... (H-925), XVIII ს.

1462. ტარიელ უთხრა კარგსა იქ შენ პატრონისა კრძალვასა აწ დადეგ იქი ნუ მიხვალ იქმცა უჩემოდ ხალვასა მე მივალ უთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა ვეჭვ ღ~თითა ადრე შეგყარო მზესა მას ტანად ალვასა

1463. მუნ დადგა ლომი ავთანდილ დაიდგა მცირე კარავი ნესტანდარეჯან მუნვე დგას იგია მჭვრეტთა მზარავი მისთა წამწამთა ნიავი ქრის ვითა ქარი არავი წავიდა მეფე ინდოთა მისრული მიუპარავი

1464. ტარიელცა თაყვანისცა მივა კოცნად სასალამოდ მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ გაკვირვებით ეუბნების არის მისგან სათამამოდ შენ მზე ხარო შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ

1465. გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა სიტურფესა პირსა უჭვრეტს გაკვირვებით უქებს მკლავთა სიალფესა კვლავ ფრიდონცა უსალამა თაყვანისცა მან მეფესა მას მეფესა ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა

1466. მეფე ტარიას ქებასა დაკრთების დაეღონების ტარიელ ეტყვის მეფეო აწ გული შენ გემონების მიკვირს თუ ეგრე სიკეთე თქუჱნ ჩემი რად გეგონების რადგან ავთანდილ შენია სხვა რად ვინ მოგეწონების

1467. ნუ გიკვირს მისი ვერ ნახვა და დაყოვნება ხანისა მოდი და დავსხდეთ მეფეო ამოა კორდი მწვანისა გკადრო მიზეზი მისისა თქუჱნს წინა ვერ მოტანისა გიაჯ აწე რას მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა

1468. დასხდეს მეფენი მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა ტარიელს პირსა ციმციმი ათქს უნათლესი ბაზმისა ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა ქცევისა და ზმისა დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა ბრძნად ნაკაზმისა

1469. მეფეო თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად [.............................................................................................] [.............................................................................................] [.............................................................................................]