენის გაჭრად დაეთულების იგონებს მისგან კიდე ანუ როდეს მოეცლების არ დააჩნდეს მიჯნურობა სჯობს თუ კაცსა იახლების

6. მას ცოცხალი ნუ ელევის, რაცა პირველ შეუყვარდეს, ნურცა ლხინსა აუზავდეს, ნურცა ჭირსა შეუზარდეს: მასთვის დასთმოს ყველაკაი, მისთვის ველთა გამოვარდეს, ნურცა გავა, სოფელიცა მისი კერძი გარდაჰქარდეს.

7. რომ შექმენ დიდთა მაღალი თვით მეფე დავითიანად გონებად დიდად მოწყალე. მართ ერთობ მოწყალიანად მნათობი ყოვლთა მხედველთა. ვითა მზე სინათლიანად უმისოდ ხომი ვერ ნათობს. ვერც ლომი ნაკუთიანად

8. პირველათ ტახტი პორფირი. ღვთისაგან გაქვს სკიპტრა პირველნი ერთგულთა დიდად მოწყალე. ორგულთა რისხვით მჭირველნი შენად სამონოდ მეფენი. მოვლენ სხვაგნითა პირველნი ხამსა რომე პაპნი ჰრომისა. შენთვისაც იყოს მწირველნი.

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა

9. იყო არაბეთს როსტევან მეფე ღმრთისაგან სვიანი მაღალი უხვი მდაბალი ლაშქარ მრავალი ყმიანი მოსამართლე და მოწყალე მორჭმული განგებიანი თვით მეომარი უებრო კვლავ მოუბარი წყლიანი

10. იყო არაბეთს მეფობა მეფისა როსტევანისი მას ჰქონდა სპარსთა ქვეყანა მართვ ვითა შანშეს ანისი უძრწის და მონებს ყოველიჴელთა აქვს მას საბრძანისი თქუჱს თუ ხამს ხმელთა პატრონად ან ალექსანდრე ანისი

11. აწყა დავიწყოთ ამბავი მის ხელმწიფისა ზენისა: არაბეთს როსტენ პატრონი, მპყრობელი სპაჲს მოსპენისა; მას ესვა ქალი მნათობი თუალთათ თუთია დენისა, შემღების სულის წამღები, ვერ მჴედთა ამაგზენისა.

12. სხუა ძე არ ესვა მეფესა მართ ოდენ მარტო ასული სოფლისა მნათი მნათობი მზისაცა დასთა დასული მან მისსა მჭვრეტთა წაუღის გული გონება და სული ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად დასული

13. მისი სახელი თინათინ არს ესე საცოდნარია რა გაიზარდა გაივსომისგან მზე საწუნარია მეფემან იხმნა ვაზირნი თვით ზის ლაღი და წყნარია გვერდსა დაისხნა დაუწყო მათ ამო საუბნარია

14. როსტევან იხმო ვეზირი უბრძანეს თუმცა ფარულად მე ძე არ მამცა სოფელმან კიდეც მისთვის ვარ მალულად ამ ჩემთა სპათა თავადად შემტევებელი ქარულად მოლხინედ მოასპარეზედ გამთენებელი დარულად

15. უბრძანა გკითხავ საქმესა ერთგან სასაუბაროსა რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს დაამჭნაროსა იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა მზე ჩაგუისუენდა ბნელსა ვსჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთვაროსა

16. მე გარდასრულვარ სიბერე მჭირს ჭირთა უფრო ძნელია დღეს არა ხვალე მოვკვდები სოფელი ასრე მქმნელია რააღა იგი სინათლე რასაცა ახლავს ბნელია ჩემი მზე დავსვათ ხელმწიფედ ვისგან მზე საწუნელია

17. ვაზირთა ჰკადრეს მეფეო რად ჰკადრეთ თქვენი ბერობა ვარდი თუ გახმეს ეგრეცა გვმართებს აზომცა ჯერობა მისივე მეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმა ვითამცა კადრა მტერობა

18. მაგას ნუ ბრძანებთ მეფეო ჯერ ვარდი არ დაგჭნობია თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია ჴმდა განაღამცა სათქმელად რაცა თქვენ გულსა გლმობია სჯობს და მას მიეც მეფობა ვისგან მზე შენაფლობია

19. თუცა ქალია ხელმწიფედ მართ ღ~თისა დანაბადია არ გათნევთ იცის მეფობა უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია