... (H-925), XVIII ს.

257. მან უბრძანა თუ მიჩუენებ ვნახავ დიდად გავიხარებ სიყვარულმან მისმან ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ არას უზამ უგემურსა არა თოდენ გავამწარებ რაცა ჩემგან იამების ვაამებ და შევიყუარებ

258. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად არ ეწყინაო უამბობს არს მისად მაგულვანებლად ხელი მოკიდა მოყვანდა ვით მთვარე მოსავანებლად იგი რა ნახა ტარიელ თქვა მზისა დასაგვანებლად

259. გამოეგება ტარიელ მართებს ორთავე მზე დარად ანუ ცით მთუარე უღრუბლოდ შუქთა მოფენდეს ქვე ბარად რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად გვანდეს შვიდთავე მნათობთა სხვამცა რისად ვთქვა მე და რად

260. მათ აკოცეს ერთმანერთსა უცხოობით არ დარიდეს ვარდსა ხლეჩდეს ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭუირდეს ყელი ყელსა გადააჭუდეს ერთმანერთსა აუტირდეს ქარვად შექმნეს იაგუნდი მათნი თუცა ლალად ღირდეს

261. მობრუნდა ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა თავთა ნუ დახოცთ ნუ ბნელიქთ მზესა თქვენითა ბნელითა

262. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული არ დაზრული ყმასა უთხრა მესწრაფების მითხარ შენი დაფარული ვინ ხარ ანუ სით მოსულხარ სადაური სით მოსრული მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ ვარ მისგანცა განწირული

263. ავთანდილ გასცა პასუხი სიტყვები ლამაზებია ლომო და გმირო ტარიელ ვის თავი გინაზებია მე ვარ არაბი არაბეთს არს ჩემი დარბაზებია მიჯნურობითა დამწვარვარ ცეცხლი უშრეტი მგზებია

264. მე პატრონისა ჩემისა ასული შემყუარებია თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ მაგრებია თუცა არ მიცნობ გინახავ თუ ვით გიაზრებია გახსოვსცა ოდეს დახოცენ მონები არსაპყრებია

265. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი ჩვენ ზედა გარდგეკიდენით პატრონი ჩვენი გაგიწყრა ჩვენ ხაფად წაგეკიდენით გიხმეთ არ მოხველ ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით შენ ველნი წითლად შეღებენ სრულად სისხლისა კი დენით

266. ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაკვეთეთ მეფე შეჯდა დაგვეკარგე კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ ვითა ქაჯი დაგუემალე მონებიცა დავაფეთეთ ამან უფრო დაგვაშმაგნა თავი სრულად გავაშეთეთ

267. ჭმუნვა შეექმნა თქვენც იცით ხელმწიფე ნებიერია მოგნახეს გძებნეს ყოველგან მათ რუკა დაუწერია ვერ ნახეს შენგან ნახული ვერცა ყმა ვერცა ბერია აწ გამომგზავნა რომელსა ვერ მზე გავს ვერ ეთერია

268. მიბრძანა მიცან ანბავი მის მზისა წარხდომილისა მაშინ ვარ მქმნელი საქმისა მის შენგან მონდომილისა» სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა არ გიკვირს გავსძელ ვერ ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა

269. აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა ქურდნი ვნახენ რომე თქუენთვის სიტყვა რამე გაემკვახა მათრახითა ჩამოგეგდო ერთი მკვდართა დაგესახა მათ მასწავლეს ძმა რომელთა სულმობრძავი სამე გლახ ა

270. ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი იტყვის მახსოვს ეგე საქმე თუმცა არის ადრინდელი ერთგან ვნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი მით ვტიროდი მამეგონა მე გლახ ჩემი წარმწყმედელი

271. რას მაქნევდით რა გინდოდა ერთმანერთსა რათა ვჰგუანდით თქუჱნ მორჭმულნი სთამაშობდით ჩვენ მტირალნი ღაწუსა ვბანდით რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით გაგულვანდით აწ ვეჭ [რომე] ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით

272. მოვიხედე მამეწია რა პატრონი შენი ვნახე ჴელმწიფობით შემებრალნეს ამად ჴელი არ შევახე თვალთა წინა გამოვექეც მეტი არა შეუზრახე ჩემი ცხენი უჩინოსა გავმსცა მეტი არ დავესახე

273. კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა დაწამწამება მას გავექცევი ვისგანცა ჩემი არას ვსცნა ამება მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება ავად შვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება

274. აწ ვაშად მოხველ მიამა ნახვა შენისა პირისა ტანად სარო და პირად მზე მამაცად მზგავსი გმირისა მაგრა გარჯილ ხარ არა ხარ გარდაუჴდელი ჭირისა ძნელია პოვნა კაცისა ღ~თივ ზეცით განაწირისა

275. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა სახე ხარ მზისა ერთისა ზეცით მნათისა ზენისა რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა

276. ამა დღემან დამავიწყა გული ჩემი ვინ დაბინდა დამიგდია სამსახური იგი იქნას რაღა გინდა იაგუნდი ეგრეცა სჯობს ათასჯერმცა მინა მინდა შენ გეახლო სიკვდილამდის ამის მეტი არა მინდა