... (H-925), XVIII ს.

40. დაგიღრეჯია მეფეო აღარ გიცინის პირიო მართალ ხარ წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ ხშირიო ყოლემცა მეფედ ნუ დასვი თავსა რად უგდე ჭირიო

41. რა მეფემან მოისმინა გაცინებით შემოხედნა გაუკვირდა ვით მკადრაო ან სიტყვანი ვით გაბედნა კარგა ჰქენო დაუმადლა ბრძანებანი უიმედნა ჩემი ძრახვა სიძუნწისა ტყუვის ვინცა დაიყბედნა

42. ეგე არ მიმძიმს ვეზირო ესეა რომე მწყენია კაცი არ არის სითგანცა საბრძენებელი ჩვენია კაცი არ არის სითგანცა საბრძენებელი ჩვენია რომე მას ჩემგნით ესწავლნეს სამამაცონი ზნენია

43. ერთაი მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა ღ~თნ არ მომცა ყმაშვილი ვარ საწუთროსა თმობითა ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად ანუ კვლავ ბურთაობითა კაცსა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა

44. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა თავმოდრეკით გაიღიმნა გაცინება დაუშვენდა თეთრთა კბილთათ გამამაკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა მეფე კითხავს რას იცინი ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა

45. კვლავ უბრძანა თავსა ჩემსა რას იცინი რა დამგმეო ყმამან კადრა მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო რაცა გკადრო არ გეწყინოს არ გარისხდე არ გასწყრეო არ გამხადო კადნიერად არ ამიკლო ამადზეო

46. უბრძანა რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა ფიცა მზე თინათინისა მის მზისა მოწუნარისა ავთანდილ იტყვის დავიწყო კადრება საუბნარისა ნუ მოკვეხ მშვილდოსნობასა თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა

47. მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია ნაძლევი დავსდვათ მოვასხნეთ მოწმად თქვენივე ყმანია მოასპარეზედ ვინ მგავსო ცუდნიღა უკუთქმანია გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მაედანია

48. მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა ბრძანე ვისროლოთ ნუ ვიქთო შედრეკილობაკლებასა კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა მერმე გამოჩნდეს მაედანს ვისძი უთხრობდენ ქებასა

49. ავთანდილცა დამორჩილდა საუბარი გარდაწყვიდეს იცინობდეს ყმაწვილობდეს საყუარლად და კარგად ზმიდეს ნაძლევიცა გააჩინეს ამა პირსა დაასკვნიდეს ვინცა იყოს უარესი თავშიშველი სამ დღე ვლიდეს

50. კვლავ ბრძანეს მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად თორმეტი ჩემად ისრისა მომრთმევლად მოსახმარებლად ერთაი შენი შერმადინ არს მათდა დასადარებლად ნასროლ ნაკრავსა სთვლიდიან უტყუვრად მიუმცდარებლად

51. მონადირეთა უბრძანა მინდორნი მოიარენით დაცევით ჯოგი მრავალთა თავნი ამისთვის არენით ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს მოდით და მოიჯარენით დააგდეს სმა და ნადიმი მუნ ამაოდ გავიხარენით

52. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი ძოწეულითა მოსილი პირად ბროლ ბალახჩოსანი პიროქრო რიდე ეხვია შვენოდა ქარქაშოსანი მეფესა გასვლად აწვევდა მოდგა თეთრტაიჭოსანი

53. შეეკაზმა მეფე შეჯდა ნადირობას გამოვიდეს მრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს ალყას გარე შემოჰკრვიდეს ზეიმი და ზარი იყო სპანი ველთა დაფარვიდეს ნაძლევისა მათისათუის ისროდეს და ერთგან სრვიდეს

54. უბრძანა მონა თორმეტი მოდით ჩვენთანა ვლიდითა მშვილდსა ფიცხელსა მოგუცემდით ისარსა მოგვართმიდითა ნაკრავსა შეადარებდით ნასროლსა დასთვალვიდითა დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა

55. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ მიუწდომელი ირემი თხა და კანჯარი ქურციკი მაღლა მხლდომელი მას პატრონ ყმანი გაუხდეს ჭვრეტადმცა სჯობდეს რომელი აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი

56. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს მიხოცდეს და მიისროდეს მინდორს სისხლთა მიასხმიდეს რა ისარი დაელივნის მონანიყე მოართმიდეს მხეცნი მათგან დაკოდილნი ბიჯსა წაღმა ვერ წასდგმიდეს

57. იგი ველი გაირბინეს ჯოგი წინა შემოისხეს დახოცეს და ამოწყვიდეს ცათა ღ~თი შეარისხეს ველნი წითლად შეეღებნეს ნადირთაგან სისხლი ისხეს ავთანდილის შემხედველთა ჰგავს ალვაა ედემს ის ხეს

58. იგი მინდორი დალივეს მართ მათგან განარბენია მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია ნადირნი ტყესა შეესწრნეს სადა ვერა რბის ცხენია იგი მაშრალნი ორნივე მოსწყდეს რაზომცა მჴნენია

59. ერთმანერთსა თუ მე გჯობო სიცილით ეუბნებოდეს ამხანაგობდეს ლაღობდეს იქით და აქათ დგებოდეს მერმე მოვიდეს მონანი რომელნი უკან ჰყვებოდეს უბრძანა თქვითო მართალი ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს